გარდაცვლილი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეოში ლუდმილა ნავალნაია ვლადიმერ პუტინს მიმართავს და მისი შვილის ცხედრის სასწრაფოდ ოჯახისთვის დაბრუნებას სთხოვს.
ვიდეომიმართვაში ლუდმილა იმავე კოლონიის წინ დგას, სადაც მისი ვაჟი გარდაიცვალა და ამბობს, რომ ის უკვე 5 დღეა ცდილობს თავისი შვილის ნახვას, მაგრამ ამაოდ, ისიც კი არ იცის, სად ჰყავთ ის: "ამას შენ გთხოვ, ვლადიმერ პუტინ, რადგან ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. ჩემი ვაჟის ნახვის უფლება მომეცი. ვითხოვ, დაუყოვნებლივ დამიბრუნოთ ალექსეის ცხედარი, რომ სათანადო დაკრძალვა მოვუწყო".
გარდაცვლილი ოპოზიციონერის ცოლიც, იულია ნავალნაიაც ცხედრის ჩვენებას ითხოვს, რათა ოჯახის წევრებმა მასთან გამომშვიდობება შეძლონ. როგორც ოჯახს უთხრეს, ნავალნის ცხედარს 2 კვირის შემდეგ დააბრუნებენ, მას შემდეგ, რაც მას "ქიმიური ანალიზი" ჩაუტარდება.
ამ მტკიცებასთან დაკავშირებით იულიას საკუთარი ვარაუდი აქვს. მისი მტკიცებით, ალექსეის ცხედარს მანამ არ დააბრუნებენ, სანამ მოწამვლის კვალი არ გაქრება და დროს სწორედ ამიტომ აჭიანურებენ. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრალდებებს "უსაფუძვლო და ვულგარული" უწოდა, მაგრამ დასძინა, რომ რადგანაც იულია ახლახანს დაქვრივდა, ამასთან დაკავშირებით მეტ კომენტარს აღარ გააკეთებს.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
პუტინის სისასტიკეს არა აქვს საზღვარი გიტლერზე ულმობელია.
იქნებ მითხრათ და გამარკვიოთ,ცოფიანმა მიშამ იშოვა ფული რუსეთში და აქამდე ჩუმათ იყავით?რა ბიზნესი ქონდა ან რა მიყიდა ამ ჩემანალამ რუსეთს,ისე რა მაინტერესებს ნაცების თავშესაფარი ყველასი ამერიკა-ევროპაა ქოცების კი რუსეთი ვის დაუჯერო არ ვიცი ვეკითხები როგორც ნაცებს ისე ქოცებს.