მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორი მეგობრობა და ძმობა გვაკავშირებდა... ცრემლები მახრჩობს" - რას წერს ია ნინიძე სოსო ჯაჭვლიანზე?
"როგორი მეგობრობა და ძმობა გვაკავშირებდა... ცრემლები მახრჩობს" - რას წერს ია ნინიძე სოსო ჯაჭვლიანზე?

გუ­შინ, 65 წლის ასაკ­ში მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, სპორ­ტსმე­ნი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ჯაჭვლი­ა­ნი ბოლო წლებ­ში მძი­მე სენს ებ­რძო­და. ის სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს. მე­გობ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ თავს უკეთ გრძნობ­და, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, და­ა­ვა­დე­ბას ვერ მო­ე­რია.

მსა­ხი­ობ­სა და სპორ­ტსმენს ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა მსა­ხი­ო­ბი ია ნი­ნი­ძე და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს:

- ჩემო სოსო, რა უნდა დავ­წე­რო. რო­გო­რი მე­გობ­რო­ბა და ძმო­ბა გვა­კავ­ში­რებ­და. შენ იყა­ვი და ხარ და ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი ჩემ­თვის ერ­თგუ­ლი რა­ინ­დი. ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს. ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი ჩემს უსაყ­ვარ­ლეს მე­გო­ბარს სოსო ჯაჭვლი­ანს, ყვე­ლას ახ­სოვს თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ფილ­მი­დან „ნატ­ვრის ხე“, სა­დაც გე­დი­ას როლი ბრწყინ­ვა­ლედ შე­ას­რუ­ლა. ჭეშ­მა­რი­ტი ქარ­თვე­ლი და თა­ვი­სი ხალ­ხის შვი­ლი იყო! ვი­ლო­ცოთ მისი სუ­ლის­თვის!

ალ­ბათ ცო­ტამ თუ იცის, რომ მა­რი­ტას როლ­ზე რე­ჟი­სო­რი თავ­და­პირ­ვე­ლად ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ნაც­ვლად ია ნი­ნი­ძეს გა­ნი­ხი­ლავ­და. ამ ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ რუბ­რი­კა­ში კი­ნომ­ცოდ­ნე ზაკ მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა.

თურ­მე მა­შინ, როცა ია ნი­ნი­ძე 14 წლის იყო, მას თენ­გიზ აბუ­ლა­ძე კი­ნოს­ტუ­დი­ის კი­ბე­ზე შეხ­ვედ­რია და უთ­ქვამს, ფილ­მის გა­და­ღე­ბას უკვე ვი­წყებ, მთა­ვა­რი როლი კი შენ მინ­და ითა­მა­შოო. მა­შინ ია ნი­ნი­ძეს უკვე ჰქონ­და რო­ლე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას „არ იდარ­დო­სა“ და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას „ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში“. როცა შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო, სხვა ფილმში, „ციურ მერ­ცხლებ­ში“ უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იყო როლ­ზე.

ია ნი­ნი­ძე იხ­სე­ნებ­და: "მე არ მქონ­და ეშ­მა­კო­ბა, მეთ­ქვა, ორი­ვე ფილმში ვი­თა­მა­შებ-მეთ­ქი, ამი­ტომ უარი ვუ­თხა­რი. გაბ­რუნ­და და ძა­ლი­ან ეწყი­ნა, ისე, რომ მთე­ლი ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ვე­სალ­მე­ბო­დი, პა­სუხს არ მცემ­და“. ია ნი­ნი­ძე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ნა­ნობ­და, ამ­ბობ­და, რომ „ცი­ურ­მა მერ­ცხლებ­მა“ მას დიდი წარ­მა­ტე­ბა და აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში. ამ ფილ­მის შემ­დეგ მას ოდრი ჰე­პ­ბერნ­საც ადა­რებ­დნენ. თვლი­და, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე ხდე­ბა, რო­გორც უნდა მოხ­დეს - მას „ციურ მერ­ცხლებ­ში“ უნდა ეთა­მა­შა, ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს კი - „ნატ­ვრის ხეში“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ქართველი!
1

ნათელი და სანთელი ,სოსო, შენს ლამაზ სულს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როგორი მეგობრობა და ძმობა გვაკავშირებდა... ცრემლები მახრჩობს" - რას წერს ია ნინიძე სოსო ჯაჭვლიანზე?

"როგორი მეგობრობა და ძმობა გვაკავშირებდა... ცრემლები მახრჩობს" - რას წერს ია ნინიძე სოსო ჯაჭვლიანზე?

გუშინ, 65 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი და ყოფილი დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. ჯაჭვლიანი ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა. ის სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს. მეგობრები ამბობდნენ, რომ თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა როგორც ჩანს, დაავადებას ვერ მოერია.

მსახიობსა და სპორტსმენს ემოციური პოსტით ემშვიდობება მსახიობი ია ნინიძე და სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:

- ჩემო სოსო, რა უნდა დავწერო. როგორი მეგობრობა და ძმობა გვაკავშირებდა. შენ იყავი და ხარ და ყოველთვის იქნები ჩემთვის ერთგული რაინდი. ცრემლები მახრჩობს. ცათა სასუფეველი ჩემს უსაყვარლეს მეგობარს სოსო ჯაჭვლიანს, ყველას ახსოვს თენგიზ აბულაძის ფილმიდან „ნატვრის ხე“, სადაც გედიას როლი ბრწყინვალედ შეასრულა. ჭეშმარიტი ქართველი და თავისი ხალხის შვილი იყო! ვილოცოთ მისი სულისთვის!

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მარიტას როლზე რეჟისორი თავდაპირველად ლიკა ქავჟარაძის ნაცვლად ია ნინიძეს განიხილავდა. ამ ისტორიის შესახებ საკუთარ რუბრიკაში კინომცოდნე ზაკ მირიანაშვილმა ისაუბრა.

თურმე მაშინ, როცა ია ნინიძე 14 წლის იყო, მას თენგიზ აბულაძე კინოსტუდიის კიბეზე შეხვედრია და უთქვამს, ფილმის გადაღებას უკვე ვიწყებ, მთავარი როლი კი შენ მინდა ითამაშოო. მაშინ ია ნინიძეს უკვე ჰქონდა როლები შესრულებული გიორგი დანელიას „არ იდარდოსა“ და გიორგი შენგელაიას „ვერის უბნის მელოდიებში“. როცა შეთავაზება მიიღო, სხვა ფილმში, „ციურ მერცხლებში“ უკვე დამტკიცებული იყო როლზე.

ია ნინიძე იხსენებდა: "მე არ მქონდა ეშმაკობა, მეთქვა, ორივე ფილმში ვითამაშებ-მეთქი, ამიტომ უარი ვუთხარი. გაბრუნდა და ძალიან ეწყინა, ისე, რომ მთელი ათი წლის განმავლობაში, რომ ვესალმებოდი, პასუხს არ მცემდა“. ია ნინიძე გადაწყვეტილებას არ ნანობდა, ამბობდა, რომ „ციურმა მერცხლებმა“ მას დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა საბჭოთა კავშირში. ამ ფილმის შემდეგ მას ოდრი ჰეპბერნსაც ადარებდნენ. თვლიდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს - მას „ციურ მერცხლებში“ უნდა ეთამაშა, ლიკა ქავჟარაძეს კი - „ნატვრის ხეში“.

წაიკითხეთ ასევე: