სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, 26 ქართული კომპანია მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Gulfood 2024 მონაწილეობს
"აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, 26 ქართული კომპანია მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Gulfood 2024 მონაწილეობს

„აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით, დუ­ბა­ი­ში მიმ­დი­ნა­რე საკ­ვე­ბი­სა და სას­მე­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ში Gulfood 2024, 26 ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობს.

Gulfood 2024-ზე, ექ­სპორტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის პრო­დუქ­ცია წარ­მოდ­გე­ნი­ლია ორ თე­მა­ტურ პა­ვი­ლი­ონ­ში, რომ­ლე­ბიც ჯა­მუ­რად 200 კვ.მ. მო­ი­ცავს. წელს უპ­რე­ცე­დენ­ტოა, რო­გორც გა­მო­ფე­ნის ვი­ზი­ტო­რე­ბის, ისე ქარ­თუ­ლი პა­ვი­ლი­ო­ნის სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც - სა­ერ­თა­შო­რი­სო შემ­სყიდ­ვე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იჩე­ნენ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მი­მართ.

„საკ­ვე­ბი­სა და სასმლის მწარ­მო­ე­ბე­ლი 26 ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­აა წარ­მოდ­გე­ნი­ლი დუ­ბა­ი­ში, სექ­ტო­რის უმ­სხვი­ლეს გა­მო­ფე­ნა­ზე. შევ­ცვა­ლეთ ქარ­თუ­ლი პა­ვი­ლი­ო­ნის დი­ზა­ი­ნიც, რომ ის უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე ყო­ფი­ლი­ყო და მორ­გე­ბო­და სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნე­ბის სტილს. გა­მო­ფე­ნის ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქარ­თულ კომ­პა­ნი­ებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა შეხ­ვდნენ მსოფ­ლი­ოს საკ­ვე­ბი­სა და სას­მე­ლის სექ­ტო­რის უმ­სხვი­ლეს შემ­სყიდ­ვე­ლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვე­ლო­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­დე­გებს, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად შე­ვა­ჯა­მებთ“ - აღ­ნიშ­ნა „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ დი­რექ­ტორ­მა მი­ხე­ილ ხი­დუ­რელ­მა.

გა­მო­ფე­ნა­ზე ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ შემ­დეგ პრო­დუქ­ტებს: გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, წვე­ნე­ბი, თხი­ლი და თხი­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცო­ცხა­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, კა­კა­ლი, ნუში, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი, ყვე­ლი, ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი, სუ­ნე­ლე­ბი, სა­ნე­ლებ­ლე­ბი, სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი, ლი­მო­ნა­თი და სხვა.

Gulfood 2024-ის ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნი­ებ­მა გა­მარ­თეს B2B შეხ­ვედ­რე­ბი პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბის და სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით.

NS

ავტორი:

"აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, 26 ქართული კომპანია მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Gulfood 2024 მონაწილეობს

"აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, 26 ქართული კომპანია მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Gulfood 2024 მონაწილეობს

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, დუბაიში მიმდინარე საკვებისა და სასმელის საერთაშორისო გამოფენაში Gulfood 2024, 26 ქართული კომპანია მონაწილეობს.

Gulfood 2024-ზე, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების პროდუქცია წარმოდგენილია ორ თემატურ პავილიონში, რომლებიც ჯამურად 200 კვ.მ. მოიცავს. წელს უპრეცედენტოა, როგორც გამოფენის ვიზიტორების, ისე ქართული პავილიონის სტუმრების რაოდენობაც - საერთაშორისო შემსყიდველები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ქართული პროდუქციის მიმართ.

„საკვებისა და სასმლის მწარმოებელი 26 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი დუბაიში, სექტორის უმსხვილეს გამოფენაზე. შევცვალეთ ქართული პავილიონის დიზაინიც, რომ ის უფრო თანამედროვე ყოფილიყო და მორგებოდა სპარსეთის ყურის ქვეყნების სტილს. გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს აქვთ საშუალება შეხვდნენ მსოფლიოს საკვებისა და სასმელის სექტორის უმსხვილეს შემსყიდველებს. აქედან გამომდინარე ველოდებით, მნიშვნელოვან შედეგებს, რომელსაც საზოგადოებასთან ერთად შევაჯამებთ“ - აღნიშნა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

გამოფენაზე ქართული კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ პროდუქტებს: გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული, წვენები, თხილი და თხილის პროდუქტები, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, კაკალი, ნუში, ხორცპროდუქტები, ყველი, ზღვის პროდუქტები, სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები, ლიმონათი და სხვა.

Gulfood 2024-ის ფარგლებში, კომპანიებმა გამართეს B2B შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.

NS