პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის გასამართლებულ გიორგი ვახტანგაშვილს საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის გასამართლებულ გიორგი ვახტანგაშვილს საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა

თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, მსჯავ­რდა­დე­ბულ გიგა გი­გაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, სას­ჯელს სახ­ლში მო­იხ­დის. მას 3-წლი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შინა პა­ტიმ­რო­ბი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გით შე­ეც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­სა­ბა­მის­მა კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო.

რო­გორც ვახ­ტან­გაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა კახა წე­რე­თელ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გან­მარ­ტა, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი, სას­ჯე­ლის 1/3 მოხ­დი­ლი ჰქონ­და, შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა აღ­ნიშ­ნულს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

"სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­სა­ბა­მის­მა კო­მი­სი­ამ მის მი­მართ სას­ჯე­ლის ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვლის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დაკ­მა­ყო­ფილ­და, ვი­ნა­ი­დან ის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვი­საა გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, კა­ნო­ნით, 1/3-ის გას­ვლის შემ­დეგ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს სა­კი­თხი დად­გეს, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ის შინა პა­ტიმ­რო­ბი­თა და ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გით შე­ეც­ვა­ლა.

3 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, წე­ლი­წა­დი და 3 თვე მო­ი­ხა­და, და­ნარ­ჩენს სახ­ლში მო­იხ­დის“, - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვილს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. იგი­ვე მუხ­ლით და­ა­კა­ვეს და 3 წლით აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღ­კვე­თი­ლი ვახ­ტან­გაშ­ვი­ლის უფ­როსს, გიგა გი­გაშ­ვილ­საც, თუმ­ცა, მისი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბა­დაა გა­მო­ყო­ფი­ლი.

2022 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად, 13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ორი მო­ზარ­დი - ან­დრია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძე კი და­შავ­და.

მე­ფა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვილ­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი იყო კი­დევ 8 პირი, თუმ­ცა, ერთ-ერთი მათ­გა­ნი სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო, 8 პი­რის მი­მართ კი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გა. მათ საქ­მეს ახლა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს, სხდო­მებს და­ეს­წრე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლი გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვი­ლიც.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!
1

რატომ მხოლოდ შინაპატიმრობა? ვახტანგ გორგასლის მე–3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეთ, სანიმუშოდ იქცეოდა საპატიმროში და რა, არ იმსახურებს?

ეს იმას გავს
5

ეს იმას გავს გირგვლიანის საქმეზე რომ დაიჭირეს და ორ წელში რომ გამოუშვეს,ესეა ეს საქმეც,მაშინ იყო და მერაბიშვილზე არ გადატეხეს ჯოხი ეხლაა და კალაძეს თავის დამქაშებინად გაუპრავეს,ასე რომ მორჩა კინო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის გასამართლებულ გიორგი ვახტანგაშვილს საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის გასამართლებულ გიორგი ვახტანგაშვილს საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, მსჯავრდადებულ გიგა გიგაშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებითაა გასამართლებული, სასჯელს სახლში მოიხდის. მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შინა პატიმრობითა და სპეციალური ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო.

როგორც ვახტანგაშვილის ადვოკატმა კახა წერეთელმა "ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, სასჯელის 1/3 მოხდილი ჰქონდა, შესაბამისად, კანონმდებლობა აღნიშნულს ითვალისწინებდა.

"სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მის მიმართ სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხი განიხილა. აღნიშნული დაკმაყოფილდა, ვინაიდან ის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვისაა გასამართლებული, კანონით, 1/3-ის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია, ეს საკითხი დადგეს, პატიმრობიდან გათავისუფლდა, ის შინა პატიმრობითა და ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა.

3 წელი ჰქონდა მისჯილი, წელიწადი და 3 თვე მოიხადა, დანარჩენს სახლში მოიხდის“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, გიორგი ვახტანგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წაყენებული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. იგივე მუხლით დააკავეს და 3 წლით აქვს თავისუფლება აღკვეთილი ვახტანგაშვილის უფროსს, გიგა გიგაშვილსაც, თუმცა, მისი საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.

2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გიორგი ვახტანგაშვილთან ერთად ბრალდებული იყო კიდევ 8 პირი, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, 8 პირის მიმართ კი გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მათ საქმეს ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სხდომებს დაესწრება მსჯავრდებული გიორგი ვახტანგაშვილიც.

ასევე იხილეთ: