საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ" - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ჩიქოვანი
"ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ" - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ჩიქოვანი

ბევ­რს ჰგო­ნია, რომ მო­სა­ნა­ნი­ე­ბე­ლი გვაქვს, მაგ­რამ ჩვენ არა­ფე­რი გვაქვს მო­სა­ნა­ნი­ე­ბე­ლი, აქეთ მო­ი­ნა­ნი­ონ უკა­ნო­ნო პა­ტომ­რო­ბა­ში რომ ვართ,- ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ერთ-ერ­თმა მსჯავ­რდე­ბულ­მა, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

სხდო­მა­ზე ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­მა და კი­დევ ორმა ბრალ­დე­ბულ­მა - არ­ჩილ გაგ­ნი­ძემ და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­მა, რო­მელ­თაც ოქ­როს მოწ­მის­თვის - გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას ედა­ვე­ბი­ან, სი­ტყვით ისარ­გებ­ლეს.

სა­მი­ვე მათ­განს მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის­თვის, ვაჟა ფუ­ხაშ­ვი­ლის­თვის ერთი სათ­ქმე­ლი ჰქონ­დათ - საქ­მე­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ე­ტა­ნა, თუმ­ცა, იქვე დას­ძი­ნეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის მო­ლო­დი­ნი არ აქვთ.

"იმე­დი მაქვს, სწრა­ფი და ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა ეს პრო­ცე­სე­ბი. [გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის] 5-ჯერ შეც­ვლი­ლი ჩვე­ნე­ბა რო­გორ მი­ი­ღო სა­სა­მარ­თლომ, ამას ვერ ვხვდე­ბი. სა­სა­მარ­თლოს პა­ტი­ვი რაზე უნდა ვცეთ? ჩვენ არ გვცე­მენ პა­ტივს, ჩვენ უფ­ლე­ბებს არ­ღვე­ვენ, სულ არ მინ­და ად­ვო­კა­ტი მყავ­დეს, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო ჩა­მი­ტა­რეთ და ევ­რო­კონ­ვენ­ცი­ა­ზე რომ წა­მი­კი­თხეთ, იმ სტან­დარ­ტე­ბით გა­მა­სა­მარ­თლეთ და არა იმით, რაც წი­ნა­ზე გვაქვს ნა­ნა­ხი. ვერ ვხვდე­ბი, ჩვენ მი­მართ რა­ტომ არის სა­სა­მარ­თლო ასე­თი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი? მოწ­მე ამ­ბობს არ გა­ვუ­ტა­ცე­ბი­ვართ, ჩე­მით ჩავ­ჯე­ქი მან­ქა­ნა­შიო და ჩვენ მა­ინც ცი­ხე­ში ვართ. მერე პრე­ტენ­ზია გაქვთ, უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ რა­ტომ იქ­ცე­ვი­თო. რითი და­იმ­სა­ხუ­რა მო­სა­მარ­თლემ, ვინც გაგ­ვა­სა­მარ­თლა, ან პრო­კუ­რო­მა ჩვე­ნი პა­ტი­ვის­ცე­მა? ბევ­რს ჰგო­ნია, რომ მო­სა­ნა­ნი­ე­ბე­ლი გვაქვს, მაგ­რამ ჩვენ არა­ფე­რი გვაქვს მო­სა­ნა­ნი­ე­ბე­ლი, აქეთ მო­ი­ნა­ნი­ონ უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში რომ ვართ. ეს საქ­მე ხე­ლახ­ლა უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, სულ არაა იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ჭი­რო, რომ ვერ მიხ­ვდე, ამ საქ­მე­ში რა სი­სუ­ლე­ლე ხდე­ბა.

ერთი მოწ­მე არ გყავთ, ვინც ხელს დაგ­ვა­დებს, რომ [გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი] მოვ­კა­ლით. ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მო­მი­ტა­ნეთ? ვერ ვხვდე­ბი, 4 წელი რა­ტომ ვიმ­ყო­ფე­ბი ცი­ხე­ში. ვერ ვხვდე­ბი ასე­თი უსა­მარ­თლო­ე­ბი რა­ტომ უნდა იყოთ? ასე არ უნდა გექ­ცე­ო­დეს სა­სა­მარ­თლო, სა­სა­მარ­თლო თვი­თონ ქმნის ადა­მი­ა­ნებს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად, ასე ხალ­ხს არ უნდა ექ­ცე­ო­დეთ. თქვენც, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, შე­საძ­ლოა, ჩემი ტოლი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი გყავ­დეთ და შე­იძ­ლე­ბა და­ი­ჭი­რონ უსა­მარ­თლოდ“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

ცნო­ბის­თვის, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­სა და არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას ედა­ვე­ბი­ან. მათ ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვთ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­შიც.

ამა­ვე ეპი­ზოდ­ზე "ქემ­რის“ 3 მგზავ­რი უკვე მსჯავ­რდე­ბუ­ლია და მათ მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დამ­დგა­რია, მათი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი, არ­ჩილ გაგ­ნი­ძე და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი არი­ან გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ჯგუ­ფურ მკვლე­ლო­ბა­ში და 16-16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვთ მის­ჯი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯგირ
0

უკანონო პატიმრობაში რომ იყო და სამხილების გარეშე იჯდე დიდი ხანია ევრო სასამართლო გაგანთავისუფლებდა. ხოლო სინანული რომელიც მხოლოდ შენ გჭირდება და არც რომ გექნება რადგან გული ბოროტით გაქვს სავსე.

სიმართლე
1

არამზადებისგან სინანულს არც არავინ მოელის, საზოგადოების მოთხოვნა არის ის რომ ცივსსხლიანი მკვლელები რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის იყონ იზოლირებული საზოგადოებსგან, ამ მკვლებმა და არაადამიანებმა ბავშვი უმოწყალოდ სცემეს და მდინარეში გადააგდეს,ასეთ ბოროტმოქმედებს უმაღლესი სასჯელით უნდა სჯიდნენ, მთავარი მსაჯული მაინც ღმერთია და მის სასჯელს საბოლოოდ ვერცეთი ბოროტმოქმედი ვერსად გაექცევა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ" - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ჩიქოვანი

"ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ" - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ჩიქოვანი

ბევრს ჰგონია, რომ მოსანანიებელი გვაქვს, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატომრობაში რომ ვართ,- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სხდომაზე ვახტანგ ჩიქოვანმა და კიდევ ორმა ბრალდებულმა - არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომელთაც ოქროს მოწმისთვის - გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, სიტყვით ისარგებლეს.

სამივე მათგანს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლისთვის, ვაჟა ფუხაშვილისთვის ერთი სათქმელი ჰქონდათ - საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება გამოეტანა, თუმცა, იქვე დასძინეს, რომ აღნიშნულის მოლოდინი არ აქვთ.

"იმედი მაქვს, სწრაფი და ეფექტიანი იქნება ეს პროცესები. [გურამ ამირხანაშვილის] 5-ჯერ შეცვლილი ჩვენება როგორ მიიღო სასამართლომ, ამას ვერ ვხვდები. სასამართლოს პატივი რაზე უნდა ვცეთ? ჩვენ არ გვცემენ პატივს, ჩვენ უფლებებს არღვევენ, სულ არ მინდა ადვოკატი მყავდეს, სამართლიანი სასამართლო ჩამიტარეთ და ევროკონვენციაზე რომ წამიკითხეთ, იმ სტანდარტებით გამასამართლეთ და არა იმით, რაც წინაზე გვაქვს ნანახი. ვერ ვხვდები, ჩვენ მიმართ რატომ არის სასამართლო ასეთი არასამართლიანი? მოწმე ამბობს არ გავუტაცებივართ, ჩემით ჩავჯექი მანქანაშიო და ჩვენ მაინც ციხეში ვართ. მერე პრეტენზია გაქვთ, უპატივცემულოდ რატომ იქცევითო. რითი დაიმსახურა მოსამართლემ, ვინც გაგვასამართლა, ან პროკურომა ჩვენი პატივისცემა? ბევრს ჰგონია, რომ მოსანანიებელი გვაქვს, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ. ეს საქმე ხელახლა უნდა იყოს გამოძიებული, სულ არაა იურიდიული განათლება საჭირო, რომ ვერ მიხვდე, ამ საქმეში რა სისულელე ხდება.

ერთი მოწმე არ გყავთ, ვინც ხელს დაგვადებს, რომ [გიორგი შაქარაშვილი] მოვკალით. ერთი მტკიცებულება მომიტანეთ? ვერ ვხვდები, 4 წელი რატომ ვიმყოფები ციხეში. ვერ ვხვდები ასეთი უსამართლოები რატომ უნდა იყოთ? ასე არ უნდა გექცეოდეს სასამართლო, სასამართლო თვითონ ქმნის ადამიანებს დამნაშავეებად, ასე ხალხს არ უნდა ექცეოდეთ. თქვენც, ბატონო მოსამართლევ, შესაძლოა, ჩემი ტოლი შვილიშვილები გყავდეთ და შეიძლება დაიჭირონ უსამართლოდ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაშიც.

ამავე ეპიზოდზე "ქემრის“ 3 მგზავრი უკვე მსჯავრდებულია და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.

ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მსჯავრდებული არიან გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.