პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.
მთავრობის დამტკიცებიდან რამდენიმე წუთში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
"ჩინოვნიკები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე შეუცვლელად სხედან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვაზე აცხადებენ, რომ ის "ერთადერთია", "ასეთი ჯერ არ ყოფილა","არწივია", "ადამიანი კი არა, ანგელოზია" და ა.შ. და როგორც კი ამ არწივს სხვა თანამდებობაზე გადაიყვანენ და გამოჩნდება განსხვავებული ხასიათის მისი შემცვლელი, ჩინოვნიკები ამ უკანასკნელზე აცხადებენ "ერთადერთი", "არწივი", და ა.შ. ჩუმად მიანიშნებენ იმაზე, რომ '"ადრინდელი" შორს იყო ასეთი სრულყოფისაგან...." - დაწერა პრეზიდენტმა ციტატა ნიკო ნიკოლაძის თხზულებიდან და მიუთითა, რომ თავს სარკასტულად გრძნობს.
ასევე იხილეთ:
ზურაბ და რა მოხდა ზვიადის წინააღმდეგ თუ იბრძოდა რა ზვიადი შეუცდომელია თუ დიდი პოლიტიკოსი თავად ზვიადს რამდენი სისულელე აქვს ჩადენილიმდა მისი თანამებრძილები "წრუწუნ კონსტანტინოვიჩს" " ეძახოდნენ. ესეც შენ!! ნიკონოკოლაძეს ვინც აკრიტიკებს ვაი მას! ამის დამწერი მეტის ღირსია!!!
ყველას კიდია ივანიშვილიც და ზურაბიშვილიც. მითუმეტეს კობახიძე და კალიაძე.