სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელის განცხადებით, ღაზაში იპოვეს "ჰამასის" გვირაბი, რომელიც გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შტაბ-ბინის ქვეშ გადიოდა - რას აცხადებენ სააგენტოში?
ისრაელის განცხადებით, ღაზაში იპოვეს "ჰამასის" გვირაბი, რომელიც გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შტაბ-ბინის ქვეშ გადიოდა - რას აცხადებენ სააგენტოში?

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის უწყე­ბამ 10 თე­ბერ­ვალს გა­ნა­ცხა­და, რომ ღა­ზა­ში ასო­ბით მეტ­რის სიგ­რძის გვი­რა­ბის ქსე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლის ნა­წი­ლი გა­ე­რო-ს პა­ლეს­ტი­ნელ ლტოლ­ვილ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს შტაბ-ბი­ნის ქვეშ გა­დი­ო­და. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით გვი­რა­ბი, რო­მე­ლიც, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, 700 მეტ­რი სიგ­რძის და 18 მეტ­რის სიღ­რმის იყო, რამ­დე­ნი­მე ოთა­ხის­გან და სა­ო­ფი­სე ფარ­თის­გან შედ­გე­ბო­და. ერთი დიდი კა­ბი­ნე­ტი სავ­სე იყო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სერ­ვე­რე­ბით, მე­ო­რე კი სამ­რეწ­ვე­ლო ბა­ტა­რე­ე­ბით.

"ეს არის დაზ­ვერ­ვის ერთ-ერთი მო­ნა­ცემ­თა ცენ­ტრი. ეს ად­გი­ლი არის "ჰა­მა­სის“ დაზ­ვერ­ვის ერთ-ერთი ქვე­და­ნა­ყო­ფი, სა­ი­და­ნაც ისი­ნი მე­თა­უ­რობ­დნენ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დიდ ნა­წილს“, - გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ოფი­ცერ­მა მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

გა­ე­რო-ს პა­ლეს­ტი­ნელ ლტოლ­ვილ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, ფი­ლიპ ლა­ზა­რი­ნის გან­ცხა­დე­ბით, მათ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქო­ნი­ათ იმის შე­სა­ხებ, რომ ღა­ზის სექ­ტორ­ში, მათი შტაბ-ბი­ნის ქვეშ "ჰა­მა­სის“ გვი­რა­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

"გა­ე­რო-ს პა­ლეს­ტი­ნელ ლტოლ­ვილ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ არა­ფე­რი იცო­და იმის შე­სა­ხებ, რა იყო მისი შტაბ-ბი­ნის ქვეშ ღა­ზა­ში. ეს ინ­ფორ­მა­ცია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, რაც, შე­უძ­ლე­ბე­ლია, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ღაზა აქ­ტი­უ­რი ომის ზო­ნაა“, - აღ­ნიშ­ნა ფი­ლიპ ლა­ზა­რინ­მა.

მისი თქმით, ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პა­ლეს­ტი­ნელ ლტოლ­ვილ­თა სა­ა­გენ­ტოს­თვის გვი­რა­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ უც­ნო­ბე­ბია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზრუნვაი საკვირველი
5

და ვინმემ თქვა რომ მაგენი ზრუნავენ? ვინც დადავლეთზე სიმართლე თქვა ყველა რუსეთის მონააა? მე საქართველო მინდა და ქართვწლი მოყვარს, ქართული მიყვარს, ეკლესიური მინდა ქართველი თაობა.... რამდენს გიზდიან იმაში რომ ქართველი კაცს არჩევანი მისცე მხოლოდ ამერიკასა და რუსეთს შორის?თქვენ სხვა არ იციც, ან აკერიკის მომხრე ან რუსეთის, საქართველო მხარედ არ მიგაჩნიათ

გაეროს
112

ძალიან ცუდი და სამწუხაროა. თუ გაერომ არც არაფერი იცოდა, ვერც ვერაფერს მიხვდა, არც თავდაცვაზე იზრუნა, მაშინ რისი მაქნისი ყოფილა. ხალხმა რა ვქნათ, რისი და ვისი იმედი უნდა გვქონდეს. აქამდე გაეროს იმედი ასე თუ ისე გვქონდა, ახლა რა გამოდის? აღარ უნდა გვქონდეს? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ისრაელის განცხადებით, ღაზაში იპოვეს "ჰამასის" გვირაბი, რომელიც გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შტაბ-ბინის ქვეშ გადიოდა - რას აცხადებენ სააგენტოში?

ისრაელის განცხადებით, ღაზაში იპოვეს "ჰამასის" გვირაბი, რომელიც გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შტაბ-ბინის ქვეშ გადიოდა - რას აცხადებენ სააგენტოში?

ისრაელის თავდაცვის უწყებამ 10 თებერვალს განაცხადა, რომ ღაზაში ასობით მეტრის სიგრძის გვირაბის ქსელი აღმოაჩინეს, რომლის ნაწილი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შტაბ-ბინის ქვეშ გადიოდა. მედიის ინფორმაციით გვირაბი, რომელიც, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 700 მეტრი სიგრძის და 18 მეტრის სიღრმის იყო, რამდენიმე ოთახისგან და საოფისე ფართისგან შედგებოდა. ერთი დიდი კაბინეტი სავსე იყო კომპიუტერული სერვერებით, მეორე კი სამრეწველო ბატარეებით.

"ეს არის დაზვერვის ერთ-ერთი მონაცემთა ცენტრი. ეს ადგილი არის "ჰამასის“ დაზვერვის ერთ-ერთი ქვედანაყოფი, საიდანაც ისინი მეთაურობდნენ საბრძოლო მოქმედებების დიდ ნაწილს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცერმა მედიასთან საუბარში.

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ფილიპ ლაზარინის განცხადებით, მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში, მათი შტაბ-ბინის ქვეშ "ჰამასის“ გვირაბი იყო განთავსებული.

"გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რა იყო მისი შტაბ-ბინის ქვეშ ღაზაში. ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას იმსახურებს, რაც, შეუძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ღაზა აქტიური ომის ზონაა“, - აღნიშნა ფილიპ ლაზარინმა.

მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლებას პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოსთვის გვირაბის შესახებ ოფიციალურად არ უცნობებია.

იხილეთ ასევე: