სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 11 938 მომხმარებელს უსაფუძვლოდ დარიცხულ 6 მილიონ ლარს უკან დაუბრუნებს" - სემეკი
"შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 11 938 მომხმარებელს უსაფუძვლოდ დარიცხულ 6 მილიონ ლარს უკან დაუბრუნებს" - სემეკი

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის 11 938 მომ­ხმა­რე­ბელს შპს "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ მიერ არას­წო­რად და­რი­ცხუ­ლი წყა­ლა­რი­ნე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი, ჯამ­ში 6 048 539 ლარი უკან და­უბ­რუნ­დე­ბა. სე­მეკ-მა კომ­პა­ნი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად 5 - თვი­ა­ნი ვადა მის­ცა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია ავ­რცე­ლებს.

სე­მეკ-ის ცნო­ბით, გარ­და ამი­სა, სე­მე­კის და­ვა­ლე­ბით, კომ­პა­ნი­ამ ჯამ­ში 10 251 აბო­ნენტს უკვე ჩა­მო­ა­წე­რა ხან­დაზ­მუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, მათ სა­ა­ბო­ნენ­ტო ბა­რათ­ზე გა­ნა­თავ­სა კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი, ჯამ­ში 995 371 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ამას­თა­ნა­ვე, სე­მეკ-მა შპს "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი“ სა­ლი­ცენ­ზიო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ სე­მე­კის მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, 75 ათა­სი ლა­რით, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ და­ა­ჯა­რი­მა.

"2023 წლის აგ­ვის­ტო­ში სე­მეკ­ში შე­იქ­მნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­საც და­ე­ვა­ლა შპს "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ საქ­მი­ა­ნო­ბის შე­მოწ­მე­ბა. კერ­ძოდ, კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჯგუფ­მა შე­ის­წავ­ლა 2019 წლი­დან 2023 წლის სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი.

შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ შპს "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი“ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბის ტა­რი­ფე­ბის არას­წორ და­რი­ცხვას, არას­რულ­ყო­ფი­ლად აღ­რი­ცხავ­და სა­ლი­ცენ­ზიო არე­ალ­ში არ­სე­ბულ მომ­ხმა­რებ­ლებს, სის­ტე­მა­ტუ­რად არ იღებ­და მრი­ცხვე­ლე­ბის ჩვე­ნე­ბებს და მომ­ხმა­რებ­ლებს არ არი­ცხავ­და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­ფა­სურს, არ ანახ­ლებ­და სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრი­დან მი­სა­ღებ მო­ნა­ცე­მებს, მომ­ხმა­რებ­ლებს არას­წო­რი მო­ნა­ცე­მე­ბით აწ­ვდი­და ქვით­რებს. ამას­თა­ნა­ვე, გა­მოვ­ლინ­და მი­ერ­თე­ბის ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბი­სათ­ვის კომ­პენ­სა­ცი­ის არას­წო­რად და­რი­ცხვის ფაქ­ტე­ბი, მი­ერ­თე­ბე­ბი­სა და სე­მე­კის ელექტრო­ნულ ჟურ­ნალ­ში მი­ერ­თე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის არას­წო­რად აღ­რი­ცხვა, მრა­ვალ­ბი­ნი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში მო­წყო­ბი­ლი აღ­რი­ცხვის კვან­ძე­ბის კომ­პა­ნი­ის ბა­ზა­ში რე­გის­ტრა­ცი­ის არ არ­სე­ბო­ბა, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მნი­ლი რუ­კე­ბის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა, სე­მე­კის N37/1 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა, მრი­ცხვე­ლის წამ­კი­თხვე­ლე­ბის ბა­ზე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­სა და სე­მე­კის N24/3 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა.

კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნი­ას და­ე­ვა­ლა გან­სა­ზღვრულ ვა­დებ­ში კო­მი­სი­ის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრა. სე­მე­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შპს "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც სე­მეკ-ი ავ­რცე­ლებს.

ავტორი:

"შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 11 938 მომხმარებელს უსაფუძვლოდ დარიცხულ 6 მილიონ ლარს უკან დაუბრუნებს" - სემეკი

"შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 11 938 მომხმარებელს უსაფუძვლოდ დარიცხულ 6 მილიონ ლარს უკან დაუბრუნებს" - სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, წყალმომარაგების 11 938 მომხმარებელს შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ არასწორად დარიცხული წყალარინების მომსახურების საფასური, ჯამში 6 048 539 ლარი უკან დაუბრუნდება. სემეკ-მა კომპანიას გადაწყვეტილების შესასრულებლად 5 - თვიანი ვადა მისცა. ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

სემეკ-ის ცნობით, გარდა ამისა, სემეკის დავალებით, კომპანიამ ჯამში 10 251 აბონენტს უკვე ჩამოაწერა ხანდაზმული დავალიანება და მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, მათ სააბონენტო ბარათზე განათავსა კომპენსაციები, ჯამში 995 371 ლარის ოდენობით.

ამასთანავე, სემეკ-მა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ სემეკის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, 75 ათასი ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.

"2023 წლის აგვისტოში სემეკში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის შემოწმება. კერძოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, ჯგუფმა შეისწავლა 2019 წლიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით მომსახურებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულებები.

შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რიგ შემთხვევებში ახორციელებდა მომხმარებლებისთვის მომსახურების ტარიფების არასწორ დარიცხვას, არასრულყოფილად აღრიცხავდა სალიცენზიო არეალში არსებულ მომხმარებლებს, სისტემატურად არ იღებდა მრიცხველების ჩვენებებს და მომხმარებლებს არ არიცხავდა წყალმომარაგების საფასურს, არ ანახლებდა სამოქალაქო რეესტრიდან მისაღებ მონაცემებს, მომხმარებლებს არასწორი მონაცემებით აწვდიდა ქვითრებს. ამასთანავე, გამოვლინდა მიერთების ვადის გადაცილებისათვის კომპენსაციის არასწორად დარიცხვის ფაქტები, მიერთებებისა და სემეკის ელექტრონულ ჟურნალში მიერთებასთან დაკავშირებული დოკუმენტების არასწორად აღრიცხვა, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი აღრიცხვის კვანძების კომპანიის ბაზაში რეგისტრაციის არ არსებობა, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის გამოყენებით შექმნილი რუკების გამოუყენებლობა, სემეკის N37/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შეუსრულებლობა, მრიცხველის წამკითხველების ბაზების გაუმართაობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სემეკის N24/3 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა.

კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიას დაევალა განსაზღვრულ ვადებში კომისიის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. სემეკის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ გამოყენებული იქნება დამატებითი საჯარიმო სანქციები”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სემეკ-ი ავრცელებს.