სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთისგან ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო - რას წერს მედია?
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთისგან ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო - რას წერს მედია?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მის შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საპ­რო­ტეს­ტო ნოტა მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ეხო კავ­კა­ზა“, ჟურ­ნა­ლისტ იზი­და ჭა­ნი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამი დღის წინ, აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან საპ­რო­ტეს­ტო ნოტა მი­ი­ღო. კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი (რა­ტი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ), რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის მე­სა­მე პი­რებ­ზე გა­და­ცე­მას კრძა­ლავს, ვი­ღაც ძა­ლი­ან კონ­კრე­ტულს არ აწყობს. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ლავს. ეს ინ­ფორ­მა­ცია არც ვებგ­ვერ­დზე და არც ტე­ლეგ­რამ­ზე არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი“, - წერს იზი­და ჭა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ.

"ჩვენ ხელთ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ნოტა გვაქვს, რო­მელ­შიც აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სთხო­ვენ, რომ თა­ვი­სი პო­ზი­ცია გა­და­წყვი­ტოს, და­ა­დას­ტუ­როს შე­თან­ხმე­ბის დე­ბუ­ლე­ბე­ბის ან მის რა­ტი­ფი­კა­ცი­ამ­დე მი­ღე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ვი­თხოვთ, რომ აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ჩვე­ულ კუ­ლუ­ა­რულ მუ­შა­ო­ბას შე­ეშ­ვას და მი­თი­თე­ბუ­ლი ნოტა გა­მო­აქ­ვეყ­ნოს. ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან სრუ­ლი ნდო­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, მო­ვი­თხოვთ, რომ აფხა­ზუ­რი მხა­რის პა­სუ­ხის პარ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მის კო­მი­ტე­ტებ­თან შე­თან­ხმე­ბა, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მოხ­დეს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პი­რა­დად აფხა­ზე­თის პრე­ზი­დენტს, ას­ლან ბჟა­ნი­ა­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, ინალ არ­ძინ­ბას და­ე­კის­რე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ე.წ. ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2023 წლის 27 დე­კემ­ბერს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტმა რუ­სე­თის­თვის ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის გა­და­ცე­მის შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. შე­თან­ხმე­ბა სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბის, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი­სა და შე­ნო­ბე­ბის მე­სა­მე პი­რე­ბის­თვის გა­და­ცე­მას კრძა­ლავს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
1

ნეტავი რას ჯავრობთ.მიხედავენ საქმეს როგორმე. რამეს მოახერხებენ.ან იმას რას ჯავრობთ გაქრებიან თუ არა აფხაზები.თავისი ნებაა ყველა ერის.ამაზონის ჯუნგლებში ქრებიან ამერიკელი ინდოელები და რა ვქნათ?

ელგუჯა
5

ნოტა მიიღეს და უხარიათ.გონიათ, სახელმწიფო არიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთისგან ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო - რას წერს მედია?

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთისგან ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო - რას წერს მედია?

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“, ჟურნალისტ იზიდა ჭანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"არაოფიციალური ინფორმაციით, სამი დღის წინ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. კანონში ცვლილებები (რატიფიკაციის შესახებ), რომელიც სახელმწიფო აგარაკების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს, ვიღაც ძალიან კონკრეტულს არ აწყობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს. ეს ინფორმაცია არც ვებგვერდზე და არც ტელეგრამზე არ არის ხელმისაწვდომი“, - წერს იზიდა ჭანია სოციალურ ქსელში.

გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციური ძალებიც ადასტურებენ.

"ჩვენ ხელთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გვაქვს, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ, რომ თავისი პოზიცია გადაწყვიტოს, დაადასტუროს შეთანხმების დებულებების ან მის რატიფიკაციამდე მიღებული საკანონმდებლო აქტების ერთგულება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოვითხოვთ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვეულ კულუარულ მუშაობას შეეშვას და მითითებული ნოტა გამოაქვეყნოს. ასევე, საზოგადოების მხრიდან სრული ნდობის არარსებობის გამო, მოვითხოვთ, რომ აფხაზური მხარის პასუხის პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან შეთანხმება, დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით, მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა პირადად აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას დაეკისრება“, - ნათქვამია ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმება სხვადასხვა ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და შენობების მესამე პირებისთვის გადაცემას კრძალავს.

ნახეთ ასევე: