პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ანტიბიოტიკორეზისტენტობა და რა არის გამოსავალი?
რა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ანტიბიოტიკორეზისტენტობა და რა არის გამოსავალი?

ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) მიერ, კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცველ გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

თა­ვის დრო­ზე, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის აღ­მო­ჩე­ნამ კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. მრა­ვა­ლი ისე­თი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბო­და, გან­კურ­ნე­ბა­დი გა­ხა­და. თუმ­ცა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის არა­რა­ცი­ო­ნა­ლურ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია ინ­ფექ­ცი­უ­რი აგენ­ტე­ბის მდგრა­დი ფორ­მე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რის გა­მოც შე­საძ­ლოა, მალე სამ­ყა­რო ახა­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გეს. მეც­ნი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ გვი­ახ­ლოვ­დე­ბა პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ბა­ნა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ისევ შე­უქ­მნის საფრ­თხეს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს. უმარ­ტი­ვეს, მა­გა­ლი­თად, თი­თის გაჭ­რით და­წყე­ბულ ინ­ფექ­ცი­ა­საც კი შე­ეძ­ლე­ბა შე­ე­წი­როს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე, თუ ამ ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­ის მი­მართ ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

რე­ზის­ტენ­ტო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ეს პრო­ცე­სი დღემ­დე გრძელ­დე­ბა. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ხში­რად და არა­სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ მი­ღე­ბის შე­დე­გად, ბაქ­ტე­რია იძენს გარ­კვე­ულ „დაც­ვით“ მე­ქა­ნიზ­მებს, „ეჩ­ვე­ვა“ ან­ტი­ბი­ო­ტიკს და არ იღუ­პე­ბა. ანუ მე­დი­კა­მენ­ტი ამ მდგრად ბაქ­ტე­რი­ებ­ზე ვე­ღარ ზე­მოქ­მე­დებს და შე­სა­ბა­მი­სად, მკურ­ნა­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ხდე­ბა.

1929 წელს ალექ­სან­დრე ფლე­მინ­გის მიერ პირ­ვე­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კის - პე­ნი­ცი­ლი­ნის აღ­მო­ჩე­ნა მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი გახ­და. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა. სწო­რედ ამი­ტომ ასო­ცირ­დე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას­თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტო­ბის პრობ­ლე­მა ჯერ კი­დევ თა­ვად ალექ­სან­დრე ფლე­მინ­გმა შე­ამ­ჩნია. მისი დაკ­ვირ­ვე­ბით, ზო­გი­ერ­თი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი, რომ­ლებ­ზეც თავ­და­პირ­ვე­ლად მოქ­მე­დებ­და წა­მა­ლი, მის მი­მართ მდგრა­დი გახ­და. 1946 წელს პე­ნი­ცი­ლი­ნი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტუ­ლი იყო იმ ხა­ნად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მიკ­რო­ბე­ბის 6%, 1964 წელს კი უკვე – 60%.

სწო­რედ ფლე­მინგს ეკუთ­ვნის მო­წო­დე­ბა: „სა­ნამ და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი არ და­ის­მე­ბა, პე­ნი­ცი­ლი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა არ ღირს, მაგ­რამ თუ ამას მა­ინც ვერ აა­რი­დეთ თავი, ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ მოკ­ლე ხნით და მცი­რე დო­ზე­ბით, თო­რემ ბაქ­ტე­რი­ე­ბი გამ­ძლე­ო­ბას გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ მის მი­მართ“.

თა­ნა­მედ­რო­ვე მკვლევ­რე­ბის პროგ­ნო­ზის თა­ნახ­მად კი, თუ რე­ზის­ტენ­ტო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ ტემ­პით ზრდას გა­აგ­რძე­ლებს, 2050 წლის­თვის 10 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რე­ბა ისეთ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­მელ­თა გან­კურ­ნე­ბაც დღეს შე­საძ­ლე­ბე­ლია.

2024 წლის და­ვო­სის მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ 2019 წელს პან­დე­მი­ის და­წყე­ბამ­დე 1.3 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა ამ პრობ­ლე­მით, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პან­დე­მი­ის გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ფა­ზის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ 5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი მოჰ­ყვა. ნა­თე­ლია, რომ ამ თე­მას­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­ცაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. 2050 წლის­თვის ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბით, რო­გო­რი­ცაა ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბი და და­კარ­გუ­ლი სა­მუ­შაო ძალა, და­ი­ხარ­ჯე­ბა 100 ტრი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი, რაც გლო­ბა­ლუ­რი მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის და­ახ­ლო­ე­ბით 1%-ია.

ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი ამ­ჟა­მად შე­და­რე­ბით ნე­ლია, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მის­მა ერ­თი­ან­მა „აფეთ­ქე­ბამ“ შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს მსოფ­ლიო. ეს იქ­ნე­ბა „პოსტ-ან­ტი­ბი­ო­ტი­კუ­რი ერა“.

და­ვო­სის მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე ასე­ვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ სულ მალე ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბა მსოფ­ლი­ო­ში ლე­ტა­ლო­ბის 10 მთა­ვარ მი­ზეზს შო­რის მოხ­ვდე­ბა.

”მოქ­მე­დე­ბის დრო გუ­შინ იყო, მაგ­რამ თუ გუ­შინ არ ვი­მოქ­მე­დეთ, ეს შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ დღეს,“ - გა­ნა­ცხა­დეს მსოფ­ლიო გა­მოწ­ვე­ვა­ზე მსჯე­ლო­ბის დროს.

ევ­რო­კავ­ში­რის კო­მი­სარ­მა ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში - სტე­ლა კი­რი­ა­კი­დეს­მა კი ამ პრობ­ლე­მას „Covid 19-ის პე­რი­ო­დის ჩუმი პან­დე­მია“ უწო­და. მისი ამ გან­ცხა­დე­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი შემ­დე­გი მო­ნა­ცე­მი გახ­და: 2020 წლის მარ­ტი­დან 2022 წლის მა­ი­სამ­დე კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტე­ბის 75%-ს მკურ­ნა­ლო­ბის დროს და­ნიშ­ნუ­ლი ჰქონ­და ან­ტი­ბი­ო­ტი­კი, აქვე, რო­გორც ცნო­ბი­ლია, COVID 19-ის გა­მომ­წვე­ვი არის ვირუ­სი. კო­ვიდ­ზე თან­დარ­თუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია კი, რა­ზეც რე­ა­ლუ­რად არის ან­ტი­ბი­ო­ტი­კის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, პა­ცი­ენ­ტე­ბის მხო­ლოდ 10%-ს ჰქონ­და.

დღე­ვან­დელ დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ანუ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის სიმ­რავ­ლეც. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლამ კარ­გად გა­ი­აზ­როს რამ­დე­ნად არა­ე­ფექ­ტუ­რია გა­ცი­ე­ბი­სა და გრი­პის დროს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა. ან­ტი­ბი­ო­ტი­კი არა­თუ არ მოქ­მე­დებს ვირუს­ზე, პი­რი­ქით, ის ანად­გუ­რებს ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ მიკროფ­ლო­რას და ასე­ვე იწ­ვევს პა­თო­ლო­გი­უ­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბის ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მი­მართ მდგრა­დო­ბას, რაც, თა­ვის მხრივ, ახან­გრძლი­ვებს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცესს. უფრო მე­ტიც, ან­ტი­ბი­ო­ტი­კი ტოქ­სი­კუ­რი პრე­პა­რა­ტია. რიგ შემ­თხვე­ვებ­ში იგი იწ­ვევს ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ას, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მებს, სო­კო­ვან ინ­ფექ­ცი­ებს.

რე­ზის­ტენ­ტო­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ბრა­ლი მი­უ­ძღვის ვე­ტე­რი­ნა­რი­ა­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც. ცხო­ველ­თა პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ან­ტი­ბაქ­ტე­რი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებს.

მსოფ­ლი­ო­ში ამ მიზ­ნით ყო­ველ­წლი­უ­რად 30-35 000 ტონა ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მარ­თა­ლია, ამ დროს პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა იზ­რდე­ბა, მაგ­რამ ასე­თი ცხო­ვე­ლის ხორ­ცი შე­ი­ცავს რე­ზის­ტენ­ტულ შტა­მებს, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ მომ­ხმა­რე­ბელ­საც გა­და­ე­ცე­მა.

თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბის დად­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. რო­გორც ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრის „დი­აგ­ნო­ზი-90-ის“ დი­რექ­ტო­რი, მ.მ.დ, პრო­ფე­სო­რი ინგა გი­ორ­გა­ძე გან­მარ­ტავს, ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბის დად­გე­ნა ხდე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­დე­საც გა­მო­ნა­ყო­ფი­დან (კლი­ნი­კუ­რი მა­სა­ლი­დან) ხდე­ბა ჯერ გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და შემ­დგომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­ზე მისი მგრძნო­ბე­ლო­ბის გან­სა­ზღვრა.

„ზო­გა­დად, საკ­ვლე­ვი ბაქ­ტე­რი­უ­ლი შტა­მის მი­მართ მგრძნო­ბე­ლო­ბის დად­გე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს სხვა­დას­ხვა გზით, მა­გა­ლი­თად: აგარ­ზე დი­ფუ­ზი­ის მე­თო­დით, მიკ­რო გან­ზა­ვე­ბის მე­თო­დით, ავ­ტო­მა­ტუ­რი მე­თო­დით VITEK-2 Compact AST და სხვა. დღეს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ფარ­თო სპექტრია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის მო­მენ­ტი, რომ ჩვენს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში "დი­აგ­ნო­ზი 90“ ბაქ­ტე­რი­ის იდენ­ტი­ფი­კა­ცია და მგრძნო­ბე­ლო­ბის დად­გე­ნა არა მარ­ტო ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­მართ, არა­მედ ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის მი­მარ­თაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხდე­ბა ჩვე­ნი სერ­ვი­სი,“ - გან­მარ­ტავს ინგა გი­ორ­გა­ძე.

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მი­ღე­ბის პრაქ­ტი­კის და­ნერგვის პა­რა­ლე­ლუ­რად, არა­ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მკურ­ნა­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და­ნერგვას. თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ალ­ტერ­ნა­ტი­ვად ფა­გო­თე­რა­პი­ას მო­ი­აზ­რებს.

ფა­გე­ბი, რო­გორც მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ებ­თან ბრძო­ლის ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, ჯერ კი­დევ 1940-იანი წლე­ბი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. ამ­ჟა­მად, მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ფა­გე­ბის და ფა­გო­თე­რა­პი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იზ­რდე­ბა. ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი არის ვირუ­სი, რო­მე­ლიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ანად­გუ­რებს პა­თო­გე­ნურ ბაქ­ტე­რი­ებს, ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ფორ­მე­ბის ჩათ­ვლით.

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ელი­ა­ვას კონ­სორ­ცი­უ­მის ფარ­გლებ­ში „ელი­ა­ვა ბი­ოპ­რე­პა­რა­ტე­ბის“ მიერ წარ­მო­ე­ბე­უ­ლი 6 ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტი (პიო-ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი, ინ­ტეს­ტი-ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი, ფერ­სის -ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი, სეს-ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი, ენკო-ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი, სტა­ფი­ლო-ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი) შექ­მნი­ლია ისე­თი ბაქ­ტე­რი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­კურ­ნა­ლოდ, რო­გო­რიც არის -სტა­ფი­ლო­კო­კი, სტრეპ­ტო­კო­კი, ენ­ტე­რო­კო­კი, ეშე­რი­ხია კოლი, ფსევ­დო­მო­ნა, სალ­მო­ნე­ლა, პრო­ტე­უ­სი, ში­გე­ლა და. ა.შ.

„ჩვენ მოგ­ვმარ­თა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ სხვა­დას­ხვა სის­ტე­მის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად: ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტი, ბრონ­ქო­ექ­ტა­ზი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, ქრო­ნი­კუ­ლი სი­ნუ­სი­ტე­ბი, ასე­ვე შარდ-სა­ს­ქე­სო სი­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან - პროს­ტა­ტი­ტი, ცის­ტი­ტი, ვა­გი­ნი­ტი, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბი, კა­ნის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი და ა.შ. დი­აგ­ნოს­ტი­კის პრო­ცეს­ში პა­ცი­ენ­ტებს უკეთ­დე­ბათ ნა­ცხის ბაქ­ტე­რი­უ­ლი კვლე­ვა, რაც გვეხ­მა­რე­ბა და­ვად­გი­ნოთ და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რია. ამა­ვე კვლე­ვის ფარ­გლებ­ში, ვად­გენთ ბაქ­ტე­რი­ის მგრძნო­ბე­ლო­ბას ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი და ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი­სად­მი. თუ პა­ცი­ენტს გა­მო­უვ­ლინ­და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი სრუ­ლი რე­ზის­ტენ­ტო­ბა, ექი­მი, ფა­გოგ­რა­მა­ზე დაყ­რდნო­ბით იწყებს ფა­გო­თე­რა­პი­ას შე­სა­ბა­მი­სი პრე­პარ­ტით. იმ პა­ცი­ენ­ტებს ვი­საც ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვი­სას არ გა­მო­უვ­ლინ­დე­ბათ მგრძნო­ბე­ლო­ბა ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტის მი­მართ, ჩვენ ვთა­ვა­ზობთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფა­გის დამ­ზა­დე­ბას, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლი იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ. ვფიქ­რობთ, დღე­ვან­დელ რთულ ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბის ეპო­ქა­ში, ეს სერ­ვი­სი დიდ ფუ­ფუ­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ამი­ტომ არის, რომ ჩვენს კლი­ნი­კას აკი­თხა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნი­დან,“ - აცხა­დებს „ელი­ა­ვა ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრის“ მთა­ვა­რი ექი­მი დეა ნი­ჟა­რა­ძე.

ფა­გე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის უკე­თე­სად გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად, დეა ნი­ჟა­რა­ძე ერთ-ერთი რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის კის­ტუ­რი ფიბ­რო­ზის მა­გა­ლით­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

“თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც კარ­გად დაგ­ვა­ნა­ხებს ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბის საფრ­თხე­ებს და ფა­გო­თე­რა­პი­ის წარ­მა­ტე­ბას, მრავ­ლა­დაა. მა­გა­ლი­თის­თვის ავი­ღოთ კის­ტუ­რი ფიბ­რო­ზი, იგი­ვე (მუ­კო­ვის­ცი­დო­ზი), რო­მე­ლიც რთულ გე­ნე­ტი­კურ და­ა­ვა­დე­ბას წარ­მო­ად­გენს. ამ და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი სა­მიზ­ნე ორ­გა­ნო არის ფილ­ტვე­ბი, სწო­რედ სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ინ­ფექ­ცი­ე­ბის ხში­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის­თვის ყვე­ლა­ზე მტან­ჯვე­ლი. ამის გამო პა­ცი­ენ­ტე­ბი ხან­გრძლი­ვად არი­ან ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ა­ზე და ამ გზით ცდი­ლო­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­დე­ნად გან­წი­რუ­ლია პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც ამ დროს გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბა. სწო­რედ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ფა­გო­თე­რა­პია არის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გზა, რო­მე­ლიც ასე­ვე ახ­დენს ინ­ფექ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ას და არ იწ­ვევს გვერ­დით ეფექ­ტებს. და­ა­ვა­დე­ბა ხდე­ბა მარ­თვა­დი. ჩვენ ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, როცა ვხე­დავთ, რო­გორ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი. სწო­რედ ფა­გე­ბი და ფა­გო­თე­რა­პია არის ის გზა, რო­მე­ლიც ჩვენ და ჩვენს პა­ცი­ენ­ტებს იმედს გვი­სა­ხავს, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბა დაძ­ლე­ვა­დია“.

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
0

არც ერთი ექიმი საქართველოში ფაგებს არ ნიშნავს, რადგან ყველაფერი აფთიაქების და ფარმაცევტული მაფიის ბიუჯეტს ვნებს.

ნაცნობმა ექიმმა ან შინაურმა თუ არ გირჩია, აქ ვერც გაიგებ ბაქტერიოფაგის არსებობის შესახებ არადა საზღვარგარეთიდან ჩამოდის ხალხი სამკურნალოდ... 

ლელა
0

რა ენას იტეხავთ ინგლისური სიტყვების ვითომ გადმოქართულებით? რეზისტენტულობა resistance არის წინააღმდეგობის გაწევა. ანუ როცა ანტიბიოტიკები აღარ მოქმედებენ რადგან ადამიანი ეჩვევა მათ. 

ავტორი:

რა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ანტიბიოტიკორეზისტენტობა და რა არის გამოსავალი?

რა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ანტიბიოტიკორეზისტენტობა და რა არის გამოსავალი?

ანტიბიოტიკორეზისტენტობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ, კაცობრიობისთვის საფრთხის შემცველ გლობალურ პრობლემადაა აღიარებული.

თავის დროზე, ანტიბიოტიკების აღმოჩენამ კაცობრიობის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა. მრავალი ისეთი დაავადება, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა, განკურნებადი გახადა. თუმცა ანტიბიოტიკების არარაციონალურმა გამოყენებამ გამოიწვია ინფექციური აგენტების მდგრადი ფორმების გავრცელება, რის გამოც შესაძლოა, მალე სამყარო ახალი, სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგეს. მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ გვიახლოვდება პერიოდი, როდესაც ბანალური ინფექციები ისევ შეუქმნის საფრთხეს ადამიანების სიცოცხლეს. უმარტივეს, მაგალითად, თითის გაჭრით დაწყებულ ინფექციასაც კი შეეძლება შეეწიროს ადამიანის სიცოცხლე, თუ ამ ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის მიმართ ანტიბიოტიკორეზისტენტობა ჩამოყალიბდება.

რეზისტენტობის ჩამოყალიბება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. მარტივად რომ ვთქვათ, ანტიბიოტიკების ხშირად და არასაჭიროებისამებრ მიღების შედეგად, ბაქტერია იძენს გარკვეულ „დაცვით“ მექანიზმებს, „ეჩვევა“ ანტიბიოტიკს და არ იღუპება. ანუ მედიკამენტი ამ მდგრად ბაქტერიებზე ვეღარ ზემოქმედებს და შესაბამისად, მკურნალობა წარუმატებელი ხდება.

1929 წელს ალექსანდრე ფლემინგის მიერ პირველი ანტიბიოტიკის - პენიცილინის აღმოჩენა მედიცინის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გახდა. მისი საშუალებით მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. სწორედ ამიტომ ასოცირდება ანტიბიოტიკი გამოჯანმრთელებასთან.

აღსანიშნავია, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემა ჯერ კიდევ თავად ალექსანდრე ფლემინგმა შეამჩნია. მისი დაკვირვებით, ზოგიერთი მიკროორგანიზმი, რომლებზეც თავდაპირველად მოქმედებდა წამალი, მის მიმართ მდგრადი გახდა. 1946 წელს პენიცილინისადმი რეზისტენტული იყო იმ ხანად გავრცელებული მიკრობების 6%, 1964 წელს კი უკვე – 60%.

სწორედ ფლემინგს ეკუთვნის მოწოდება: „სანამ დაავადების დიაგნოზი არ დაისმება, პენიცილინის გამოყენება არ ღირს, მაგრამ თუ ამას მაინც ვერ აარიდეთ თავი, ნუ გამოიყენებთ მოკლე ხნით და მცირე დოზებით, თორემ ბაქტერიები გამძლეობას გამოიმუშავებენ მის მიმართ“.

თანამედროვე მკვლევრების პროგნოზის თანახმად კი, თუ რეზისტენტობის მაჩვენებელი ამ ტემპით ზრდას გააგრძელებს, 2050 წლისთვის 10 მილიონი ადამიანი შეეწირება ისეთ დაავადებებს, რომელთა განკურნებაც დღეს შესაძლებელია.

2024 წლის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადეს, რომ 2019 წელს პანდემიის დაწყებამდე 1.3 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ამ პრობლემით, რასაც მოგვიანებით, პანდემიის გამწვავებული ფაზის განმავლობაში კიდევ 5 მილიონი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ნათელია, რომ ამ თემასთან ეკონომიკური გამოწვევებიცაა დაკავშირებული. 2050 წლისთვის ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ჯანდაცვის ხარჯები და დაკარგული სამუშაო ძალა, დაიხარჯება 100 ტრილიონი აშშ დოლარი, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1%-ია.

ანტიბიოტიკორეზისტენტობის განვითარების პროცესი ამჟამად შედარებით ნელია, თუმცა საბოლოოდ მისმა ერთიანმა „აფეთქებამ“ შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს მსოფლიო. ეს იქნება „პოსტ-ანტიბიოტიკური ერა“.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ასევე განაცხადეს, რომ სულ მალე ანტიბიოტიკორეზისტენტობა მსოფლიოში ლეტალობის 10 მთავარ მიზეზს შორის მოხვდება.

”მოქმედების დრო გუშინ იყო, მაგრამ თუ გუშინ არ ვიმოქმედეთ, ეს შეგვიძლია გავაკეთოთ დღეს,“ - განაცხადეს მსოფლიო გამოწვევაზე მსჯელობის დროს.

ევროკავშირის კომისარმა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში - სტელა კირიაკიდესმა კი ამ პრობლემას „Covid 19-ის პერიოდის ჩუმი პანდემია“ უწოდა. მისი ამ განცხადების ამოსავალი წერტილი შემდეგი მონაცემი გახდა: 2020 წლის მარტიდან 2022 წლის მაისამდე კოვიდ პაციენტების 75%-ს მკურნალობის დროს დანიშნული ჰქონდა ანტიბიოტიკი, აქვე, როგორც ცნობილია, COVID 19-ის გამომწვევი არის ვირუსი. კოვიდზე თანდართული ბაქტერიული ინფექცია კი, რაზეც რეალურად არის ანტიბიოტიკის დანიშნულების საჭიროება, პაციენტების მხოლოდ 10%-ს ჰქონდა.

დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ანტიბაქტერიული საშუალებების ანუ ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევების სიმრავლეც. აუცილებელია, რომ ყველამ კარგად გაიაზროს რამდენად არაეფექტურია გაციებისა და გრიპის დროს ანტიბიოტიკების მიღება. ანტიბიოტიკი არათუ არ მოქმედებს ვირუსზე, პირიქით, ის ანადგურებს ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროფლორას და ასევე იწვევს პათოლოგიური ბაქტერიების ანტიბიოტიკის მიმართ მდგრადობას, რაც, თავის მხრივ, ახანგრძლივებს გამოჯანმრთელების პროცესს. უფრო მეტიც, ანტიბიოტიკი ტოქსიკური პრეპარატია. რიგ შემთხვევებში იგი იწვევს ალერგიულ რეაქციას, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს, სოკოვან ინფექციებს.

რეზისტენტობის გავრცელებაში გარკვეული ბრალი მიუძღვის ვეტერინარიასა და სოფლის მეურნეობაში ანტიბიოტიკების გამოყენებასაც. ცხოველთა პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით აქტიურად იყენებენ ანტიბაქტერიულ საშუალებებს.

მსოფლიოში ამ მიზნით ყოველწლიურად 30-35 000 ტონა ანტიმიკრობული საშუალება გამოიყენება. მართალია, ამ დროს პროდუქტიულობა იზრდება, მაგრამ ასეთი ცხოველის ხორცი შეიცავს რეზისტენტულ შტამებს, რომლებიც შემდგომ მომხმარებელსაც გადაეცემა.

თანამედროვე მედიცინა ანტიბიოტიკორეზისტენტობის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. როგორც ბაქტერიოფაგიის სადიაგნოსტიკო ცენტრის „დიაგნოზი-90-ის“ დირექტორი, მ.მ.დ, პროფესორი ინგა გიორგაძე განმარტავს, ანტიბიოტიკორეზისტენტობის დადგენა ხდება ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, როდესაც გამონაყოფიდან (კლინიკური მასალიდან) ხდება ჯერ გამომწვევი მიკრობის იდენტიფიცირება და შემდგომ ანტიბიოტიკებზე მისი მგრძნობელობის განსაზღვრა.

„ზოგადად, საკვლევი ბაქტერიული შტამის მიმართ მგრძნობელობის დადგენა შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა გზით, მაგალითად: აგარზე დიფუზიის მეთოდით, მიკრო განზავების მეთოდით, ავტომატური მეთოდით VITEK-2 Compact AST და სხვა. დღეს ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ჩვენს ლაბორატორიაში ,,დიაგნოზი 90“ ბაქტერიის იდენტიფიკაცია და მგრძნობელობის დადგენა არა მარტო ანტიბიოტიკების მიმართ, არამედ ბაქტერიოფაგების მიმართაც ხორციელდება, რითაც განსაკუთრებული ხდება ჩვენი სერვისი,“ - განმარტავს ინგა გიორგაძე.

ანტიბიოტიკების რაციონალურად მიღების პრაქტიკის დანერგვის პარალელურად, არანაკლები მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ალტერნატიული საშუალებების დანერგვას. თანამედროვე მედიცინა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატივად ფაგოთერაპიას მოიაზრებს.

ფაგები, როგორც მავნე ბაქტერიებთან ბრძოლის ეფექტური საშუალება, ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან გამოიყენება საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამჟამად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფაგების და ფაგოთერაპიის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად იზრდება. ბაქტერიოფაგი არის ვირუსი, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებს პათოგენურ ბაქტერიებს, ანტიბიოტიკორეზისტენტული ფორმების ჩათვლით.

დღეს საქართველოში, ელიავას კონსორციუმის ფარგლებში „ელიავა ბიოპრეპარატების“ მიერ წარმოებეული 6 ფაგური პრეპარატი (პიო-ბაქტერიოფაგი, ინტესტი-ბაქტერიოფაგი, ფერსის -ბაქტერიოფაგი, სეს-ბაქტერიოფაგი, ენკო-ბაქტერიოფაგი, სტაფილო-ბაქტერიოფაგი) შექმნილია ისეთი ბაქტერიების წინააღმდეგ სამკურნალოდ, როგორიც არის -სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ენტეროკოკი, ეშერიხია კოლი, ფსევდომონა, სალმონელა, პროტეუსი, შიგელა და. ა.შ.

„ჩვენ მოგვმართავენ პაციენტები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით მიმდინარე დაავადებები, მაგალითად: ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, ქრონიკული სინუსიტები, ასევე შარდ-სასქესო სიტემის დაავადებებიდან - პროსტატიტი, ცისტიტი, ვაგინიტი, საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები, კანის ინფექციური დაავადებები, ინფიცირებული ჭრილობები და ა.შ. დიაგნოსტიკის პროცესში პაციენტებს უკეთდებათ ნაცხის ბაქტერიული კვლევა, რაც გვეხმარება დავადგინოთ დაავადების გამომწვევი ბაქტერია. ამავე კვლევის ფარგლებში, ვადგენთ ბაქტერიის მგრძნობელობას ანტიბიოტიკებისადმი და ფაგური პრეპარატებისადმი. თუ პაციენტს გამოუვლინდა ანტიბიოტიკებისადმი სრული რეზისტენტობა, ექიმი, ფაგოგრამაზე დაყრდნობით იწყებს ფაგოთერაპიას შესაბამისი პრეპარტით. იმ პაციენტებს ვისაც ბაქტერიოლოგიური კვლევისას არ გამოუვლინდებათ მგრძნობელობა ფაგური პრეპარატის მიმართ, ჩვენ ვთავაზობთ ინდივიდუალური ფაგის დამზადებას, რომელიც განკუთვნილი იქნება კონკრეტული პაციენტისთვის დაავადების გამომწვევი ბაქტერიის სამკურნალოდ. ვფიქრობთ, დღევანდელ რთულ ანტიბიოტიკორეზისტენტობის ეპოქაში, ეს სერვისი დიდ ფუფუნებას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენს კლინიკას აკითხავენ პაციენტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან,“ - აცხადებს „ელიავა ფაგოთერაპიის ცენტრის“ მთავარი ექიმი დეა ნიჟარაძე.

ფაგების ეფექტურობის უკეთესად გასაანალიზებლად, დეა ნიჟარაძე ერთ-ერთი რთული დაავადების კისტური ფიბროზის მაგალითზე გვესაუბრება.

“თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც კარგად დაგვანახებს ანტიბიოტიკორეზისტენტობის საფრთხეებს და ფაგოთერაპიის წარმატებას, მრავლადაა. მაგალითისთვის ავიღოთ კისტური ფიბროზი, იგივე (მუკოვისციდოზი), რომელიც რთულ გენეტიკურ დაავადებას წარმოადგენს. ამ დაავადების ერთ-ერთი სამიზნე ორგანო არის ფილტვები, სწორედ სასუნთქი სისტემის ინფექციების ხშირი გართულებები ხდება პაციენტისთვის ყველაზე მტანჯველი. ამის გამო პაციენტები ხანგრძლივად არიან ანტიბიოტიკოთერაპიაზე და ამ გზით ცდილობენ მდგომარეობის შემსუბუქებას. წარმოიდგინეთ რამდენად განწირულია პაციენტი, რომელსაც ამ დროს განუვითარდება ანტიბიოტიკორეზისტენტობა. სწორედ ასეთ შემთხვევაში ფაგოთერაპია არის უალტერნატივო გზა, რომელიც ასევე ახდენს ინფექციის პრევენციას და არ იწვევს გვერდით ეფექტებს. დაავადება ხდება მართვადი. ჩვენ ბედნიერები ვართ, როცა ვხედავთ, როგორ უმჯობესდება ჩვენი პაციენტების ცხოვრების ხარისხი. სწორედ ფაგები და ფაგოთერაპია არის ის გზა, რომელიც ჩვენ და ჩვენს პაციენტებს იმედს გვისახავს, რომ ანტიბიოტიკორეზისტენტობა დაძლევადია“.

R