სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალიშვილი ნაადრევად გარდაეცვალა და საჯარო გამოჩენას კატეგორიულად ერიდებოდა" - პოლიტიკური ლიდერი ქალი საბჭოთა საქართველოდან: ვიქტორია სირაძის ცხოვრება და კარიერა
"ქალიშვილი ნაადრევად გარდაეცვალა და საჯარო გამოჩენას კატეგორიულად ერიდებოდა" - პოლიტიკური ლიდერი ქალი საბჭოთა საქართველოდან: ვიქტორია სირაძის ცხოვრება და კარიერა

94 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, სსრკ-ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მე­ექ­ვსე მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტა­ტი ვიქ­ტო­რია სი­რა­ძე.

  • სსრკ-ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მე­ექ­ვსე მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტა­ტი, და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ოთხი ორ­დე­ნით, სამი მედ­ლი­თა და სხვა­დას­ხვა სა­პა­ტიო სი­გე­ლით... 1994 წელს ვიქ­ტო­რია სი­რა­ძის შვი­ლი - რუ­სუ­დან რიგ­ვა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა, ამ დიდი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ იგი სა­ჯა­რო გა­მო­ჩე­ნას, პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ერი­დე­ბო­და...

ქვეყ­ნის ყო­ფილ პირ­ველ პირს - ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვილს ვიქ­ტო­რია სი­რა­ძე­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი უჭირს, რად­გან მას­თან ხუთ ათე­ულ­ზე მეტი წლის მე­ზობ­ლო­ბა აკავ­ში­რებ­და...

- მე და ვიქ­ტო­რია სი­რა­ძე 54 წლის მან­ძილ­ზე მე­ზობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დი, რად­გან კომ­კავ­შირ­ში ვმუ­შა­ობ­დი... უაღ­რე­სად დიდ პა­ტივს ვცემ­დი მას, მის მე­უღ­ლეს, ბა­ტონ სერ­გოს, შე­სა­ნიშ­ნავ შვი­ლებს... სამ­წუ­ხა­როდ, დიდი ტრა­გე­დია მოხ­და, ვიქ­ტო­რია სი­რა­ძის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ად­რე­ვად გარ­და­იც­ვა­ლა და ეს მხო­ლოდ ოჯა­ხის ტრა­გე­დია არ იყო, უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სი იყო...

ვიქ­ტო­რია სი­რა­ძემ 2020 წელს წიგ­ნი გა­მოს­ცა, რო­მე­ლიც მისი ეპო­ქის მოღ­ვა­წე­ე­ბის გახ­სე­ნე­ბას მი­უ­ძღვნა... ამო­ნა­რი­დი წიგ­ნი­დან:

- წარ­სულს ჩა­ბარ­და მშფოთ­ვა­რე, სას­ტი­კი და დი­ა­დი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე... ადა­მი­ა­ნუ­რი, სა­მო­ქა­ლა­ქო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეხ­სი­ე­რე­ბა არ ივი­წყებს გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მოღ­ვა­წე­თა კე­თილ საქ­მე­ებს და დი­დე­ბულ სა­ხე­ლებს, ამი­ტო­მაც სხვა ეპო­ქა­ში, სხვა ქვე­ყა­ნა­ში არ აკ­ლდე­ბათ მათ ჩვე­ნი მად­ლი­ა­ნი ხსოვ­ნა, აღი­ა­რე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა. მათ არას­დროს უღა­ლა­ტი­ათ ღირ­სე­ბი­სა და მო­ვა­ლე­ო­ბის პრინ­ცი­პე­ბის­თვის. მოქ­მე­დე­ბის გა­ბე­დუ­ლო­ბას­თან, ნო­ვა­ტო­რულ სუ­ლის­კვე­თე­ბას­თან, ადა­მი­ან­თა სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად რთულ და კე­თილ საქ­მე­თა გამ­კვლევ­ნი იყ­ვნენ.

ჩემი 45 წლის შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა მათ­თან ყო­ველ­დღი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ჩემი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი წინსვლაც მე-13 თა­ნამ­დე­ბო­ბით დას­რულ­და. 32 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნებ­ში მუ­შა­ო­ბი­სას დღე­ნი­ა­დაგ და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი სა­ნი­მუ­შოდ მყავ­და მოვ­ლი­ლი, მათი აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბის­თვის არა­ფე­რი და­მიკ­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ი­მე­დო დამ­ხმა­რეც მყავ­და. გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გერ­მა­ნე­ლი ემა გუს­ტა­ე­ვის ასუ­ლი დე­კე­რი ( ყო­ფი­ლი მე­ზო­ბე­ლი) შე­ვი­ფა­რე...

აღ­მოჩ­ნდა, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ძიძა და დი­ა­სახ­ლი­სიც შე­ვი­ძი­ნე, უგა­ნათ­ლე­ბუ­ლე­სი, მკაც­რი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თბი­ლი...ამა­სო­ბა­ში 60 წელი შე­მის­რულ­და და პენ­სი­ო­ნე­რი მეც­ნი­ე­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დი... მერე, და­ინ­გრა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ბა­ნა­კი, სსრ კავ­ში­რიც წა­ი­შა­ლა, შე­იც­ვა­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა: სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პი­რო­ბებ­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ქა­ო­სის, ბო­რო­ტე­ბის, ძმა­თა სის­ხლისღვრის, ძა­ლა­დო­ბი­სა და გა­ნუ­კი­თხა­ვო­ბის მო­რევ­ში ჩა­ეფ­ლო.

"ბედ­ნი­ე­რე­ბა არის შრო­მა და შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე" - წერ­და გა­ლა­კტი­ო­ნი თა­ვის დღი­ურ­ში. ვერ ვი­ტყვი, რომ მე ამ მხრივ ბედ­ნი­ე­რი ვარ... სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე ბევ­რი შეც­დო­მაც და­ვუშ­ვი - უნებ­ლი­ეც და შეგ­ნე­ბუ­ლიც... ამის გამო დღე­საც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა მაქვს, ძვე­ლი და ახა­ლი.. ვერ ვე­რე­ვი... ახალ სა­ქარ­თვე­ლოს წა­ბილ­წულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი თაღ­ლი­თე­ბის თა­რე­შის გამო. სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე არ მიზ­რუ­ნია, წარ­სუ­ლის ნაკ­ვა­ლევს კი ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ­დი, ღირ­სე­ულ ადა­მი­ან­თა ღვაწ­ლის და­ფა­სე­ბის უნა­რი არა­სო­დეს და­მი­კარ­გავს. ამას ეპო­ქის ღირ­შე­სა­ნიშ­ნავ პი­როვ­ნე­ბა­თა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გახ­სე­ნე­ბა მოწ­მობს".

მე­უღ­ლეს­თან, სერ­გო რიგ­ვა­ვას­თან ერ­თად

"კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ვიქ­ტო­რია სი­რა­ძის ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც მან გა­ზეთს ერთი წლის წინ მის­ცა და ამით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 30-წლი­ა­ნი დუ­მი­ლი პრე­სას­თან და­არ­ღვია:

- 1929 წელს და­ვი­ბა­დე... ოჯახ­ში ოთხი შვი­ლი ვიზ­რდე­ბო­დით, მამა მუ­შა­ობ­და, ისე ვცხოვ­რობ­დით, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, რი­გი­თი ოჯა­ხი... კარ­გად მახ­სოვს, ბავ­შვე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად ფა­ე­ტო­ნით მივ­ყავ­დით წყნეთ­ში. ბი­ნას ვქი­რა­ობ­დით წყნეთ­ში, როცა მა­მას ჩვენ­თან ამოს­ვლა უწევ­და, ფე­ხით ამო­დი­ო­და. მამა სა­მე­ურ­ნეო მუ­შა­კი იყო, ფეხ­საც­მე­ლე­ბის ფაბ­რი­კა­ში მუ­შა­ობ­და, მა­ნამ­დე გო­მის სპირ­ტის ქარ­ხნი­სა და გო­მის შაქ­რის კომ­ბი­ნა­ტის დი­რექ­ტო­რი იყო... ძვე­ლი ბოლ­შე­ვი­კი იყო, 1917 წლი­დან პარ­ტი­ის წევ­რი.

ომამ­დე უღ­რუბ­ლო, ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვო­ბა მქონ­და. ომი რომ და­ი­წყო, მამა 55 წლის იყო, დედა ახალ­გაზ­რდა და ლა­მა­ზი, მა­მა­ზე 12 წლით უმ­ცრო­სი... ომი რომ და­ი­წყო, მე 12 წლის, უფ­რო­სი და კი 14 წლის იყო. ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ყვე­ლა­ფე­რი, საკ­ვე­ბიც უცებ მოგ­ვაკ­ლდა. პა­ტა­რა ძმა, 1937 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ჯერ მხო­ლოდ ოთხი წლის იყო. მამა ფრონტზე მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და. 55 წლის იყო, ჯარი არ უწევ­და, მაგ­რამ მა­შინ პატ­რი­ო­ტიზ­მი მხო­ლოდ ლო­ზუნ­გი არ იყო, ამი­ტო­მაც წა­ვი­და.

მა­შინ თბი­ლი­სურ ეზო­ში ორი პა­ტა­რა ოთა­ხი გვქონ­და. ბავ­შვე­ბი ვიზ­რდე­ბო­დით, ვსწავ­ლობ­დით... ძველ თბი­ლის­ში, ენ­გელ­სის ქუ­ჩის და­სა­წყის­ში ვცხოვ­რობ­დით, ახლა ასა­თი­ა­ნის ქუჩა ეწო­დე­ბა. ჩვე­ნი სახ­ლი ადრე სო­მეხ საქ­მო­სანს, დან­დუ­როვს ეკუთ­ვნო­და. რა­ტომ­ღაც იტა­ლი­ურ ეზოს რომ ეძა­ხი­ან, ის თბი­ლი­სუ­რი ეზოა. ძველ თბი­ლის­ში მხო­ლოდ ასე­თი ეზო­ე­ბი იყო, სა­დაც ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის ხალ­ხი ცხოვ­რობ­და, ვმე­გობ­რობ­დით, ვთა­მა­შობ­დით, ვიზ­რდე­ბო­დით. ბავ­შვო­ბა­ში სომ­ხუ­რიც, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლიც, რუ­სუ­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვი­ცო­დი... მა­შინ თბი­ლი­სი მწვა­ნე, თბი­ლი იყო, ნამ­დვი­ლად შე­სა­ნიშ­ნა­ვი.

- დე­დამ რო­გორ შეძ­ლო ოთხი შვი­ლი მარ­ტოს აღე­ზარ­დეთ?

- დედა სამ­ტრე­დი­ი­დან, სო­ფელ ნა­ბა­კე­ვი­დან იყო, ხო­ნის გიმ­ნა­ზია ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ექ­ვსი დედ­მა­მიშ­ვი­ლი იყ­ვნენ, რკი­ნიგ­ზელ­თა ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და და ყვე­ლამ გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო. ის ბავ­შვებს ვერ გვტო­ვებ­და და ამი­ტომ სახ­ლში შეკ­ვე­თებს იღებ­და, ჰოს­პიტ­ლე­ბის­თვის საბ­ნებს, ზეწ­რებს კე­რავ­და. მეც ძა­ლი­ან ვეხ­მა­რე­ბო­დი. იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა დღე­საც შე­ნა­ხუ­ლი მაქვს... სკო­ლა­შიც ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვა გვქონ­და. სკო­ლა ისე მუ­შა­ობ­და, სი­ცი­ვის ან რა­მის გამო არც ერთი გაკ­ვე­თი­ლი არ გაც­დე­ნი­ლა. თუ არ ჩავ­თვლით შა­ტა­ლო­ებს, სა­დაც ჩვენ თვი­თონ ვი­ყა­ვით გაც­დე­ნის მო­თა­ვე­ე­ბი... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­კაც­რე ჩვენს დროს არ ყო­ფი­ლა, მას­წავ­ლებ­ლებ­თან ვმე­გობ­რობ­დით. ომი რომ დამ­თავ­რდა, 1945 წელს მე უკვე მე­ა­თე კლას­ში ვი­ყა­ვი. ჰოს­პიტ­ლებ­ში დაჭ­რილ ჯა­რის­კა­ცებს ვუვ­ლი­დი. ჰოს­პი­ტა­ლი ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე იყო, ახ­ლან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის უკან, სკო­ლის შე­ნო­ბა­ში. ძა­ლი­ან ბევ­რი ლტოლ­ვი­ლი იყო რუ­სე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან... პირ­და­პირ სა­ო­ცა­რი იყო, თვი­თონ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი ლტოლ­ვი­ლებს რო­გორ იღებ­დნენ. რა თქმა უნდა, მა­ში­ნაც იყ­ვნენ მუქ­თა­ხო­რე­ბი, სპე­კუ­ლან­ტე­ბი. თა­ნად­გო­მის, დახ­მა­რე­ბის ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი იყო და ხალ­ხი გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს ამან გა­და­არ­ჩი­ნა...

300 გრა­მი შავი პური გვეძ­ლე­ო­და. კო­მერ­ცი­ულ მა­ღა­ზი­ებ­ში პური 80 მა­ნე­თი ღირ­და. დე­დას ატეს­ტა­ტი ჰქონ­და (ასე ეძახ­დნენ მა­შინ ომში წა­სუ­ლი ოფიც­რის ცო­ლე­ბის სა­ბუთს, მამა კა­პიტ­ნის რან­გით წა­ვი­და). 800 მა­ნე­თის, ანუ რვა კი­ლოგ­რა­მი პური გა­მო­დი­ო­და. ოთხ შვილს კვე­ბა ხომ უნ­დო­და და ამი­ტომ ვმუ­შა­ობ­დი. დე­ი­და რე­ჟი­სორ რო­ბი­კო სტუ­რუ­ას ბე­ბია იყო. რო­ბი­კო ჩემი ნა­თე­სა­ვია, მისი ბა­ბუა, ვანო სტუ­რუა რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი იყო, მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, სამ­წუ­ხა­როდ, ადრე გარ­და­იც­ვა­ლა... დე­ი­დას მთავ­რო­ბა ინა­ხავ­და, სა­სა­დი­ლო­ზე იყო მი­მაგ­რე­ბუ­ლი... ერთ ულუ­ფა სა­დილს თა­ვი­სი ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­დან ჩვენ გვაძ­ლევ­და. გვყოფ­ნი­და, სულს მო­ვით­ქვამ­დით. ვი­ცო­დით, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და კვერ­ცხი, კა­რა­ქი... ასე­თი მო­მა­რა­გე­ბა ჰქონ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ასე გა­და­ვი­ტა­ნეთ ომის პე­რი­ო­დი... ოთხი­ვემ სკო­ლა და­ვამ­თავ­რეთ, მერე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი. დედა ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს გვი­წყობ­და.

ვიქ­ტო­რია სი­რა­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ პა­ტა­რი­ძე

ომის დამ­თავ­რე­ბა ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ მახ­სოვს. 9 მა­ისს ყვე­ლა ქუ­ჩა­ში და­სე­ირ­ნობ­და, თუ რამ სა­უ­კე­თე­სო ჰქონ­დათ, ის ეც­ვათ. ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი იყო, თან მა­ი­სი, გა­ზა­ფხუ­ლი...

მე ჩემი თბი­ლი­სი მე­ნატ­რე­ბა. გა­ზა­ფხუ­ლი სულ სხვა­ნა­ი­რი იყო. ის მცე­ნა­რე­ე­ბი თბი­ლის­ში დღეს აღარ არის. არ ვიცი, სად გაქ­რა გლი­ცი­ნი­ე­ბი, აკა­ცი­ე­ბი... თბი­ლი­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით ძვე­ლი, ძა­ლი­ან სურ­ნე­ლო­ვა­ნი იყო. არა­ვინ არა­ფერს ან­გრევ­და, არ სპობ­და. ახლა ჩემს მახ­ლობ­ლად ორა­სი წლის ნაძ­ვე­ბი მოჭ­რეს და 23-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი დად­გეს. ჭავ­ჭა­ვა­ძის პროს­პექტს თა­ვი­სი ხიბ­ლი ჰქონ­და. ოთხ და ხუთ სარ­თულ­ზე მეტი სახ­ლი არ აშე­ნე­ბუ­ლა. რუს­თა­ვე­ლის შემ­დეგ ჭავ­ჭა­ვა­ძის პროს­პექ­ტი იყო სი­ლა­მა­ზით გა­მორ­ჩე­უ­ლი, თბი­ლისს კი პა­რიზს ადა­რებ­დნენ...

შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად

თბი­ლი­სი ორ­თა­ჭა­ლი­დან იწყე­ბო­და და სტუდ­ქა­ლაქთან თავ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, ტრამ­ვაი სა­დაც უხ­ვევ­და. ქა­ლა­ქი პა­ტა­რა იყო, ქა­ლა­ქე­ლე­ბიც ცოტა, თით­ქმის ყვე­ლა იც­ნობ­და ერ­თმა­ნეთს. თე­ატ­რი ომის წლებ­ში სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობ­და, ბი­ლე­თე­ბი ძა­ლი­ან იაფი იყო... პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე თა­ვი­ან­თი წრე­ე­ბით ბავ­შვებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მთე­ლი თბი­ლი­სის ელი­ტა, უნი­ჭი­ე­რე­სი ხალ­ხი იქ გა­ი­ზარ­და: რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, მე­ლორ სტუ­რუა და ასე შემ­დეგ... ჩვენ­თვის მე­ო­რე სახ­ლი იყო, სა­ო­ცარ სა­ღა­მო­ებს ვეს­წრე­ბო­დით, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი გვქონ­და პას­ტერ­ნაკ­თან... მა­შინ გი­გან­ტე­ბი მოღ­ვა­წე­ობ­დნენ გა­ლა­კტი­ო­ნი, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი აბა­ში­ძე, ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლი... რო­გო­რი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი გვყავ­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ღერ­ლე­ბი. ჩვე­ნი ოპე­რის თე­ატ­რი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის იყო.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვასო
1

სიზმარივით მახსოვს საბჭოთა საქართველო. ხალხი ძალიან თბილი, კეთილი და მომღიმარი იყო. მაშინდელი ჭეშმარიტი გრძნობები, სიყვარული, ამხანაგობა ზღაპრულ სამოთხედ აქცევს ჩემს მოგონებას. ძალიან მიყვარს საბჭოთა ხალხი. შეიძლება ისინი დღეს აღარ არიან მაგრამ ძველ სურათებზე ჩვენზე ცოცხლები ჩანან.

მურტალო
9

გამალბული საბჭოთა პროპაგანდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ქალიშვილი ნაადრევად გარდაეცვალა და საჯარო გამოჩენას კატეგორიულად ერიდებოდა" - პოლიტიკური ლიდერი ქალი საბჭოთა საქართველოდან: ვიქტორია სირაძის ცხოვრება და კარიერა

"ქალიშვილი ნაადრევად გარდაეცვალა და საჯარო გამოჩენას კატეგორიულად ერიდებოდა" - პოლიტიკური ლიდერი ქალი საბჭოთა საქართველოდან: ვიქტორია სირაძის ცხოვრება და კარიერა

94 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი ვიქტორია სირაძე.

  • სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი, დაჯილდოებულია ოთხი ორდენით, სამი მედლითა და სხვადასხვა საპატიო სიგელით... 1994 წელს ვიქტორია სირაძის შვილი - რუსუდან რიგვავა გარდაიცვალა, ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ იგი საჯარო გამოჩენას, პრესასთან ურთიერთობას კატეგორიულად ერიდებოდა...

ქვეყნის ყოფილ პირველ პირს - ჯუმბერ პატიაშვილს ვიქტორია სირაძეზე წარსულში საუბარი უჭირს, რადგან მასთან ხუთ ათეულზე მეტი წლის მეზობლობა აკავშირებდა...

- მე და ვიქტორია სირაძე 54 წლის მანძილზე მეზობლები ვიყავით, მანამდეც ვიცნობდი, რადგან კომკავშირში ვმუშაობდი... უაღრესად დიდ პატივს ვცემდი მას, მის მეუღლეს, ბატონ სერგოს, შესანიშნავ შვილებს... სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია მოხდა, ვიქტორია სირაძის არაჩვეულებრივი ქალიშვილი ნაადრევად გარდაიცვალა და ეს მხოლოდ ოჯახის ტრაგედია არ იყო, უდიდესი დანაკლისი იყო...

ვიქტორია სირაძემ 2020 წელს წიგნი გამოსცა, რომელიც მისი ეპოქის მოღვაწეების გახსენებას მიუძღვნა... ამონარიდი წიგნიდან:

- წარსულს ჩაბარდა მშფოთვარე, სასტიკი და დიადი მეოცე საუკუნე... ადამიანური, სამოქალაქო და საზოგადოებრივი მეხსიერება არ ივიწყებს გასული საუკუნის მოღვაწეთა კეთილ საქმეებს და დიდებულ სახელებს, ამიტომაც სხვა ეპოქაში, სხვა ქვეყანაში არ აკლდებათ მათ ჩვენი მადლიანი ხსოვნა, აღიარება, პატივისცემა. მათ არასდროს უღალატიათ ღირსებისა და მოვალეობის პრინციპებისთვის. მოქმედების გაბედულობასთან, ნოვატორულ სულისკვეთებასთან, ადამიანთა სიყვარულთან ერთად რთულ და კეთილ საქმეთა გამკვლევნი იყვნენ.

ჩემი 45 წლის შრომითი საქმიანობა მათთან ყოველდღიურ ურთიერთობასთან იყო დაკავშირებული. თავბრუდამხვევი ჩემი თანამდებობრივი წინსვლაც მე-13 თანამდებობით დასრულდა. 32 წლის განმავლობაში ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მუშაობისას დღენიადაგ დაკავებული ვიყავი, მაგრამ ოჯახი და შვილები სანიმუშოდ მყავდა მოვლილი, მათი აღზრდა-განათლებისთვის არაფერი დამიკლია. საბედნიეროდ, საიმედო დამხმარეც მყავდა. გადასახლებიდან დაბრუნებული გერმანელი ემა გუსტაევის ასული დეკერი ( ყოფილი მეზობელი) შევიფარე...

აღმოჩნდა, რომ შესანიშნავი ძიძა და დიასახლისიც შევიძინე, უგანათლებულესი, მკაცრი და ორგანიზებული, მოსიყვარულე და თბილი...ამასობაში 60 წელი შემისრულდა და პენსიონერი მეცნიერებას დავუბრუნდი... მერე, დაინგრა სოციალისტური ბანაკი, სსრ კავშირიც წაიშალა, შეიცვალა პოლიტიკური სისტემა: საბაზრო ეკონომიკის პირობებში დამოუკიდებელი საქართველო ქაოსის, ბოროტების, ძმათა სისხლისღვრის, ძალადობისა და განუკითხავობის მორევში ჩაეფლო.

"ბედნიერება არის შრომა და შრომით მოპოვებული სულიერი სიმშვიდე" - წერდა გალაკტიონი თავის დღიურში. ვერ ვიტყვი, რომ მე ამ მხრივ ბედნიერი ვარ... საუკუნის მანძილზე ბევრი შეცდომაც დავუშვი - უნებლიეც და შეგნებულიც... ამის გამო დღესაც უამრავი პრობლემა მაქვს, ძველი და ახალი.. ვერ ვერევი... ახალ საქართველოს წაბილწულ ხელისუფლებაში მოკალათებული თაღლითების თარეშის გამო. საკუთარ კეთილდღეობაზე არ მიზრუნია, წარსულის ნაკვალევს კი ყოველთვის პატივს ვცემდი, ღირსეულ ადამიანთა ღვაწლის დაფასების უნარი არასოდეს დამიკარგავს. ამას ეპოქის ღირშესანიშნავ პიროვნებათა შემოთავაზებული გახსენება მოწმობს".

მეუღლესთან, სერგო რიგვავასთან ერთად

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება ვიქტორია სირაძის ინტერვიუ, რომელიც მან გაზეთს ერთი წლის წინ მისცა და ამით შეიძლება ითქვას, რომ 30-წლიანი დუმილი პრესასთან დაარღვია:

- 1929 წელს დავიბადე... ოჯახში ოთხი შვილი ვიზრდებოდით, მამა მუშაობდა, ისე ვცხოვრობდით, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ოჯახი... კარგად მახსოვს, ბავშვები დასასვენებლად ფაეტონით მივყავდით წყნეთში. ბინას ვქირაობდით წყნეთში, როცა მამას ჩვენთან ამოსვლა უწევდა, ფეხით ამოდიოდა. მამა სამეურნეო მუშაკი იყო, ფეხსაცმელების ფაბრიკაში მუშაობდა, მანამდე გომის სპირტის ქარხნისა და გომის შაქრის კომბინატის დირექტორი იყო... ძველი ბოლშევიკი იყო, 1917 წლიდან პარტიის წევრი.

ომამდე უღრუბლო, ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. ომი რომ დაიწყო, მამა 55 წლის იყო, დედა ახალგაზრდა და ლამაზი, მამაზე 12 წლით უმცროსი... ომი რომ დაიწყო, მე 12 წლის, უფროსი და კი 14 წლის იყო. ომის დაწყებისთანავე ყველაფერი, საკვებიც უცებ მოგვაკლდა. პატარა ძმა, 1937 წელს დაბადებული, ჯერ მხოლოდ ოთხი წლის იყო. მამა ფრონტზე მოხალისედ წავიდა. 55 წლის იყო, ჯარი არ უწევდა, მაგრამ მაშინ პატრიოტიზმი მხოლოდ ლოზუნგი არ იყო, ამიტომაც წავიდა.

მაშინ თბილისურ ეზოში ორი პატარა ოთახი გვქონდა. ბავშვები ვიზრდებოდით, ვსწავლობდით... ძველ თბილისში, ენგელსის ქუჩის დასაწყისში ვცხოვრობდით, ახლა ასათიანის ქუჩა ეწოდება. ჩვენი სახლი ადრე სომეხ საქმოსანს, დანდუროვს ეკუთვნოდა. რატომღაც იტალიურ ეზოს რომ ეძახიან, ის თბილისური ეზოა. ძველ თბილისში მხოლოდ ასეთი ეზოები იყო, სადაც ყველა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, ვმეგობრობდით, ვთამაშობდით, ვიზრდებოდით. ბავშვობაში სომხურიც, აზერბაიჯანულიც, რუსულიც შესანიშნავად ვიცოდი... მაშინ თბილისი მწვანე, თბილი იყო, ნამდვილად შესანიშნავი.

- დედამ როგორ შეძლო ოთხი შვილი მარტოს აღეზარდეთ?

- დედა სამტრედიიდან, სოფელ ნაბაკევიდან იყო, ხონის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. ექვსი დედმამიშვილი იყვნენ, რკინიგზელთა ოჯახში გაიზარდა და ყველამ განათლება მიიღო. ის ბავშვებს ვერ გვტოვებდა და ამიტომ სახლში შეკვეთებს იღებდა, ჰოსპიტლებისთვის საბნებს, ზეწრებს კერავდა. მეც ძალიან ვეხმარებოდი. იმდროინდელი საკერავი მანქანა დღესაც შენახული მაქვს... სკოლაშიც ძალიან დიდი დატვირთვა გვქონდა. სკოლა ისე მუშაობდა, სიცივის ან რამის გამო არც ერთი გაკვეთილი არ გაცდენილა. თუ არ ჩავთვლით შატალოებს, სადაც ჩვენ თვითონ ვიყავით გაცდენის მოთავეები... განსაკუთრებული სიმკაცრე ჩვენს დროს არ ყოფილა, მასწავლებლებთან ვმეგობრობდით. ომი რომ დამთავრდა, 1945 წელს მე უკვე მეათე კლასში ვიყავი. ჰოსპიტლებში დაჭრილ ჯარისკაცებს ვუვლიდი. ჰოსპიტალი ჩიტაძის ქუჩაზე იყო, ახლანდელი პარლამენტის უკან, სკოლის შენობაში. ძალიან ბევრი ლტოლვილი იყო რუსეთიდან, უკრაინიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან... პირდაპირ საოცარი იყო, თვითონ გაჭირვებული ოჯახები ლტოლვილებს როგორ იღებდნენ. რა თქმა უნდა, მაშინაც იყვნენ მუქთახორები, სპეკულანტები. თანადგომის, დახმარების ძალიან დიდი სურვილი იყო და ხალხი გაჭირვების ჟამს ამან გადაარჩინა...

300 გრამი შავი პური გვეძლეოდა. კომერციულ მაღაზიებში პური 80 მანეთი ღირდა. დედას ატესტატი ჰქონდა (ასე ეძახდნენ მაშინ ომში წასული ოფიცრის ცოლების საბუთს, მამა კაპიტნის რანგით წავიდა). 800 მანეთის, ანუ რვა კილოგრამი პური გამოდიოდა. ოთხ შვილს კვება ხომ უნდოდა და ამიტომ ვმუშაობდი. დეიდა რეჟისორ რობიკო სტურუას ბებია იყო. რობიკო ჩემი ნათესავია, მისი ბაბუა, ვანო სტურუა რევოლუციონერი იყო, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სამწუხაროდ, ადრე გარდაიცვალა... დეიდას მთავრობა ინახავდა, სასადილოზე იყო მიმაგრებული... ერთ ულუფა სადილს თავისი ხუთსულიანი ოჯახიდან ჩვენ გვაძლევდა. გვყოფნიდა, სულს მოვითქვამდით. ვიცოდით, როგორ გამოიყურებოდა კვერცხი, კარაქი... ასეთი მომარაგება ჰქონდა ხელისუფლებას. ასე გადავიტანეთ ომის პერიოდი... ოთხივემ სკოლა დავამთავრეთ, მერე უმაღლესი სასწავლებელი. დედა ყველანაირად ხელს გვიწყობდა.

ვიქტორია სირაძე და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე

ომის დამთავრება ძალიან მკაფიოდ მახსოვს. 9 მაისს ყველა ქუჩაში დასეირნობდა, თუ რამ საუკეთესო ჰქონდათ, ის ეცვათ. ყველა ბედნიერი იყო, თან მაისი, გაზაფხული...

მე ჩემი თბილისი მენატრება. გაზაფხული სულ სხვანაირი იყო. ის მცენარეები თბილისში დღეს აღარ არის. არ ვიცი, სად გაქრა გლიცინიები, აკაციები... თბილისი, განსაკუთრებით ძველი, ძალიან სურნელოვანი იყო. არავინ არაფერს ანგრევდა, არ სპობდა. ახლა ჩემს მახლობლად ორასი წლის ნაძვები მოჭრეს და 23-სართულიანი სახლი დადგეს. ჭავჭავაძის პროსპექტს თავისი ხიბლი ჰქონდა. ოთხ და ხუთ სართულზე მეტი სახლი არ აშენებულა. რუსთაველის შემდეგ ჭავჭავაძის პროსპექტი იყო სილამაზით გამორჩეული, თბილისს კი პარიზს ადარებდნენ...

შვილიშვილებთან ერთად

თბილისი ორთაჭალიდან იწყებოდა და სტუდქალაქთან თავდებოდა. ძალიან კარგად მახსოვს, ტრამვაი სადაც უხვევდა. ქალაქი პატარა იყო, ქალაქელებიც ცოტა, თითქმის ყველა იცნობდა ერთმანეთს. თეატრი ომის წლებში სრული დატვირთვით მუშაობდა, ბილეთები ძალიან იაფი იყო... პიონერთა სასახლე თავიანთი წრეებით ბავშვებს ემსახურებოდა. მთელი თბილისის ელიტა, უნიჭიერესი ხალხი იქ გაიზარდა: რეზო თაბუკაშვილი, მელორ სტურუა და ასე შემდეგ... ჩვენთვის მეორე სახლი იყო, საოცარ საღამოებს ვესწრებოდით, ლიტერატურული შეხვედრები გვქონდა პასტერნაკთან... მაშინ გიგანტები მოღვაწეობდნენ გალაკტიონი, პაოლო იაშვილი, ირაკლი აბაშიძე, ლადო გუდიაშვილი... როგორი კომპოზიტორები გვყავდა, არაჩვეულებრივი მომღერლები. ჩვენი ოპერის თეატრი ძალიან მაღალი დონის იყო.