პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ამოვიცნოთ კოლორექტული კიბო ადრეულ ეტაპზე - დაავადების გავრცელების სტატისტიკა და პრევენციული ზომები
როგორ ამოვიცნოთ კოლორექტული კიბო ადრეულ ეტაპზე - დაავადების გავრცელების სტატისტიკა და პრევენციული ზომები

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტის­ტი­კით, კო­ლო­რექ­ტუ­ლი კიბო გავ­რცე­ლე­ბის სიხ­ში­რით მე­სა­მე, ხოლო სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით - მე­ო­რე ად­გილ­ზეა. ყო­ველ წელს 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ავად­დე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბით, 950 ათას ადა­მი­ა­ნამ­დე კი იღუ­პე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­ლო­რექ­ტუ­ლი კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ან­თა რი­ცხვი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პროგ­ნო­ზით, 2040 წელს კო­ლო­რექ­ტუ­ლი კი­ბო­თი ავა­დო­ბა 2 მი­ლი­ო­ნი­დან 3,5 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­იზ­რდე­ბა. ავა­დო­ბის სიხ­ში­რე გან­სხვავ­დე­ბა სქე­სის მი­ხედ­ვით. კა­ცე­ბი 30%-ით უფრო ხში­რად ავად­დე­ბი­ან, ვიდ­რე ქა­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ყო­ველ­წლი­უ­რად 700-მდე პირ­ვე­ლა­დი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. კი­ბოს გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით მა­მა­კა­ცებ­ში მე­ო­თხე ად­გი­ლი უკა­ვია ფილ­ტვის, პროს­ტა­ტი­სა და შარ­დის ბუშ­ტის სიმ­სივ­ნე­ე­ბის შემ­დეგ, ხოლო ქა­ლებ­ში მე­სა­მე ად­გილ­ზეა ძუ­ძუ­სა და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნე­ე­ბის შემ­დეგ.

და­ა­ვა­დე­ბის რის­კებ­ზე, პრე­ვენ­ცი­ა­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გზებ­ზე „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ონ­კო­ქი­რურ­გი, ზო­გა­დი ქი­რურ­გი, ლა­პა­როს­კო­პის­ტი ნო­დარ ჩხიკ­ვა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რამ­დე­ნად რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა კო­ლო­რექ­ტუ­ლი კიბო?

კო­ლო­რექ­ტუ­ლი კიბო ერთ-ერთი ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბაა. სი­ვე­რა­გეს სძენს ის ფაქ­ტი, რომ ად­რე­ულ ეტაპ­ზე მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი არ ახა­სი­ა­თებს. ჩი­ვი­ლე­ბი ჩნდე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც სიმ­სივ­ნე ზრდა­სა და ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბას იწყებს.

რო­გორ ვი­თარ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა?

მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კე­დე­ლი შედ­გე­ბა 3 შრის­გან: ლორ­წო­ვა­ნი, კუნ­თო­ვა­ნი და სე­რო­ზუ­ლი. კო­ლო­რექ­ტუ­ლი კიბო ვი­თარ­დე­ბა მსხვი­ლი ან სწო­რი ნაწ­ლა­ვის ლორ­წო­ვან შრე­ში არ­სე­ბულ უჯრე­დებ­ში, აგ­რძე­ლებს ზრდას, რის შემ­დგო­მაც ვრცელ­დე­ბა ნაწ­ლა­ვის სხვა შრე­ებ­შიც. ასე­ვე, ლიმ­ფუ­რი გზე­ბის და სის­ხლძარ­ღვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია გავ­რცელ­დეს შო­რე­უ­ლად, სხვა ორ­გა­ნო­ებ­შიც.

ვინ არი­ან კო­ლო­რექ­ტა­ლუ­რი კი­ბოს გა­ჩე­ნის რის­კჯ­გუფ­ში?

კო­ლო­რექ­ტუ­ლი კი­ბო­თი ყვე­ლა­ზე ხში­რად ავად­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი 50 წლის ასა­კი­დან. თუმ­ცა ბოლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 20-დან 49 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 1,5%-ით იზ­რდე­ბა.

რის­კფაქ­ტო­რე­ბი ორ ჯგუ­ფად იყო­ფა: რის­კე­ბი, რომ­ლე­ბიც შეგ­ვიძ­ლია ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან და რის­კე­ბი, რო­მელ­თა თა­ვი­დან აცი­ლე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა.

რის­კე­ბი, რომ­ლე­ბიც შეგ­ვიძ­ლია თა­ვი­დან ავი­რი­დოთ, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა: თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბის, მათ შო­რის, სა­ღე­ჭი თამ­ბა­ქოს და ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა, ზრდის მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რისკს;
  • ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა: აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მოხ­დეს ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბის სიხ­ში­რის შემ­ცი­რე­ბა. ალ­კოჰო­ლის იშ­ვი­ათ­მა გა­მო­ყე­ნე­ბა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დოს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი;
  • უმოძ­რა­ო­ბა: ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ფი­ზი­კურ­მა აქ­ტი­ვო­ბამ შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ცი­როს მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი;
  • ჭარ­ბი წონა: ცხი­მი­ა­ნი, მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სხე­უ­ლის წო­ნა­ზე და გა­ზარ­დოს მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს რის­კი;
  • კვე­ბა, რო­მელ­შიც შე­დის უამ­რა­ვი წი­თე­ლი და და­მუ­შა­ვე­ბულ ხორ­ცი: და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბია: ბე­კო­ნი, სო­სი­სი და ძეხ­ვი. ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ წი­თე­ლი და და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხორ­ცის მი­ღე­ბა კვი­რა­ში ორ პორ­ცი­ამ­დე შევ­ზღუ­დოთ.

რის­კე­ბი, რო­მელ­თა თა­ვი­დან აცი­ლე­ბაც ვერ ხერ­ხდე­ბა, შემ­დე­გია:

  • გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა;
  • გარ­კვე­უ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი სინ­დრო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ჭი­დუ­ლია მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს­თან, ასე­თია: ლინ­ჩის სინ­დრო­მი და მემ­კვიდ­რუ­ლი ადე­ნო­მა­ტო­ზუ­რი პო­ლი­პო­ზი;
  • მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: წყლუ­ლო­ვა­ნი კო­ლი­ტი და კრო­ნის და­ა­ვა­დე­ბა;
  • პო­ლი­პე­ბის ოჯა­ხუ­რი ანამ­ნე­ზი: თუ მშო­ბელს, და-ძმას ან შვილს გა­მო­უვ­ლინ­და გვი­ა­ნი სტა­დი­ის პო­ლი­პი, თქვენ შე­საძ­ლოა იმ­ყო­ფე­ბო­დეთ მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კის ქვეშ.

რო­გო­რია და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლა­დი სიმპტო­მე­ბი?

სამ­წუ­ხა­როდ, კო­ლო­რექ­ტულ კი­ბოს ად­რე­ულ ეტაპ­ზე მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი არ ახა­სი­ა­თებს. ისი­ნი ჩნდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც სიმ­სივ­ნე იწყებს ზრდას და გავ­რცე­ლე­ბას.

კო­ლო­რექ­ტუ­ლი კი­ბოს ყვე­ლა­ზე ხში­რი სიმპტო­მე­ბია: დის­კომ­ფორ­ტის და ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა მუც­ლის მი­და­მო­ში, წო­ნა­ში კლე­ბა უმი­ზე­ზოდ, დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა და ქო­ში­ნი, ფა­ღა­რა­თის და შეკ­რუ­ლო­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბა, სის­ხლი­ა­ნი დე­ფე­კა­ცია, ცრუ დე­ფე­კა­ცი­ის მო­თხოვ­ნა „ტე­ნეზ­მე­ბი“, ანე­მია.

რო­დის უნდა მი­მარ­თოს პა­ცი­ენ­ტმა ექიმს?

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი 8 სიმპტო­მი­დან, რო­მე­ლი­მე ერ­თის ან ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მეს არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტმა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს ექიმს. თუმ­ცა მათი არ­სე­ბო­ბა არ ნიშ­ნავს აუ­ცი­ლებ­ლად კო­ლო­რექ­ტუ­ლი კი­ბოს არ­სე­ბო­ბას.

რო­გორ ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა?

კო­ლო­რექ­ტუ­ლი კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა კომ­პლექ­სუ­რია და იგი მო­ი­ცავს რა­დი­ო­ლო­გი­ურ, ინ­სტრუ­მენ­ტულ და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვებს. „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ყვე­ლა სა­ჭი­რო კვლე­ვა და­ნერ­გი­ლია და მუ­შა­ობს 100% გა­მარ­თუ­ლად.

კო­ლო­რექ­ტუ­ლი კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­კის ბა­ზი­სუ­რი მე­თო­დე­ბია: ფიბ­რო­კო­ლო­ნოს­კო­პია. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის დროს დრე­კა­დი მი­ლით, ვი­დე­ო­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა სწო­რი და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. სიმ­სივ­ნუ­რი პრო­ცე­სის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა სიმ­სივ­ნუ­რი უბ­ნი­დან ქსო­ვი­ლე­ბის აღე­ბა და შემ­დგომ­ში მათი მორ­ფო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლა.

ასე­ვე, ბა­ზი­სუ­რი კვლე­ვის მე­თო­დია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სიმ­სივ­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ზრდი­სა და გავ­რცე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა ხდე­ბა.

რო­გო­რი ხდე­ბა კო­ლო­რექ­ტა­ლუ­რი კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბა „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“?

ჩვენს ჰოს­პი­ტალ­ში კო­ლო­რექ­ტუ­ლი კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის სრუ­ლი სპექტრია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა კომ­პლექ­სუ­რია. ის მო­ი­ცავს: ქი­რურ­გი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას, სხი­ვით თე­რა­პი­ას, სის­ტე­მურ მკურ­ნა­ლო­ბას.

ონ­კო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, მათ შო­რის, კო­ლო­რექ­ტუ­ლი ქი­რურ­გი­აც ხორ­ცი­ელ­დე­ბა რო­გორც ღია ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით, ასე­ვე ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი მე­თო­დით. ლა­პა­როს­კო­პი­ულ ოპე­რა­ცი­ას, თა­ვის მხრივ, ბევ­რი და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს. ესე­ნია: შემ­ცი­რე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პე­რი­ო­დი, შემ­ცი­რე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ პე­რი­ოდ­ში, პა­ცი­ენ­ტის ნა­ად­რე­ვი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, უკე­თე­სი კოს­მე­ტი­კუ­რი ეფექ­ტი, ქსო­ვი­ლე­ბის უკე­თე­სი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას და ა.შ.

თუმ­ცა აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დის შერ­ჩე­ვა უნდა მოხ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი ანამ­ნე­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სტა­ტის­ტი­კუ­რად, ჩვენს კლი­ნი­კა­ში, კო­ლო­რექ­ტულ ქი­რურ­გი­ა­ში 85-90% ტარ­დე­ბა ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი მე­თო­დით.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია? რო­გორ?

კო­ლო­რექ­ტუ­ლი კი­ბოს სრუ­ლად პრე­ვენ­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია სკრი­ნინგ ცენ­ტრე­ბის მი­მარ­თვით და­ა­ვა­დე­ბის ძა­ლი­ან ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნა. მე­ო­რე მხრივ, პო­ლი­პე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და მო­შო­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ერ­თოდ ავა­რი­დოთ შემ­დგომ­ში კი­ბოდ გა­დაგ­ვა­რე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის შემ­ცი­რე­ბა შემ­დე­გი რის­კფაქ­ტო­რე­ბის მარ­თვი­თაც შე­იძ­ლე­ბა:

  • მო­ე­რი­დეთ თამ­ბა­ქოს გა­მო­ყე­ნე­ბას;
  • ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის და­ლე­ვი­სას და­ი­ცა­ვით ზო­მი­ე­რე­ბა;
  • შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სხე­უ­ლის ჯან­სა­ღი წონა;
  • მი­ირ­თვით ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი. შე­ი­ტა­ნეთ მეტი ხილი და ბოსტნე­უ­ლი თქვენს რა­ცი­ონ­ში და შე­ამ­ცი­რეთ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის, ცხი­მი­ა­ნი და მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალი
0

სულ შემძულდა აფთიაქი იმპექსი, დავიღალე მაგათი უაზრო რეკლამებით.

დარეჯან დათუნაშვილი
1

მადლობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

როგორ ამოვიცნოთ კოლორექტული კიბო ადრეულ ეტაპზე - დაავადების გავრცელების სტატისტიკა და პრევენციული ზომები

როგორ ამოვიცნოთ კოლორექტული კიბო ადრეულ ეტაპზე - დაავადების გავრცელების სტატისტიკა და პრევენციული ზომები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, კოლორექტული კიბო გავრცელების სიხშირით მესამე, ხოლო სიკვდილიანობით - მეორე ადგილზეა. ყოველ წელს 2 მილიონამდე ადამიანი ავადდება ამ დაავადებით, 950 ათას ადამიანამდე კი იღუპება.

აღსანიშნავია, რომ კოლორექტული კიბოთი დაავადებულ ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2040 წელს კოლორექტული კიბოთი ავადობა 2 მილიონიდან 3,5 მილიონამდე გაიზრდება. ავადობის სიხშირე განსხვავდება სქესის მიხედვით. კაცები 30%-ით უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები.

რაც შეეხება საქართველოს, ყოველწლიურად 700-მდე პირველადი შემთხვევა ფიქსირდება. კიბოს გავრცელების თვალსაზრისით მამაკაცებში მეოთხე ადგილი უკავია ფილტვის, პროსტატისა და შარდის ბუშტის სიმსივნეების შემდეგ, ხოლო ქალებში მესამე ადგილზეა ძუძუსა და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების შემდეგ.

დაავადების რისკებზე, პრევენციასა და მკურნალობის გზებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკოქირურგი, ზოგადი ქირურგი, ლაპაროსკოპისტი ნოდარ ჩხიკვაძე გვესაუბრება.

რამდენად რთული დაავადება კოლორექტული კიბო?

კოლორექტული კიბო ერთ-ერთი ვერაგი დაავადებაა. სივერაგეს სძენს ის ფაქტი, რომ ადრეულ ეტაპზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ახასიათებს. ჩივილები ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმსივნე ზრდასა და ფართოდ გავრცელებას იწყებს.

როგორ ვითარდება დაავადება?

მსხვილი ნაწლავის კედელი შედგება 3 შრისგან: ლორწოვანი, კუნთოვანი და სეროზული. კოლორექტული კიბო ვითარდება მსხვილი ან სწორი ნაწლავის ლორწოვან შრეში არსებულ უჯრედებში, აგრძელებს ზრდას, რის შემდგომაც ვრცელდება ნაწლავის სხვა შრეებშიც. ასევე, ლიმფური გზების და სისხლძარღვების მეშვეობით შესაძლებელია გავრცელდეს შორეულად, სხვა ორგანოებშიც.

ვინ არიან კოლორექტალური კიბოს გაჩენის რისკჯგუფში?

კოლორექტული კიბოთი ყველაზე ხშირად ავადდებიან ადამიანები 50 წლის ასაკიდან. თუმცა ბოლო 15 წლის განმავლობაში 20-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებში მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 1,5%-ით იზრდება.

რისკფაქტორები ორ ჯგუფად იყოფა: რისკები, რომლებიც შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან და რისკები, რომელთა თავიდან აცილებაც არ შეიძლება.

რისკები, რომლებიც შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ, ასე გამოიყურება:

  • თამბაქოს მოხმარება: თამბაქოს პროდუქტების, მათ შორის, საღეჭი თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის გამოყენება, ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს;
  • ალკოჰოლის მოხმარება: აუცილებელია, რომ მოხდეს ალკოჰოლური სასმელების მიღების სიხშირის შემცირება. ალკოჰოლის იშვიათმა გამოყენებამაც კი შეიძლება გაზარდოს კიბოს განვითარების რისკი;
  • უმოძრაობა: ნებისმიერი სახის ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება შეამციროს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი;
  • ჭარბი წონა: ცხიმიანი, მაღალკალორიული საკვების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულის წონაზე და გაზარდოს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი;
  • კვება, რომელშიც შედის უამრავი წითელი და დამუშავებულ ხორცი: დამუშავებული ხორცის პროდუქტებია: ბეკონი, სოსისი და ძეხვი. ჯანდაცვის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ წითელი და დამუშავებული ხორცის მიღება კვირაში ორ პორციამდე შევზღუდოთ.

რისკები, რომელთა თავიდან აცილებაც ვერ ხერხდება, შემდეგია:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • გარკვეული გენეტიკური სინდრომები, რომლებიც შეჭიდულია მსხვილი ნაწლავის კიბოსთან, ასეთია: ლინჩის სინდრომი და მემკვიდრული ადენომატოზური პოლიპოზი;
  • მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები, როგორიცაა: წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება;
  • პოლიპების ოჯახური ანამნეზი: თუ მშობელს, და-ძმას ან შვილს გამოუვლინდა გვიანი სტადიის პოლიპი, თქვენ შესაძლოა იმყოფებოდეთ მსხვილი ნაწლავის კიბოს მომატებული რისკის ქვეშ.

როგორია დაავადების პირველადი სიმპტომები?

სამწუხაროდ, კოლორექტულ კიბოს ადრეულ ეტაპზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ახასიათებს. ისინი ჩნდება მაშინ, როდესაც სიმსივნე იწყებს ზრდას და გავრცელებას.

კოლორექტული კიბოს ყველაზე ხშირი სიმპტომებია: დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნება მუცლის მიდამოში, წონაში კლება უმიზეზოდ, დაღლილობის შეგრძნება და ქოშინი, ფაღარათის და შეკრულობის მონაცვლეობა, სისხლიანი დეფეკაცია, ცრუ დეფეკაციის მოთხოვნა „ტენეზმები“, ანემია.

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

ზემოთ ჩამოთვლილი 8 სიმპტომიდან, რომელიმე ერთის ან ერთდროულად რამდენიმეს არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. თუმცა მათი არსებობა არ ნიშნავს აუცილებლად კოლორექტული კიბოს არსებობას.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?

კოლორექტული კიბოს დიაგნოსტირება კომპლექსურია და იგი მოიცავს რადიოლოგიურ, ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ყველა საჭირო კვლევა დანერგილია და მუშაობს 100% გამართულად.

კოლორექტული კიბოს დიაგნოსტიკის ბაზისური მეთოდებია: ფიბროკოლონოსკოპია. აღნიშნული კვლევის დროს დრეკადი მილით, ვიდეოგამოსახულების საშუალებით ხდება სწორი და მსხვილი ნაწლავის დათვალიერება. სიმსივნური პროცესის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება სიმსივნური უბნიდან ქსოვილების აღება და შემდგომში მათი მორფოლოგიური შესწავლა.

ასევე, ბაზისური კვლევის მეთოდია კომპიუტერული ტომოგრაფია, რისი საშუალებითაც სიმსივნის ადგილობრივი ზრდისა და გავრცელების შეფასება ხდება.

როგორი ხდება კოლორექტალური კიბოს მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალსში“?

ჩვენს ჰოსპიტალში კოლორექტული კიბოს მკურნალობის სრული სპექტრია წარმოდგენილი. დაავადების მკურნალობა კომპლექსურია. ის მოიცავს: ქირურგიულ მკურნალობას, სხივით თერაპიას, სისტემურ მკურნალობას.

ონკოლოგიური ოპერაციები, მათ შორის, კოლორექტული ქირურგიაც ხორციელდება როგორც ღია ტრადიციული წესით, ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით. ლაპაროსკოპიულ ოპერაციას, თავის მხრივ, ბევრი დადებითი მხარე აქვს. ესენია: შემცირებული ჰოსპიტალიზაციის პერიოდი, შემცირებული ტკივილი პოსტოპერაციულ პერიოდში, პაციენტის ნაადრევი გააქტიურება, უკეთესი კოსმეტიკური ეფექტი, ქსოვილების უკეთესი ვიზუალიზაცია ოპერაციის მსვლელობისას და ა.შ.

თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და მკურნალობის მეთოდის შერჩევა უნდა მოხდეს კონკრეტული ანამნეზის გათვალისწინებით. სტატისტიკურად, ჩვენს კლინიკაში, კოლორექტულ ქირურგიაში 85-90% ტარდება ლაპაროსკოპიული მეთოდით.

შესაძლებელია თუ არა დაავადების პრევენცია? როგორ?

კოლორექტული კიბოს სრულად პრევენცია შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია სკრინინგ ცენტრების მიმართვით დაავადების ძალიან ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა. მეორე მხრივ, პოლიპების აღმოჩენისა და მოშორებით შესაძლებელია საერთოდ ავარიდოთ შემდგომში კიბოდ გადაგვარება. დაავადების განვითარების რისკის შემცირება შემდეგი რისკფაქტორების მართვითაც შეიძლება:

  • მოერიდეთ თამბაქოს გამოყენებას;
  • ალკოჰოლური სასმელების დალევისას დაიცავით ზომიერება;
  • შეინარჩუნეთ სხეულის ჯანსაღი წონა;
  • მიირთვით ჯანსაღი საკვები. შეიტანეთ მეტი ხილი და ბოსტნეული თქვენს რაციონში და შეამცირეთ დამუშავებული ხორცპროდუქტების, ცხიმიანი და მაღალკალორიული საკვების მიღება.

R