საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიმსივნე ორჯერ, ნათლობა ნათესავების გარეშე, ოდიოზური მოგონებები... - კიდევ რისი გადატანა მოუწია სამეფო ოჯახს ერთ წელიწადში
სიმსივნე ორჯერ, ნათლობა ნათესავების გარეშე, ოდიოზური მოგონებები... - კიდევ რისი გადატანა მოუწია სამეფო ოჯახს ერთ წელიწადში

გა­სუ­ლი წელი წარ­მო­უდ­გენ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი იყო დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის­თვის. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს ჰყავს ახა­ლი მეფე, მოხ­და სკან­და­ლე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. 2024 წლის თე­ბერ­ვა­ლი ახა­ლი ამ­ბით და­ი­წყო, მეფე ჩარლზ მე­სა­მეს კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

ქეით მიდლტო­ნის იდუ­მა­ლი ავად­მყო­ფო­ბა

მო­მა­ვა­ლი დე­დო­ფა­ლი, უელ­სის პრინ­ცე­სა ქე­ი­თი რე­გუ­ლა­რუ­ლად ეს­წრე­ბა სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს. მაგ­რამ 2024 წელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, რა­ზეც მე­დია სე­რი­ო­ზუ­ლად შეშ­ფოთ­და. 14 იან­ვარს ქეთი და მისი მე­უღ­ლე ბრუ­ნე­ის პრინ­ცის ქორ­წილს უნდა დას­წრე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ სტუმ­რებს შო­რის არ აღ­მოჩ­ნდნენ.

იან­ვრის შუა რი­ცხვებ­ში სა­სახ­ლემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ უელ­სის პრინ­ცე­სას მუც­ლის ღრუს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. მი­მარ­თვა­ში დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ეწე­რა და დღემ­დე ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი ქე­ი­თის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. პრინ­ცე­სა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 16 იან­ვარს მო­ა­თავ­სეს, კლი­ნი­კა­ში 2 კვი­რა უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და ასეც მოხ­და.

ახლა ქე­ი­თი უკვე სახ­ლშია უინ­ძორ­ში, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. ინ­სა­ი­დე­რებ­მა უკვე უთხრეს ტაბ­ლო­ი­დებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქე­ითს სურს სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბებს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­უბ­რუნ­დეს, ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნას რამ­დე­ნი­მე თვე ვერ შეძ­ლებს.

ქეით მიდლტო­ნის დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბამ ჭო­რე­ბი და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. ზოგი წერ­და, რომ პრინ­ცე­სას შე­საძ­ლოა სიმ­სივ­ნე ჰქო­ნო­და, ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, ზოგი კი აცხა­დებ­და, რომ ქე­ი­თი კო­მა­ში იყო.

მეფე ჩარლზ III-ს კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს

სა­ნამ სა­მე­ფო ოჯა­ხის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ქეით მიდლტო­ნის ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ მსჯე­ლობ­დნენ, მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მეფე ჩარლზ III-ს კიბო ჰქონ­და. მო­ნარ­ქი პროს­ტა­ტის ადე­ნო­მის მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ო­და და გა­მოკ­ვლე­ვე­ბის დროს სიმ­სივ­ნე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. უც­ნო­ბია, რა ტი­პის სიმ­სივ­ნე აქვს მე­ფეს. ერ­თა­დერ­თი, რაც ოფი­ცი­ა­ლურ­მა წყა­რო­ებ­მა თქვეს, ეს ნამ­დვი­ლად არ არის პროს­ტა­ტის კიბო.

სა­სახ­ლემ გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ნარ­ქი პო­ზი­ტი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი და სურს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­უბ­რუნ­დეს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბებს.

სა­ნამ მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა, ჩარლზ III ნაკ­ლე­ბად ხში­რად გა­მოჩ­ნდე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მის მო­ვა­ლე­ო­ბებს იკის­რე­ბენ მისი მე­უღ­ლე დე­დო­ფა­ლი კონ­სორტ კა­მი­ლა, მისი ვაჟი პრინ­ცი უი­ლი­ა­მი, მე­ფის და პრინ­ცე­სა ანა და ძმა პრინ­ცი ედ­ვარ­დი.

პრინც ჰა­რის მო­გო­ნე­ბე­ბი

2023 წელი სა­მე­ფო ოჯა­ხის­თვის მძი­მედ და­ი­წყო, მას შემ­დეგ რაც პრინ­ცი ჰა­რის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი გა­მოქ­ვეყ­ნდა. სა­ნამ "სა­თა­და­რი­გო" წიგ­ნე­ბის თა­რო­ებ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ცხა­დი იყო, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ერ­თგვა­რი ბომ­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

400-გვერ­დი­ან მე­მუ­ა­რებ­ში პრინ­ცი ჰარი არა მარ­ტო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს, რო­გო­რი­ცაა ვა­ჟიშ­ვი­ლო­ბის და­კარ­გვა და სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. ის თა­ვის ძმას და მო­მა­ვალ მე­ფეს, პრინც უი­ლი­ამს უწო­დებს "მტერს" და ჰყვე­ბა, თუ რო­გორ და­ეს­ხა თავს მე­გან მარ­კლის გამო.

პრინ­ცი წერს, რომ მას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა „სა­თა­და­რი­გოდ“ ზრდიდ­ნენ და არ უნ­დო­და მა­მას ექორ­წი­ნა კა­მი­ლა­ზე, რად­გან ეგო­ნა, რომ ის ბო­რო­ტი დე­დი­ნაც­ვა­ლი გახ­დე­ბო­და.

ლი­ლი­ბე­ტის ნათ­ლო­ბა

მე­გან მარ­კლი ჯერ კი­დევ სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რო­ბი­სას კმა­ყო­ფი­ლი არ იყო სა­მე­ფო პრო­ტო­კო­ლით. ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, მე­ო­რე შვი­ლი ისე მო­ე­ნათ­ლა, რო­გორც თა­ვად მი­იჩ­ნევ­და სა­ჭი­როდ. 3 მარტს ბავ­შვი ისე მო­ნათ­ლეს, რომ ზე­იმ­ზე სა­მე­ფო ოჯა­ხის არ­ცერ­თი წევ­რი არ იმ­ყო­ფე­ბო­და. წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, მათ მი­იწ­ვი­ეს მეფე ჩარლზ III და მისი მე­უღ­ლე დე­დო­ფა­ლი კონ­სორტ კა­მი­ლა, ასე­ვე უელ­სის პრინ­ცი და პრინ­ცე­სა, მაგ­რამ ისი­ნი არ მი­ვიდ­ნენ დღე­სას­წა­ულ­ზე.

ახა­ლი მეფე

ელი­ზა­ბეტ II 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, აქე­დან 70 მარ­თავ­და დიდ ბრი­ტა­ნეთს. მის­მა უფ­როს­მა ვაჟ­მა, პრინცმა ჩარლზ­მა მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო ტახ­ტი და ავ­ტო­მა­ტუ­რად გახ­და ახა­ლი მო­ნარ­ქი. მაგ­რამ კო­რო­ნა­ცია მა­შინ­ვე არ შედ­გა.

2023 წლის 6 მა­ისს ვეს­ტმინ­სტე­რის სა­ა­ბა­ტო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ი­მარ­თა ღვთა­ებ­რი­ვი ცე­რე­მო­ნია. პრინ­ცი ჩარლ­ზი მრა­ვა­ლი წელი ელო­და, რომ სა­ბო­ლო­ოდ გამ­ხდა­რი­ყო მეფე. ახლა მას ჩარლზ III ჰქვია.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მთე­ლი ოჯა­ხი შე­იკ­რი­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩაფ­რინ­და მე­ფის უმ­ცრო­სი ვაჟი, პრინ­ცი ჰა­რიც. მას თან არ ახ­ლდა მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­და, რომ ჰერ­ცო­გი­ნია ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვებ­და.

სარა ფერ­გი­უსონს კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს

პრინც ენ­დრი­უს ყო­ფილ მე­უღ­ლეს და პრინ­ცე­სე­ბის ეუ­გე­ნი­ა­სა და ბე­ატ­რი­სის დე­დას 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. სარა იმ დღეს მა­მოგ­რა­ფი­ის სკრი­ნინგზე იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნელს ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და და ახლა მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის.

"გვირ­გვი­ნის" ბოლო სე­ზო­ნი გა­მო­ვი­და

შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში გა­მო­ვი­და უკვე სა­კულ­ტო სე­რი­ა­ლის "გვირ­გვი­ნის" ფი­ნა­ლუ­რი სე­ზო­ნი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­თხრობს სა­მე­ფო ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ზე. ბოლო სე­ზო­ნი გვიჩ­ვე­ნებს პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას ცხოვ­რე­ბის ბოლო დღე­ებს. ეს ეპი­ზო­დე­ბი აღად­გენს პრინც უი­ლი­ა­მი­სა და ჰა­რის დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პე­რი­ოდს და გვიყ­ვე­ბა, თუ რო­გორ გა­ნი­ცა­დეს და­ი­ა­ნას სიკ­ვდი­ლი შვი­ლებ­მა, ჩარლზ­მა და ბრი­ტა­ნეთ­მა.

ჰა­რიმ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ტე­ლე­ფო­ნის „და­ჰაკ­ვა­ში“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა

პრინც ჰა­რის­თვის 2023 წლის ზა­ფხუ­ლი ლონ­დო­ნის სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­წყო. ის იქ ცნო­ბი­ლი ტაბ­ლო­ი­დის Daily Mirror-ის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად ჩა­ვი­და. სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა თქვა, რომ გა­ზე­თის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­ტე­ხეს მისი ტე­ლე­ფო­ნი, და­არ­ღვი­ეს მისი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის უფ­ლე­ბა და გა­მუდ­მე­ბით თავს ეს­ხმოდ­ნენ მას და მის მე­უღ­ლეს მე­გან მარ­კლს.

სა­სა­მარ­თლომ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრინც ჰა­რის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღო და გა­ზეთს ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ა­კის­რა.

პრინ­ცი ჰა­რის თქმით, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა შე­იძ­ლე­ბა იყოს მტკივ­ნე­უ­ლი და ნელი, რად­გან 5 წელი გა­ვი­და იმ მო­მენ­ტი­დან, რო­დე­საც მან სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჰა­რიმ აღ­ნიშ­ნა, მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მუდ­მე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და და­ში­ნე­ბის ტაქ­ტი­კა და ცი­ლის­წა­მე­ბა.

ომიდ სკო­ბის სკან­და­ლუ­რი წიგ­ნი "Endgame", სა­დაც სა­მე­ფო კარს რა­სის­ტე­ბი უწო­და

2023 წელს შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს წიგ­ნის წელი. სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ პრინც ჰა­რის მე­მუ­ა­რე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შო­კი­დან არ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, რო­დე­საც ნო­ემ­ბერ­ში სა­მე­ფო ექ­სპერ­ტის წიგ­ნი გა­მოქ­ვეყ­ნდა. ომიდ სკო­ბის, წიგნს, რო­მელ­საც მე­გან მარ­კლის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ბი­ოგ­რაფს უწო­დე­ბენ, "Endgame" ჰქვია და სა­მე­ფო ოჯა­ხის შე­სა­ხებ უამ­რავ სა­ი­დუმ­ლოს ხდის ფარ­დას.

სენ­სა­ცია იყო, რო­დე­საც მწე­რალ­მა „მთა­ვა­რი სა­მე­ფო რა­სის­ტე­ბის“ სა­ხე­ლე­ბი გა­ამ­ჟღავ­ნა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი და ჰერ­ცო­გი­ნია ოპ­რას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჩი­ოდ­ნენ, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან ვი­ღა­ცას აინ­ტე­რე­სებ­და, რა ფე­რის იქ­ნე­ბო­და მე­გა­ნი­სა და ჰა­რის ბავ­შვი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სკო­ბიმ ჰო­ლან­დი­ე­ლი მთარ­გმნე­ლე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ მათ შემ­თხვე­ვით და­ა­სა­ხე­ლეს სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც რა­სის­ტუ­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს მე­გა­ნი­სა და ჰა­რის არ და­ბა­დე­ბულ შვილ­ზე. თუმ­ცა ეს სა­ხე­ლე­ბი თა­ვად წიგნ­ში არ იყო ნახ­სე­ნე­ბი.

სკო­ბის თქმით, მას არ შე­ეძ­ლო პირ­და­პირ ეთ­ქვა, ვინ თქვა ეს სი­ტყვე­ბი ცი­ლის­წა­მე­ბის კა­ნო­ნე­ბის გამო. მაგ­რამ ინ­ტერ­ნეტ­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის სა­უბ­რობ­და პრინც ჩარლზ­სა და ქეით მიდლტონ­ზე. მაგ­რამ ხალ­ხს არ სჯე­რა სკო­ბის წიგნ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფაქ­ტე­ბის, რად­გან ყვე­ლამ იცის მისი ახლო კავ­ში­რის შე­სა­ხებ მე­გან მარ­კლთან.

ტოტო
0

როგორც პატივცემული შექსპირი ამბობდა -თეატრიაო და ნახეთ არ არის თეატრი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სიმსივნე ორჯერ, ნათლობა ნათესავების გარეშე, ოდიოზური მოგონებები... - კიდევ რისი გადატანა მოუწია სამეფო ოჯახს ერთ წელიწადში

სიმსივნე ორჯერ, ნათლობა ნათესავების გარეშე, ოდიოზური მოგონებები... - კიდევ რისი გადატანა მოუწია სამეფო ოჯახს ერთ წელიწადში

გასული წელი წარმოუდგენლად დატვირთული იყო დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის. გაერთიანებულ სამეფოს ჰყავს ახალი მეფე, მოხდა სკანდალები, საინტერესო ამბები და მოვლენები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. 2024 წლის თებერვალი ახალი ამბით დაიწყო, მეფე ჩარლზ მესამეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

ქეით მიდლტონის იდუმალი ავადმყოფობა

მომავალი დედოფალი, უელსის პრინცესა ქეითი რეგულარულად ესწრება სხვადასხვა ღონისძიებებს. მაგრამ 2024 წელს საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, რაზეც მედია სერიოზულად შეშფოთდა. 14 იანვარს ქეთი და მისი მეუღლე ბრუნეის პრინცის ქორწილს უნდა დასწრებოდნენ, მაგრამ სტუმრებს შორის არ აღმოჩნდნენ.

იანვრის შუა რიცხვებში სასახლემ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ უელსის პრინცესას მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. მიმართვაში დიაგნოზის შესახებ არაფერი ეწერა და დღემდე ცოტა რამ არის ცნობილი ქეითის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პრინცესა საავადმყოფოში 16 იანვარს მოათავსეს, კლინიკაში 2 კვირა უნდა დარჩენილიყო და ასეც მოხდა.

ახლა ქეითი უკვე სახლშია უინძორში, სადაც საუკეთესო სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ გადის რეაბილიტაციას. ინსაიდერებმა უკვე უთხრეს ტაბლოიდებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქეითს სურს სამეფო მოვალეობებს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს, ის საზოგადოებაში გამოჩენას რამდენიმე თვე ვერ შეძლებს.

ქეით მიდლტონის დიაგნოზის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ ჭორები და სპეკულაციები გამოიწვია. ზოგი წერდა, რომ პრინცესას შესაძლოა სიმსივნე ჰქონოდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ზოგი კი აცხადებდა, რომ ქეითი კომაში იყო.

მეფე ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

სანამ სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები ქეით მიდლტონის ოპერაციის შესახებ მსჯელობდნენ, მსოფლიოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეფე ჩარლზ III-ს კიბო ჰქონდა. მონარქი პროსტატის ადენომის მკურნალობას გადიოდა და გამოკვლევების დროს სიმსივნე აღმოაჩინეს. უცნობია, რა ტიპის სიმსივნე აქვს მეფეს. ერთადერთი, რაც ოფიციალურმა წყაროებმა თქვეს, ეს ნამდვილად არ არის პროსტატის კიბო.

სასახლემ განაცხადა, რომ მონარქი პოზიტიურად არის განწყობილი და სურს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის მოვალეობებს.

სანამ მკურნალობა გრძელდება, ჩარლზ III ნაკლებად ხშირად გამოჩნდება ოფიციალურ ღონისძიებებზე. ამ დროის განმავლობაში მის მოვალეობებს იკისრებენ მისი მეუღლე დედოფალი კონსორტ კამილა, მისი ვაჟი პრინცი უილიამი, მეფის და პრინცესა ანა და ძმა პრინცი ედვარდი.

პრინც ჰარის მოგონებები

2023 წელი სამეფო ოჯახისთვის მძიმედ დაიწყო, მას შემდეგ რაც პრინცი ჰარის ავტობიოგრაფიული წიგნი გამოქვეყნდა. სანამ "სათადარიგო" წიგნების თაროებზე გამოჩნდებოდა, ცხადი იყო, რომ ეს იქნებოდა ერთგვარი ბომბი საზოგადოებისთვის.

400-გვერდიან მემუარებში პრინცი ჰარი არა მარტო პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრობს, როგორიცაა ვაჟიშვილობის დაკარგვა და სასქესო ორგანოების დაზიანება. ის თავის ძმას და მომავალ მეფეს, პრინც უილიამს უწოდებს "მტერს" და ჰყვება, თუ როგორ დაესხა თავს მეგან მარკლის გამო.

პრინცი წერს, რომ მას მთელი ცხოვრება „სათადარიგოდ“ ზრდიდნენ და არ უნდოდა მამას ექორწინა კამილაზე, რადგან ეგონა, რომ ის ბოროტი დედინაცვალი გახდებოდა.

ლილიბეტის ნათლობა

მეგან მარკლი ჯერ კიდევ სამეფო ოჯახის წევრობისას კმაყოფილი არ იყო სამეფო პროტოკოლით. ამიტომ გადაწყვიტა, მეორე შვილი ისე მოენათლა, როგორც თავად მიიჩნევდა საჭიროდ. 3 მარტს ბავშვი ისე მონათლეს, რომ ზეიმზე სამეფო ოჯახის არცერთი წევრი არ იმყოფებოდა. წყაროების თანახმად, მათ მიიწვიეს მეფე ჩარლზ III და მისი მეუღლე დედოფალი კონსორტ კამილა, ასევე უელსის პრინცი და პრინცესა, მაგრამ ისინი არ მივიდნენ დღესასწაულზე.

ახალი მეფე

ელიზაბეტ II 2022 წლის სექტემბერში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, აქედან 70 მართავდა დიდ ბრიტანეთს. მისმა უფროსმა ვაჟმა, პრინცმა ჩარლზმა მემკვიდრეობით მიიღო ტახტი და ავტომატურად გახდა ახალი მონარქი. მაგრამ კორონაცია მაშინვე არ შედგა.

2023 წლის 6 მაისს ვესტმინსტერის სააბატოში ოფიციალური გაიმართა ღვთაებრივი ცერემონია. პრინცი ჩარლზი მრავალი წელი ელოდა, რომ საბოლოოდ გამხდარიყო მეფე. ახლა მას ჩარლზ III ჰქვია.

ღონისძიებაზე მთელი ოჯახი შეიკრიბა. სპეციალურად ჩაფრინდა მეფის უმცროსი ვაჟი, პრინცი ჰარიც. მას თან არ ახლდა მეუღლე და ორი შვილი, თუმცა საზოგადოება ელოდა, რომ ჰერცოგინია ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდა.

სარა ფერგიუსონს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

პრინც ენდრიუს ყოფილ მეუღლეს და პრინცესების ეუგენიასა და ბეატრისის დედას 2023 წლის სექტემბერში კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სარა იმ დღეს მამოგრაფიის სკრინინგზე იმყოფებოდა. სამეფო ოჯახის წარმომადგენელს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა და ახლა მკურნალობის კურსს გადის.

"გვირგვინის" ბოლო სეზონი გამოვიდა

შემოდგომის დასაწყისში გამოვიდა უკვე საკულტო სერიალის "გვირგვინის" ფინალური სეზონი, რომელიც მოგვითხრობს სამეფო ოჯახის ცხოვრებაზე. ბოლო სეზონი გვიჩვენებს პრინცესა დაიანას ცხოვრების ბოლო დღეებს. ეს ეპიზოდები აღადგენს პრინც უილიამისა და ჰარის დედის გარდაცვალების პერიოდს და გვიყვება, თუ როგორ განიცადეს დაიანას სიკვდილი შვილებმა, ჩარლზმა და ბრიტანეთმა.

ჰარიმ ჟურნალისტები ტელეფონის „დაჰაკვაში“ დაადანაშაულა

პრინც ჰარისთვის 2023 წლის ზაფხული ლონდონის სასამართლოში დაიწყო. ის იქ ცნობილი ტაბლოიდის Daily Mirror-ის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ჩავიდა. სასექსის ჰერცოგმა თქვა, რომ გაზეთის ჟურნალისტებმა გატეხეს მისი ტელეფონი, დაარღვიეს მისი კონფიდენციალურობის უფლება და გამუდმებით თავს ესხმოდნენ მას და მის მეუღლეს მეგან მარკლს.

სასამართლომ საბოლოოდ გადაწყვეტილება პრინც ჰარის სასარგებლოდ მიიღო და გაზეთს ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

პრინცი ჰარის თქმით, სამართლიანობისკენ მიმავალი გზა შეიძლება იყოს მტკივნეული და ნელი, რადგან 5 წელი გავიდა იმ მომენტიდან, როდესაც მან სარჩელი შეიტანა. ამ დროის განმავლობაში, ჰარიმ აღნიშნა, მის წინააღმდეგ გამუდმებით გამოიყენებოდა დაშინების ტაქტიკა და ცილისწამება.

ომიდ სკობის სკანდალური წიგნი "Endgame", სადაც სამეფო კარს რასისტები უწოდა

2023 წელს შეიძლება ეწოდოს წიგნის წელი. სამეფო ოჯახის წევრები და საზოგადოება ჯერ კიდევ პრინც ჰარის მემუარებიდან მიღებული შოკიდან არ გამოსულიყვნენ, როდესაც ნოემბერში სამეფო ექსპერტის წიგნი გამოქვეყნდა. ომიდ სკობის, წიგნს, რომელსაც მეგან მარკლის არაოფიციალურ ბიოგრაფს უწოდებენ, "Endgame" ჰქვია და სამეფო ოჯახის შესახებ უამრავ საიდუმლოს ხდის ფარდას.

სენსაცია იყო, როდესაც მწერალმა „მთავარი სამეფო რასისტების“ სახელები გაამჟღავნა. მოგეხსენებათ, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ოპრასთან ინტერვიუში ჩიოდნენ, რომ სამეფო ოჯახიდან ვიღაცას აინტერესებდა, რა ფერის იქნებოდა მეგანისა და ჰარის ბავშვი.

მოგვიანებით, სკობიმ ჰოლანდიელი მთარგმნელები დაადანაშაულა, რომ მათ შემთხვევით დაასახელეს სამეფო ოჯახის წევრები, რომლებმაც რასისტული კომენტარი გააკეთეს მეგანისა და ჰარის არ დაბადებულ შვილზე. თუმცა ეს სახელები თავად წიგნში არ იყო ნახსენები.

სკობის თქმით, მას არ შეეძლო პირდაპირ ეთქვა, ვინ თქვა ეს სიტყვები ცილისწამების კანონების გამო. მაგრამ ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საუბრობდა პრინც ჩარლზსა და ქეით მიდლტონზე. მაგრამ ხალხს არ სჯერა სკობის წიგნში წარმოდგენილი ფაქტების, რადგან ყველამ იცის მისი ახლო კავშირის შესახებ მეგან მარკლთან.