სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის რუსეთის იდუმალი კოსმოსური იარაღი - "...მისი გამოცდა დამანგრეველ შედეგებამდე მიგვიყვანს"
რა არის რუსეთის იდუმალი კოსმოსური იარაღი - "...მისი გამოცდა დამანგრეველ შედეგებამდე მიგვიყვანს"

14 თე­ბერ­ვალს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რუ­სე­თი კოს­მოს­ში ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გან­თავ­სე­ბას აპი­რებს. ამან, რა თქმა უნდა, აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია: აშშ-ის პა­ლა­ტის სა­დაზ­ვერ­ვო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მაიკ ტერ­ნე­რის გან­ცხა­დე­ბით, ბირ­თვულ­მა ია­რაღ­მა შე­საძ­ლოა, საფრ­თხე შე­უქ­მნას ხე­ლოვ­ნუ­რი თა­ნამ­გზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას.

თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­ხის ია­რაღ­ზეა სა­უ­ბა­რი, დაზ­ვერ­ვის­თვის უც­ნო­ბია. სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, საქ­მე ეხე­ბა ატო­მურ კოს­მო­სურ ხო­მალდს, ან ბირ­თვულ შე­ი­ა­რა­ღე­ბას. არ­სე­ბობს შემ­დე­გი ვა­რი­ან­ტე­ბი: ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც გან­ლაგ­დე­ბა ორ­ბი­ტა­ზე; ან ბირ­თვულ ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე თა­ნამ­გზავ­რი, რო­მე­ლიც თა­ვად არ იქ­ნე­ბო­და ბომ­ბი, არა­მედ გა­მო­ი­ყე­ნებს ატო­მურ ენერ­გი­ას სხვა სა­ხის მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

  • ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თი არ­ღვევს 1967 წლის კოს­მო­სურ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კოს­მოს­ში ბირ­თვუ­ლი დე­ტო­ნა­ცი­ე­ბი აკ­რძა­ლუ­ლია.

მეც­ნი­ე­რე­ბი ში­შო­ბენ, რომ კოს­მოს­ში მსგავ­სი დესტრუქ­ცი­უ­ლი სა­ხის ია­რა­ღის გა­მოც­და და­მან­გრე­ველ შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. 1962 წელს ამე­რი­კამ მა­ღალ სი­მაღ­ლე­ზე ბირ­თვუ­ლი ტეს­ტი ჩა­ა­ტა­რა - შე­დე­გად და­ზი­ან­და არა მხო­ლოდ მხედ­ვე­ლო­ბის ხა­ზის თა­ნამ­გზავ­რე­ბი, არა­მედ დე­და­მი­წის მე­ო­რე მხა­რეს მდე­ბა­რე თა­ნამ­გზავ­რე­ბიც - რა­დი­ა­ცია გა­და­დი­ო­და პლა­ნე­ტის მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლით.

თუ რუ­სე­თი მსგავს დე­ტო­ნა­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ეს გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს არა მხო­ლოდ ამე­რი­კულ თა­ნამ­გზავ­რებ­ზე, არა­მედ რუ­სე­თის, ჩი­ნე­თი­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის თა­ნამ­გზავ­რებ­ზეც. ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­საც.

  • ვა­რა­უ­დო­ბენ იმა­საც, რომ რუ­სე­თი აპი­რებს გა­ნა­თავ­სოს ატო­მუ­რი სა­ტე­ლი­ტი ელექტრო­ნუ­ლი ომის ( ew ) შე­საძ­ლებ­ლო­ბით. ელექტრო­ნუ­ლი შე­ტე­ვის მი­ზა­ნია სა­მიზ­ნე თა­ნამ­გზავ­რის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი ან მი­ღე­ბუ­ლი სიგ­ნა­ლე­ბის დაბ­ლოკ­ვა ან გა­ყალ­ბე­ბა;

„ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აჩენს ვა­რა­უდს, რომ რუ­სე­თი შე­საძ­ლოა ავი­თა­რებ­დეს მა­ღა­ლი სიმ­ძლავ­რის კოს­მო­სურ EW პლატ­ფორ­მებს, რათა გა­აძ­ლი­ე­როს არ­სე­ბუ­ლი სახ­მე­ლე­თო პლატ­ფორ­მე­ბი“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია Secure World Foundation-ის გა­სულ წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მოხ­სე­ნე­ბა­ში.

წყა­რო: economist

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marafet
1

ვახ, ვეღარ გავიგე, აბა "ბენზაკალონკაო" და ჟანგიანი ტანკებიო და ხან რაკეტები უთავდებოდათ და ხან ტყვიები, იქეთ სანქციებისგან დამშეული ხალხი პუტინს შეჭმას უპირებსო, ესენი კიდე თურმე კოსმოსს ეპოტინებიან სისხლიანი ხელებით... მოკლედ დასავლეთის უნიჭო პროპაგანდის ფონზე "აშკარაა რომ რაღაცა დალპა დანიის სამეფოში" ( ამას მე არ ვამბობ, ციტატაა, ჰამლეტა ამბობს "ჰამლეტში")

პრაგმატული
5

ეს ინფორმაცია მიმართულია ამერიკელების დასაშინებლად და იმ კონგრესმენების ვინმე ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას..ესაა ლოგიკური....რადგან მერე მხარი დაუჭირონ უკრაინის დახმარებას და ამით გაამართლონ თავიანთი მორიგი მილიარდების გაგზავნა. .. მოკლედ როგორც აწყობთ ისე კერავენ ფეიკებს.. და გათვლილია იმაზე რომ აი ამერიკა ტყვილად არ ხარჯავს ფულს საფრთხე ჩვენც გვემუქრება და ამიტომ ვალდებულებივართო დავეხმაროთო. ორი წელია კუპიანსკი და დონბასის ბოლომდე ვერ აუღია და ეხლა კოსმოსიდან ამერიკას ხო გადაჭამს .. ასე ქმნიან რუსეთისგან მონსტრს არადა თვითონ ამერიკა ყველაზე დიდი მონსტრია ცხვრის ტყავში გახვეული დემონების ქვეყანაა ვითომ დემოკრატიის შუქურა.... დაეტიე რა შენს კონტინენტზე ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

რა არის რუსეთის იდუმალი კოსმოსური იარაღი - "...მისი გამოცდა დამანგრეველ შედეგებამდე მიგვიყვანს"

რა არის რუსეთის იდუმალი კოსმოსური იარაღი - "...მისი გამოცდა დამანგრეველ შედეგებამდე მიგვიყვანს"

14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს. ამან, რა თქმა უნდა, აჟიოტაჟი გამოიწვია: აშშ-ის პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერის განცხადებით, ბირთვულმა იარაღმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ხელოვნური თანამგზავრების უსაფრთხოებას.

თუმცა, კონკრეტულად რა სახის იარაღზეა საუბარი, დაზვერვისთვის უცნობია. სხვადასხვა გამოცემის თანახმად, საქმე ეხება ატომურ კოსმოსურ ხომალდს, ან ბირთვულ შეიარაღებას. არსებობს შემდეგი ვარიანტები: ბირთვული იარაღი, რომელიც განლაგდება ორბიტაზე; ან ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე თანამგზავრი, რომელიც თავად არ იქნებოდა ბომბი, არამედ გამოიყენებს ატომურ ენერგიას სხვა სახის მოწყობილობის გასაძლიერებლად.

  • ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი არღვევს 1967 წლის კოსმოსურ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც კოსმოსში ბირთვული დეტონაციები აკრძალულია.

მეცნიერები შიშობენ, რომ კოსმოსში მსგავსი დესტრუქციული სახის იარაღის გამოცდა დამანგრეველ შედეგებამდე მიგვიყვანს. 1962 წელს ამერიკამ მაღალ სიმაღლეზე ბირთვული ტესტი ჩაატარა - შედეგად დაზიანდა არა მხოლოდ მხედველობის ხაზის თანამგზავრები, არამედ დედამიწის მეორე მხარეს მდებარე თანამგზავრებიც - რადიაცია გადადიოდა პლანეტის მაგნიტური ველით.

თუ რუსეთი მსგავს დეტონაციას განახორციელებს, ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ამერიკულ თანამგზავრებზე, არამედ რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების თანამგზავრებზეც. ზიანი მიადგება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსაც.

  • ვარაუდობენ იმასაც, რომ რუსეთი აპირებს განათავსოს ატომური სატელიტი ელექტრონული ომის ( ew ) შესაძლებლობით. ელექტრონული შეტევის მიზანია სამიზნე თანამგზავრის მიერ გაგზავნილი ან მიღებული სიგნალების დაბლოკვა ან გაყალბება;

„ახალი მტკიცებულებები აჩენს ვარაუდს, რომ რუსეთი შესაძლოა ავითარებდეს მაღალი სიმძლავრის კოსმოსურ EW პლატფორმებს, რათა გააძლიეროს არსებული სახმელეთო პლატფორმები“ - აღნიშნულია Secure World Foundation-ის გასულ წელს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

წყარო: economist