გლობალური საშუალო ტემპერატურა ბოლო 12 თვის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულზეა - ახალი მონაცემების მიხედვით, ტემპერატურამ 1,5 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა, რაც მეცნიერების თქმით, კრიტიკული მაჩვენებელია.
ევროკავშირის კლიმატისა და ამინდის მონიტორინგის სამსახურის Copernicus-ის მონაცემებით, 2024 წლის იანვარი იყო ყველაზე თბილი გასულ წლებთან შედარებით.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის იანვარი 1.66 გრადუსით უფრო თბილი იყო, ვიდრე იანვრის საშუალო მაჩვენებელი 1850-1900 წლებში. გარდა ამისა, საშუალო ტემპერატურა ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულზეა და 0.64 გრადუსით მეტია 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.
გლობალური დათბობის შენარჩუნება 2 გრადუსზე ქვემოთ პარიზის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო - ამ შეთანხმებას ხელი მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ 2015 წელს მოაწერა.
კლიმატის კრიზისი ძირითადად ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული. მეცნიერები ამბობენ, რომ ექსტრემალურ ამინდს ახლა ელ-ნინიოც დაემატა (თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში), ამ ორის კომბინაცია განსაკუთრებით დამანგრეველი აღმოჩნდა.
მიმდინარე კვირაში ჩილეში გავრცელებულმა 160-ზე მეტმა ხანძარმა 120-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ორმაგმა საფრთხემ ასევე გააძლიერა კალიფორნიის ქარიშხალი, რამაც ქარიშხლის დესტრუქციული ძალა გაზარდა.
არ გაშინებთ ეკონომიკური კრიზისი? არ გაშინებთ ომები?არ გაშინებთ კორონა და ებოლა? მაშინ გლობალური დათბობის იქნებ შეგეშინდეთ.
ასეა საჭირო.ამ პლანეტაზე უშიშარი ხალხი აღარ ჭირდებათ
რავი, მე კიდე მეგონა, რომ ასეთი ცივი ზამთარი კაი ხანია არ ყოფილა.