რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია 4 და დაჭრილია ერთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. გარდაცვლილთა შორის ბრალდებულის ბიძაა, დაშავებული კი მისი ბიძაშვილი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი. დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
რათქმა უნდა საშინელება მოხდა მარაააააა...ბიძამ სულაც რომ არაფერი ხორცი ნისიათ ვერ გაატანააა..? რა სჭირთ ამ ხალხს თავის ძმიშვილი გინდაც ყოველდღე მისულიყო ხორცისათვის ისე უნდა მიეცა დაეპურებინა ........ რა ნისია რა ყიდვა....ნარკომანი კაიფშიო მერე თუ მასე იყო ხორცი თავისთვის ხომ რ უნდოდა ოჯახში მიქონდააა..რავიცი ოღონდაც არ გავგიჟდებოდე დაააააააა....
დღეში რამდენ ადამიანს კლავენ, რამდენი ავარიაში კვდება, რამდენი მეწყერში. დაჭრილებზე და გალახულ ნაცემებზე აღარაა ლაპარაკი. და ეს ერთ პატარა 3 მილიონიან ქვეყანაში. სახელმწიფოა და ჯუნგლები?!