ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. პარლამენტის ყოფილ შენობასთან ქვეითად მოსიარულებს ავტომობილები დაეჯახათ. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილებს გოგოები მართავდნენ და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
სწრაფად მომავალმა მძღოლმა ქვეითები ვერ დაინახა და დაეჯახა, თუმცა მეორე ავტომობილის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და დამტვრეულ ადამიანებს მეორე ავტომობილიც დაეჯახა. მათივე ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვეითად მოსიარულეების ცხედრები დაანაწევრა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.