სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ანტიციკლონი "ზევსი" უახლოვდება: რას ამბობს სეისმოლოგი - "თუ ქარებს წვიმები მოჰყვა, მეწყრებიც მოჰყვება. ამიტომ დღესვე უნდა დავიწყოთ სამზადისი"
საქართველოს ანტიციკლონი "ზევსი" უახლოვდება: რას ამბობს სეისმოლოგი - "თუ ქარებს წვიმები მოჰყვა, მეწყრებიც მოჰყვება. ამიტომ დღესვე უნდა დავიწყოთ სამზადისი"

გთა­ვა­ზობთ ეპი­ზოდს დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ, სე­ის­მო­ლოგ ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რის" 12 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

- მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ან­ტი­ციკ­ლო­ნი "ზევ­სი" უახ­ლოვ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს...

- ციკ­ლო­ნე­ბიც და ან­ტი­ციკ­ლო­ნე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. ამ დროს მკვეთ­რად იც­ვლე­ბა ამინ­დი, ქრის ქარი, უხ­ვია ნა­ლე­ქი. შე­იძ­ლე­ბა ციკ­ლო­ნი ძლი­ე­რი იყოს ან არც ისე, ეს გა­მოჩ­ნდე­ბა მა­შინ, როცა მოგ­ვი­ახ­ლოვ­დე­ბა. ალ­ბათ, გსმე­ნი­ათ, რომ ამ­ბო­ბენ, უც­ნა­უ­რი ამინ­დი­აო. ეს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მა­გა­ლი­თად, შარ­შან ზამ­თა­რი შე­და­რე­ბით თბი­ლი იყო და მარ­ტში მთე­ლი წლის ნა­ლე­ქი მო­ვი­და. შოვ­სა და გუ­რი­ა­ში რაც მოხ­და ზა­ფხულ­ში, ვნა­ხეთ. შარ­შან შავ ზღვა­ზეც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი შტორ­მი იყო, თით­ქმის არ­ნა­ხუ­ლი სიძ­ლი­ე­რის ქა­რე­ბი. სწო­რედ ამა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა.

ან­ტი­ციკ­ლო­ნი სა­ნამ აქამ­დე მო­აღ­წევს, ზოგ­ჯერ სიჩ­ქა­რეს კარ­გავს და ნელ-ნელა მი­ი­ლე­ვა. თუ სიჩ­ქა­რე და­კარ­გა, შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ ქა­რად და წვი­მად გა­და­იქ­ცეს. თუ ძლი­ე­რი სა­ხით მოვა ჩვე­ნამ­დე, ესეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ სა­დაც ან­ტი­ციკ­ლო­ნი შევა, მო­სახ­ლე­ო­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს, იცო­დეს, რო­გორ მო­იქ­ცეს. გა­რე­მოს დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი სულ არა­ფერს სჯო­ბია, მაგ­რამ ბევ­რი არაფ­რის მომ­ცე­მია, თუ არ მოჰ­ყვა ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი... ან­ტი­ციკ­ლონს სა­ტე­ლი­ტე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან, ხე­და­ვენ, რა სიჩ­ქა­რით მო­დის და რო­დის მოვა ჩვენს სა­ნა­პი­როს­თან. რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ამის თქმა რას შეც­ვლის, თუ, ვთქვათ, სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბი არ არის შე­კე­თე­ბუ­ლი, მო­ვარ­დე­ბა და გა­დახ­დის სა­ხუ­რა­ვებს, და­ა­ზი­ა­ნებს ელექტრო­გა­დამ­ცემ ხა­ზებს, ზღვის სა­ნა­პი­როს. თუ ქა­რებს წვი­მე­ბი მოჰ­ყვა, მე­წყრე­ბიც მოჰ­ყვე­ბა. ამი­ტომ დღეს­ვე უნდა და­ვი­წყოთ სამ­ზა­დი­სი.

- თბი­ლის­შიც ბევ­რი სა­ში­ში ად­გი­ლია? ვაშ­ლი­ჯვარ­ზე მუდ­მი­ვად სა­უბ­რობთ...

- თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­იტ­ზე დევს რუკა და შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ, თბი­ლის­ში სად არის სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლე­ბი. რუ­კა­ზე ბევ­რი უბა­ნი გა­წით­ლე­ბუ­ლია და მშე­ნებ­ლო­ბა ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა მი­დი­ო­დეს. ვაშ­ლი­ჯვა­რი მე­წყერ­სა­ში­შია. გახ­სოვთ, ალ­ბათ, იქ გზა გაჰ­ყავ­დათ და წი­ნას­წარ არ გათ­ვა­ლეს, ეს რამ­დე­ნად საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყო. პრობ­ლე­მა რომ შე­იქ­მნა, მხო­ლოდ ბე­ტო­ნის ფილა და­ა­დეს და გა­აგ­რძე­ლეს მუ­შა­ო­ბა, სა­ნამ დიდ მას­შტაბს არ მი­აღ­წია ზი­ან­მა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
3

კავკასიონთან ამირანს დავახვედრებთ და გავაფაიზაღებთ! არ ინერვიულოთ, ხალხო!

ჰობიტი
3

ციკლონი თუ ანტიციკლონი?

ავტორი:

საქართველოს ანტიციკლონი "ზევსი" უახლოვდება: რას ამბობს სეისმოლოგი - "თუ ქარებს წვიმები მოჰყვა, მეწყრებიც მოჰყვება. ამიტომ დღესვე უნდა დავიწყოთ სამზადისი"

საქართველოს ანტიციკლონი "ზევსი" უახლოვდება: რას ამბობს სეისმოლოგი - "თუ ქარებს წვიმები მოჰყვა, მეწყრებიც მოჰყვება. ამიტომ დღესვე უნდა დავიწყოთ სამზადისი"

გთავაზობთ ეპიზოდს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორ, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 12 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

- მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ანტიციკლონი "ზევსი" უახლოვდება საქართველოს...

- ციკლონებიც და ანტიციკლონებიც ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ დროს მკვეთრად იცვლება ამინდი, ქრის ქარი, უხვია ნალექი. შეიძლება ციკლონი ძლიერი იყოს ან არც ისე, ეს გამოჩნდება მაშინ, როცა მოგვიახლოვდება. ალბათ, გსმენიათ, რომ ამბობენ, უცნაური ამინდიაო. ეს კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული. მაგალითად, შარშან ზამთარი შედარებით თბილი იყო და მარტში მთელი წლის ნალექი მოვიდა. შოვსა და გურიაში რაც მოხდა ზაფხულში, ვნახეთ. შარშან შავ ზღვაზეც ძალიან ძლიერი შტორმი იყო, თითქმის არნახული სიძლიერის ქარები. სწორედ ამაში გამოიხატება კლიმატის ცვლილება.

ანტიციკლონი სანამ აქამდე მოაღწევს, ზოგჯერ სიჩქარეს კარგავს და ნელ-ნელა მიილევა. თუ სიჩქარე დაკარგა, შეიძლება ჩვეულებრივ ქარად და წვიმად გადაიქცეს. თუ ძლიერი სახით მოვა ჩვენამდე, ესეც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სადაც ანტიციკლონი შევა, მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს, იცოდეს, როგორ მოიქცეს. გარემოს დაცვის სააგენტოს შეტყობინებები სულ არაფერს სჯობია, მაგრამ ბევრი არაფრის მომცემია, თუ არ მოჰყვა ინსტრუქციები... ანტიციკლონს სატელიტებით აკვირდებიან, ხედავენ, რა სიჩქარით მოდის და როდის მოვა ჩვენს სანაპიროსთან. რამდენიმე დღით ადრე ამის თქმა რას შეცვლის, თუ, ვთქვათ, სახლების სახურავები არ არის შეკეთებული, მოვარდება და გადახდის სახურავებს, დააზიანებს ელექტროგადამცემ ხაზებს, ზღვის სანაპიროს. თუ ქარებს წვიმები მოჰყვა, მეწყრებიც მოჰყვება. ამიტომ დღესვე უნდა დავიწყოთ სამზადისი.

- თბილისშიც ბევრი საშიში ადგილია? ვაშლიჯვარზე მუდმივად საუბრობთ...

- თბილისის მერიის საიტზე დევს რუკა და შეგიძლიათ ნახოთ, თბილისში სად არის სახიფათო ადგილები. რუკაზე ბევრი უბანი გაწითლებულია და მშენებლობა ამის გათვალისწინებით უნდა მიდიოდეს. ვაშლიჯვარი მეწყერსაშიშია. გახსოვთ, ალბათ, იქ გზა გაჰყავდათ და წინასწარ არ გათვალეს, ეს რამდენად საფრთხის შემცველი იყო. პრობლემა რომ შეიქმნა, მხოლოდ ბეტონის ფილა დაადეს და გააგრძელეს მუშაობა, სანამ დიდ მასშტაბს არ მიაღწია ზიანმა...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: