საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იმის წინაპირობაა, რომ ოდესმე ადამიანის კლონსაც შექმნიან" - კლონირებული მაიმუნი 2 წლის შემდეგ ისევ ცოცხალია: მეცნიერების თქმით, ეს იშვიათი მოვლენაა
"ეს იმის წინაპირობაა, რომ ოდესმე ადამიანის კლონსაც შექმნიან" - კლონირებული მაიმუნი 2 წლის შემდეგ ისევ ცოცხალია: მეცნიერების თქმით, ეს იშვიათი მოვლენაა

ჩი­ნე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ა­ში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ მიერ კლო­ნი­რე­ბუ­ლი მა­ი­მუ­ნი 2 წლის შემ­დეგ ისევ ცო­ცხა­ლია. ეს მოვ­ლე­ნა იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ამ­დენ ხანს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხე­ო­ბის არ­ცერთ კლო­ნი­რე­ბულ პრი­მატს უცო­ცხლია.

პრო­ცე­სი, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა სო­მა­ტუ­რი უჯრე­დის ბირ­თვუ­ლი ტრანსფე­რი (SCNT), გუ­ლის­ხმობს გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბას სტან­დარ­ტუ­ლი უჯრე­დი­დან და მის იმპლან­ტა­ცი­ას სხვა მა­ი­მუ­ნის კვერ­ცხუ­ჯრედ­ში. ძაღ­ლე­ბი, მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვი, თაგ­ვე­ბი და თხა სხვა სა­ხე­ო­ბებს შო­რი­საა, რო­მელ­თა კლო­ნი­რე­ბა ამ პრო­ცე­სის გა­მო­ყე­ნე­ბით ხდე­ბა, მაგ­რამ პრი­მა­ტებ­ში ეს რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა - 113 მცდე­ლო­ბი­დან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მხო­ლოდ ერთი გა­მოდ­გა.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, კლო­ნი­რე­ბუ­ლი მა­ი­მუ­ნის გრძელ­ვა­დი­ან ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და გა­დარ­ჩე­ნას "დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს“, რად­გან ისი­ნი " ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ძი­რი­თა­დი და კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის­თვის“.

პრი­მა­ტე­ბის მსგავ­სი კლო­ნი­რე­ბა ევ­რო­პა­ში ეთი­კუ­რი ნიშ­ნით აკ­რძა­ლუ­ლია, მაგ­რამ ჩი­ნეთ­ში ლე­გა­ლუ­რად ტარ­დე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი კლო­ნი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი ცხვა­რი იყო. 22 წლის წინ შექ­მნილ პირ­ველ კლონს მოჰ­ყვა ცხო­ველ­თა სხვა სა­ხე­ო­ბე­ბიც; შე­იქ­მნა კა­ტე­ბი­სა და ცხე­ნე­ბის კლო­ნე­ბიც. მეც­ნი­ე­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მა­ი­მუ­ნის კლო­ნის შექ­მნა იქ­ნე­ბა წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ ისი­ნი ოდეს­მე ადა­მი­ა­ნის კლო­ნი­რე­ბა­საც შეძ­ლე­ბენ.

წყა­რო: telegraph

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რიმა
0

ეტყობა100 წელიწადში 7 მილიარდოთ რომ გაიზარდა მოსახლეობა დედამიწაზე ცოტაა.

მერელინ
0

რაში გვჭირდება კლონის გარეშეც კარგად ვმრავლდებით.

ავტორი:

"ეს იმის წინაპირობაა, რომ ოდესმე ადამიანის კლონსაც შექმნიან" - კლონირებული მაიმუნი 2 წლის შემდეგ ისევ ცოცხალია: მეცნიერების თქმით, ეს იშვიათი მოვლენაა

"ეს იმის წინაპირობაა, რომ ოდესმე ადამიანის კლონსაც შექმნიან" - კლონირებული მაიმუნი 2 წლის შემდეგ ისევ ცოცხალია: მეცნიერების თქმით, ეს იშვიათი მოვლენაა

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათ მიერ კლონირებული მაიმუნი 2 წლის შემდეგ ისევ ცოცხალია. ეს მოვლენა იმითაა გამორჩეული, რომ ამდენ ხანს აღნიშნული სახეობის არცერთ კლონირებულ პრიმატს უცოცხლია.

პროცესი, რომელსაც ეწოდება სომატური უჯრედის ბირთვული ტრანსფერი (SCNT), გულისხმობს გენეტიკური ინფორმაციის ამოღებას სტანდარტული უჯრედიდან და მის იმპლანტაციას სხვა მაიმუნის კვერცხუჯრედში. ძაღლები, მსხვილფეხა პირუტყვი, თაგვები და თხა სხვა სახეობებს შორისაა, რომელთა კლონირება ამ პროცესის გამოყენებით ხდება, მაგრამ პრიმატებში ეს რთული აღმოჩნდა - 113 მცდელობიდან წარმატებული მხოლოდ ერთი გამოდგა.

მეცნიერების თქმით, კლონირებული მაიმუნის გრძელვადიან ჯანმრთელობასა და გადარჩენას "დიდი მნიშვნელობა აქვს“, რადგან ისინი " ფართოდ გამოიყენება ძირითადი და კლინიკური კვლევებისთვის“.

პრიმატების მსგავსი კლონირება ევროპაში ეთიკური ნიშნით აკრძალულია, მაგრამ ჩინეთში ლეგალურად ტარდება. მსოფლიოში პირველი კლონირებული ცხოველი ცხვარი იყო. 22 წლის წინ შექმნილ პირველ კლონს მოჰყვა ცხოველთა სხვა სახეობებიც; შეიქმნა კატებისა და ცხენების კლონებიც. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მაიმუნის კლონის შექმნა იქნება წინაპირობა იმისა, რომ ისინი ოდესმე ადამიანის კლონირებასაც შეძლებენ.

წყარო: telegraph