სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოსო აღარ არის" - გარდაიცვალა მსახიობი და ყოფილი დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი
"სოსო აღარ არის" - გარდაიცვალა მსახიობი და ყოფილი დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი

65 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, სპორ­ტსმე­ნი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია Ambebi.ge-ს მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა და­უ­დას­ტუ­რეს.

"მე­უღ­ლეს ვე­სა­უბ­რე თურ­ქეთ­ში და მი­თხრა, რომ აღარ არის", - გვი­თხრა ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა, ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ.

რო­დის ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ მსა­ხი­ობს სამ­შობ­ლო­ში და სხვა დე­ტა­ლე­ბი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

ცნო­ბის­თვის, ჯაჭვლი­ა­ნი დიდი ხა­ნია მძი­მე სენს ებ­რძო­და. ის სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს. მე­გობ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ თავს უკეთ გრძნობ­და, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, და­ა­ვა­დე­ბას ვერ მო­ე­რია.

სოსო ჯაჭვლი­ა­ნი 1958 წლის 5 ივ­ნისს, მეს­ტი­ა­ში და­ი­ბა­და.

1978 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ფი­ზი­კუ­რი კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი. იყო შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ჟი­სო­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ჯილ­დო­ე­ბის მფლო­ბე­ლი, კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს მკლავ­ჭი­დის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი მკლავ­ჭიდ­ში. 2012-2016 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-8 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (თბი­ლი­სის, გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი), სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი­დან "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“.

შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი კი­ნო­რო­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხეში" გე­დი­ას როლ­მა.

ასე­ვე გა­და­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი ფილ­მი.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

ნათელში ამყოფოს ღმერთმა!

 

Tato
0

მოკვდება ის ვისაც არაფერი უკეთებია ქვეყნისთვის და ერისთვის. სოსო მუდამ ემახსოვრებათ. ნათელი მის სულს.

ავტორი:

"სოსო აღარ არის" - გარდაიცვალა მსახიობი და ყოფილი დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი

"სოსო აღარ არის" - გარდაიცვალა მსახიობი და ყოფილი დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი

65 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი და ყოფილი დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი. ამის შესახებ ინფორმაცია Ambebi.ge-ს მისმა ახლობლებმა დაუდასტურეს.

"მეუღლეს ვესაუბრე თურქეთში და მითხრა, რომ აღარ არის", - გვითხრა ოჯახის ახლობელმა, ხათუნა მიქაცაძემ.

როდის ჩამოასვენებენ მსახიობს სამშობლოში და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, ჯაჭვლიანი დიდი ხანია მძიმე სენს ებრძოდა. ის სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს. მეგობრები ამბობდნენ, რომ თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა როგორც ჩანს, დაავადებას ვერ მოერია.

სოსო ჯაჭვლიანი 1958 წლის 5 ივნისს, მესტიაში დაიბადა.

1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია "ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის, გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.

შესრულებული აქვს არაერთი კინოროლი. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხეში" გედიას როლმა.

ასევე გადაღებული აქვს არაერთი ფილმი.