პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ..." - რა ჰყვებიან ოჯახზე, რომლის სამი წევრი მეწყერს ემსხვერპლა
"როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ..." - რა ჰყვებიან ოჯახზე, რომლის სამი წევრი მეწყერს ემსხვერპლა
  • ფო­ტო­ზე: ნია რო­ბა­ქი­ძე, დე­დას­თან, მაია ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად

წუ­ხელ ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში. ჩა­მო­წო­ლილ­მა მე­წყერ­მა ოთხი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. მაშ­ვე­ლებ­მა მი­წის მა­სი­დან 4 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს, 5 ადა­მი­ა­ნის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

  • ცნო­ბი­ლია, რომ გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის, რო­მელ­თა ცხედ­რე­ბი დი­ლას მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, 20 წლის ნია რო­ბა­ქი­ძე, ასე­ვე ნიას დედა მაია ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი და ბე­ბია არი­ან. ოჯა­ხი­დან ცო­ცხა­ლი მამა გა­დარ­ჩა. ის ამ დრო­ის­თვის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"ნია საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო. აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. ისე­თი კე­თი­ლი და მზრუნ­ვე­ლი იყო. დე­დასთნ და ბე­ბი­ას­თან ერ­თად ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლი. მხო­ლოდ მამა გა­დარ­ჩა ოჯა­ხი­დან ცო­ცხა­ლი, ბაღ­და­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია ახლა, რო­გორც ვიცი. მას­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი გვი­ჭირს", - გვიყ­ვე­ბი­ან გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი.

ნია რო­ბა­ქი­ძე­ზე მისი მე­გო­ბა­რი წერს:

"შენ ხარ უსაყ­ვარ­ლე­სი, კე­თი­ლი და უნაკ­ლო ან­გე­ლო­ზი, რო­მელ­მაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მრა­ვა­ლი ბედ­ნი­ე­რი მო­გო­ნე­ბა შექ­მნა. ყვე­ლა ნა­ბი­ჯი ერ­თად გა­დავ­დგით, სტი­პენ­დია, კონ­ფე­რენ­ცია, შენს გარ­და სხვა მე­წყვი­ლე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. მთე­ლი თვე მე მამ­შვი­დებ­დი, ჩემს ტკი­ვილს იზი­ა­რებ­დი და იმედს მაძ­ლევ­დი და ახლა შენ მტო­ვებ, შენ ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი ჩემი სული და გუ­ლის ნა­წი­ლი, სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი და საყ­ვა­რე­ლი და­ი­კო, რამ­დენ გეგ­მებს ვა­წყობ­დით ერ­თად, არ ვიცი რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა შენი ღი­მი­ლის და ხუმ­რო­ბე­ბის გა­რე­შე, შენი მხარ­ში დგო­მის გა­რე­შე. ვერ ვსუნ­თქავ, გული მე­კუმ­შე­ბა, არ მინ­და, რომ ეს სი­მარ­თლე იყოს, მიყ­ვარ­ხარ, ჩემო ან­გე­ლო­ზო"

"ჩემო თვა­ლებ­ციმ­ცი­მა გოგო, ჩემო მა­ი­კო, რო­გორ და­მი­ტო­ვეთ ქრის­ტო მარ­ტო! რო­გორ არ შე­ი­ცო­დეთ", - წე­რენ გარ­დაც­ვლილ მაია ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­ზე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

ღმერთო რა ტრაგედიაა გული მეკუმშება ტკივილისაგან

ვიზიარებ ახლობლების მეგობრების მწუხარებას. სასუფეველი დაუმკვიდრე უფალო.

naka
0

ვწუხვარ ძალიან. ეს რამდენი ადამიანი შეიწირა ამ სტიქიებმმა.... ნათელში თქვენი სულები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ..." - რა ჰყვებიან ოჯახზე, რომლის სამი წევრი მეწყერს ემსხვერპლა

"როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ..." - რა ჰყვებიან ოჯახზე, რომლის სამი წევრი მეწყერს ემსხვერპლა
  • ფოტოზე: ნია რობაქიძე, დედასთან, მაია ჩეჩელაშვილთან ერთად

წუხელ ტრაგედია დატრიალდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. ჩამოწოლილმა მეწყერმა ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, 5 ადამიანის სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

  • ცნობილია, რომ გარდაცვლილთა შორის, რომელთა ცხედრები დილას მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, 20 წლის ნია რობაქიძე, ასევე ნიას დედა მაია ჩეჩელაშვილი და ბებია არიან. ოჯახიდან ცოცხალი მამა გადარჩა. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

"ნია საკმაოდ წარმატებული სტუდენტი იყო. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ისეთი კეთილი და მზრუნველი იყო. დედასთნ და ბებიასთან ერთად ნახეს გარდაცვლილი. მხოლოდ მამა გადარჩა ოჯახიდან ცოცხალი, ბაღდათის საავადმყოფოშია ახლა, როგორც ვიცი. მასზე წარსულში საუბარი გვიჭირს", - გვიყვებიან გოგონას ახლობლები.

ნია რობაქიძეზე მისი მეგობარი წერს:

"შენ ხარ უსაყვარლესი, კეთილი და უნაკლო ანგელოზი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში მრავალი ბედნიერი მოგონება შექმნა. ყველა ნაბიჯი ერთად გადავდგით, სტიპენდია, კონფერენცია, შენს გარდა სხვა მეწყვილე ვერ წარმომიდგენია. მთელი თვე მე მამშვიდებდი, ჩემს ტკივილს იზიარებდი და იმედს მაძლევდი და ახლა შენ მტოვებ, შენ ყოველთვის იქნები ჩემი სული და გულის ნაწილი, საუკეთესო მეგობარი და საყვარელი დაიკო, რამდენ გეგმებს ვაწყობდით ერთად, არ ვიცი როგორ გავაგრძელო ცხოვრება შენი ღიმილის და ხუმრობების გარეშე, შენი მხარში დგომის გარეშე. ვერ ვსუნთქავ, გული მეკუმშება, არ მინდა, რომ ეს სიმართლე იყოს, მიყვარხარ, ჩემო ანგელოზო"

"ჩემო თვალებციმციმა გოგო, ჩემო მაიკო, როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ", - წერენ გარდაცვლილ მაია ჩეჩელაშვილზე.

წაიკითხეთ ასევე: