პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც მაგ შაჰებს საქართველოსთვის საქმე უქნიათ, ხო ერთბაშად ამოვიყარე ყველას ჯავრი..." - მოგონებები ლეგენდარულ ლევან თედიაშვილზე
"რაც მაგ შაჰებს საქართველოსთვის საქმე უქნიათ, ხო ერთბაშად ამოვიყარე ყველას ჯავრი..." - მოგონებები ლეგენდარულ ლევან თედიაშვილზე

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ფა­ლა­ვა­ნი ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი 76 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის უნი­ჭი­ე­რე­სი კაცი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იუ­მო­რის პატ­რო­ნი.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მო­გო­ნებს ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მო­ჭი­და­ვე­ზე "ლე­ლოს" არ­ქი­ვი­დან:

  • რამ­დე­ნი გა­და­ი­ხა­დე?

იმ დღე­საც სას­პორ­ტის სა­სახ­ლის თა­ღებ­ქვეშ გუ­გუ­ნებ­და ტრი­ბუ­ნე­ბი. თბი­ლი­სი თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირს მას­პინ­ძლობ­და. ხა­ლი­ჩის ცენ­ტრში მე­ტო­ქეს შე­ჭი­დე­ბუ­ლი ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი იდგა. ქო­მა­გე­ბი ხმის ჩახ­ლე­ჩამ­დე უყ­ვი­როდ­ნენ ქარ­თველ ფა­ლა­ვანს - ცოტა ხანს ნუ წა­აქ­ცევ, ბიჭო, ეჭი­და­ვე... გვა­ყუ­რე­ბი­ნე... ლე­ვან­მა კი რამ­დე­ნი­მე წამ­ში მო­უმ­თავ­რა მე­ტო­ქე­ებს საქ­მე. სა­გა­რე­ჯო­ში ჩა­სულს მე­ზობ­ლის ბიჭ­მა უსაყ­ვე­დუ­რა - ეგ რა ქენი, ჭი­და­ო­ბა რა­ტომ არ გვაჩ­ვე­ნეო.

- ბი­ლეთ­ში რამ­დე­ნი გა­და­ი­ხა­დე? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჰკი­თხა ჩემ­პი­ონ­მა. რო­გორც სხვებ­მა, მა­ნე­თიო, უპა­სუ­ხა.

- ჰოდა, რაც გა­და­ი­ხა­დე, გე­ნაც­ვა­ლე, მეც იმი­სა ვი­ჭი­და­ვე, - უთხრა ღი­მი­ლით ლე­ვან­მა.

მე­ზობ­ლის ბიჭი თე­დი­აშ­ვი­ლის მა­მას მი­უბ­რუნ­და: "ჩემო ქი­ტეს, შენ­თვინ ი გიტ­ლე­რის ბომბსა თი­თე­ბი კი არა, სხვა რამე უნდა წე­ე­წყვი­ტა, ეს არ­გა­საზ­რდე­ლი რო არ გა­გე­კე­თე­ბი­ნა"...

მა­მას­თან ერ­თად
  • 80.000 დო­ლა­რი და ირა­ნის შაჰი

- რკი­ნის ნერ­ვე­ბის პატ­რო­ნი იყო! - იხ­სე­ნებ­და ვახ­ტანგ ბა­ლა­ვა­ძე. - მი­უნ­ხე­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მე­ო­თხე წრე­ში ამე­რი­კელ პე­ტერ­სონს უნდა შეხ­ვედ­რო­და. მთე­ლი ღამე არ და­მი­ძი­ნია, ას­პა­რე­ზო­ბის დღე­საც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, სხვე­ბიც ვერ პო­უ­ლობ­დნენ ად­გილს. მო­დის ლე­ვა­ნი და მე­კი­თხე­ბა - ხა­ლი­ჩა­ზე გას­ვლამ­დე რამ­დე­ნი წუთი დარ­ჩაო.

- სა­ათს დავ­ხე­დე - ერთი სა­ა­თი-მეთ­ქი.

- წა­ვუ­ძი­ნე­ბო!

- რას იზამ-მეთ­ქი?

- წა­ვუ­ძი­ნე­ბო!

- ალ­ბათ, ხუმ­რობს, გა­ვი­ფიქ­რე. ის კი მიტ­რი­ალ­და და წა­ვი­და.

- გა­დამ­რევს ეს კაცი! - ვფიქ­რობ. ვიწ­რი­ა­ლე, ვიწ­რი­ა­ლე, ვერ მო­ვის­ვე­ნე... მა­ინც სად წა­ვი­და? აბა, იმას რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ გა­დამ­წყვეტ შეხ­ვედ­რამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე და­ძი­ნე­ბას შეძ­ლებ­და.

წა­ვე­დი და ვნა­ხე...

ღმერ­თო, შენ მიშ­ვე­ლე!

სძი­ნავს! წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? იმი­სი ხვრინ­ვა შო­რი­დან მეს­მის...

შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე 15 წუთი დარ­ჩა.

- ადე, ბიჭო! - ვაღ­ვი­ძებ.

- სიზ­მარ­ში რო ჟი­რაფს ნა­ხავ, რას ნიშ­ნავს? - მე­კი­თხე­ბა...

სძლია პე­ტერ­სონს, 12 ქუ­ლის სხვა­ო­ბით.

  • თე­ი­რან­ში

1973 წელს ლე­ვან თე­დი­აშ­ვილ­მა 90 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ამე­რი­კა­ში მსოფ­ლიო თასი მო­ი­გო, ალმა-ატა­ში - საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, მერე მსოფ­ლიო უნი­ვერ­სი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მიღ­წე­ვე­ბი თე­ი­რან­ში და­აგ­ვირ­გვი­ნა: "ფა­რა­ხის” სტა­დი­ონ­ზე ყვე­ლა მე­ტო­ქე და­ა­მარ­ცხა, მათ შო­რის - მი­უნ­ხე­ნის ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი ბენ პეტრსო­ნი და კვარ­ცხლბე­კის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე ავი­და.

იმ დღე­ებ­ში ირა­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში სამ­ბის­ტე­ბიც ჩა­ვიდ­ნენ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ნაკ­რე­ბის წევ­რი გე­ნა­დი რუხ­ლი­ა­დე­ვი საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბამ თვითმფრი­ნა­ვის ტრა­პი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნა - ვა­ლუ­ტის გაც­ვლა-გა­მოც­ვლა­ში ყო­ფი­ლა შემ­ჩნე­უ­ლი. მწვრთნე­ლე­ბი სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­ვარ­დნენ - პირ­ვე­ლი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი იყო სამ­ბო­ში და მარ­ცხი არ უნ­დო­დათ. საბ­ჭო­თა დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა არ­კა­დი ლენცმა დახ­მა­რე­ბის­თვის ვახ­ტანგ ბა­ლა­ვა­ძეს მი­მარ­თა: ლე­ვან თე­დი­აშ­ვილს ჭა­ბუ­კო­ბი­სას სამ­ბო­შიც უჭი­და­ვია, სა­კავ­ში­რო პირ­ვე­ლო­ბის პრი­ზი­ო­რიც ყო­ფი­ლა და იქ­ნებ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოგ­ვიყ­ვა­ნო­თო. ორი­ვე­ნი ლე­ვანს მი­ად­გნენ. ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა იმე­დე­ბი არ გა­უც­რუა. მერე სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ბიტ­რი შოთა ზუ­კა­კიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებ­და, ლე­ვან­მა კა­ხუ­რად გვი­თხრა, "მა­ი­ტა, ვი­ჭი­და­ვე­ბო”. დი­ლის ხუთ სა­ა­თამ­დე გე­ნა­დი გი­ორ­გა­ძეს­თან (თე­ი­რან­ში ისიც მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და) ერ­თად ამუ­შა­ვებ­და ილე­თებს. მე­ო­რე დღეს გა­ვი­და ლე­იბ­ზე და სულ ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბით მო­ი­პო­ვა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბა.

ოთხი წლის შემ­დეგ ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი ისევ ეწ­ვია თე­ი­რანს, უკვე ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე, რო­მელ­საც შაჰი ეს­წრე­ბო­და, ლე­ვან­მა წა­მე­ბი მო­ან­დო­მა მე­ტო­ქე­ე­ბის და­მარ­ცხე­ბას. ფი­ნალ­ში მას­პინ­ძელ სუ­ლე­ი­მანს უნდა შეხ­ვედ­რო­და. სა­კავ­ში­რო ნაკ­რე­ბის მწვრთნელ იური შახ­მუ­რა­დო­ვის­გან გა­ი­გო, რომ ირა­ნე­ლე­ბი წა­გე­ბის­თვის 50.000 დო­ლარს იხ­დი­ა­ნო. შუ­ა­მავ­ლებს უთხრა, 80.000-ს კა­პი­კი არ და­აკ­ლდე­ბაო. ისი­ნიც მა­შინ­ვე დატ­რი­ალ­დნენ, მაგ­რამ სა­ნამ ფუ­ლით დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, თე­დი­აშ­ვი­ლი უკვე ხა­ლი­ჩა­ზე იდგა და შა­ჰის ფა­ვო­რიტს კატა-თაგ­ვო­ბა­ნას ეთა­მა­შე­ბო­და. მერე ეს რომ მოს­წყინ­და, სუ­ლე­ი­მა­ნი ხა­ლი­ჩა­ზე და­ა­ხეთ­ქა, თა­ვად კი შეხ­ტა და იმ მხა­რეს, სადა შაჰი იჯდა, უხამ­სი ჟეს­ტი გა­ა­კე­თა, აი, ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა რომ იცი­ან, ისე. ძლივს გა­და­ურ­ჩა მა­ყუ­რებ­ლებს, ნაკ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­გან ბევ­რი საყ­ვე­დუ­რიც მი­ი­ღო, მაგ­რამ... "მე მა­ინც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, - ამ­ბობ­და ფა­ლა­ვა­ნი. - რაც მაგ შა­ჰებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის საქ­მე უქ­ნი­ათ, ხო ერ­თბა­შად ამო­ვი­ყა­რე ყვე­ლას ჯავ­რი”. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
1

იმიტომ დაუფასაა ქვეყანაამ შესაფერისი დახმარება და პენსია რატომ არ ჰქონდა

მაია
4

სამწუხაროდ, ყველა ჩამოთვლილი ერთად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რაც მაგ შაჰებს საქართველოსთვის საქმე უქნიათ, ხო ერთბაშად ამოვიყარე ყველას ჯავრი..." - მოგონებები ლეგენდარულ ლევან თედიაშვილზე

"რაც მაგ შაჰებს საქართველოსთვის საქმე უქნიათ, ხო ერთბაშად ამოვიყარე ყველას ჯავრი..." - მოგონებები ლეგენდარულ ლევან თედიაშვილზე

ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის უნიჭიერესი კაცი იყო, განსაკუთრებული იუმორის პატრონი.

გთავაზობთ რამდენიმე მოგონებს ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეზე "ლელოს" არქივიდან:

  • რამდენი გადაიხადე?

იმ დღესაც სასპორტის სასახლის თაღებქვეშ გუგუნებდა ტრიბუნები. თბილისი თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. ხალიჩის ცენტრში მეტოქეს შეჭიდებული ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი იდგა. ქომაგები ხმის ჩახლეჩამდე უყვიროდნენ ქართველ ფალავანს - ცოტა ხანს ნუ წააქცევ, ბიჭო, ეჭიდავე... გვაყურებინე... ლევანმა კი რამდენიმე წამში მოუმთავრა მეტოქეებს საქმე. საგარეჯოში ჩასულს მეზობლის ბიჭმა უსაყვედურა - ეგ რა ქენი, ჭიდაობა რატომ არ გვაჩვენეო.

- ბილეთში რამდენი გადაიხადე? - მოულოდნელად ჰკითხა ჩემპიონმა. როგორც სხვებმა, მანეთიო, უპასუხა.

- ჰოდა, რაც გადაიხადე, გენაცვალე, მეც იმისა ვიჭიდავე, - უთხრა ღიმილით ლევანმა.

მეზობლის ბიჭი თედიაშვილის მამას მიუბრუნდა: "ჩემო ქიტეს, შენთვინ ი გიტლერის ბომბსა თითები კი არა, სხვა რამე უნდა წეეწყვიტა, ეს არგასაზრდელი რო არ გაგეკეთებინა"...

მამასთან ერთად
  • 80.000 დოლარი და ირანის შაჰი

- რკინის ნერვების პატრონი იყო! - იხსენებდა ვახტანგ ბალავაძე. - მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მეოთხე წრეში ამერიკელ პეტერსონს უნდა შეხვედროდა. მთელი ღამე არ დამიძინია, ასპარეზობის დღესაც ვნერვიულობდი, სხვებიც ვერ პოულობდნენ ადგილს. მოდის ლევანი და მეკითხება - ხალიჩაზე გასვლამდე რამდენი წუთი დარჩაო.

- საათს დავხედე - ერთი საათი-მეთქი.

- წავუძინებო!

- რას იზამ-მეთქი?

- წავუძინებო!

- ალბათ, ხუმრობს, გავიფიქრე. ის კი მიტრიალდა და წავიდა.

- გადამრევს ეს კაცი! - ვფიქრობ. ვიწრიალე, ვიწრიალე, ვერ მოვისვენე... მაინც სად წავიდა? აბა, იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ გადამწყვეტ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე დაძინებას შეძლებდა.

წავედი და ვნახე...

ღმერთო, შენ მიშველე!

სძინავს! წარმოგიდგენიათ? იმისი ხვრინვა შორიდან მესმის...

შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთი დარჩა.

- ადე, ბიჭო! - ვაღვიძებ.

- სიზმარში რო ჟირაფს ნახავ, რას ნიშნავს? - მეკითხება...

სძლია პეტერსონს, 12 ქულის სხვაობით.

  • თეირანში

1973 წელს ლევან თედიაშვილმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამერიკაში მსოფლიო თასი მოიგო, ალმა-ატაში - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, მერე მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი გახდა. მიღწევები თეირანში დააგვირგვინა: "ფარახის” სტადიონზე ყველა მეტოქე დაამარცხა, მათ შორის - მიუნხენის ოლიმპიადის ჩემპიონი ბენ პეტრსონი და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

იმ დღეებში ირანის დედაქალაქში სამბისტებიც ჩავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ნაკრების წევრი გენადი რუხლიადევი საბჭოთა უშიშროებამ თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოიყვანა - ვალუტის გაცვლა-გამოცვლაში ყოფილა შემჩნეული. მწვრთნელები საგონებელში ჩავარდნენ - პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იყო სამბოში და მარცხი არ უნდოდათ. საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელმა არკადი ლენცმა დახმარებისთვის ვახტანგ ბალავაძეს მიმართა: ლევან თედიაშვილს ჭაბუკობისას სამბოშიც უჭიდავია, საკავშირო პირველობის პრიზიორიც ყოფილა და იქნებ მდგომარეობიდან გამოგვიყვანოთო. ორივენი ლევანს მიადგნენ. ოლიმპიურმა ჩემპიონმა იმედები არ გაუცრუა. მერე საერთაშორისო არბიტრი შოთა ზუკაკიშვილი იხსენებდა, ლევანმა კახურად გვითხრა, "მაიტა, ვიჭიდავებო”. დილის ხუთ საათამდე გენადი გიორგაძესთან (თეირანში ისიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა) ერთად ამუშავებდა ილეთებს. მეორე დღეს გავიდა ლეიბზე და სულ ხუმრობა-ხუმრობით მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა.

ოთხი წლის შემდეგ ლევან თედიაშვილი ისევ ეწვია თეირანს, უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც შაჰი ესწრებოდა, ლევანმა წამები მოანდომა მეტოქეების დამარცხებას. ფინალში მასპინძელ სულეიმანს უნდა შეხვედროდა. საკავშირო ნაკრების მწვრთნელ იური შახმურადოვისგან გაიგო, რომ ირანელები წაგებისთვის 50.000 დოლარს იხდიანო. შუამავლებს უთხრა, 80.000-ს კაპიკი არ დააკლდებაო. ისინიც მაშინვე დატრიალდნენ, მაგრამ სანამ ფულით დაბრუნდებოდნენ, თედიაშვილი უკვე ხალიჩაზე იდგა და შაჰის ფავორიტს კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა. მერე ეს რომ მოსწყინდა, სულეიმანი ხალიჩაზე დაახეთქა, თავად კი შეხტა და იმ მხარეს, სადა შაჰი იჯდა, უხამსი ჟესტი გააკეთა, აი, ფეხბურთელებმა რომ იციან, ისე. ძლივს გადაურჩა მაყურებლებს, ნაკრების ხელმძღვანელებისგან ბევრი საყვედურიც მიიღო, მაგრამ... "მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვიყავი, - ამბობდა ფალავანი. - რაც მაგ შაჰებს საქართველოსთვის საქმე უქნიათ, ხო ერთბაშად ამოვიყარე ყველას ჯავრი”. წაიკითხეთ სრულად