მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დააფინანსა ლევან აკინის ახალი ფილმი? - საპროდიუსერო კომპანია აცხადებს, რომ ის მამუკა ხაზარაძეს ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიას არ დაუფინანსებია
ვინ დააფინანსა ლევან აკინის ახალი ფილმი? - საპროდიუსერო კომპანია აცხადებს, რომ ის მამუკა ხაზარაძეს ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიას არ დაუფინანსებია

ლე­ვან აკი­ნის ახა­ლი ფილ­მის “გზაჯ­ვა­რე­დი­ნი” გარ­შე­მო შექ­მნილ აჟი­ო­ტაჟს საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია "1991 Productions" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ლე­ვან აკი­ნის ახა­ლი ფილ­მი “გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე”, რომ­ლი­თაც გა­იხ­სნა 2024 წლის ბერ­ლი­ნა­ლეს პროგ­რა­მა “პა­ნო­რა­მა”, 5 სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ის კოპ­რო­დუქ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. შვედ, ფრანგ, და­ნი­ელ და თურქ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, ფილ­მის წარ­მო­ე­ბა­ზე იმუ­შა­ვა ნინო ჩი­ჩუ­ა­სა და ანა ხა­ზა­რა­ძის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ­მა საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ამ - 1991 Productions. პარტნი­ორ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა საფ­რან­გე­თი­დან, შვე­დე­თი­დან, და­ნი­ი­დან, თურ­ქე­თი­დან და სა­ქარ­თვე­ლო­დან ფილ­მის კოპ­რო­დუქ­ცი­ა­ში ჩა­დეს სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი. კომ­პა­ნი­ის დრო­ის და რე­სურ­სის შე­ნა­ტანს მიღ­მა, ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ - 1991 Productions-მა ლე­ვან აკი­ნის ფილ­მის წარ­მო­ე­ბა­ში ფუ­ლა­დი წვლი­ლის შე­ტა­ნა შეძ­ლო სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს” პროგ­რა­მის “გა­და­ი­ღე სა­ქარ­თვე­ლო­ში” და­ფი­ნან­სე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნია 1991 Productions-ის და ფილ­მის "გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე” და­ფი­ნან­სე­ბის წყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბით. კომ­პა­ნია 1991 Productions-ის კი­ნო­წარ­მო­ე­ბა არას­დროს და­უ­ფი­ნან­სე­ბია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ან მის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას.

თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვგრძნობთ, ჩა­მოვ­თვა­ლოთ პარტნი­ო­რე­ბი, რო­მელ­თა ფი­ნან­სუ­რი კონ­ტრი­ბუ­ცი­ი­თაც შე­იქ­მნა ეს ფილ­მი:

ევ­რო­საბ­ჭოს კულ­ტუ­რის ფონ­დი ევ­რი­მა­ჟი, შვე­დე­თის კი­ნო­ინ­სტი­ტუ­ტი, შვე­დე­თის ტე­ლე­ვი­ზია SVT, Nordisk კინო და ტე­ლე­ვი­ზი­ის ფონ­დი, RMV Film, და­ნი­ის კი­ნო­ინ­სტი­ტუ­ტი, DR და­ნი­ის მა­უ­წყე­ბე­ლი, ფრან­გუ­ლი კი­ნო­ფონ­დი Aide aux cinémas du monde, აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში - პროგ­რა­მა "გა­და­ი­ღე სა­ქარ­თვე­ლო­ში”.1991 Productions 2017 წელს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი კოპ­რო­დუქ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, ავი­თა­რებს და აფი­ნან­სებს ნი­ჭი­ე­რი რე­ჟი­სო­რე­ბის მხატ­ვრულ და დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს.1991 Productions-ის უახ­ლე­სი ფილ­მე­ბია: დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი - “ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო”, რე­ჟი­სო­რი - ლუკა ბე­რა­ძე. მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა 2023 წლის კარ­ლო­ვი ვა­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თა. დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი - “დი­დე­ბა დე­დო­ფალს”, რე­ჟი­სო­რე­ბი - თა­თია სხირტლა­ძე და ანა ხა­ზა­რა­ძე, (კოპ­რო­დუქ­ცია: ავ­სტრია, სერ­ბე­თი). ფილ­მი იხი­ლეს 25-ზე მეტ ფეს­ტი­ვალ­ზე მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. 2021 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­იმ­სა­ხუ­რა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჯილ­დო - ოქ­როს პრო­მე­თე", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცახ­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის - ლე­ვან აკი­ნის ფილმმა "გზაჯ­ვა­რე­დი­ნი” (“Crossing”) "ბერ­ლი­ნა­ლეს” პა­ნო­რა­მის სექ­ცი­ის ჟი­უ­რის პრი­ზი "სა­უ­კე­თე­სო სამ­სა­ხი­ო­ბო გუნ­დის­თვის” (Teddy Jury Award: Ensemble Cast) მო­ი­პო­ვა. წლე­ვან­დე­ლი "ბერ­ლი­ნა­ლეს” პა­ნო­რა­მის სექ­ცია სწო­რედ აკი­ნის ნა­მუ­შევ­რით გა­იხ­სნა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
1

თიას ძირს უთხრიან. 

გოგი
3

ვინც ამ მექრთამე, ნაძირალა ხაზარაძეს დაუჭერს მხარს, ის უარესი ნაძირალა და სამშობლოს მოღალატე იქნება

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვინ დააფინანსა ლევან აკინის ახალი ფილმი? - საპროდიუსერო კომპანია აცხადებს, რომ ის მამუკა ხაზარაძეს ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიას არ დაუფინანსებია

ვინ დააფინანსა ლევან აკინის ახალი ფილმი? - საპროდიუსერო კომპანია აცხადებს, რომ ის მამუკა ხაზარაძეს ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიას არ დაუფინანსებია

ლევან აკინის ახალი ფილმის “გზაჯვარედინი” გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს საპროდიუსერო კომპანია "1991 Productions" ეხმაურება.

"ლევან აკინის ახალი ფილმი “გზაჯვარედინზე”, რომლითაც გაიხსნა 2024 წლის ბერლინალეს პროგრამა “პანორამა”, 5 სხვადასხვა ქვეყნის საპროდიუსერო კომპანიის კოპროდუქციას წარმოადგენს. შვედ, ფრანგ, დანიელ და თურქ პარტნიორებთან ერთად, ფილმის წარმოებაზე იმუშავა ნინო ჩიჩუასა და ანა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა საპროდიუსერო კომპანიამ - 1991 Productions. პარტნიორმა კომპანიებმა საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დანიიდან, თურქეთიდან და საქართველოდან ფილმის კოპროდუქციაში ჩადეს საკუთარ ქვეყნებში მოძიებული ფინანსური რესურსი. კომპანიის დროის და რესურსის შენატანს მიღმა, ქართულმა კომპანიამ - 1991 Productions-მა ლევან აკინის ფილმის წარმოებაში ფულადი წვლილის შეტანა შეძლო სახელმწიფო სააგენტოს “აწარმოე საქართველოს” პროგრამის “გადაიღე საქართველოში” დაფინანსებით.

საქართველოს რამდენიმე მედიაში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია კომპანია 1991 Productions-ის და ფილმის "გზაჯვარედინზე” დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებით. კომპანია 1991 Productions-ის კინოწარმოება არასდროს დაუფინანსებია მამუკა ხაზარაძეს ან მის მიერ დაფუძნებულ რომელიმე ორგანიზაციას.

თავს ვალდებულად ვგრძნობთ, ჩამოვთვალოთ პარტნიორები, რომელთა ფინანსური კონტრიბუციითაც შეიქმნა ეს ფილმი:

ევროსაბჭოს კულტურის ფონდი ევრიმაჟი, შვედეთის კინოინსტიტუტი, შვედეთის ტელევიზია SVT, Nordisk კინო და ტელევიზიის ფონდი, RMV Film, დანიის კინოინსტიტუტი, DR დანიის მაუწყებელი, ფრანგული კინოფონდი Aide aux cinémas du monde, აწარმოე საქართველოში - პროგრამა "გადაიღე საქართველოში”.1991 Productions 2017 წელს დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანიაა, რომელიც ევროპული კოპროდუქციის საშუალებით, ავითარებს და აფინანსებს ნიჭიერი რეჟისორების მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.1991 Productions-ის უახლესი ფილმებია: დოკუმენტური ფილმი - “ღიმილიანი საქართველო”, რეჟისორი - ლუკა ბერაძე. მსოფლიო პრემიერა 2023 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. დოკუმენტური ფილმი - “დიდება დედოფალს”, რეჟისორები - თათია სხირტლაძე და ანა ხაზარაძე, (კოპროდუქცია: ავსტრია, სერბეთი). ფილმი იხილეს 25-ზე მეტ ფესტივალზე მსოფლიო მასშტაბით. 2021 წელს, საქართველოში დაიმსახურა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო - ოქროს პრომეთე", - ვკითხულობთ განცახდებაში.

შეგახსენებთ, წარმოშობით ქართველი რეჟისორის - ლევან აკინის ფილმმა "გზაჯვარედინი” (“Crossing”) "ბერლინალეს” პანორამის სექციის ჟიურის პრიზი "საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის” (Teddy Jury Award: Ensemble Cast) მოიპოვა. წლევანდელი "ბერლინალეს” პანორამის სექცია სწორედ აკინის ნამუშევრით გაიხსნა.