საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებისას გაითვალისწინეს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა და შორენა თეთრუაშვილის თანხმობა" - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"
"დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებისას გაითვალისწინეს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა და შორენა თეთრუაშვილის თანხმობა" - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

ორ­გა­ნი­ზა­ცია "სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრის“ ცნო­ბით, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სას საბ­ჭომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, მათ შო­რის, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­პატ­რი­არ­ქოს მდი­ვან-რე­ფე­რენ­ტის, შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის თან­ხმო­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლის­თვის შე­ღა­ვა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

რო­გორც ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ად­გი­ლობ­რი­ვი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე იცავ­და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს, ხა­სი­ათ­დე­ბო­და და­დე­ბი­თად, არ იყო კონ­ფლიქ­ტუ­რი და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მო­მავ­ლო რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი არ იკ­ვე­თე­ბო­და.

"დღეს, 14 თე­ბერ­ვალს, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ად­გი­ლობ­რი­ვი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პი­რო­ბით ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ამ პრო­ცეს­ში, ისე­ვე რო­გორც პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს სა­მარ­თლებ­რივ დახ­მა­რე­ბას “სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი” უწევ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე იცავ­და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს, ხა­სი­ათ­დე­ბო­და და­დე­ბი­თად, არ იყო კონ­ფლიქ­ტუ­რი და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მო­მავ­ლო რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი არ იკ­ვე­თე­ბო­და.

ასე­ვე, საბ­ჭომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო მა­მა­ლა­ძის სა­ყუ­რა­დღე­ბო ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რის გა­მოც მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნია მსჯავ­რდე­ბუ­ლის ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ამას­თან, საბ­ჭომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ მა­მა­ლა­ძის საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი პირი (შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი) თან­ხმო­ბას აცხა­დებ­და მსჯავ­რდე­ბუ­ლის მი­მართ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს სას­ჯე­ლის სრუ­ლად მოხ­დის­თვის 1 წელი და 9 თვე რჩე­ბო­და. დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე სას­ჯელს 2017 წლი­დან იხ­დის. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა 2019 წელს დამ­ძიმ­და და ამ პე­რი­ო­დი­დან იგი სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის N18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი მძი­მე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ცი­ხის პი­რო­ბებ­ში ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბის სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი არა­ერ­თი მი­მარ­თვის შემ­დე­გაც, სა­სა­მარ­თლო­ებ­მა არ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის­თვის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ. სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ საქ­მის ვრცელ სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას”,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წეწე
4

როცა კაცები უსამართლოდ ხვდებიან ციხეში, მისი დამჩაგრავი ხელისუფლებისაგან არც შეწყალებას იღებენ და არც უდოს!

ვახტანგი -72
5

ჩემი პირადი მოსაზრებით მამალაძის საქმე თავიდან ბოლომდე ასევე ვთქვათ „თეთრი ძაფით იყო შეკერილი“.

რაღაც მოწამვლის მცდელობები, კონსპირაციული და შეთქმულების თეორიები და ა.შ. ფეოდალურ ხანაში მომხდარ დანაშაულებებს ჩამოგავდა, რომელიც ვიღაც სულიერად ავადმყოფი ადამიანის გონებაში დაიბადა...

იმედს გამოვთქვამ, რომ დადგება დრო როდესაც ყველაფერს ნათელი მოეფინება და ყველას თავისი მიეზღვება...

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ვუსურვებ სულიერ და ფიზიკურ სიმხნევეს!

პ.ს. ეს |“საქმე“ სტრასბურგში იყო თუ არა გასაჩივრებული?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებისას გაითვალისწინეს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა და შორენა თეთრუაშვილის თანხმობა" - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

"დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებისას გაითვალისწინეს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა და შორენა თეთრუაშვილის თანხმობა" - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებისას საბჭომ გაითვალისწინა, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის თანხმობა მსჯავრდებულისთვის შეღავათების გამოყენებაზე.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გიორგი მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა.

"დღეს, 14 თებერვალს, დეკანოზი გიორგი მამალაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა. ამ პროცესში, ისევე როგორც პატიმრობის პერიოდში, უფლებების დაცვის საკითხებზე გიორგი მამალაძეს სამართლებრივ დახმარებას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” უწევდა. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გიორგი მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა.

ასევე, საბჭომ მხედველობაში მიიღო მამალაძის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება.

ამასთან, საბჭომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მამალაძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი (შორენა თეთრუაშვილი) თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს 2017 წლიდან იხდის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წელს დამძიმდა და ამ პერიოდიდან იგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხის პირობებში ადეკვატური მკურნალობის ჩატარების სირთულის მიუხედავად, ჩვენი არაერთი მიმართვის შემდეგაც, სასამართლოებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება მისთვის სასჯელის გადავადების შესახებ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოგვიანებით შემოგთავაზებთ საქმის ვრცელ სამართლებრივ შეფასებას”,-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ნახეთ ასევე: