საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა პირველად დავინახე მოწყვეტილი თავი ნაგავში, არ გამკვირვებია" - შამიმა ბეგუმის საქმე: ქალს, რომელიც ISIS-ს მოზარდობაში შეუერთდა, ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს
"როცა პირველად დავინახე მოწყვეტილი თავი ნაგავში, არ გამკვირვებია" - შამიმა ბეგუმის საქმე: ქალს, რომელიც ISIS-ს მოზარდობაში შეუერთდა, ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს

ლონ­დო­მის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა შა­მი­მა ბე­გუ­მის სა­ჩი­ვა­რი, რო­მე­ლიც 2015 წელს 15 წლის ასაკ­ში წა­ვი­და სი­რი­ა­ში, სა­დაც ISIS-ის მებ­რძოლ­ზე იქორ­წი­ნა.

2019 წლის ზამ­თარ­ში ბრი­ტა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ბე­გუ­მი სი­რი­ა­ში ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში იპო­ვეს. მან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა გა­ზეთ Times-ს, სა­დაც ამ­ტკი­ცებ­და, რომ 2017 წლის მან­ჩეს­ტერ­ში კონ­ცერ­ტის აფეთ­ქე­ბა, რომ­ლის დრო­საც 22 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი, "შუ­რის­ძი­ე­ბა" იყო და ის ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ზე სამ­ხედ­რო დარ­ტყმებს შე­ა­და­რა.

ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, ბრი­ტა­ნე­თის მა­შინ­დელ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სა­ჯიდ ჯა­ვიდ­მა "ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ნიშ­ნით" მას ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა გა­უ­უქ­მა.

მა­შინ ბე­გუ­მის ად­ვო­კა­ტებ­მა ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკა­ნო­ნო იყო, რად­გან ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე დარ­ჩა და მას სიკ­ვდი­ლი ან სას­ტი­კი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბა ემუქ­რე­ბო­და. თუმ­ცა, 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ უარი უთხრა მას ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის ნე­ბარ­თვა­ზე, რათა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის საქ­მე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­აღ­მდეგ.

2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­ი­მიგ­რა­ციო სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სი­ამ და­ად­გი­ნა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი­ე­რი იყო.გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ქმა­რი ამ­ჟა­მად სი­რი­ის ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა.

შა­მი­მა ბე­გუ­მის საქ­მე

შა­მი­მა ბე­გო­მი 15 წლის იყო, რო­დე­საც მან და მის­მა ორმა მე­გო­ბარ­მა - ლონ­დო­ნის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა - აი­ღეს ცალ­მხრი­ვი ბი­ლე­თი თურ­ქეთ­ში. მათ იცოდ­ნენ, სად მი­დი­ოდ­ნენ - სი­რი­ა­ში, ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ბრი­ტა­ნეთ­მა სცა­და გოგოnების პოვ­ნა და პი­რო­ბა დადო, რომ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შე­ეძ­ლოთ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა დევ­ნის ში­შის გა­რე­შე. გო­გო­ნებს ისე მო­ე­პყრო­ბოდ­ნენ, რო­გორც „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მო­ტყუ­ე­ბუ­ლებს“. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წლე­ბის შემ­დეგ სწო­რედ ამას ამ­ტკი­ცებ­და შა­მი­მა ბე­გუ­მი.

სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე ორი ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი იყო: პირ­ვე­ლი - იყო თუ არა შა­მი­მა ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მსხვერ­პლი?მე­ო­რე - წარ­მო­ად­გენს თუ არა ის საფრ­თხეს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის?

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი, მა­ში­ნაც კი თუ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი იმის და­სა­ჯე­რებ­ლად, რომ ის იყო ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის მსხვერ­პლი, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ის ახლა საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს ბრი­ტა­ნე­თის­თვის. შა­მი­მას სი­რი­ა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში კი რა­დი­კა­ლუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და და არც მა­ლავ­და. უფრო მე­ტიც, მან თქვა, რომ არ ნა­ნობს სი­რი­ა­ში ჩას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რად­გან ოც­ნე­ბობ­და ხა­ლი­ფა­ტის კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით ცხოვ­რე­ბა­ზე.

"რო­დე­საც პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე ნა­გავ­ში მო­წყვე­ტი­ლი თავი, არ გამ­კვირ­ვე­ბია. ეს იყო ბრძო­ლა­ში და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცის თავი. ის­ლა­მის მტე­რი" - მსჯე­ლობ­და იგი.

ბე­გუ­მი სი­რი­ა­ში, 2021 წელი

ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­აჩ­ნია, რომ ახლა ბრი­ტა­ნე­თის უსაფრ­თხო­ე­ბას თა­ვად შა­მი­მა ემუქ­რე­ბა. სი­რი­ა­ში გო­გო­ნა შემ­თხვე­ვით იპო­ვეს, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ალ-ჰო­ლის ბა­ნაკ­ზე რე­პორ­ტა­ჟის­თვის მი­ვიდ­ნენ, სა­დაც ჯი­ჰა­დის­ტე­ბის ცო­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. ამ დროს ორ­სუ­ლი შა­მი­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სრუ­ლი­ად და­ფა­რუ­ლი გა­მო­ვი­და.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ბე­გუ­მი იბ­რძო­და ბრი­ტა­ნეთ­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად, მისი სტი­ლი შე­იც­ვა­ლა: ახლა ის ატა­რებს ტო­პებს, კე­პებს, ჰუ­დებს და მზის სათ­ვა­ლე­ებს. ირ­წმუ­ნე­ბა, რომ საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს.

დღეს სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა, რომ მას კა­ნო­ნი­ე­რად ჩა­მო­ერ­თვას ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. მაგ­რამ მრა­ვალ­წლი­ა­ნი კა­მა­თი ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სა­ვა­რა­უ­დოდ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა: შა­მი­მას ად­ვო­კა­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ მი­მარ­თონ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს, სა­დაც საქ­მე შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წლით გაგ­რძელ­დეს. ბე­გუ­მი კი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­რი­ის ბა­ნაკ­ში დარ­ჩე­ბა.

წყა­რო: CNN

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1234....
21

Ერთი ვიცი დანამდვილებით: გერმანია თავქუდმოგლეჯილი დაეძებს მასეთ ხალხს! Მთავარია ამ გოგომ მოითხოვოს და მეუღლესაც გამოუშვებენ ციხიდან და დიდი ზეიმითაც შეხვდებიან. 

კახა
2

ძალიანაც კარგი,სიკვდილი ყველა ტერორისტს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როცა პირველად დავინახე მოწყვეტილი თავი ნაგავში, არ გამკვირვებია" - შამიმა ბეგუმის საქმე: ქალს, რომელიც ISIS-ს მოზარდობაში შეუერთდა, ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს

"როცა პირველად დავინახე მოწყვეტილი თავი ნაგავში, არ გამკვირვებია" - შამიმა ბეგუმის საქმე: ქალს, რომელიც ISIS-ს მოზარდობაში შეუერთდა, ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს

ლონდომის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შამიმა ბეგუმის საჩივარი, რომელიც 2015 წელს 15 წლის ასაკში წავიდა სირიაში, სადაც ISIS-ის მებრძოლზე იქორწინა.

2019 წლის ზამთარში ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ბეგუმი სირიაში ლტოლვილთა ბანაკში იპოვეს. მან ვრცელი ინტერვიუ მისცა გაზეთ Times-ს, სადაც ამტკიცებდა, რომ 2017 წლის მანჩესტერში კონცერტის აფეთქება, რომლის დროსაც 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ბავშვი, "შურისძიება" იყო და ის ისლამური სახელმწიფოზე სამხედრო დარტყმებს შეადარა.

ინტერვიუს შემდეგ, ბრიტანეთის მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა "ეროვნული უსაფრთხოების ნიშნით" მას ბრიტანეთის მოქალაქეობა გაუუქმა.

მაშინ ბეგუმის ადვოკატებმა ამტკიცებდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება უკანონო იყო, რადგან ის მოქალაქეობის არმქონე დარჩა და მას სიკვდილი ან სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა ემუქრებოდა. თუმცა, 2021 წლის თებერვალში, გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ უარი უთხრა მას ქვეყანაში შესვლის ნებართვაზე, რათა გაეგრძელებინა მოქალაქეობის აღდგენის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.

2023 წლის თებერვალში სპეციალურმა საიმიგრაციო სააპელაციო კომისიამ დაადგინა, რომ გადაწყვეტილება მისი ბრიტანეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ კანონიერი იყო.გავრცელებული ინფორმაციით, მისი ქმარი ამჟამად სირიის ციხეში იმყოფება.

შამიმა ბეგუმის საქმე

შამიმა ბეგომი 15 წლის იყო, როდესაც მან და მისმა ორმა მეგობარმა - ლონდონის სკოლის მოსწავლეებმა - აიღეს ცალმხრივი ბილეთი თურქეთში. მათ იცოდნენ, სად მიდიოდნენ - სირიაში, ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ბრიტანეთმა სცადა გოგოnების პოვნა და პირობა დადო, რომ სკოლის მოსწავლეებს შეეძლოთ სახლში დაბრუნება დევნის შიშის გარეშე. გოგონებს ისე მოეპყრობოდნენ, როგორც „ისლამური სახელმწიფოს მიერ მოტყუებულებს“. აღსანიშნავია, რომ წლების შემდეგ სწორედ ამას ამტკიცებდა შამიმა ბეგუმი.

სასამართლოს წინაშე ორი ძირითადი საკითხი იყო: პირველი - იყო თუ არა შამიმა ადამიანებით ვაჭრობისა და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი?მეორე - წარმოადგენს თუ არა ის საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის?

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მაშინაც კი თუ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ის იყო ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ახლა საფრთხეს არ წარმოადგენს ბრიტანეთისთვის. შამიმას სირიაში ყოფნის პერიოდში კი რადიკალური შეხედულებები ჰქონდა და არც მალავდა. უფრო მეტიც, მან თქვა, რომ არ ნანობს სირიაში ჩასვლის გადაწყვეტილებას, რადგან ოცნებობდა ხალიფატის კანონების მიხედვით ცხოვრებაზე.

"როდესაც პირველად დავინახე ნაგავში მოწყვეტილი თავი, არ გამკვირვებია. ეს იყო ბრძოლაში დატყვევებული ჯარისკაცის თავი. ისლამის მტერი" - მსჯელობდა იგი.

ბეგუმი სირიაში, 2021 წელი

ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ახლა ბრიტანეთის უსაფრთხოებას თავად შამიმა ემუქრება. სირიაში გოგონა შემთხვევით იპოვეს, როდესაც ჟურნალისტები ალ-ჰოლის ბანაკზე რეპორტაჟისთვის მივიდნენ, სადაც ჯიჰადისტების ცოლები იმყოფებიან. ამ დროს ორსული შამიმა ჟურნალისტებთან სრულიად დაფარული გამოვიდა.

წლების განმავლობაში, როდესაც ბეგუმი იბრძოდა ბრიტანეთში დასაბრუნებლად, მისი სტილი შეიცვალა: ახლა ის ატარებს ტოპებს, კეპებს, ჰუდებს და მზის სათვალეებს. ირწმუნება, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს.

დღეს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მას კანონიერად ჩამოერთვას ბრიტანეთის მოქალაქეობა. მაგრამ მრავალწლიანი კამათი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან სავარაუდოდ არ დასრულებულა: შამიმას ადვოკატებს საშუალება აქვთ მიმართონ უზენაეს სასამართლოს, სადაც საქმე შეიძლება რამდენიმე წლით გაგრძელდეს. ბეგუმი კი ამ დროის განმავლობაში სირიის ბანაკში დარჩება.

წყარო: CNN

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი