მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდარული სპორტული კომენტატორის, ნუგზარ ჯუღელის სახალისო ფრაზები - "ბურთი ღელავს. ხალხი ბადეშია!"
ლეგენდარული სპორტული კომენტატორის, ნუგზარ ჯუღელის სახალისო ფრაზები - "ბურთი ღელავს. ხალხი ბადეშია!"

სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გენ­და­რულ სპორ­ტულ კო­მენ­ტა­ტო­რებს შო­რის და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი ნუგ­ზარ ჯუ­ღელ­მა. მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­დიქ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ არხზე 50 წელ­ზე მეტ­ხანს მუ­შა­ობ­და. ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლი 1937 წელს და­ი­ბა­და და 2019 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბი­დან მალე, 1968 წელს მი­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიჰ­ყავ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მა "მო­ამ­ბე". აღი­ა­რე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა კი, სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვანს პირ­და­პი­რი რე­პორ­ტა­ჟე­ბის კო­მენ­ტა­ტო­რო­ბამ მო­უ­ტა­ნა.

მის სა­ხელს არა­ერ­თი კუ­რი­ო­ზი უკავ­შირ­დე­ბა და მარ­თლაც ბევ­რი ჰქონ­და რო­გორც კო­მენ­ტა­ტო­რო­ბი­სას, ასე­ვე დიქ­ტო­რო­ბი­სას, მსა­ხი­ო­ბო­ბი­სას და სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში. ხალ­ხს მოს­წონ­და ნუგ­ზა­რის კვი­მა­ტი გა­მოთ­ქმე­ბი, რო­მელ­თა ნა­წილ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტოგ­რა­ფი და ჟურ­ნა­ლის­ტი გოგა ჩა­ნა­დი­რი აქ­ვეყ­ნებს:

"ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. გა­და­სა­რე­ვად მიჰ­ყავ­და სპორ­ტუ­ლი რე­პორ­ტა­ჟე­ბი. კო­მენ­ტა­ტო­რო­ბის დროს რამ­დე­ნი­მე სა­ხა­ლი­სო გა­მო­ნათ­ქვა­მით და­ა­მახ­სოვ­რა თავი გულ­შე­მატ­კივ­რებს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი გა­უზ­ვი­ა­დეს, სხვი­სი სი­ტყვე­ბი მი­ა­წე­რეს, არარ­სე­ბუ­ლი გა­მო­უ­გო­ნეს და ასე შემ­დეგ, მაგ­რამ ხუმ­რო­ბას მა­ინც არ გას­ცდე­ნია.

ერთ-ერ­თმა ქო­მაგ­მა ის ჯუგ­ზარ ნუ­ღე­ლა­დაც მო­იხ­სე­ნია, რო­მელ­საც, თით­ქოს კოტე მა­ხა­რა­ძის­თვის უთ­ქვამს, სი­გა­რო, ჯი­გა­რე­ტი ხომ არ გაქ­ვსო.

გთა­ვა­ზობთ სა­ხა­ლი­სო ფრა­ზებს, რო­მე­ლიც ნუგ­ზარ ჯუ­ღელს მი­ე­წე­რე­ბა:

  • დარ­ტყმა! არის! არის!!!! ბურ­თი ღე­ლავს. ხალ­ხი ბა­დე­შია!
  • გუ­შინ სას­ტუმ­როს ერთ-ერთ ნო­მერ­ში თბი­ლი­სელ­თა გუნ­დის მთა­ვარ ბა­ნაკ­ში მთე­ლი ღამე ენთო შუქი - ალი­ო­შა კოტ­რი­კა­ძე ფიქ­რობ­და დღე­ვან­დელ მატჩზე. ამა­ზე ერთხელ ჰკი­თხეს კი­დეც ნუგ­ზარს, გაგ­ვა­გე­ბი­ნეთ, ბო­ლოს და ბო­ლოს, ალი­ო­შამ შუქი ჩა­აქ­როო.
  • დღეს მო­ე­დან­ზე ორი თენ­გი­ზია: თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე და ნუკ­რი კა­კი­ლაშ­ვი­ლი (ამ­ბო­ბენ, ორი ოთა­რი თქვაო, ოთარ გა­ბე­ლია და ნუკ­რი კა­კი­ლაშ­ვი­ლიო).
  • თქვენ წი­ნა­შე მო­ე­დან­ზე გა­მო­ვი­და 5 სა­ნა­ქე­ბო ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი: მო­ლო­ვი­დო­ვი, ბო­რო­და­ჩე­ვი, დე­რი­უ­გი­ნი, კა­პუს­ტი­ნი, დარ­სა­ძე (ზო­გან ტი­უ­ბინს ახ­სე­ნე­ბენ ბო­რო­და­ჩე­ვის ნაც­ვლად).
  • სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­წყლოს­ნო სპორ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია სო­ხუმ­ში, ბა­თუმ­სა და ფო­თუმ­ში.
  • კა­პუს­ტი­ნი ახტა, მაგ­რამ ტკა­ჩენ­კოს­თან ვე­რა­ფე­რი გა­ა­წყო და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ჩა­მომხტა­რი­ყო. გინ­და ახტი, გინ­და დახ­ტი, ტკა­ჩენ­კო მა­ინც ტკა­ჩენ­კოა.
  • ქუ­თა­ის­ში ისე­თი წვი­მაა, ერთი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი­სა არ იყოს, ქარ­თულ ენა­ში მარ­ტო წვი­მას აქვს სა­ხე­ლი ცხრა!
  • შე­კი­თხვა ევ­რო­პის ჩემ­პი­ონს ცურ­ვა­ში თინა ლეკ­ვე­იშ­ვილს: "ქალ­ბა­ტო­ნო თინა, თქვენ ცუ­რავთ"?
  • ბურ­თი მე­ტო­ქე გუნ­დის ფეხ­ბურ­თელ­მა აუ­ტში მო­ი­გე­რია, რო­მელ­საც დი­ნა­მო­ე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ნა­ხევ­რი­დან მო­აწ­ვდი­ან. მო­ა­წო­დეს, პასი წინ, ისევ აუტი. გა­ნა­ახ­ლეს თა­მა­ში გვერ­დი­თი ხა­ზი­დან, მე­ტო­ქის ნა­ხე­ვარ­ზე გა­და­ვიდ­ნენ და… ისევ აუტი. მოკ­ლედ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დი­ნა­მო­ე­ლე­ბი აუტ-აუტ მი­ი­წე­ვენ წინ.
  • მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მო მო­ე­დან­ზე ჩვე­ნი ხუთი ფეხ­ბურ­თე­ლი და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა გუნ­დის ექ­ვსი მცვე­ლი იმ­ყო­ფე­ბა. პლუს მე­კა­რე, რა თქმა უნდა. ეს, და­ახ­ლო­ე­ბით ოც­და­ო­თხი ფე­ხია.
  • თბი­ლი­სის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში ნამ­დვი­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო ამინ­დია. (გაგ­რძე­ლე­ბა მო­გო­ნილს ჰგავს) მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გუ­შინ და გუ­შინ­წინ პა­პა­ნა­ქე­ბა წვი­მა იყო, დღეს კო­კის­პი­რუ­ლად ცხე­ლა…“
  • აი, თქვენ კადრში ხე­დავთ დაღ­ლილ ოპოშ­ნი­ანს, რო­მელ­მაც მშვე­ნივ­რად ითა­მა­შა დღეს და რე­ჟი­სო­რი სწო­რად იქ­ცე­ვა, როცა მის სა­ხეს მსხვი­ლი ხე­დით გვიჩ­ვე­ნებს. ოპოშ­ნი­ა­ნი ღრმად სუნ­თქავს, ეტყო­ბა, გა­დაღ­ლი­ლია. ისუნ­თქე, ოპოშ­ნი­ან, ისუნ­თქე! შენ დღეს ეს ნამ­დვი­ლად და­იმ­სა­ხუ­რე!
  • დარ­ტყმა, არი­ის, გო­ო­ოლ! გოოლ! მაგ­რამ მსაჯ­მა არ ჩათ­ვა­ლა. თუმ­ცა, რა უნდა ჩა­ეთ­ვა­ლა, არც გა­სუ­ლა.
  • და აი, სარ­ბენ ბი­ლი­კებ­ზე გა­მოჩ­ნდა ოთარ გა­ბე­ლია, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, მალე გა­მო­ვა მო­ე­დან­ზე. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის შეც­ვლას აპი­რებს მწვრთნე­ლი?
  • მარ­თა­ლია, სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე ამ ბოლო დროს ცოტა გა­სუქ­და, მაგ­რამ რა კარ­გად აზ­როვ­ნებს.
  • 1945 წელს.... უკაც­რა­ვად 19 სა­ათ­სა და 45 წუთ­ზე.
  • ჩემო პა­ტა­რე­ბო! ახლა ნა­ხეთ ქარ­თუ­ლი მულ­ტფილ­მი "მელა და მგე­ლა," უკაც­რა­ვად! "მე­ლა­კუ­და და მგე­ლა­კუ­და." უჰ, ბო­დი­ში,"მე­ლია და მგე­ლია."
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსანდრე
1

კალათბურთში ამბობდა მატჩის დამთავრებამდე დარჩენილია 17 წუთი.არადა სულ ახალი დაწყებული იყო 

დათო
3

ის მართალია? ცოლს რო მოატყუა მივლინებაში ვარო და საყვარელთან რო ავიდა....მერე დილით, საშინაო ხალათით ნაგავი ჩამოიტანა და. ...:))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ლეგენდარული სპორტული კომენტატორის, ნუგზარ ჯუღელის სახალისო ფრაზები - "ბურთი ღელავს. ხალხი ბადეშია!"

ლეგენდარული სპორტული კომენტატორის, ნუგზარ ჯუღელის სახალისო ფრაზები - "ბურთი ღელავს. ხალხი ბადეშია!"

საქართველოს ლეგენდარულ სპორტულ კომენტატორებს შორის დაიმკვიდრა ადგილი ნუგზარ ჯუღელმა. მსახიობი და ტელედიქტორი საქართველოს პირველ არხზე 50 წელზე მეტხანს მუშაობდა. ნუგზარ ჯუღელი 1937 წელს დაიბადა და 2019 წელს გარდაიცვალა. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებიდან მალე, 1968 წელს მივიდა საქართველოს ტელევიზიაში და წლების განმავლობაში მიჰყავდა საინფორმაციო პროგრამა "მოამბე". აღიარება და პოპულარობა კი, სპორტული გადაცემების წამყვანს პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორობამ მოუტანა.

მის სახელს არაერთი კურიოზი უკავშირდება და მართლაც ბევრი ჰქონდა როგორც კომენტატორობისას, ასევე დიქტორობისას, მსახიობობისას და საერთოდ, ცხოვრებაში. ხალხს მოსწონდა ნუგზარის კვიმატი გამოთქმები, რომელთა ნაწილსაც სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი და ჟურნალისტი გოგა ჩანადირი აქვეყნებს:

"ნუგზარ ჯუღელი საოცარი ადამიანი იყო. გადასარევად მიჰყავდა სპორტული რეპორტაჟები. კომენტატორობის დროს რამდენიმე სახალისო გამონათქვამით დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებს. დროთა განმავლობაში რაღაცები გაუზვიადეს, სხვისი სიტყვები მიაწერეს, არარსებული გამოუგონეს და ასე შემდეგ, მაგრამ ხუმრობას მაინც არ გასცდენია.

ერთ-ერთმა ქომაგმა ის ჯუგზარ ნუღელადაც მოიხსენია, რომელსაც, თითქოს კოტე მახარაძისთვის უთქვამს, სიგარო, ჯიგარეტი ხომ არ გაქვსო.

გთავაზობთ სახალისო ფრაზებს, რომელიც ნუგზარ ჯუღელს მიეწერება:

  • დარტყმა! არის! არის!!!! ბურთი ღელავს. ხალხი ბადეშია!
  • გუშინ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში თბილისელთა გუნდის მთავარ ბანაკში მთელი ღამე ენთო შუქი - ალიოშა კოტრიკაძე ფიქრობდა დღევანდელ მატჩზე. ამაზე ერთხელ ჰკითხეს კიდეც ნუგზარს, გაგვაგებინეთ, ბოლოს და ბოლოს, ალიოშამ შუქი ჩააქროო.
  • დღეს მოედანზე ორი თენგიზია: თენგიზ სულაქველიძე და ნუკრი კაკილაშვილი (ამბობენ, ორი ოთარი თქვაო, ოთარ გაბელია და ნუკრი კაკილაშვილიო).
  • თქვენ წინაშე მოედანზე გამოვიდა 5 სანაქებო ქართველი კალათბურთელი: მოლოვიდოვი, ბოროდაჩევი, დერიუგინი, კაპუსტინი, დარსაძე (ზოგან ტიუბინს ახსენებენ ბოროდაჩევის ნაცვლად).
  • საქართველოში საწყლოსნო სპორტი განსაკუთრებით განვითარებულია სოხუმში, ბათუმსა და ფოთუმში.
  • კაპუსტინი ახტა, მაგრამ ტკაჩენკოსთან ვერაფერი გააწყო და იძულებული გახდა ჩამომხტარიყო. გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა.
  • ქუთაისში ისეთი წვიმაა, ერთი ქართველი პოეტისა არ იყოს, ქართულ ენაში მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა!
  • შეკითხვა ევროპის ჩემპიონს ცურვაში თინა ლეკვეიშვილს: "ქალბატონო თინა, თქვენ ცურავთ"?
  • ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა აუტში მოიგერია, რომელსაც დინამოელები თავიანთი ნახევრიდან მოაწვდიან. მოაწოდეს, პასი წინ, ისევ აუტი. განაახლეს თამაში გვერდითი ხაზიდან, მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ და… ისევ აუტი. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ დინამოელები აუტ-აუტ მიიწევენ წინ.
  • მეტოქის საჯარიმო მოედანზე ჩვენი ხუთი ფეხბურთელი და მოწინააღმდეგეთა გუნდის ექვსი მცველი იმყოფება. პლუს მეკარე, რა თქმა უნდა. ეს, დაახლოებით ოცდაოთხი ფეხია.
  • თბილისის სპორტის სასახლეში ნამდვილი საკალათბურთო ამინდია. (გაგრძელება მოგონილს ჰგავს) მიუხედავად იმისა, რომ გუშინ და გუშინწინ პაპანაქება წვიმა იყო, დღეს კოკისპირულად ცხელა…“
  • აი, თქვენ კადრში ხედავთ დაღლილ ოპოშნიანს, რომელმაც მშვენივრად ითამაშა დღეს და რეჟისორი სწორად იქცევა, როცა მის სახეს მსხვილი ხედით გვიჩვენებს. ოპოშნიანი ღრმად სუნთქავს, ეტყობა, გადაღლილია. ისუნთქე, ოპოშნიან, ისუნთქე! შენ დღეს ეს ნამდვილად დაიმსახურე!
  • დარტყმა, არიის, გოოოლ! გოოლ! მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა. თუმცა, რა უნდა ჩაეთვალა, არც გასულა.
  • და აი, სარბენ ბილიკებზე გამოჩნდა ოთარ გაბელია, რომელიც, ალბათ, მალე გამოვა მოედანზე. საინტერესოა, ვის შეცვლას აპირებს მწვრთნელი?
  • მართალია, სულაქველიძე ამ ბოლო დროს ცოტა გასუქდა, მაგრამ რა კარგად აზროვნებს.
  • 1945 წელს.... უკაცრავად 19 საათსა და 45 წუთზე.
  • ჩემო პატარებო! ახლა ნახეთ ქართული მულტფილმი "მელა და მგელა," უკაცრავად! "მელაკუდა და მგელაკუდა." უჰ, ბოდიში,"მელია და მგელია."