პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 09:13-ზე, მთვარე კუროშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანქანაში მხოლოდ გია იყო... შვილები ძალიან განიცდიან მომხდარს" - რას ჰყვებიან მამაკაცზე, რომელიც გუშინ ავტომობილით მტკვარში გადავარდა
"მანქანაში მხოლოდ გია იყო... შვილები ძალიან განიცდიან მომხდარს" - რას ჰყვებიან მამაკაცზე, რომელიც გუშინ ავტომობილით მტკვარში გადავარდა

თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად მაშ­ვე­ლებ­მა მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი წყლი­დან გამ­თე­ნი­ი­სას ამო­ი­ტა­ნეს.

  • რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, თბი­ლი­სის სა­ხან­ძრო ძა­ლე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, ლე­ვან მუ­სე­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, ავ­ტო­მო­ბილ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს.

"შე­მო­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ტე­ხის ხი­დი­დან მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­და ავ­ტო­მო­ბი­ლი. ად­გილ­ზე დრო­უ­ლად მო­ახ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლებ­მა. ჩარ­თუ­ლი იყო მყვინ­თავ­თა ჯგუ­ფი, ასე­ვე, მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მე­ხან­ძრე-მაშ­ველ­თა პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი უწყვე­ტი ძებ­ნის შემ­დეგ, მყვინ­თა­ვებ­მა იპო­ვეს ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ამოყ­ვა­ნი­ლია მძი­მე ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით. ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ნა­ნა­ხია ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ნა­ო­ბას, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია და და­ად­გენს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მუ­სე­ლი­ან­მა. მის კო­მენ­ტარს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" ავ­რცე­ლებს.

გარ­დაც­ვლი­ლი გუ­რამ (გია) ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლია. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ლი­ლი­კო ხა­რა­ტიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ბოლო დროს პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ არ სჯე­რა, რომ ეს შემ­თხვე­ვა სუ­ი­ციდს უკავ­შირ­დე­ბა.

- მე და გია 18 წელი ვცხოვ­რობ­დით ერ­თად, სამი სა­ერ­თო შვი­ლი გვყავს. ხუთ წელ­ზე მე­ტია ერ­თად აღარ ვართ, ის მარ­ტო ცხოვ­რობ­და თბი­ლის­ში, სხვა ოჯა­ხი არ ჰყო­ლია. წუ­ხელ ლა­ივს ვუ­ყუ­რებ­დი ტიკ-ტოკ­ში, რო­დე­საც ეს ავა­რი­ის ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და, არც ვი­ცო­დი, რომ გიას მან­ქა­ნა იყო გა­და­ვარ­დნი­ლი.

შემ­დეგ ჩემ­მა გო­გო­ნამ და­მი­რე­კა, გია და­ი­ღუ­პაო, მა­მი­დაშ­ვილს უთ­ქვამს. რა მოხ­და არ ვიცი, ბოლო პე­რი­ოდ­ში ცოტა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ ისეთ დო­ნე­ზე მი­სუ­ლი­ყო, რომ თა­ვი­სი თავი ასე გა­ე­წი­რა, არ მჯე­რა, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ ასეთ რა­მეს.

- ბო­ლოს რო­დის ესა­უბ­რეთ?

- გუ­შინ მომ­წე­რა მე­სი­ჯი, უმ­ცრო­სი ბავ­შვის­თვის, რო­მე­ლიც 12 წლის არის, ფული უნდა ჩა­ე­რი­ცხა, იმა­ზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. უფ­რო­სე­ბი სრულ­წლო­ვა­ნე­ბი არი­ან. მომ­წე­რა არ მაქ­ვსო, მეტი პა­სუ­ხი არ და­მიბ­რუ­ნე­ბია.

- სად მუ­შა­ობ­და?

- ხე­ლო­სა­ნი იყო წლე­ბი, ბი­ნებს არე­მონ­ტებ­და. შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან მომ­ხდარს.

- მარ­ტო იჯდა ხომ მან­ქა­ნა­ში?

- დიახ, ასე და­ი­წე­რა, მეც ინ­ტერ­ნეტ­ში ვკი­თხუ­ლობ, რა მოხ­და. თა­ვი­დან თით­ქოს წერ­დნენ, რომ ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პაო და ბო­ლოს აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­ტო გია იყო მან­ქა­ნა­ში.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
4

ფულს სძალავდი როგორც ყველა ცოლი და ჭკუიდან გადაივანე კაცი ეგაა სიმართლე

მედეა
0

ძალიან სამწუხარო ამბავია! იქნებ მანქანამ უმტყუნა? იქნებ ინფარქტი განუვითარდა და გრძნობა დაკარგა, თვითმკვლელობად რატომ თვლით ამ საშინელებას? ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დაუმკვიდროს სასუფეველი, ბავშვებს კი ტკბილი ხანგრძლივი სიცოცხლე მისცეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის კაფსულები ისროლეს
ავტორი:

"მანქანაში მხოლოდ გია იყო... შვილები ძალიან განიცდიან მომხდარს" - რას ჰყვებიან მამაკაცზე, რომელიც გუშინ ავტომობილით მტკვარში გადავარდა

"მანქანაში მხოლოდ გია იყო... შვილები ძალიან განიცდიან მომხდარს" - რას ჰყვებიან მამაკაცზე, რომელიც გუშინ ავტომობილით მტკვარში გადავარდა

თბილისში, მეტეხის ხიდთან რამდენიმესაათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი წყლიდან გამთენიისას ამოიტანეს.

  • როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, თბილისის სახანძრო ძალების სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განუცხადა, ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

"შემოსული ინფორმაციით, მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა ავტომობილი. ადგილზე დროულად მოახდინა რეაგირება სახანძრო-სამაშველო ძალებმა. ჩართული იყო მყვინთავთა ჯგუფი, ასევე, მცურავი საშუალებები, მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. რამდენიმესაათიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა იპოვეს ავტომანქანა, რომელიც ამოყვანილია მძიმე ტექნიკის საშუალებით. ავტომანქანაში ნანახია ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი. რაც შეეხება ვინაობას, ამ ეტაპზე უცნობია და დაადგენს შესაბამისი სამსახური“, - განაცხადა ლევან მუსელიანმა. მის კომენტარს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

გარდაცვლილი გურამ (გია) ფოცხვერაშვილია. როგორც ჩვენთან საუბარში ყოფილი მეუღლე ლილიკო ხარატიშვილი ამბობს, ბოლო დროს პრობლემები ჰქონდა, მაგრამ არ სჯერა, რომ ეს შემთხვევა სუიციდს უკავშირდება.

- მე და გია 18 წელი ვცხოვრობდით ერთად, სამი საერთო შვილი გვყავს. ხუთ წელზე მეტია ერთად აღარ ვართ, ის მარტო ცხოვრობდა თბილისში, სხვა ოჯახი არ ჰყოლია. წუხელ ლაივს ვუყურებდი ტიკ-ტოკში, როდესაც ეს ავარიის ამბავი გავრცელდა, არც ვიცოდი, რომ გიას მანქანა იყო გადავარდნილი.

შემდეგ ჩემმა გოგონამ დამირეკა, გია დაიღუპაო, მამიდაშვილს უთქვამს. რა მოხდა არ ვიცი, ბოლო პერიოდში ცოტა პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ისეთ დონეზე მისულიყო, რომ თავისი თავი ასე გაეწირა, არ მჯერა, ვერ წარმოვიდგენ ასეთ რამეს.

- ბოლოს როდის ესაუბრეთ?

- გუშინ მომწერა მესიჯი, უმცროსი ბავშვისთვის, რომელიც 12 წლის არის, ფული უნდა ჩაერიცხა, იმაზე ვესაუბრებოდი. უფროსები სრულწლოვანები არიან. მომწერა არ მაქვსო, მეტი პასუხი არ დამიბრუნებია.

- სად მუშაობდა?

- ხელოსანი იყო წლები, ბინებს არემონტებდა. შვილები ძალიან განიცდიან მომხდარს.

- მარტო იჯდა ხომ მანქანაში?

- დიახ, ასე დაიწერა, მეც ინტერნეტში ვკითხულობ, რა მოხდა. თავიდან თითქოს წერდნენ, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპაო და ბოლოს აღმოჩნდა, რომ მარტო გია იყო მანქანაში.