კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს კიდევ რომელ ქალაქებში იქნება დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი?
საქართველოს კიდევ რომელ ქალაქებში იქნება დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი?

წა­ლენ­ჯი­ხა­ში, სა­გა­რე­ჯო­ში, დუ­შეთ­ში, ახალ­ქა­ლაქ­ში, ყვა­რელ­ში, ტყი­ბულ­ში, სე­ნაკ­ში, მარ­ტვილ­ში, ხუ­ლო­სა და ჭი­ა­თუ­რა­ში დი­ა­ლი­ზის სერ­ვი­სი ამოქ­მედ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, წელს, დი­ა­ლი­ზის 10 სერ­ვის­ცენ­ტრი გა­იხ­სნა.

"ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მოც­ვა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, სერ­ვისს, მათ­სა­ვე ქა­ლაქ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­თან ახ­ლოს მი­ი­ღე­ბენ.

სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, დი­ა­ლი­ზის­თვის სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რით სრუ­ლად აღი­ჭურ­ვა. ჰე­მო­დი­ა­ლი­ზის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რებს, სა­თა­ნა­დოდ გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რად, მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. დი­ა­ლი­ზის ახა­ლი ცენ­ტრე­ბი, სა­მი­ნის­ტროს ჩარ­თუ­ლო­ბით, კერ­ძო სექ­ტორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად მო­ე­წყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან, მა­ნამ­დე, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს, პრო­ცე­დუ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე, კი­ლო­მეტ­რე­ბის და­შო­რე­ბით, სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში უწევ­დათ გა­და­ად­გი­ლე­ბა, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას­თან, დრო­სა და ხარ­ჯებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

დღეს, ქვეყ­ნის 49 მუ­ნი­ცი­პა­ლურ ერ­თე­ულ­ში, დი­ა­ლი­ზის ცენ­ტრე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რად, 2600 პა­ცი­ენტს ემ­სა­ხუ­რე­ბა. პროგ­რა­მის გა­ფარ­თო­ე­ბა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, 2022 წლის აპ­რილ­ში და­ა­ა­ნონ­სა, რის შემ­დე­გაც მომ­სა­ხუ­რე­ბა, ამა­ვე წელს, ეტა­პობ­რი­ვად, ამოქ­მედ­და მეს­ტი­ა­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, ლან­ჩხუთ­ში, ყაზ­ბეგ­სა და თი­ა­ნეთ­ში. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, ასე­ვე, კას­პში, ცა­გერ­ში, წნორ­სა და დე­დოფ­ლის­წყა­რო­შიც ამოქ­მედ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინელი
0

მადლობა ამ მთავრობას,აი მართლა მადლობა !

ირა
3

როგორ გააძვირა ჯანდაცვამ ქართული წამალი, შაკიკის მიგრალგინი,რამ გაგამწარათ ისე რომ თეთრი არ აკლდება ფასდაკლების დღესაც კი, ერთი ტაბლეტი ღირს 3 ლარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

საქართველოს კიდევ რომელ ქალაქებში იქნება დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი?

საქართველოს კიდევ რომელ ქალაქებში იქნება დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი?

წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, წელს, დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა.

"ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ბენეფიციარები, სერვისს, მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება. დიალიზის ახალი ცენტრები, სამინისტროს ჩართულობით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მანამდე, ბენეფიციარებს, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

დღეს, ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში, დიალიზის ცენტრები, ყოველდღიურად, 2600 პაციენტს ემსახურება. პროგრამის გაფართოება, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2022 წლის აპრილში დააანონსა, რის შემდეგაც მომსახურება, ამავე წელს, ეტაპობრივად, ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში. უახლოეს მომავალში კი, სამედიცინო მომსახურება, ასევე, კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროშიც ამოქმედდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.