აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი მაიკ ტერნერი აცხადებს, რომ რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად არის შექმნილი.
მისი თქმით, ეს სერიოზული საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უშიშროებისთვის.
ამასთან, ტერნერი ჯო ბაიდენისგან ითხოვს, რომ პრეზიდენტმა გრიფი „საიდუმლო“ მოხსნას ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საფრთხეს უკავშირდება, რათა კონგრესმა ღიად შეძლოს საჭირო ნაბიჯების განხილვა.
დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის ძალისხმევა მიმართულია კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე, რომელსაც იმის შესაძლებლობა ექნება, რომ აშშ-ს სამოქალაქო კომუნიკაციების, ნავიგაციის, სამხედრო ოპერაციების თანამგზავრები გაანადგუროს.
Reuters-ი წერს, რომ აღნიშნული საფრთხის გამო აშშ-მა ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა.
თქვენ ამას სანქციებით დაშლილ, დამსეულ ,ჯარ-იარაღ გამოლეულ , 4 ჯერ პუნინმკვდარ რუსეთზე წერთ მაგას ,ხომ არ აგერიათ რამე ?
შეეშვით რა ზღაპრებს რუსეთი უკვე დაშლილია