სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიბერთიმ" ბიზნესისთვის Visa B2B Connect-ის პლატფორმა დანერგა
"ლიბერთიმ" ბიზნესისთვის Visa B2B Connect-ის პლატფორმა დანერგა

Visa-ს ინო­ვა­ცი­უ­რი B2B Connect პლატ­ფორ­მა "ლი­ბერ­თი ბან­კის" ბიზ­ნეს და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი კლი­ენ­ტე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. Visa B2B Connect ლი­ბერ­თი ბანკსა და მის ბიზ­ნეს მომ­ხმა­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­დახ­დე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სწრა­ფად, უსაფრ­თხოდ და ეფექ­ტუ­რად.

Visa B2B Connect არის ინო­ვა­ცი­უ­რი, არა სა­ბა­რა­თე, ან­გა­რიშს­წო­რე­ბის სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის, რათა მათ ბიზ­ნეს კლი­ენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ და მი­ი­ღონ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­დახ­დე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი, უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი გზით.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბით ვაგ­რძე­ლებთ Visa B2B Connect-ის და­ნერგვას. ეს არის უნი­კა­ლუ­რი და ინო­ვა­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­სა და მათ ბიზ­ნეს კლი­ენ­ტებს სწრა­ფი, უსაფრ­თხო, სან­დო და გამჭვირ­ვა­ლე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­დახ­დე­ბით ისარ­გებ­ლონ. მჯე­რა, ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა ლი­ბერ­თი ბანკთან ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნესს გა­აძ­ლი­ე­რებს და და­ეხ­მა­რე­ბა მათ უფრო ეფექ­ტურ ოპე­რი­რე­ბა­ში,“ - დი­ა­ნა კი­ღუ­რა­ძე, Visa-ს რე­გი­ო­ნუ­ლი მე­ნე­ჯე­რი კავ­კა­სი­ა­ში.

"ლი­ბერ­თი" აგ­რძე­ლებს უნი­ვერ­სა­ლურ ფი­ნან­სურ ინ­სი­ტუ­ტად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცესს და ჩვე­ნი ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია ბიზ­ნეს მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რა. ჩვენ ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მომ­ხმა­რებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებს და მუდ­მივ პარტნი­ორ­თან, Visa-სთან ერ­თად არა­ერ­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ სა­ცა­ლო სა­ბან­კო მი­მარ­თუ­ლე­ბით. დღე­ი­დან, მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლეს ვთა­ვა­ზობთ ბიზ­ნესს. დავ­ნერ­გეთ Visa B2B Connect-ის პლატ­ფორ­მა, რომ­ლი­თაც ბიზ­ნესს უახ­ლეს, სწრაფ და ინო­ვა­ცი­ურ სა­ერ­თა­ში­რი­სო გა­და­რი­ცხვე­ბის სერ­ვი­სებს ვთა­ვა­ზობთ 110 ქვე­ყა­ნა­ში.

ვსარ­გებ­ლობ შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბას ვუხ­დი ლი­ბერ­თის გუნდს. მათი ძა­ლის­ხმე­ვით მო­ხერ­ხდა რე­გი­ონ­ში, ამ სის­ტე­მის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწრა­ფი და­ნერგვა და ბან­კის სა­კუ­თარ სის­ტე­მებ­თან შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტეგ­რა­ცია, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ჩვე­ნი გუნ­დი მზა­დაა ინო­ვა­ცი­ე­ბის­თვის", - ვახ­ტანგ ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი, ლი­ბერ­თის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი

Visa B2B Connect-ი ოთხ ძი­რი­თად ფუნ­ქცი­ო­ნალს ეფუძ­ნე­ბა. მათ შო­რის ისეთ ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, რო­გო­რი­ცაა distributed ledger technology (DLT), რაც მო­ნა­ცე­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ ხედ­ვა­სა და ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ამ პლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­რი­ცხვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გამ­გზავ­ნი ბან­კი­დან ქსე­ლის შიდა და გარე მიმ­ღე­ბი ბან­კე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც პრო­ცესს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამარ­ტი­ვებს და და­მა­ტე­ბი­თი შუ­ა­მა­ვა­ლი რგო­ლის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს.

Visa B2B Connect-ი ერ­თის ბევრთან და­კავ­ში­რე­ბის პრინ­ცი­პით, გა­და­რი­ცხვა­ში მო­ნა­წი­ლე შუ­ა­მა­ვა­ლი რგო­ლის რა­ო­დე­ნო­ბას ამ­ცი­რებს. ეს უფრო იაფი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და უზ­რუნ­ველ­ყოფს, რო­გორც კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის, ასე­ვე მათი ბიზ­ნეს კლი­ენ­ტე­ბის­თვის თი­თო­ე­ულ ტრან­ზაქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კო­მი­სიო გა­და­სა­ხა­დის გამჭვირ­ვა­ლო­ბას, რაც ეხ­მა­რე­ბა კომ­პა­ნი­ებს თა­ვი­ან­თი ფუ­ლა­დი ნა­კა­დე­ბის მარ­თვა­ში. Visa B2B Connect პლატ­ფორ­მა ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას ქსე­ლის გა­რეთ არ­სე­ბულ ბან­კებ­ში გა­დახ­დე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად 110 ქვე­ყა­ნა­ში.

(R)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ლიბერთიმ" ბიზნესისთვის Visa B2B Connect-ის პლატფორმა დანერგა

"ლიბერთიმ" ბიზნესისთვის Visa B2B Connect-ის პლატფორმა დანერგა

Visa-ს ინოვაციური B2B Connect პლატფორმა "ლიბერთი ბანკის" ბიზნეს და კორპორაციული კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საქართველოში. Visa B2B Connect ლიბერთი ბანკსა და მის ბიზნეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს საერთაშორისო გადახდები განახორციელონ სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად.

Visa B2B Connect არის ინოვაციური, არა საბარათე, ანგარიშსწორების სერვისი, რომელიც შემუშავებულია ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რათა მათ ბიზნეს კლიენტებს საშუალება მიეცეთ განახორციელონ და მიიღონ საერთაშორისო გადახდები პროგნოზირებადი, უსაფრთხო და ეფექტური გზით.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში წარმატებით ვაგრძელებთ Visa B2B Connect-ის დანერგვას. ეს არის უნიკალური და ინოვაციური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებსა და მათ ბიზნეს კლიენტებს სწრაფი, უსაფრთხო, სანდო და გამჭვირვალე საერთაშორისო გადახდებით ისარგებლონ. მჯერა, ჩვენი პარტნიორობა ლიბერთი ბანკთან ადგილობრივ ბიზნესს გააძლიერებს და დაეხმარება მათ უფრო ეფექტურ ოპერირებაში,“ - დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში.

"ლიბერთი" აგრძელებს უნივერსალურ ფინანსურ ინსიტუტად ჩამოყალიბების პროცესს და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ბიზნეს მიმართულების გაძლიერება და ბიზნესის მხარდაჭერა. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლის საჭიროებებს და მუდმივ პარტნიორთან, Visa-სთან ერთად არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ საცალო საბანკო მიმართულებით. დღეიდან, მნიშვნელოვან სიახლეს ვთავაზობთ ბიზნესს. დავნერგეთ Visa B2B Connect-ის პლატფორმა, რომლითაც ბიზნესს უახლეს, სწრაფ და ინოვაციურ საერთაშირისო გადარიცხვების სერვისებს ვთავაზობთ 110 ქვეყანაში.

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ლიბერთის გუნდს. მათი ძალისხმევით მოხერხდა რეგიონში, ამ სისტემის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი დანერგვა და ბანკის საკუთარ სისტემებთან შესაბამისი ინტეგრაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი გუნდი მზადაა ინოვაციებისთვის", - ვახტანგ ბაბუნაშვილი, ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი

Visa B2B Connect-ი ოთხ ძირითად ფუნქციონალს ეფუძნება. მათ შორის ისეთ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა distributed ledger technology (DLT), რაც მონაცემების გაუმჯობესებულ ხედვასა და ტრანზაქციების პროგნოზირებას უზრუნველყოფს. ამ პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება გამგზავნი ბანკიდან ქსელის შიდა და გარე მიმღები ბანკების მიმართულებით, რაც პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და დამატებითი შუამავალი რგოლისგან ათავისუფლებს.

Visa B2B Connect-ი ერთის ბევრთან დაკავშირების პრინციპით, გადარიცხვაში მონაწილე შუამავალი რგოლის რაოდენობას ამცირებს. ეს უფრო იაფი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფს, როგორც კორპორაციული საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ასევე მათი ბიზნეს კლიენტებისთვის თითოეულ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიო გადასახადის გამჭვირვალობას, რაც ეხმარება კომპანიებს თავიანთი ფულადი ნაკადების მართვაში. Visa B2B Connect პლატფორმა ასევე, შეიძლება გამოყენებული იქნას ქსელის გარეთ არსებულ ბანკებში გადახდების განსახორციელებლად 110 ქვეყანაში.

(R)