სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს საშინელი ამბავია... როგორც ჩანს, ის პუტინმა მოკლა" - როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები ნავალნის გარდაცვალებას?
"ეს საშინელი ამბავია... როგორც ჩანს, ის პუტინმა მოკლა" - როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები ნავალნის გარდაცვალებას?

"ჩვენ უნდა და­ვად­გი­ნოთ ყვე­ლა ფაქ­ტი და რუ­სეთ­მა უნდა უპა­სუ­ხოს ყვე­ლა სე­რი­ო­ზულ კი­თხვას მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას.

მისი თქმით, ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო ღრმად დამ­წუხ­რე­ბუ­ლი და აღელ­ვე­ბუ­ლია.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რიში სუ­ნა­კი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას "საშ­ნელ ამ­ბავს" უწო­დებს.

"ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია. ალექ­სეი ნა­ვალ­ნი, რო­მე­ლიც გამძვინ­ვა­რე­ბით იცავ­და რუ­სულ დე­მოკ­რა­ტი­ას, წარ­მო­უდ­გე­ნელ გამ­ბე­და­ო­ბას იჩენ­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, ჩემი ფიქ­რე­ბი მის მე­უღ­ლეს­თან და რუს ხალ­ხთა­ნაა, ვის­თვი­საც ეს უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა“, - წერს რიში სუ­ნა­კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ტრა­გი­კულ სიკ­ვდილ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ რუ­სე­თის რე­ჟიმს აკის­რია.

„ალექ­სეი ნა­ვალ­ნი იბ­რძო­და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის. თა­ვის იდე­ა­ლე­ბის­თვის მან თავი გა­წი­რა. ევ­რო­კავ­ში­რი ამ ტრა­გი­კულ სიკ­ვდილ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რუ­სე­თის რე­ჟიმს აკის­რებს. ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს და მათ, ვინც იბ­რძვის დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის მთელ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ბნელ ვი­თა­რე­ბა­ში. მებ­რძო­ლე­ბი იღუ­პე­ბი­ან, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა არა­სო­დეს მთავ­რდე­ბა“, - წერს მი­შე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"ახ­ლა­ხან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ალექ­სეი ნა­ვალ­ნი რუ­სე­თის ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ჩანს, ის მოკ­ლა პუ­ტინ­მა, ისე­ვე რო­გორც ათა­სო­ბით სხვა, ვინც ამ ერთი არ­სე­ბის გამო აწა­მეს. პუ­ტი­ნის­თვის სულ ერ­თია, ვინ მოკ­ვდე­ბა, მთა­ვა­რია თა­ვი­სი პო­ზი­ცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. ამი­ტო­მაც არ უნდა დავ­ზო­გოთ არა­ფე­რი. პუ­ტინ­მა უნდა წა­ა­გოს, უნდა და­კარ­გოს ყვე­ლა­ფე­რი და აგოს პა­სუ­ხი იმის­თვის, რაც გა­ა­კე­თა" - წერს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ია­მა­ლო-ნე­ნე­ცის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის რე­გი­ო­ნუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, დღეს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-3 გა­მო­სას­წო­რე­ბელ კო­ლო­ნი­ა­ში რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

უწყე­ბის მტკი­ცე­ბით, ნა­ვალ­ნიმ თავი ცუ­დად იგ­რძნო და გო­ნე­ბა და­კარ­გა, რის შემ­დე­გაც მე­დი­კო­სებ­მა მის გა­და­სარ­ჩე­ნად რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
118a
2

აი, ვინც აყაყანდა, სწორედ მათ აწყობდათ ნავალნის სიკვდილი და არა პუტინს. მას ადრეც შეეძლო ნავალნი თავიდან მოეცილებინა, ეგ არ გაუჭირდებოდა, თუმცა არ გაუკეტებია. იდიოტი და ჭკუიდან შეშლილი უნდა იყოს პუტინი, რომ პატიმარი ვითომ ოპოზიციონერი ნავალნი ასე თავხედურად მოეკლა, როცა მთელი დასავლეთი მასზე გააფტრებულ შეტევას აწარმოებს როგორც სამხედრო ისე იდეოლოგოური გზით. ეგ პუტინზე მეტად ახლა მის მტრებს აწყობდათ. როგორც მაგალითად, საქართველოში მომავალმა რეფორმატორებმა მოიშორეს კონკურენტი გიორგი ჭანტურია და მისი ცხედარი შევადნაძეს და მოქკავშირს აჰკიდეს.

თამარი
1

ლალების და ხათუნების, ანუ ბებერი, ნატანჯი ფაშატების დოღია!- დავარდნამდე!!!!)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ეს საშინელი ამბავია... როგორც ჩანს, ის პუტინმა მოკლა" - როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები ნავალნის გარდაცვალებას?

"ეს საშინელი ამბავია... როგორც ჩანს, ის პუტინმა მოკლა" - როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები ნავალნის გარდაცვალებას?

"ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი და რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ" - ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას.

მისი თქმით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ღრმად დამწუხრებული და აღელვებულია.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას "საშნელ ამბავს" უწოდებს.

"ეს საშინელი ამბავია. ალექსეი ნავალნი, რომელიც გამძვინვარებით იცავდა რუსულ დემოკრატიას, წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდა მთელი ცხოვრების მანძილზე, ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან და რუს ხალხთანაა, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა“, - წერს რიში სუნაკი სოციალურ ქსელში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთის რეჟიმს აკისრია.

„ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. თავის იდეალებისთვის მან თავი გაწირა. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში ყველაზე ბნელ ვითარებაში. მებრძოლები იღუპებიან, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს მთავრდება“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

"ახლახან ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ის მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს. პუტინისთვის სულ ერთია, ვინ მოკვდება, მთავარია თავისი პოზიცია შეინარჩუნოს. ამიტომაც არ უნდა დავზოგოთ არაფერი. პუტინმა უნდა წააგოს, უნდა დაკარგოს ყველაფერი და აგოს პასუხი იმისთვის, რაც გააკეთა" - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.

უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.