პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალი კიოდა, ვაიმე, შვილოო... სამი გამყიდველია მოკლული, მათ შორის, ორი ძმა - დათო და მალხაზი" - რუსთავში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
"ქალი კიოდა, ვაიმე, შვილოო... სამი გამყიდველია მოკლული, მათ შორის, ორი ძმა - დათო და მალხაზი" - რუსთავში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი მოხ­და დღეს დი­ლით რუს­თავ­ში, ე.წ. სტამ­ბო­ლის ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ახალ­გაზ­რდა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მო­უ­ლოდ­ნე­ლად იმ სექ­ცი­ა­ში შე­იჭ­რა, სა­დაც სა­ქონ­ლის ხორ­ცი იყი­დე­ბა და იქ დახლზე მყო­ფებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. სამ­წუ­ხა­როდ, სრო­ლის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 4 ადა­მი­ა­ნი და ერთი დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრომ­დე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი. ჯერ გარ­დაც­ვლილ­თა ცხედ­რე­ბი პრო­ზექ­ტუ­რა­ში არ არის გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ერთი უბ­რა­ლოდ გამ­ვლე­ლია, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას იმ დროს ხორცს ყი­დუ­ლობ­და.

"ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და. უკვე მი­სუ­ლი ვი­ყა­ვი სამ­სა­ხურ­ში და გა­ვი­გე სრო­ლის­მაგ­ვა­რი ხმა, მაგ­რამ მე­გო­ნა, სა­ა­ხალ­წლო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი იყო. მერე, უცებ, კი­ვი­ლის ხმა გა­ის­მა და ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ. და­ღუ­პუ­ლია 4 ადა­მი­ა­ნი და მათ შო­რის, ერთი გამ­ვლე­ლია, ტაქ­სის მძღო­ლი, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტში იქ ხორცს ყი­დუ­ლობ­და და ამ გას­რო­ლილ ტყვი­ას ემსხვერ­პლა. რო­გორც მი­თხრეს, ეს ტაქ­სის მძღო­ლი "6 ნომ­რის" გა­ჩე­რე­ბას­თან იდგა და ტაქ­სი­ზე მუ­შა­ობ­და, თა­ვი­სი მან­ქა­ნით. სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს.

  • რაც შე­ე­ხე­ბა სხვა გარ­დაც­ვლი­ლებს, პი­რა­დად ვიც­ნობ­დი მათ. მათი ვი­ნა­ო­ბა ჩვე­ნი დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან გა­ვი­გე, ხორ­ცის სამი გამ­ყიდ­ვე­ლია მოკ­ლუ­ლი, მათ შო­რის, ორი ძმა - დათო და მალ­ხა­ზი, მე რო­გორც ვიცი, ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვია. ბრალ­დე­ბუ­ლის ბიძა იყო ნო­და­რი, რო­მე­ლიც ასე­ვე და­ღუ­პუ­ლია და დაჭ­რი­ლია ნო­და­რის ბიჭი, რო­მე­ლიც ახლა კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

იმ ოთხი გარ­დაც­ვლი­ლი­დან ერთი ცო­ცხა­ლი იყო და კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. თქვეს, რომ თავ­დამ­სხმე­ლი ნო­და­რის ძმის­შვი­ლია. ის შე­მო­ვარ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე და შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით გახ­სნა ცე­ცხლი და რო­გორც გი­თხა­რით, ბიძა და ბი­ძაშ­ვი­ლი დაჭ­რა, ასე­ვე, ძმე­ბი დათო და არ­სე­ნა.

მე არ ვიც­ნობ დამ­ნა­შა­ვეს, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ ისიც იქ მუ­შა­ობ­და, ბა­ზარ­ში, და ად­გი­ლის გამო ჰქონ­დათ დავა ერ­თმა­ნეთ­თან. სხვე­ბის მო­ნა­ყოლს ვამ­ბობ, არ ვიცი, ეს რამ­დე­ნად ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­აა, თურ­მე, მათ მოკ­ვლით და­მუქ­რე­ბია, მე თქვენ გაჩ­ვე­ნებთ, რას გი­ზამ­თო, მაგ­რამ ამას ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, მო­ვი­და დღეს და ცე­ცხლი გა­უხ­სნა.გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
4

არ უნდა დაჩაგრო ადამიანი და წაართვა ლუკმა პურის შოვნის შესაძლებლობა.... მე ვინმემ უსამართლოდ რომ წამართვას საარსებო წყარო, და წარმოვიდგენ ჩემს შვილს მშიერს, ყველას გავისტუმრებ საიქიოს...

Loki
3

სულ შეიშალეთ?! ბიძას და ძმისშვილს შორის კონფლიქტიც სახეომწიფომ უნდა აარეგულიროს?! ეს დამოკიდებულება ღუპავს სწორედ ქვეყანას. პირად და ნათესაურ ურთოერთობებს ვერ ვალაგებთ, ცოლს ქმარი კლავს, ბიძას ძმისშვილი, მეზობელს მეორე მეზობელი და ა.შ. შურისძიების და ანგარიშსწორების პრევენცია სწორი აღზრდაა და არა სხვისკენ თითის გაშვერა. დარმწუნებული ვარ ზეგ უკვე დავიწყებული გექნებათ ეს ტრაგედიაც. თქვენ უბრალოდ საკითხი გჭირდებათ, რომლითაც ქვეყნის სახლემწიფოებრიობას შეურაცხყოფას მიაყენებთ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებთ. ესე როგორ გძულთ სამშობლო ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ქალი კიოდა, ვაიმე, შვილოო... სამი გამყიდველია მოკლული, მათ შორის, ორი ძმა - დათო და მალხაზი" - რუსთავში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"ქალი კიოდა, ვაიმე, შვილოო... სამი გამყიდველია მოკლული, მათ შორის, ორი ძმა - დათო და მალხაზი" - რუსთავში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

უმძიმესი ფაქტი მოხდა დღეს დილით რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე. ახალგაზრდა შეიარაღებული მამაკაცი მოულოდნელად იმ სექციაში შეიჭრა, სადაც საქონლის ხორცი იყიდება და იქ დახლზე მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. სამწუხაროდ, სროლის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი და ერთი დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ. ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები. ჯერ გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში არ არის გადასვენებული.

ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი უბრალოდ გამვლელია, რომელიც ტრაგედიის ადგილას იმ დროს ხორცს ყიდულობდა.

"ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. უკვე მისული ვიყავი სამსახურში და გავიგე სროლისმაგვარი ხმა, მაგრამ მეგონა, საახალწლო ასაფეთქებელი იყო. მერე, უცებ, კივილის ხმა გაისმა და ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. დაღუპულია 4 ადამიანი და მათ შორის, ერთი გამვლელია, ტაქსის მძღოლი, რომელიც იმ მომენტში იქ ხორცს ყიდულობდა და ამ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. როგორც მითხრეს, ეს ტაქსის მძღოლი "6 ნომრის" გაჩერებასთან იდგა და ტაქსიზე მუშაობდა, თავისი მანქანით. სრულიად უდანაშაულო ადამიანი მოკლეს.

  • რაც შეეხება სხვა გარდაცვლილებს, პირადად ვიცნობდი მათ. მათი ვინაობა ჩვენი დაცვის თანამშრომლებისგან გავიგე, ხორცის სამი გამყიდველია მოკლული, მათ შორის, ორი ძმა - დათო და მალხაზი, მე როგორც ვიცი, ყველა ერთმანეთის ნათესავია. ბრალდებულის ბიძა იყო ნოდარი, რომელიც ასევე დაღუპულია და დაჭრილია ნოდარის ბიჭი, რომელიც ახლა კლინიკაშია მოთავსებული.

იმ ოთხი გარდაცვლილიდან ერთი ცოცხალი იყო და კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა. თქვეს, რომ თავდამსხმელი ნოდარის ძმისშვილია. ის შემოვარდა შეიარაღებული დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთზე და შურისძიების მოტივით გახსნა ცეცხლი და როგორც გითხარით, ბიძა და ბიძაშვილი დაჭრა, ასევე, ძმები დათო და არსენა.

მე არ ვიცნობ დამნაშავეს, მაგრამ ამბობენ, რომ ისიც იქ მუშაობდა, ბაზარში, და ადგილის გამო ჰქონდათ დავა ერთმანეთთან. სხვების მონაყოლს ვამბობ, არ ვიცი, ეს რამდენად ზუსტი ინფორმაციაა, თურმე, მათ მოკვლით დამუქრებია, მე თქვენ გაჩვენებთ, რას გიზამთო, მაგრამ ამას ვინ წარმოიდგენდა, მოვიდა დღეს და ცეცხლი გაუხსნა. განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ სრულად: