მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვის მერიამ სექს წვეულებები აკრძალა - ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეროტიკულ ღონისძიებებს საქართველოში გამართავენ
მოსკოვის მერიამ სექს წვეულებები აკრძალა -  ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეროტიკულ ღონისძიებებს საქართველოში გამართავენ

მოს­კო­ვის მე­რი­ამ ერო­ტი­კუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი აკ­რძა­ლა, ამის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბა უკვე გა­ეგ­ზავ­ნათ წვე­უ­ლე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის­თვის მათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბათ. იუ­წყე­ბა ტე­ლე­არ­ხი Dozhd, Kinky Party სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ყო­ველ­თვის ემორ­ჩი­ლე­ბო­და კა­ნონს და მიზ­ნად ისა­ხავ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­მო­ხატ­ვის­თვის უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნას, მი­ვი­ღეთ გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ სექ­სის თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვა და­უშ­ვე­ბე­ლია“, - ნათ­ქვა­მია ოთხშა­ბათს ტე­ლეგ­რა­მის Kinky Party-ის არხზე.

"დოჟ­დი“ აღ­ნიშ­ნავს, რომ შემ­დე­გი და­ხუ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბა მოს­კოვ­ში 17 თე­ბერ­ვალს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, მაგ­რამ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა გა­ა­უქ­მეს.

"ამ­ჟა­მად ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ შეგ­ხვდე­ბით სხვა ქვეყ­ნებ­ში“, - გა­ნა­ცხა­დეს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა.

ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, მსგავ­სი წვე­უ­ლე­ბე­ბი უკვე გა­ი­მარ­თა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ მო­მა­ვალ­ში გეგ­მა­ვან.

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არარ­სე­ბუ­ლი "სა­ერ­თა­შო­რი­სო ლგბტ მოძ­რა­ო­ბა“ ექ­სტრე­მის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აღი­ა­რა და ასე­ვე ბლო­გერ ანას­ტა­სია ივ­ლე­ე­ვას მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სკან­და­ლუ­რი "თით­ქმის შიშ­ვე­ლი“ წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­მელ­მაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა და­ი­წყეს წვე­უ­ლე­ბე­ბის მა­სი­უ­რი ჩაშ­ლა. თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში, ძა­ლო­ვა­ნებ­მა ჩა­შა­ლეს ეკა­ტე­რინ­ბურ­გში სექს წვე­უ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე და­ხუ­რულ ფორ­მატ­ში იმარ­თე­ბო­და. ასეთ წვე­უ­ლე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ებს აკა­ვე­ბენ, აპა­ტიმ­რე­ბენ ან აი­ძუ­ლე­ბენ სა­ჯა­როდ ბო­დი­ში მო­ი­ხა­დონ "ამო­რა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლის­თვის“ და კლუ­ბე­ბი იხუ­რე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი სექსგიგანტი
0

მომახვედრეთ...ერთი ბილეთი გთხოოვთ! დავტ..ნა უნდა გოჭებივით რუსი ,,პრადვინუტები''.

!!!
2

ნაგავს ისვრიან რუსები თავის უკანა ეზოში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

მოსკოვის მერიამ სექს წვეულებები აკრძალა - ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეროტიკულ ღონისძიებებს საქართველოში გამართავენ

მოსკოვის მერიამ სექს წვეულებები აკრძალა -  ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეროტიკულ ღონისძიებებს საქართველოში გამართავენ

მოსკოვის მერიამ ეროტიკული წვეულებები აკრძალა, ამის შესახებ გაფრთხილება უკვე გაეგზავნათ წვეულებების ორგანიზატორებს. კანონის დარღვევისთვის მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. იუწყება ტელეარხი Dozhd, Kinky Party საზოგადოებაზე დაყრდნობით.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღონისძიებები ყოველთვის ემორჩილებოდა კანონს და მიზნად ისახავდა თავისუფალი გამოხატვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, მივიღეთ გაფრთხილება, რომ სექსის თემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიების გამართვა დაუშვებელია“, - ნათქვამია ოთხშაბათს ტელეგრამის Kinky Party-ის არხზე.

"დოჟდი“ აღნიშნავს, რომ შემდეგი დახურული წვეულება მოსკოვში 17 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ორგანიზატორებმა გააუქმეს.

"ამჟამად ჩვენ ვაგრძელებთ ღონისძიებებს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ შეგხვდებით სხვა ქვეყნებში“, - განაცხადეს ორგანიზატორებმა.

ამ დროისთვის უცნობია, მსგავსი წვეულებები უკვე გაიმართა თუ არა საქართველოში, თუ მომავალში გეგმავან.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ არარსებული "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა და ასევე ბლოგერ ანასტასია ივლეევას მიერ ჩატარებული სკანდალური "თითქმის შიშველი“ წვეულების შემდეგ, რომელმაც ოფიციალური პირების აღშფოთება გამოიწვია, სამართალდამცავმა უწყებებმა დაიწყეს წვეულებების მასიური ჩაშლა. თებერვლის დასაწყისში, ძალოვანებმა ჩაშალეს ეკატერინბურგში სექს წვეულება, რომელიც ასევე დახურულ ფორმატში იმართებოდა. ასეთ წვეულებებში მონაწილეებს აკავებენ, აპატიმრებენ ან აიძულებენ საჯაროდ ბოდიში მოიხადონ "ამორალური საქციელისთვის“ და კლუბები იხურება.

წაიკითხეთ ასევე: