პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნავალნი მოკლეს. მასთან მქონდა მიმოწერა... ნავალნიზე რომ საუბრობდა პუტინი, ამბობდა, ეს არის რუსული სააკაშვილიო. ერთი ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია" - სააკაშვილი
"ნავალნი მოკლეს. მასთან მქონდა მიმოწერა... ნავალნიზე რომ საუბრობდა პუტინი, ამბობდა, ეს არის რუსული სააკაშვილიო. ერთი ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია" - სააკაშვილი

ნა­ვალ­ნიმ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და­ყე­ნე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამო და ეს ძა­ლი­ან და­ვა­ფა­სე - უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მომ­წამ­ლეს, სპე­ცი­ა­ლუ­რად მა­შინ, რომ მსოფ­ლი­ოს ვერც შე­ემ­ჩნია, ისე გავმქრა­ლი­ყა­ვი, ღმერ­თმა გა­და­მარ­ჩი­ნა სიკ­ვდილს,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის ჯგუ­ფუ­რად გაფ­ლან­გვის ბრა­ლის თა­ო­ბა­ზე მის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, პუ­ტინ­მა ნო­მერ პირ­ვე­ლი მტე­რი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი მო­ი­შო­რა და ახლა მე­ო­რე, თა­ვად, მის ხელ­შია.

"მოკ­ლეს ალექ­სეი ნა­ვალ­ნი. მას­თან მქონ­და მი­მო­წე­რა, მან ბო­დი­ში მო­ი­ხა­და 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და­ყე­ნე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ძა­ლი­ან და­ვა­ფა­სე. ცი­ხის კა­მე­რი­დან გა­მო­ხა­ტავ­და სო­ლი­და­რო­ბას. მე მომ­წამ­ლეს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ. სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­წამ­ლეს მა­შინ, რომ მსოფ­ლი­ოს ვერც შე­ემ­ჩნია, ისე გავმქრა­ლი­ყა­ვი. ღმერ­თმა გა­და­მარ­ჩი­ნა სიკ­ვდილს, ისევ ღმერ­თის, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის იმედ­ზე ვარ. სწო­რედ ნა­ვალ­ნიმ გა­მო­ხა­ტა სო­ლი­და­რო­ბა თა­ვი­სი ცი­ხის კა­მე­რი­დან ჩემ მი­მართ. მაგ­რამ მა­ნამ­დე მოკ­ლეს პო­ლიტ­კოვ­სკა­ია, ნემ­ცო­ვი, ახლა ნა­ვალ­ნი. პუ­ტინ­მა ასე­ვე სა­ჯა­როდ გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ მე ჩა­მო­ვე­კი­დე­ბი­ნე ერთი ად­გი­ლით, პუ­ტი­ნი თა­ვი­დან­ვე და­ი­მუქ­რა, რომ ცი­ხე­ში მოვ­ხვდე­ბო­დი და აუ­ცი­ლებ­ლად გა­მა­ნად­გუ­რებ­და ფი­ზი­კუ­რად. რო­დე­საც ნა­ვალ­ნი­ზე სა­უბ­რობ­და პუ­ტი­ნი, ამ­ბობ­და, ეს არის რუ­სუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლიო. ნა­ვალ­ნის გვარს არ ახ­სე­ნებ­და.

სა­ნამ ზე­ლენ­სკი გა­მოჩ­ნდე­ბო­და (ვლა­დი­მე­რი, ჩემი უშუ­ა­ლო შეფი), პუ­ტი­ნი ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მო­ხა­ტავ­და, რომ სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ნა­ვალ­ნი იყ­ვნენ მისი ნო­მერ პირ­ვე­ლი მტრე­ბი. ერთი ნო­მერ პირ­ვე­ლი მტე­რი მო­ი­შო­რა, მე­ო­რე მის ხელ­შია. რად­გან ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მას ეხე­ბა, კონ­ტროლ­დე­ბა რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ“,- გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

მართლა გარეწარია უდიდესი რა!

გივი
0

შენ ნაძირალა ხარ!

ავტორი:

"ნავალნი მოკლეს. მასთან მქონდა მიმოწერა... ნავალნიზე რომ საუბრობდა პუტინი, ამბობდა, ეს არის რუსული სააკაშვილიო. ერთი ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია" - სააკაშვილი

"ნავალნი მოკლეს. მასთან მქონდა მიმოწერა... ნავალნიზე რომ საუბრობდა პუტინი, ამბობდა, ეს არის რუსული სააკაშვილიო. ერთი ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია" - სააკაშვილი

ნავალნიმ ბოდიში მოიხადა 2008 წელს საქართველოს მიმართ დაყენებული პოზიციის გამო და ეს ძალიან დავაფასე - უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მომწამლეს, სპეციალურად მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი, ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ბრალის თაობაზე მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, პუტინმა ნომერ პირველი მტერი ალექსეი ნავალნი მოიშორა და ახლა მეორე, თავად, მის ხელშია.

"მოკლეს ალექსეი ნავალნი. მასთან მქონდა მიმოწერა, მან ბოდიში მოიხადა 2008 წელს საქართველოს მიმართ დაყენებული პოზიციის გამო. მნიშვნელოვანი იყო, ძალიან დავაფასე. ციხის კამერიდან გამოხატავდა სოლიდარობას. მე მომწამლეს უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სპეციალურად მომწამლეს მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს, ისევ ღმერთის, ქართველი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის იმედზე ვარ. სწორედ ნავალნიმ გამოხატა სოლიდარობა თავისი ციხის კამერიდან ჩემ მიმართ. მაგრამ მანამდე მოკლეს პოლიტკოვსკაია, ნემცოვი, ახლა ნავალნი. პუტინმა ასევე საჯაროდ გამოთქვა სურვილი, რომ მე ჩამოვეკიდებინე ერთი ადგილით, პუტინი თავიდანვე დაიმუქრა, რომ ციხეში მოვხვდებოდი და აუცილებლად გამანადგურებდა ფიზიკურად. როდესაც ნავალნიზე საუბრობდა პუტინი, ამბობდა, ეს არის რუსული სააკაშვილიო. ნავალნის გვარს არ ახსენებდა.

სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა (ვლადიმერი, ჩემი უშუალო შეფი), პუტინი ამბობდა, ყველანაირად გამოხატავდა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი და ნავალნი იყვნენ მისი ნომერ პირველი მტრები. ერთი ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია. რადგან ყველაფერი, რაც საქართველოს პენიტენციურ სისტემას ეხება, კონტროლდება რუსული სპეცსამსახურების მიერ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.