პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვების დედა იტალიაშია, ყველა შოკირებული ვართ... მათი სახლის სახურავი მდინარის მეორე ნაპირზე გდია..." - რას ჰყვება სოფელ ნერგეეთის სკოლის პედაგოგი?
"ბავშვების დედა იტალიაშია, ყველა შოკირებული ვართ... მათი სახლის სახურავი მდინარის მეორე ნაპირზე გდია..." - რას ჰყვება სოფელ ნერგეეთის სკოლის პედაგოგი?

წუ­ხელ ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში. ჩა­მო­წო­ლილ­მა მე­წყერ­მა ოთხი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. მაშ­ვე­ლებ­მა მი­წის მა­სი­დან 4 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს, 5 ადა­მი­ა­ნის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძა­ლი­ან დიდი მა­საა მო­წყვე­ტი­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით, 70% არის მი­წის მა­სის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი.

"ამ დრო­ის­თვის ინ­ტენ­სი­უ­რი ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად ნა­ნა­ხია 4 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი. მიმ­დი­ნა­რე­ობს 5 და­კარ­გუ­ლის ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა. სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია 200-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, კი­ნო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფი, ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა ხდე­ბა და­მა­ტე­ბით, ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რად ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, სა­ნამ ყვე­ლა არ იქ­ნე­ბა ნა­ნა­ხი" - აღ­ნიშ­ნა მან.

ად­გი­ლობ­რი­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ სახ­ლში მამა და სამი შვი­ლია მო­ყო­ლი­ლი. AMBEBI.GE ბავ­შვე­ბის პე­და­გოგს, ხა­თუ­ნა ხი­ზა­ნე­იშ­ვილს ესა­უბ­რა:

- ერთ ოჯახს ეძე­ბენ ამ დრო­ის­თვის, მამა და სამი შვი­ლი. სა­მი­ვე ბავ­შვი ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. ტყუ­პი დები და ერთი ბიჭი. ვაჟი მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლია, გო­გო­ნე­ბი მე­ცხრე კლას­ში არი­ან. მეც ამ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ, ჩემი მე­ზო­ბე­ლია ეს ოჯა­ხი.

- ტრა­გე­დი­ის დროს, სად იყა­ვით?

- ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი იყო, დამ­ტვრე­უ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ხე­ე­ბი, ღო­ბე­ე­ბი, არა­ფე­რი გვი­ვარ­გა ეზო­ში. ღა­მის ორის ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბო­და ტყი­დან სა­ში­ნე­ლი გუ­გუ­ნი გა­ვი­გეთ, რას ვი­ფიქ­რებ­დით, მიწა თუ მო­წყდე­ბო­და. სამ ოჯახს გა­და­უ­ა­რა მე­წყერ­მა. მთე­ლი უბა­ნი გა­რეთ ვი­ყა­ვით, დი­ლას შე­მო­ვე­დი სახ­ლში. სა­მაშ­ვე­ლო­ე­ბი მო­ვიდ­ნენ, სა­ირ­მი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს ტექ­ნი­კა, დრო­ნე­ბი გა­უშ­ვეს. ორი ოჯა­ხი იპო­ვეს და მე­სა­მე ვერა, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ ჩა­ნან. რამ­დენ­ჯერ დავ­რე­კეთ წუ­ხელ და არც ცო­ცხლე­ბი ჩა­ნან და არც გარ­დაც­ვლი­ლე­ბი.

შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, ეს ბავ­შვე­ბი ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­დნენ, მე­ხუ­თე კლა­სი­დან ვას­წავ­ლი, ბიჭი ჩემი შვი­ლის მე­გო­ბა­რია. ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი დაგ­ვე­მარ­თა.

- სხვა დროს სტი­ქია რომ ყო­ფი­ლა, რა­ი­მე სა­შიშ­რო­ე­ბა თუ გიგ­რძვნი­ათ?

- არა­ფე­რი სტი­ქია არ ყო­ფი­ლა ჩვენ­თან არა­სო­დეს, სულ ამას ვამ­ბობ­დით და არ ვიცი, თვა­ლი გვე­ცა თუ რა მოხ­და. კუ­რორ­ტულ ზო­ნა­ში ვცხოვ­რობთ და ვამ­ბობ­დით, და­ცუ­ლე­ბი ვარ­თო. არა­ფე­რი მსგავ­სი არ მომ­ხდა­რა, ახლა გზებ­ზე წყლე­ბი მო­დის, ეზო­ე­ბი ვე­ღარ იტევს, სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ყვე­ლა­ფე­რი და­ან­გრია ქა­რიშ­ხალ­მა, ყვე­ლა გაგ­ვა­ნად­გუ­რა.

- ბავ­შვე­ბის დედა ემიგ­რა­ცი­ა­შია წა­სუ­ლი.

- მე­ხუ­თე კლას­ში იყ­ვნენ გო­გო­ნე­ბი, იტა­ლი­ა­ში რომ წა­ვი­და, მე­ზობ­ლე­ბი ვართ და ხში­რად მწერ­და ხოლ­მე. მათი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი მდი­ნა­რის მე­ო­რე ნა­პირ­ზე გდია, ვერც ცო­ცხლებს პო­უ­ლო­ბენ, ვერც გარ­დაც­ვლი­ლებს, გას­წო­რე­ბუ­ლია მა­გა­თი ეზო მი­წას­თან. ისე­თი კარ­გი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, მა­გა­თით მი­ხა­რო­და სკო­ლა­ში შეს­ვლა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო...
0

უფალო დაიფარე საქართველო!

კოტე
8

ადრეც დავწერე და ვიმეორებ, უნდა იყოს სპეციალური სამსახურები, რომლებიც შეისწავლიან მეწყერ საშიშ რაიონებს და შემდეგ უნდა გააკეთონ დასკვნა, ექვემდებარება გამაგრებას თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები არ გამოგველევა. ეს კი დანაშაულია მთავრობის მხრიდან. მთავრობას კი ჩვენ, ხალხი ვირჩევთ. ასე, რომ თუ არ ამოვიღებთ ხმას, ვიქნებით ვაი უბედურებაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბავშვების დედა იტალიაშია, ყველა შოკირებული ვართ... მათი სახლის სახურავი მდინარის მეორე ნაპირზე გდია..." - რას ჰყვება სოფელ ნერგეეთის სკოლის პედაგოგი?

"ბავშვების დედა იტალიაშია, ყველა შოკირებული ვართ... მათი სახლის სახურავი მდინარის მეორე ნაპირზე გდია..." - რას ჰყვება სოფელ ნერგეეთის სკოლის პედაგოგი?

წუხელ ტრაგედია დატრიალდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. ჩამოწოლილმა მეწყერმა ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, 5 ადამიანის სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით, 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი.

"ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით, ასევე ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა არ იქნება ნანახი" - აღნიშნა მან.

ადგილობრივის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი. AMBEBI.GE ბავშვების პედაგოგს, ხათუნა ხიზანეიშვილს ესაუბრა:

- ერთ ოჯახს ეძებენ ამ დროისთვის, მამა და სამი შვილი. სამივე ბავშვი ჩემი მოსწავლეები არიან. ტყუპი დები და ერთი ბიჭი. ვაჟი მეთერთმეტეკლასელია, გოგონები მეცხრე კლასში არიან. მეც ამ სოფელში ვცხოვრობ, ჩემი მეზობელია ეს ოჯახი.

- ტრაგედიის დროს, სად იყავით?

- ძლიერი ქარიშხალი იყო, დამტვრეულია ყველაფერი, ხეები, ღობეები, არაფერი გვივარგა ეზოში. ღამის ორის ნახევარი იქნებოდა ტყიდან საშინელი გუგუნი გავიგეთ, რას ვიფიქრებდით, მიწა თუ მოწყდებოდა. სამ ოჯახს გადაუარა მეწყერმა. მთელი უბანი გარეთ ვიყავით, დილას შემოვედი სახლში. სამაშველოები მოვიდნენ, საირმიდან ჩამოიტანეს ტექნიკა, დრონები გაუშვეს. ორი ოჯახი იპოვეს და მესამე ვერა, ჯერჯერობით, არ ჩანან. რამდენჯერ დავრეკეთ წუხელ და არც ცოცხლები ჩანან და არც გარდაცვლილები.

შოკირებული ვარ, ეს ბავშვები ჩემს ხელში გაიზარდნენ, მეხუთე კლასიდან ვასწავლი, ბიჭი ჩემი შვილის მეგობარია. ძალიან ცუდი ამბავი დაგვემართა.

- სხვა დროს სტიქია რომ ყოფილა, რაიმე საშიშროება თუ გიგრძვნიათ?

- არაფერი სტიქია არ ყოფილა ჩვენთან არასოდეს, სულ ამას ვამბობდით და არ ვიცი, თვალი გვეცა თუ რა მოხდა. კურორტულ ზონაში ვცხოვრობთ და ვამბობდით, დაცულები ვართო. არაფერი მსგავსი არ მომხდარა, ახლა გზებზე წყლები მოდის, ეზოები ვეღარ იტევს, საშინელი მდგომარეობაა. ყველაფერი დაანგრია ქარიშხალმა, ყველა გაგვანადგურა.

- ბავშვების დედა ემიგრაციაშია წასული.

- მეხუთე კლასში იყვნენ გოგონები, იტალიაში რომ წავიდა, მეზობლები ვართ და ხშირად მწერდა ხოლმე. მათი სახლის სახურავი მდინარის მეორე ნაპირზე გდია, ვერც ცოცხლებს პოულობენ, ვერც გარდაცვლილებს, გასწორებულია მაგათი ეზო მიწასთან. ისეთი კარგი ბავშვები იყვნენ, მაგათით მიხაროდა სკოლაში შესვლა.

ნახეთ ასევე: