მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ საათებში 30-50 კმ/სთ სიჩქარის ქარი სწორედ ჩრდილო-დასავლეთის იყო... ჩნდება ეჭვი, რომ..." - სასიკვდილო "რეკორდული ფრენა": რას შეეძლო გამოეწვია ასურეთის ტრაგედია?
"იმ საათებში 30-50 კმ/სთ სიჩქარის ქარი სწორედ ჩრდილო-დასავლეთის იყო... ჩნდება ეჭვი, რომ..." - სასიკვდილო "რეკორდული ფრენა": რას შეეძლო გამოეწვია ასურეთის ტრაგედია?

ცის დამ­პყრობ­ლე­ბი სა­უ­კუ­ნე­ბის წი­ნაც გმი­რე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც ჯერ სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტე­ბით, შემ­დეგ დი­რი­ჟაბ­ლე­ბით, თვითმფრი­ნა­ვე­ბით შვე­ულმფრე­ნე­ბი­თა და კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დე­ბით აიჭ­რე­ბოდ­ნენ ჰა­ერ­ში და ფრე­ნის მთელ სი­ხა­რულს თა­ვა­დაც იგე­მებ­დნენ და მგზავ­რებ­საც გა­ა­ზი­ა­რებ­დნენ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც დიდ რის­კებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ასე რჩე­ბა დღე­საც...... რაც დღე­ვან­დელ­მა დიდ­მა ტრა­გე­დი­ა­მაც დაგ­ვი­დას­ტუ­რა-თით­ქოს არ გვე­ყო­ფო­და ის სა­ში­ნე­ლე­ბა, რაც სტი­ქი­ამ აჭა­რა­სა და ბა­ღა­და­თის რა­ი­ონ­ში და­ატ­რი­ა­ლა, რო­დე­საც მე­წყერ­მა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, რომ 7 თე­ბერ­ვალს კი­დევ ერთი ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლომ - ფო­თი­დან კა­ხე­თის­კენ გაფ­რე­ნი­ლი სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტი ასუ­რეთ­თან მა­ღა­ლი ძაბ­ვის გა­დამ­ცემ ხაზს წა­მო­ე­გო, ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა და მას­ში მსხდო­მი სამი ადა­მი­ა­ნი ასე ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა...

არა­და, დი­ლი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ვრცელ­დე­ბო­და სა­ინ­ტე­რე­სო და ამას­თან სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია-ქარ­თვე­ლი და პო­ლო­ნე­ლი "ცისმფრე­ნე­ბი"- რე­ვაზ უთურ­გა­უ­რი და კშიშ­ტოფ ზა­ა­პარ­ტი ერთ მგზავ­რთან, "იმე­დის“ ტე­ლე­ვი­ზი­ის ოპე­რა­ტორ­თან მიშო ბი­ძი­ნაშ­ვილ­თან ერ­თად სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტით, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხუთ­ჯვრი­ა­ნი და პო­ლო­ნე­თის ორ­ფე­რი­ა­ნი დრო­შე­ბი ამ­შვე­ნებ­და, ფო­თის სტა­დი­ო­ნი­დან აფ­რინ­დნენ და გეზი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს­კენ აი­ღეს, ეს სა­ტეს­ტო ფრე­ნა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რის შემ­დე­გა­დაც იგი­ვე ეკი­პა­ჟი უკვე შორს, სარ­ე­კორ­დო გა­დაფ­რე­ნას გეგ­მავ­და...

  • სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტის ფრე­ნის ასე­თი მარ­შრუ­ტი სრუ­ლად გა­სა­გე­ბი გახ­ლდათ, რად­გან იმ სა­ა­თებ­ში 30-50 კმ/სთ სიჩ­ქა­რის ქარი სწო­რედ ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის იყო, რო­მელ­საც ეს სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტი და­სავ­ლე­თი­დან აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ უნდა გა­მო­ეფ­რი­ნა... ასეც მოხ­და, ბა­კუ­რი­ა­ნის თავ­ზე, შე­და­რე­ბით და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იქნა ეს სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტი, რის შემ­დე­გაც ეტყო­ბა მა­ლე­ვე მოხ­და კა­ტას­ტრო­ფა-სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტმა სი­მაღ­ლე და­კარ­გა, დაბ­ლა ჩა­მო­ეშ­ვა და წა­მო­ე­დო მა­ღა­ლი ძაბ­ვის სა­დე­ნებს ასუ­რეთ­თან...

ასუ­რე­თი თეთ­რი წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს და ზღვის დო­ნი­დან 760-800 მეტრზეა, რაც გა­და­უ­ლა­ხავ სი­მაღ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს, რაც აჩენს ეჭვს, რომ სა­ჰა­ე­რო ბურთს უფრო რა­ი­მე ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა გა­უჩ­ნდა, რა­მაც მას ფრე­ნის სი­მაღ­ლე ასე კა­ტას­ტრო­ფუ­ლად და­ა­კარ­გვი­ნა...რე­ვაზ უთურ­გა­უ­რი Sky Travel-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­დი­რექ­ტო­რი იყო-ეს ტუ­რის­ტუ­ლი ფირ­მა რამ­დე­ნი­მე წე­ლია ყვე­ლა მსურ­ველს სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტით თბი­ლი­სი­დან თე­ლა­ვის­კენ გა­სე­ირ­ნე­ბას სთა­ვა­ზობს, ხოლო თა­ვად რე­ვაზ უთურ­გა­უ­რი ამ საქ­მის პი­ო­ნე­რი გახ­ლდათ და სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტით ქარ­თულ ცაში აფ­რე­ნა პირ­ვე­ლად ჯერ კი­დევ ოცი წლის წინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა...

რა შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო ამ ტრა­გი­კუ­ლი სა­ჰა­ე­რო შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ან მი­ზე­ზე­ბი? სა­ჰა­ე­რო ავა­რი­ი­სა (რო­მელ­საც არ მოჰ­ყვა მსხვერ­პლი) და ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის (რომ­ლის შე­დე­გა­დაც უშუ­ა­ლოდ საფ­რე­ნი აპა­რა­ტის ბორტზე ან მი­წა­ზე 24 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვინ­მე და­ი­ღუ­პა) გა­მო­ძი­ე­ბე­ბი­სას, რო­გორც წესი სამ ძი­რი­თად­გა­მომ­წვევ მი­ზეზს ასა­ხე­ლე­ბენ თა­ვი­დან­ვე-ეკი­პა­ჟის­შეც­დო­მა, საფ­რე­ნი აპა­რა­ტის ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა დარ­თუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი, თუმ­ცა სა­ა­ვი­ა­ციო შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვე­ვი შე­იძ­ლე­ბა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ორი ან სუ­ლაც სა­მი­ვე მი­ზე­ზიც კი გახ­დეს....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იქნებ
4

აეროსტსტის შეკერილი ,,,სტროჩკიდან,,, ხომ არ გაირღვა და შიგ დაგროვილი ცხელი ჟანგბადი გაიპარა?!!!!!

ცნობის
4

სადაც უნდა დაესრულებინათ მოგზაურობა იქ იმ ტერიტორიაზე მოხდა?

ავტორი:

"იმ საათებში 30-50 კმ/სთ სიჩქარის ქარი სწორედ ჩრდილო-დასავლეთის იყო... ჩნდება ეჭვი, რომ..." - სასიკვდილო "რეკორდული ფრენა": რას შეეძლო გამოეწვია ასურეთის ტრაგედია?

"იმ საათებში 30-50 კმ/სთ სიჩქარის ქარი სწორედ ჩრდილო-დასავლეთის იყო... ჩნდება ეჭვი, რომ..." - სასიკვდილო "რეკორდული ფრენა": რას შეეძლო გამოეწვია ასურეთის ტრაგედია?

ცის დამპყრობლები საუკუნების წინაც გმირებად ითვლებოდნენ, როდესაც ჯერ საჰაერო ბუშტებით, შემდეგ დირიჟაბლებით, თვითმფრინავებით შვეულმფრენებითა და კოსმოსური ხომალდებით აიჭრებოდნენ ჰაერში და ფრენის მთელ სიხარულს თავადაც იგემებდნენ და მგზავრებსაც გააზიარებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული და ასე რჩება დღესაც...... რაც დღევანდელმა დიდმა ტრაგედიამაც დაგვიდასტურა-თითქოს არ გვეყოფოდა ის საშინელება, რაც სტიქიამ აჭარასა და ბაღადათის რაიონში დაატრიალა, როდესაც მეწყერმა ამდენი ადამიანი იმსხვერპლა, რომ 7 თებერვალს კიდევ ერთი ძალიან ცუდი ამბავი შეიტყო სრულიად საქართველომ - ფოთიდან კახეთისკენ გაფრენილი საჰაერო ბუშტი ასურეთთან მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს წამოეგო, ცეცხლი გაუჩნდა და მასში მსხდომი სამი ადამიანი ასე ტრაგიკულად დაიღუპა...

არადა, დილიდან სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა საინტერესო და ამასთან სასიხარულო ინფორმაცია-ქართველი და პოლონელი "ცისმფრენები"- რევაზ უთურგაური და კშიშტოფ ზააპარტი ერთ მგზავრთან, "იმედის“ ტელევიზიის ოპერატორთან მიშო ბიძინაშვილთან ერთად საჰაერო ბუშტით, რომელსაც საქართველოს ხუთჯვრიანი და პოლონეთის ორფერიანი დროშები ამშვენებდა, ფოთის სტადიონიდან აფრინდნენ და გეზი აღმოსავლეთ საქართველოსკენ აიღეს, ეს სატესტო ფრენა უნდა ყოფილიყო, რის შემდეგადაც იგივე ეკიპაჟი უკვე შორს, სარეკორდო გადაფრენას გეგმავდა...

  • საჰაერო ბუშტის ფრენის ასეთი მარშრუტი სრულად გასაგები გახლდათ, რადგან იმ საათებში 30-50 კმ/სთ სიჩქარის ქარი სწორედ ჩრდილო-დასავლეთის იყო, რომელსაც ეს საჰაერო ბუშტი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ უნდა გამოეფრინა... ასეც მოხდა, ბაკურიანის თავზე, შედარებით დაბალ სიმაღლეზე დაფიქსირებული იქნა ეს საჰაერო ბუშტი, რის შემდეგაც ეტყობა მალევე მოხდა კატასტროფა-საჰაერო ბუშტმა სიმაღლე დაკარგა, დაბლა ჩამოეშვა და წამოედო მაღალი ძაბვის სადენებს ასურეთთან...

ასურეთი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ზღვის დონიდან 760-800 მეტრზეა, რაც გადაულახავ სიმაღლეს არ წარმოადგენს, რაც აჩენს ეჭვს, რომ საჰაერო ბურთს უფრო რაიმე ტექნიკური პრობლემა გაუჩნდა, რამაც მას ფრენის სიმაღლე ასე კატასტროფულად დააკარგვინა...რევაზ უთურგაური Sky Travel-ის დამფუძნებელი დადირექტორი იყო-ეს ტურისტული ფირმა რამდენიმე წელია ყველა მსურველს საჰაერო ბუშტით თბილისიდან თელავისკენ გასეირნებას სთავაზობს, ხოლო თავად რევაზ უთურგაური ამ საქმის პიონერი გახლდათ და საჰაერო ბუშტით ქართულ ცაში აფრენა პირველად ჯერ კიდევ ოცი წლის წინ განახორციელა...

რა შეიძლება გამხდარიყო ამ ტრაგიკული საჰაერო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ან მიზეზები? საჰაერო ავარიისა (რომელსაც არ მოჰყვა მსხვერპლი) და ავიაკატასტროფის (რომლის შედეგადაც უშუალოდ საფრენი აპარატის ბორტზე ან მიწაზე 24 სთ-ის განმავლობაში ვინმე დაიღუპა) გამოძიებებისას, როგორც წესი სამ ძირითადგამომწვევ მიზეზს ასახელებენ თავიდანვე-ეკიპაჟისშეცდომა, საფრენი აპარატის ტექნიკური პრობლემა დართული მეტეოროლოგიური პირობები, თუმცა საავიაციო შემთხვევის გამომწვევი შეიძლება ზემოხსენებული ორი ან სულაც სამივე მიზეზიც კი გახდეს....წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: