პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განიცდიდა, რომ დროულად არ წავიდა თურქეთში... ამბობდა, საქართველოში ექიმებმა დრო დამაკარგვინეს და დიდი ზიანი მომაყენესო" - რას ჰყვება მეგობარი სოსო ჯაჭვლიანზე?
"განიცდიდა, რომ დროულად არ წავიდა თურქეთში... ამბობდა, საქართველოში ექიმებმა დრო დამაკარგვინეს და დიდი ზიანი მომაყენესო" - რას ჰყვება მეგობარი სოსო ჯაჭვლიანზე?
  • ფო­ტო­ზე: სოსო ჯაჭვლი­ა­ნი და გია ბურ­ჯა­ნა­ძე კლი­ნი­კა­ში

"სვა­ნეთ­ში სახ­ლი კი არა სახ­ლე­ბი გვაქვს, ექ­ვსი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ... სვა­ნეთ­ზე ყველ­გან ისე ვსა­უბ­რობ, ვინ­მემ რომ წა­ი­კი­თხოს, იფიქ­რებს, უშ­ბის ძი­რას ცხოვ­რობ­სო... სამ­წუ­ხა­როდ, სვა­ნეთ­ში ხში­რად ვერ ჩავ­დი­ვარ და ამა­ზე ძა­ლი­ან გული მტკი­ვა. სვა­ნე­თის მსგავ­სი ად­გი­ლი დე­და­მი­წა­ზე არ მე­გუ­ლე­ბა, თო­რემ სად არ ვყო­ფილ­ვარ და რა არ მი­ნა­ხავს", - ამ­ბობ­და ის "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ერთ- ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ბოლო წლე­ბი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და და ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ კი თურ­ქე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურსს გა­დი­ო­და. მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ თავს უკეთ გრძნობ­და, ამი­ტომ ყვე­ლას მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის იმე­დი ჰქონ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, და­ა­ვა­დე­ბას ვერ მო­ე­რია. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აჭ­რე­ლე­ბუ­ლია ტკი­ვი­ლი­ა­ნი სტა­ტუ­სე­ბით. ყვე­ლა იხ­სე­ნებს მის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ რო­ლებს, რო­მე­ლიც მარ­თლაც და­უ­ვი­წყა­რია.

კახა ბა­სი­ლია, მე­გო­ბა­რი:

- მე და სოსო დიდი ხა­ნია ვმე­გობ­რობთ. ბო­ლოს ორი კვი­რის წინ ვე­სა­უბ­რე ტე­ლე­ფო­ნით, სტამ­ბოლ­ში იყო, დიდ­ხანს ვსა­უბ­რობ­დით ხოლ­მე. შე­მარ­თე­ბით იყო. ჩემ­თვის მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლია. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­თა­ნა­დოდ არ არი­ან და­ფა­სე­ბუ­ლე­ბი ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი. სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ იწყე­ბენ მათ­ზე სა­უ­ბარს და მათ გაღ­მერ­თე­ბას. სო­სოს კი­დევ ბევ­რი რამ შე­ეძ­ლო გა­ე­კე­თე­ბი­ნა თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით არა­მარ­ტო კულ­ტუ­რა­ში, არა­მედ, სპორ­ტში, მაგ­რამ მას ხე­ლის შეშ­ლის მეტი არა­ფე­რი გა­უ­კე­თეს. ნერ­ვი­უ­ლობ­და ძა­ლი­ან და ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და ის, რაც ბო­ლოს სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ გა­უ­კე­თა... ამას არ იმ­სა­ხუ­რებ­და. კაცს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჰქონ­და და­ნიშ­ნუ­ლი მკლავ­ჭიდ­ში, სა­გა­რან­ტიო წე­რი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კვი­რი­კაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო, ფული და­ხარ­ჯა, მედ­ლე­ბი შე­უკ­ვე­თა და ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, გა­უ­კე­თეს ის, რაც გა­უ­კე­თეს. თან რო­გორ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­ნა­ში ლო­მის წილი ჰქონ­და. ხალ­ხი სოსო ჯაჭვლი­ანს და მის მსგავს ადა­მი­ა­ნებს ენდო. ჩვე­ნი ყვე­ლა სა­უ­ბა­რი ამით მთავ­რდე­ბო­და, სულ ამ­ბობ­და, რომ გულ­ნატ­კე­ნი იყო. ბო­ლო­საც რომ ვე­სა­უბ­რე, მა­ში­ნაც მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან ნა­წყე­ნი იყო ამ ყვე­ლა­ფერ­ზე.

რა უნდა ვთქვა, უსა­მარ­თლო­ბა და უნი­ჭო­ე­ბის ზე­ი­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე დიდ­ხანს არ შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა და ეს უნდა დას­რულ­დე­სო, მე­ტყო­და ხოლ­მე.

ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, რომ სა­თა­ნა­დოდ არ და­ა­ფა­სეს. სოსო ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო. ჩვენ ბევ­რი პრო­ექ­ტი გვაქვს ერ­თად გა­კე­თე­ბუ­ლი და ყვე­ლა საქ­მე­ში სულს და გულს დებ­და. ერთ-ერთი კარ­გი პრო­ექ­ტი 2010 წელს ჩა­ვა­ტა­რეთ "მის სპორტ სა­ქარ­თვე­ლო", უცებ მო­ვი­და ეს იდეა სა­უბ­რის დროს, შე­იკ­რი­ბა კო­მი­სია და ჩა­ვა­ტა­რეთ. დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ჩა­ერ­თო სოსო. კარგ დო­ნე­ზე გა­ვა­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი და გვი­ხა­რო­და. კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო, კარ­გი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც არ დაგ­ზარ­დე­ბო­და და თუ მისი მხარ­ში დგო­მა დაგ­ჭირ­დე­ბო­და, მო­ვი­დო­და და და­გიდ­გე­ბო­და.

წარ­მო­სა­დე­გი გა­რეგ­ნო­ბის ბიჭი იყო, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ფი­ზი­კუ­რა­დაც ძლი­ე­რი. ჩემი ხედ­ვით, ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის ეტა­ლო­ნი იყო. თუ ვინ­მეს გინ­და უცხო­ეთ­ში ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის სახე აჩ­ვე­ნო, მე სო­სოს ვაჩ­ვე­ნებ­დი. მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ძა­ლი­ან სხარ­ტი აზ­როვ­ნე­ბა ჰქონ­და და ამის გამო სულ ვე­ხუმ­რე­ბო­დი, მე ვარ გუ­რუ­ლი, თუ შენ-მეთ­ქი, გა­ი­ცი­ნებ­და და მე­ტყო­და, - გუ­რი­ი­დან ვართ მთა­ში წა­სუ­ლე­ბიო. სულ ვე­ხუმ­რე­ბო­დი, სვა­ნუ­რი კი­ლო­თი ვე­სა­უბ­რე­ბო­დი და იღი­მო­და. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
0

სამწუხაროდ ამ უკუღმართ ქვეყანაში ასე ხდება რომ არ ჩაძირონ ადამიანი არ არსებობს......ნათელი სოსოს სულს....

:)))
1

ქართველი ექიმები :))) კარგი ანიგდოტია :)))))) ნა სხვა რაში არის აქ პროფესიონალი არც არაფერში დილეტანტების პარადია ყველაფერში:)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"განიცდიდა, რომ დროულად არ წავიდა თურქეთში... ამბობდა, საქართველოში ექიმებმა დრო დამაკარგვინეს და დიდი ზიანი მომაყენესო" - რას ჰყვება მეგობარი სოსო ჯაჭვლიანზე?

"განიცდიდა, რომ დროულად არ წავიდა თურქეთში... ამბობდა, საქართველოში ექიმებმა დრო დამაკარგვინეს და დიდი ზიანი მომაყენესო" - რას ჰყვება მეგობარი სოსო ჯაჭვლიანზე?
  • ფოტოზე: სოსო ჯაჭვლიანი და გია ბურჯანაძე კლინიკაში

"სვანეთში სახლი კი არა სახლები გვაქვს, ექვსი დედმამიშვილი ვართ... სვანეთზე ყველგან ისე ვსაუბრობ, ვინმემ რომ წაიკითხოს, იფიქრებს, უშბის ძირას ცხოვრობსო... სამწუხაროდ, სვანეთში ხშირად ვერ ჩავდივარ და ამაზე ძალიან გული მტკივა. სვანეთის მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ მეგულება, თორემ სად არ ვყოფილვარ და რა არ მინახავს", - ამბობდა ის "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ერთ- ერთ ინტერვიუში.

ბოლო წლები მძიმე დაავადებას ებრძოდა და ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. მისი მეგობრები ამბობდნენ, რომ თავს უკეთ გრძნობდა, ამიტომ ყველას მისი გამოჯანმრთელების იმედი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, დაავადებას ვერ მოერია. სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით. ყველა იხსენებს მის მიერ შესრულებულ როლებს, რომელიც მართლაც დაუვიწყარია.

კახა ბასილია, მეგობარი:

- მე და სოსო დიდი ხანია ვმეგობრობთ. ბოლოს ორი კვირის წინ ვესაუბრე ტელეფონით, სტამბოლში იყო, დიდხანს ვსაუბრობდით ხოლმე. შემართებით იყო. ჩემთვის მისი გარდაცვალება ძალიან დიდი გულისტკივილია. შესანიშნავი ადამიანი იყო, ძალიან ნიჭიერი, სამწუხაროა, რომ საქართველოში სათანადოდ არ არიან დაფასებულები ასეთი ადამიანები. სიკვდილის შემდეგ იწყებენ მათზე საუბარს და მათ გაღმერთებას. სოსოს კიდევ ბევრი რამ შეეძლო გაეკეთებინა თავისი შემოქმედებით არამარტო კულტურაში, არამედ, სპორტში, მაგრამ მას ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთეს. ნერვიულობდა ძალიან და ძალიან განიცადა ის, რაც ბოლოს სპორტის სამინისტრომ გაუკეთა... ამას არ იმსახურებდა. კაცს მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა დანიშნული მკლავჭიდში, საგარანტიო წერილი პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისგან მიიღო, ფული დახარჯა, მედლები შეუკვეთა და ამ ყველაფრის მიუხედავად, გაუკეთეს ის, რაც გაუკეთეს. თან როგორ ადამიანს, რომელსაც ამ ხელისუფლების მოყვანაში ლომის წილი ჰქონდა. ხალხი სოსო ჯაჭვლიანს და მის მსგავს ადამიანებს ენდო. ჩვენი ყველა საუბარი ამით მთავრდებოდა, სულ ამბობდა, რომ გულნატკენი იყო. ბოლოსაც რომ ვესაუბრე, მაშინაც მითხრა, რომ ძალიან ნაწყენი იყო ამ ყველაფერზე.

რა უნდა ვთქვა, უსამართლობა და უნიჭოების ზეიმია საქართველოში, ასე დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და ეს უნდა დასრულდესო, მეტყოდა ხოლმე.

ძალიან გული მწყდება, რომ სათანადოდ არ დააფასეს. სოსო ძალიან კარგი მეგობარი იყო. ჩვენ ბევრი პროექტი გვაქვს ერთად გაკეთებული და ყველა საქმეში სულს და გულს დებდა. ერთ-ერთი კარგი პროექტი 2010 წელს ჩავატარეთ "მის სპორტ საქართველო", უცებ მოვიდა ეს იდეა საუბრის დროს, შეიკრიბა კომისია და ჩავატარეთ. დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო სოსო. კარგ დონეზე გავაკეთეთ ყველაფერი და გვიხაროდა. კარგი ორგანიზატორი იყო, კარგი მეგობარი, რომელიც არ დაგზარდებოდა და თუ მისი მხარში დგომა დაგჭირდებოდა, მოვიდოდა და დაგიდგებოდა.

წარმოსადეგი გარეგნობის ბიჭი იყო, განათლებული და ფიზიკურადაც ძლიერი. ჩემი ხედვით, ქართველი მამაკაცის ეტალონი იყო. თუ ვინმეს გინდა უცხოეთში ქართველი მამაკაცის სახე აჩვენო, მე სოსოს ვაჩვენებდი. მისი შესრულებული როლები გამორჩეული იყო. ძალიან სხარტი აზროვნება ჰქონდა და ამის გამო სულ ვეხუმრებოდი, მე ვარ გურული, თუ შენ-მეთქი, გაიცინებდა და მეტყოდა, - გურიიდან ვართ მთაში წასულებიო. სულ ვეხუმრებოდი, სვანური კილოთი ვესაუბრებოდი და იღიმოდა. შესანიშნავი ადამიანი იყო... გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: