სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტას" პრო ბონო აქტივობები რეგიონული სათემო ორგანიზაციების მხარდასაჭერად
"თეგეტას" პრო ბონო აქტივობები რეგიონული სათემო ორგანიზაციების მხარდასაჭერად

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ 2024 წელი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით და­ი­წყო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვის მიზ­ნით პირ­ვე­ლი პრო ბონო აქ­ტი­ვო­ბა უკვე და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

რე­გი­ო­ნუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო/სა­თე­მო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფე­ბის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და ვი­დე­ო­კონ­ტენ­ტის შექ­მნის 2-დღი­ა­ნი ტრე­ნინგკურ­სი - „ხილ­ვა­დო­ბის ციფ­რუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი“, „თე­გე­ტას“ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა მაია გუ­ლი­საშ­ვილ­მა და კონ­ტენ­ტმე­ნე­ჯერ­მა საბა ჩა­ჩუ­ამ მო­ამ­ზა­დეს.

ტრე­ნინ­გში 14 ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 18 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და გუ­რი­ის, სა­მეგ­რე­ლო­სა და კა­ხე­თის რე­გი­ო­ნე­ბი­დან. ისი­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­სტრუ­მენ­ტებს, მათი გა­მო­ყე­ნე­ბის ტექ­ნი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და ში­ნა­არ­სის და­გეგ­მვის ფორ­მებს გა­ეც­ნენ.

თა­თია ხორ­ბა­ლა­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „თე­გე­ტა“, რო­გორც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი კომ­პა­ნია, რომ­ლის­თვი­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია, ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი პრო ბონო პრო­ექ­ტებ­ში. წლის პირ­ვე­ლი პრო ბონო აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც CSRDG-სთან ერ­თად და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და, ძა­ლი­ან შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბი ყო­ველ­თვის დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ერ­თვე­ბი­ან პრო ბონო აქ­ტი­ვო­ბებ­ში და თა­ვი­ან­თი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სით ცდი­ლო­ბენ სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გა­სუ­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო ბონო ქსელ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც სწო­რედ ამა­ზე მე­ტყვე­ლებს“.

თე­გე­ტა პრო ბონო ქსე­ლის წევ­რი 2022 წელს გახ­და, თუმ­ცა ქსე­ლის წევ­რო­ბამ­დეც აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და, რო­გორც მო­ხა­ლი­სე.

ნა­თია მეტ­რე­ვე­ლი, პრო ბონო ექ­სპერ­ტი: „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ პრო ბონო ქსელს 2022 წელს შე­მო­უ­ერ­თდა. მა­ნამ­დე ერ­თობ­ლი­ვი პრო ბონო პრო­ექ­ტე­ბი უკვე გვქონ­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. ქსელ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­დეგ კი ამას უფრო აქ­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ე­ცა და თე­გე­ტას მხრი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რამ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, კი­დევ უფრო დახ­ვე­წი­ლი და სის­ტე­მუ­რი ფორ­მა მი­ი­ღო. სექ­ტორ­თა შო­რის პარტნი­ო­რო­ბის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს პრო ბონო აქ­ტი­ვო­ბა და ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლოა, რო­დე­საც ისე­თი ძლი­ე­რი კომ­პა­ნია, რო­გო­რიც „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გია“, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ამ ტრე­ნინგსა და ამავდრო­უ­ლად 2024 წლის ქსე­ლის პირ­ველ აქ­ტი­ვო­ბას, სა­დაც მაია და საბა - ორი ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო, ჭკვი­ა­ნი და თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნი - პრო ბონო კონ­სულ­ტან­ტე­ბად ჩა­ერ­თნენ, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან მას ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბა და პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი მოჰ­ყვა“.

ქსე­ლის წევ­რო­ბის მხო­ლოდ პირ­ველ წელს „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ პრო ბონო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში 60-ზე მეტ­მა სო­ცი­ა­ლურ­მა მე­წარ­მემ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა ცოდ­ნა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ხოლო „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი­სა“ და „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ 15 თა­ნამ­შრომ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც, ჯა­მუ­რად, 105 სა­კონ­სულ­ტა­ციო სა­ათს მო­ი­ცავს, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და­ეთ­მო.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, 2024 წელს ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა კვლა­ვაც პრი­ო­რი­ტე­ტად რჩე­ბა და კი­დევ უფრო მეტი აქ­ტი­ვო­ბის­თვის გა­მო­ხა­ტა­ვენ მზა­ო­ბას.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"თეგეტას" პრო ბონო აქტივობები რეგიონული სათემო ორგანიზაციების მხარდასაჭერად

"თეგეტას" პრო ბონო აქტივობები რეგიონული სათემო ორგანიზაციების მხარდასაჭერად

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2024 წელი კორპორაციული მოხალისეობრივი საქმიანობით დაიწყო და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით პირველი პრო ბონო აქტივობა უკვე დაგეგმა და განახორციელა.

რეგიონული სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის სოციალური მედიის შინაარსობრივი და ვიდეოკონტენტის შექმნის 2-დღიანი ტრენინგკურსი - „ხილვადობის ციფრული ინსტრუმენტები“, „თეგეტას“ სოციალური მედიების მიმართულების ხელმძღვანელმა მაია გულისაშვილმა და კონტენტმენეჯერმა საბა ჩაჩუამ მოამზადეს.

ტრენინგში 14 ორგანიზაციის 18 წარმომადგენელი მონაწილეობდა გურიის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებიდან. ისინი კომუნიკაციის თანამედროვე ინსტრუმენტებს, მათი გამოყენების ტექნიკურ საშუალებებსა და შინაარსის დაგეგმვის ფორმებს გაეცნენ.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, რომლისთვისაც საზოგადოებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ყოველთვის აქტიურადაა ჩართული პრო ბონო პროექტებში. წლის პირველი პრო ბონო აქტივობა, რომელიც CSRDG-სთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა, ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა.

ჩვენი გუნდის წევრები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან პრო ბონო აქტივობებში და თავიანთი ინტელექტუალური რესურსით ცდილობენ სასიკეთო ცვლილებებში მონაწილეობას. გასული ორი წლის განმავლობაში პრო ბონო ქსელთან აქტიური თანამშრომლობაც სწორედ ამაზე მეტყველებს“.

თეგეტა პრო ბონო ქსელის წევრი 2022 წელს გახდა, თუმცა ქსელის წევრობამდეც აქტიურად თანამშრომლობდა, როგორც მოხალისე.

ნათია მეტრეველი, პრო ბონო ექსპერტი: „თეგეტა ჰოლდინგი“ პრო ბონო ქსელს 2022 წელს შემოუერთდა. მანამდე ერთობლივი პრო ბონო პროექტები უკვე გვქონდა განხორციელებული. ქსელში გაწევრიანების შემდეგ კი ამას უფრო აქტიური ხასიათი მიეცა და თეგეტას მხრიდან სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერამ, თანამშრომლების ჩართულობით, კიდევ უფრო დახვეწილი და სისტემური ფორმა მიიღო. სექტორთა შორის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს პრო ბონო აქტივობა და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ისეთი ძლიერი კომპანია, როგორიც „თეგეტა ჰოლდინგია“, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ტრენინგსა და ამავდროულად 2024 წლის ქსელის პირველ აქტივობას, სადაც მაია და საბა - ორი ასეთი საინტერესო, ჭკვიანი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი - პრო ბონო კონსულტანტებად ჩაერთნენ, მონაწილეების მხრიდან მას ძალიან დიდი მოწონება და პოზიტიური უკუკავშირი მოჰყვა“.

ქსელის წევრობის მხოლოდ პირველ წელს „თეგეტა ჰოლდინგის“ პრო ბონო აქტივობების ფარგლებში 60-ზე მეტმა სოციალურმა მეწარმემ გაიუმჯობესა ცოდნა კომუნიკაციების, სოციალური მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. ხოლო „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტა აკადემიის“ 15 თანამშრომლის ჩართულობა, რომელიც, ჯამურად, 105 საკონსულტაციო საათს მოიცავს, სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას დაეთმო.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, 2024 წელს ეს მიმართულება კვლავაც პრიორიტეტად რჩება და კიდევ უფრო მეტი აქტივობისთვის გამოხატავენ მზაობას.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS