მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასურეთელი მეთოჯინე - "უამრავი თოჯინა მაქვს შექმნილი, ისინი “საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში "ცხოვრობენ"
ასურეთელი მეთოჯინე - "უამრავი თოჯინა მაქვს შექმნილი, ისინი “საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში "ცხოვრობენ"

დღეს ქარ­თვე­ლი მე­თო­ჯი­ნე ქე­თე­ვან ოთა­რაშ­ვი­ლი უნდა გა­გაც­ნოთ. "ყვე­ლა ახა­ლი თო­ჯი­ნა წი­ნა­ზე მე­ტად მიყ­ვარს" - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ქე­თე­ვან, გვი­ამ­ბეთ თქვენს შე­სა­ხებ

- მე ვარ ქე­თე­ვან ოთა­რაშ­ვი­ლი, 54 წლის. ვარ თვით­ნას­წავ­ლი მე­თო­ჯი­ნე. და­ვი­ბა­დე თი­ა­ნეთ­ში, ამ­ჟა­მად ვცხოვ­რობ თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ასუ­რეთ­ში. დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს მოსე თო­ი­ძის სახ. სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბე­ლი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვხა­ტავ­დი, ვქსოვ­დი, ვკე­რავ­დი, ვა­კე­თებ­დი სამ­კა­უ­ლებს და სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­ა­რებს. მი­მაჩ­ნია, რომ ეს გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მო­მე­ცა, რად­გან ჩემი მშობ­ლე­ბი და წი­ნაპ­რე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყ­ვნენ ხელ­საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლით.

მხატ­ვარ ნინო ჩაკ­ვე­ტა­ძეს­თან ერ­თად

- გვა­ინ­ტე­რე­სებს, რა არის თქვე­ნი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა და სა­ი­დან წა­მო­ვი­და თო­ჯი­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბის იდეა?

- ამ­ჟა­მად სახ­ლში ვმუ­შა­ობ და ჩემს საქ­მეს ინ­ტერ­ნე­ტით ვუ­კე­თებ რე­ა­ლი­ზე­ბას. თო­ჯი­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბა და­ვი­წყე 90-იან წლებ­ში. მა­შინ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი და იმ ბნელ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს საქ­მე. ძი­რი­თა­დად ვმუ­შა­ობ­დი ღამე, ლამ­პის შუქ­ზე და მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ეს პე­რი­ო­დი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბად დარ­ჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. პირ­ვე­ლი თო­ჯი­ნე­ბი ასე­თი სრულ­ყო­ფი­ლი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ეს საქ­მე გან­ვა­ახ­ლე 2014 წელს, ინ­ტერ­ნეტ­მა მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ბევ­რი რამ მეს­წავ­ლა სრუ­ლი­ად უფა­სოდ. თა­ვი­დან ვბა­ძავ­დი სხვა მე­თო­ჯი­ნე­ებს, შემ­დეგ ნელ-ნელა სა­კუ­თა­რი სტი­ლით გა­ვაგ­რძე­ლე მუ­შა­ო­ბა. უამ­რა­ვი თო­ჯი­ნა მაქვს შექ­მნი­ლი და ისი­ნი "ცხოვ­რო­ბენ“ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში.

- ორი­ო­დე სი­ტყვა გვი­თხა­რით თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, ოჯახ­ში რო­გორ შეხ­ვდნენ თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას?

- ვარ სამი შვი­ლის დედა და ორი შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია. ჩემი ოჯა­ხის­თვის უცხო არ ყო­ფი­ლა ჩემი ამ საქ­მით გა­ტა­ცე­ბა, რად­გან მათ­თვის ბუ­ნებ­რი­ვი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, ყო­ველ­თვის მხარს მი­ჭერ­დნენ.

- და­სას­რულ, გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ, ხომ არ აპი­რებთ მო­მა­ვალ­ში თო­ჯი­ნე­ბის გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბას?

- მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად უნდა ვი­თარ­დე­ბო­დეს, ყო­ვე­ლი გა­თე­ნე­ბუ­ლი დღე ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა და ეს მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რამ­დე­ნი წლის ვართ, მი­ზა­ნი თუ გვაქვს, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ და მი­ვაღ­წი­ოთ მას. რო­გორც ყვე­ლას, მეც მაქვს კარ­გი და ცუდი პე­რი­ო­დე­ბი, ცხოვ­რე­ბა ასე­თია და რაც დაგ­ვა­კის­რა სამ­ყა­რომ, გვერდს ვერ ავუვ­ლით. ნი­ჭის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა დიდი შეც­დო­მაა და ეს არ უნდა და­ვუშ­ვათ.

ადრე ხში­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სა­ერ­თო გა­მო­ფე­ნებ­ში, მაგ­რამ ამ ბოლო დროს ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ და არც მაქვს დიდი სურ­ვი­ლი. ახლა სხვა დროა და ყვე­ლას შე­უძ­ლია, სა­კუ­თა­რი თავი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­აც­ნოს მთელ მსოფ­ლი­ოს, რა თქმა უნდა, თუ კარ­გად მო­ინ­დო­მებს. მეც არ ვა­პი­რებ გა­ჩე­რე­ბას და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვდგამ იმ საქ­მე­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს და მე­თო­ჯი­ნე­ო­ბას­თან ერ­თად, კი­დევ სხვა კუ­თხით გა­აც­ნობს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბას. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს ახა­ლი ეპო­ქა და მეც ვცდი­ლობ ფეხი ავუ­წყო თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას… ვნა­ხოთ, რა გა­მო­ვა.

  • ავ­ტო­რი: ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყაყაჩო ტრასაზე
0

 ქეთევან, ქეთევან წარმატებები! ყოველთვის გეფრქვიოს მშვენიერება სიხარული... 

ქეთევან ოთარაშვილი
2

❤️❤️❤️🌺🥰🍒🌹🌸❤️❤️❤️

ავტორი:

ასურეთელი მეთოჯინე - "უამრავი თოჯინა მაქვს შექმნილი, ისინი “საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში "ცხოვრობენ"

ასურეთელი მეთოჯინე - "უამრავი თოჯინა მაქვს შექმნილი, ისინი “საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში "ცხოვრობენ"

დღეს ქართველი მეთოჯინე ქეთევან ოთარაშვილი უნდა გაგაცნოთ. "ყველა ახალი თოჯინა წინაზე მეტად მიყვარს" - ამბობს ქალბატონი ქეთევანი და საკუთარი ცხოვრების ამბავს გვიყვება.

- ქალბატონო ქეთევან, გვიამბეთ თქვენს შესახებ

- მე ვარ ქეთევან ოთარაშვილი, 54 წლის. ვარ თვითნასწავლი მეთოჯინე. დავიბადე თიანეთში, ამჟამად ვცხოვრობ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ასურეთში. დამთავრებული მაქვს მოსე თოიძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი. მთელი ცხოვრება ვხატავდი, ვქსოვდი, ვკერავდი, ვაკეთებდი სამკაულებს და სხვადასხვა აქსესუარებს. მიმაჩნია, რომ ეს გენეტიკურად გადმომეცა, რადგან ჩემი მშობლები და წინაპრები გამორჩეული იყვნენ ხელსაქმის სიყვარულით.

მხატვარ ნინო ჩაკვეტაძესთან ერთად

- გვაინტერესებს, რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა და საიდან წამოვიდა თოჯინების დამზადების იდეა?

- ამჟამად სახლში ვმუშაობ და ჩემს საქმეს ინტერნეტით ვუკეთებ რეალიზებას. თოჯინების დამზადება დავიწყე 90-იან წლებში. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და იმ ბნელ პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ეს საქმე. ძირითადად ვმუშაობდი ღამე, ლამპის შუქზე და მიუხედავად ყველაფრისა, ეს პერიოდი სასიამოვნო მოგონებად დარჩა მეხსიერებაში. პირველი თოჯინები ასეთი სრულყოფილი არ ყოფილა, მაგრამ ეს საქმე განვაახლე 2014 წელს, ინტერნეტმა მომცა საშუალება, ბევრი რამ მესწავლა სრულიად უფასოდ. თავიდან ვბაძავდი სხვა მეთოჯინეებს, შემდეგ ნელ-ნელა საკუთარი სტილით გავაგრძელე მუშაობა. უამრავი თოჯინა მაქვს შექმნილი და ისინი "ცხოვრობენ“ საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

- ორიოდე სიტყვა გვითხარით თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ, ოჯახში როგორ შეხვდნენ თქვენს საქმიანობას?

- ვარ სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია. ჩემი ოჯახისთვის უცხო არ ყოფილა ჩემი ამ საქმით გატაცება, რადგან მათთვის ბუნებრივი იყო ეს ყველაფერი, ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.

- დასასრულ, გვიამბეთ თქვენი გეგმების შესახებ, ხომ არ აპირებთ მომავალში თოჯინების გამოფენის მოწყობას?

- მიმაჩნია, რომ ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, ყოველი გათენებული დღე ახალი შესაძლებლობაა და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ვართ, მიზანი თუ გვაქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მივაღწიოთ მას. როგორც ყველას, მეც მაქვს კარგი და ცუდი პერიოდები, ცხოვრება ასეთია და რაც დაგვაკისრა სამყარომ, გვერდს ვერ ავუვლით. ნიჭის გამოუყენებლობა დიდი შეცდომაა და ეს არ უნდა დავუშვათ.

ადრე ხშირად ვმონაწილეობდი საერთო გამოფენებში, მაგრამ ამ ბოლო დროს ვეღარ ვახერხებ და არც მაქვს დიდი სურვილი. ახლა სხვა დროა და ყველას შეუძლია, საკუთარი თავი და შესაძლებლობები გააცნოს მთელ მსოფლიოს, რა თქმა უნდა, თუ კარგად მოინდომებს. მეც არ ვაპირებ გაჩერებას და შეიძლება ითქვას, პირველ ნაბიჯებს ვდგამ იმ საქმეში, რომელიც ძალიან მაინტერესებს და მეთოჯინეობასთან ერთად, კიდევ სხვა კუთხით გააცნობს საზოგადოებას ჩემს შემოქმედებას. ამის შესაძლებლობას გვაძლევს ახალი ეპოქა და მეც ვცდილობ ფეხი ავუწყო თანამედროვეობას… ვნახოთ, რა გამოვა.

  • ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი