სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნავალნის მეუღლე: "პუტინი და მისი მთელი გარემოცვა აუცილებლად აგებენ პასუხს იმისთვის, თუ რა უქნეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს"
ნავალნის მეუღლე: "პუტინი და მისი მთელი გარემოცვა აუცილებლად აგებენ პასუხს იმისთვის, თუ რა უქნეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს"

პუ­ტი­ნი და მისი მთე­ლი გა­რე­მოც­ვა აუ­ცი­ლებ­ლად აგე­ბენ პა­სუხს იმის­თვის, თუ რა უქ­ნეს ჩვენს ქვე­ყა­ნას, ჩემს ოჯახ­სა და ჩემს ქმარს, - ამის შე­სა­ხებ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის მე­უღ­ლემ იუ­ლია ნა­ვალ­ნა­ი­ამ მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ალ­ბათ თქვენ ყვე­ლამ ნა­ხეთ დღეს მიმ­დი­ნა­რე სა­ში­ნე­ლი ამ­ბე­ბი. მეც ვფიქ­რობ­დი, აქ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი თუ ეგ­რე­ვე შვი­ლებ­თან გავფრე­ნი­ლი­ყა­ვი. მერე ვი­ფიქ­რე, თუ რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და ალექ­სეი ნა­ვალ­ნი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის აქ იქ­ნე­ბო­და. ამ სცე­ნა­ზე იდ­გე­ბო­და. არ ვიცი, და­ვუ­ჯე­რო თუ არა ამ სა­ში­ნელ ამ­ბებს, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო წყა­რო­ე­ბი­დან ვი­ღებთ. ყვე­ლამ იცით, რომ არ შეგ­ვიძ­ლია პუ­ტი­ნის მთავ­რო­ბის გვჯე­რო­დეს. ისი­ნი სულ იტყუ­ე­ბი­ან.

მაგ­რამ ეს თუ სი­მარ­თლეა, მინ­და, რომ პუ­ტინ­მა და მთელ­მა მის­მა გა­რე­მოც­ვამ, მის­მა მე­გობ­რებ­მა და მთავ­რო­ბამ იცოდ­ნენ, რომ პა­სუხს აგე­ბენ იმის­თვის, თუ რა უქ­ნეს ჩვენს ქვე­ყა­ნას, ჩემს ოჯახ­სა და ჩემს ქმარს. და ეს დღე მალე დად­გე­ბა.

მინ­და მთელ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დო, ყვე­ლას, ვინც ამ დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ადა­მი­ა­ნებს მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რომ გა­ერ­თი­ან­დნენ და ეს ბო­რო­ტე­ბა და­ა­მარ­ცხონ, და­ა­მარ­ცხონ რუ­სე­თის სა­ში­ნე­ლი რე­ჟი­მი. ამ რე­ჟიმ­მა და ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა პა­სუ­ხი უნდა აგონ ყვე­ლა სა­ში­ნე­ლე­ბის­თვის, რო­მელ­საც ჩვენს ქვე­ყა­ნას უკე­თე­ბენ ბოლო წლებ­ში”, - გა­ნა­ცხა­და ნა­ვალ­ნა­ი­ამ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გ.ვ.ბ.
3

ნავალნის დედაც ჯეკ... პუტინზე არანაკლები მტერი იყო, ჩვენი ქვეყნისთვის.

aburjga
4

თუ ვინმემ გაანადგურა, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო - 1. თავად გარდაცვლილი ანუ უბრალოდ მოკვდა ისევე როგორც კვდებიან სხვები ან 2. დასავლური დაზვერვის სამსახურები, რომლებიც ყველაფერზე წავლენ მხოლოდ რუსეთისა და მისი ხელისუფლების მიმართ სიძულვილის ტალღის ამაღლების მიზნით! ტაკერ კარლსონთან ტრიუმფალური ინტერვიუს შემდეგ ვისაც ეს ამბავი მხოლოდ ვნებას მოუტანდა, ეს იყო პუტინი! 3. რუსეთის ლიბერალური ოპოზიცია, რომელიც ოცნებობს პუტინის ხელისუფლების მოშპრებაზე, რათა რუსეთი კვლავ დამცირებული, დავრდომილი და გათახსირებ ული იხილონ. 4. და ყველაზე უფრო მოსალოდნელი, უკრაინული სოეცსამსახურები! რატომ? ნავალნის სიკვდილით ხომ ყველაზე მეტად უკრაინა იხეირებს თუ აშშ-ს კონგრესი დაამტკიცებს სენატის მიერ წარდგენილ უკრაინის დახმარებიუს 60 მილიარდიან ბიუჯეტს?! პასუხი ცალსახაა! 

ავტორი:

ნავალნის მეუღლე: "პუტინი და მისი მთელი გარემოცვა აუცილებლად აგებენ პასუხს იმისთვის, თუ რა უქნეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს"

ნავალნის მეუღლე: "პუტინი და მისი მთელი გარემოცვა აუცილებლად აგებენ პასუხს იმისთვის, თუ რა უქნეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს"

პუტინი და მისი მთელი გარემოცვა აუცილებლად აგებენ პასუხს იმისთვის, თუ რა უქნეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს, - ამის შესახებ ალექსეი ნავალნის მეუღლემ იულია ნავალნაიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ალბათ თქვენ ყველამ ნახეთ დღეს მიმდინარე საშინელი ამბები. მეც ვფიქრობდი, აქ მოვსულიყავი თუ ეგრევე შვილებთან გავფრენილიყავი. მერე ვიფიქრე, თუ როგორ მოიქცეოდა ალექსეი ნავალნი და დარწმუნებული ვარ, რომ ის აქ იქნებოდა. ამ სცენაზე იდგებოდა. არ ვიცი, დავუჯერო თუ არა ამ საშინელ ამბებს, რომლებსაც მხოლოდ სახელმწიფო წყაროებიდან ვიღებთ. ყველამ იცით, რომ არ შეგვიძლია პუტინის მთავრობის გვჯეროდეს. ისინი სულ იტყუებიან.

მაგრამ ეს თუ სიმართლეა, მინდა, რომ პუტინმა და მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა და მთავრობამ იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ იმისთვის, თუ რა უქნეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს. და ეს დღე მალე დადგება.

მინდა მთელ მსოფლიო საზოგადოებას მოვუწოდო, ყველას, ვინც ამ დარბაზში იმყოფება, ადამიანებს მთელ მსოფლიოში, რომ გაერთიანდნენ და ეს ბოროტება დაამარცხონ, დაამარცხონ რუსეთის საშინელი რეჟიმი. ამ რეჟიმმა და ვლადიმირ პუტინმა პასუხი უნდა აგონ ყველა საშინელებისთვის, რომელსაც ჩვენს ქვეყანას უკეთებენ ბოლო წლებში”, - განაცხადა ნავალნაიამ.

იხილეთ ასევე: