საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"13 წლის მოზარდს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა" - გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
"13 წლის მოზარდს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა" - გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გარ­ყვნილ ქმე­დე­ბა­სა და არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გავ­რცე­ლე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბულს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლის მი­მართ ჩა­დე­ნილ გარ­ყვნილ ქმე­დე­ბა­ში, ასე­ვე არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-სარ­გებ­ლო­ბა­სა და გავ­რცე­ლე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, 13 წლის არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას ჩა­დი­ო­და. ასე­ვე და­ზა­რა­ლე­ბულს სთხოვ­და ფო­ტო­ე­ბი გა­და­ე­ღო და მის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნა, რო­მელ­საც სარ­გებ­ლო­ბის მიზ­ნით უკა­ნო­ნოდ ინა­ხავ­და კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კა­ში.

გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ასე­ვე და­დას­ტურ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ი­პო­ვებ­და და ავ­რცე­ლებ­და არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შემ­ცველ პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლას.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 141-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 255-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლე­ბით (გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა და არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გავ­რცე­ლე­ბა) წა­რედ­გი­ნა.

სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1234....
0

Ეს კიდევ რაღაც ახალი ავადმყოფობა შეგვყრია, რა უბედურებაა, რა გვჭირს? Რატომ მომრავლდა ასეთი საზიზღრობები?! 

თათკა
0

ბავშვებო უფროსებს ნუ დაელაპარაკებით სოციალურ ქსელში, მარტო თანატოლებთან იკონტაქტეთ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"13 წლის მოზარდს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა" - გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

"13 წლის მოზარდს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა" - გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გარყვნილ ქმედებასა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელებაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში, ასევე არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის მასალის შეძენა-შენახვა-სარგებლობასა და გავრცელებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის გამოყენებით, 13 წლის არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. ასევე დაზარალებულს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა კომპიუტერულ ტექნიკაში.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებით მოიპოვებდა და ავრცელებდა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის მასალას.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (გარყვნილი ქმედება და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელება) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.