საზოგადოება
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის მთავარი მზვერავის თქმით, ნავალნის გარდაცვალება დიდი ალბათობით თრომბმა გამოიწვია - ბუდანოვის განცხადებას მედია შოკისმომგვრელს უწოდებს
უკრაინის მთავარი მზვერავის თქმით, ნავალნის გარდაცვალება დიდი ალბათობით თრომბმა გამოიწვია - ბუდანოვის განცხადებას მედია შოკისმომგვრელს უწოდებს

იმ გან­ცხა­დე­ბე­ბის ფონ­ზე, რომ ნა­ვალ­ნი კო­ლო­ნი­ა­ში პუ­ტი­ნის და­ვა­ლე­ბით მოკ­ლეს, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი კი­რი­ლო ბუ­და­ნო­ვი ახალ ვერ­სი­ას ასა­ჯა­რო­ებს. მისი თქმით, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი შე­საძ­ლოა ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით გარ­დაც­ვლი­ლი­ყო.

კი­ევ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას ბუ­და­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნა­ვალ­ნის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი "მეტ-ნაკ­ლე­ბად უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია".

"შე­იძ­ლე­ბა იმე­დე­ბი გა­გიც­რუ­ოთ, მაგ­რამ რაც ვი­ცით ისაა, რომ ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი თრომ­ბი გახ­და. ეს მეტ-ნაკ­ლე­ბად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია",- გა­ნა­ცხა­და ბუ­და­ნოვ­მა.

კო­ლო­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცია, სა­დაც ნა­ვალ­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ოჯა­ხის­თვის ცხედ­რის გა­და­ცე­მა­ზე კვი­რა­ზე მეტი დრო უარს ამ­ბობ­და. ამა­ში პო­ლი­ტი­კო­სის ქვრი­ვი, იუ­ლია ნა­ვალ­ნა­ია პუ­ტინს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და: "გად­მოგ­ვე­ცით ჩემი ქმრის ცხე­და­რი. თქვენ ის ცო­ცხლად აწა­მეთ და ახლა მკვდარ­საც აწა­მებთ. ვერც ერთი ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნი ვერ გა­ა­კე­თებ­და იმას, რა­საც პუ­ტი­ნი ალექ­სე­ის ცხე­დარს უკე­თებს".

სა­ბო­ლო­ოდ, პო­ლი­ტი­კო­სის ნეშ­ტი დე­და­მისს, ლუდ­მი­ლა ივა­ნოვ­ნა ნა­ვალ­ნა­ი­ას გა­და­ე­ცა იმ ულ­ტი­მა­ტუ­მით, რომ შვილს ფა­რუ­ლად დაკ­რძა­ლავ­და. ამ შე­თან­ხმე­ბა­ზე ნა­ვალ­ნის დე­დამ უარი თქვა და მო­ი­თხო­ვა კა­ნო­ნის დაც­ვა, რო­მე­ლიც გა­მომ­ძი­ებ­ლებს ავალ­დე­ბუ­ლებს, გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს ცხე­და­რი გა­დას­ცეს.

წყა­რო: dailytelegraph

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
4

კაცმა ერთხელ თქვა მართალი.

ციციკორე
9

არა, ის პიზას გამოკითხვა ასიანში ურტყამს. იიი, ბუდანოვი :) ჰო, შეიძლება თრომბმა მოკლა, ისე როგორც შეიძლება გულმა მოკლა. ეს ფორმალურად. მაგრამ 25 ჯერ კარცერში რომ ჩასვამ 2 წლის განმავლობაში, ადამიანი ჯანმრთელი დარჩება? მანამდე რომ მოწამლავ და სასწაულით გადაურჩება სიკვდილს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

უკრაინის მთავარი მზვერავის თქმით, ნავალნის გარდაცვალება დიდი ალბათობით თრომბმა გამოიწვია - ბუდანოვის განცხადებას მედია შოკისმომგვრელს უწოდებს

უკრაინის მთავარი მზვერავის თქმით, ნავალნის გარდაცვალება დიდი ალბათობით თრომბმა გამოიწვია - ბუდანოვის განცხადებას მედია შოკისმომგვრელს უწოდებს

იმ განცხადებების ფონზე, რომ ნავალნი კოლონიაში პუტინის დავალებით მოკლეს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ახალ ვერსიას ასაჯაროებს. მისი თქმით, ალექსეი ნავალნი შესაძლოა ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილიყო.

კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბუდანოვმა განაცხადა, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი "მეტ-ნაკლებად უკვე დადასტურებულია".

"შეიძლება იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ რაც ვიცით ისაა, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ეს მეტ-ნაკლებად დადასტურებულია",- განაცხადა ბუდანოვმა.

კოლონიის ადმინისტრაცია, სადაც ნავალნი გარდაიცვალა, ოჯახისთვის ცხედრის გადაცემაზე კვირაზე მეტი დრო უარს ამბობდა. ამაში პოლიტიკოსის ქვრივი, იულია ნავალნაია პუტინს ადანაშაულებდა: "გადმოგვეცით ჩემი ქმრის ცხედარი. თქვენ ის ცოცხლად აწამეთ და ახლა მკვდარსაც აწამებთ. ვერც ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი ვერ გააკეთებდა იმას, რასაც პუტინი ალექსეის ცხედარს უკეთებს".

საბოლოოდ, პოლიტიკოსის ნეშტი დედამისს, ლუდმილა ივანოვნა ნავალნაიას გადაეცა იმ ულტიმატუმით, რომ შვილს ფარულად დაკრძალავდა. ამ შეთანხმებაზე ნავალნის დედამ უარი თქვა და მოითხოვა კანონის დაცვა, რომელიც გამომძიებლებს ავალდებულებს, გარდაცვლილის ოჯახს ცხედარი გადასცეს.

წყარო: dailytelegraph

მოამზადა: ანა სიბოშვილმა