სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სმარტი" ქსელის განვითარებას ახალი ვიზუალითა და კონცეპციით განაგრძობს
"სმარტი" ქსელის განვითარებას ახალი ვიზუალითა და კონცეპციით განაგრძობს

სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი „სმარ­ტი“ ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბას „ვი­სო­ლის“ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე, ავ­ტო­ბა­ნებ­ზე არ­სე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრებ­სა და აე­რო­პორ­ტებ­ში ახა­ლი ვი­ზუ­ა­ლი­თა და კონ­ცე­პცი­ით გა­ნაგ­რძობს. „კე­თი­ლი მგზავ­რო­ბა“ „ვი­სოლ­თან“ ერ­თად „სმარ­ტის“ ახა­ლი და­პი­რე­ბა გახ­და, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა­საც ბრენ­დი „მარ­კე­ტი და კაფე“ პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბით, გზა­ზე ყოფ­ნი­სას სა­ჭი­რო ყვე­ლა პრო­დუქ­ტით, ექ­სკლუ­ზი­უ­რი იმ­პორ­ტის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნით, იტა­ლი­უ­რი ყა­ვი­თა და ლუკა ნა­ჭყე­ბი­ას­თან ერ­თად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მე­ნი­უ­თი შეძ­ლებს.

„„ვი­სოლ ჯგუფ­მა“ „სმარ­ტის“ ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა 2010 წელს „ვი­სო­ლის“ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო (CS-Conviniance Store) და ცალ­კე მდგო­მი ფარ­თო ფორ­მა­ტის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბით და­ი­წყო. თუმ­ცა ჯგუფ­მა „სმარ­ტის“ ფორ­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლო ფორ­მა­ტის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ფორ­მით გა­და­წყვი­ტა და „ვი­სოლ­თან“ ერ­თად სა­უ­კე­თე­სო სა­მოგ­ზა­უ­რო გა­მოც­დი­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მომ­ხმა­რე­ბელს გზად სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი და მომ­სა­ხუ­რე­ბის და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი შეს­თა­ვა­ზა.“ აცხა­დებს „ვი­სო­ლი­სა“ და „სმარ­ტის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ვა­სილ ხო­რა­ვა.

„სმარ­ტის“ ბრენ­დის გა­ნახ­ლე­ბა სტრა­ტე­გი­ულ­მა ბრენ­დინგ სა­ა­გენ­ტომ - „+VAT“-მა „ვი­სო­ლის“ რებ­რენ­დინ­გის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. რო­გორც „+VAT“-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვას­კა ჩუ­ბი­ნი­ძე აცხა­დებს, „„სმარ­ტი“ გახ­და უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე და მხი­ა­რუ­ლი, ბრენ­დის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო - მე­ო­ჯა­ხე ციყ­ვი - ცელ­ქმა და ენერ­გი­ულ­მა ციყვმა ჩა­ა­ნაც­ვლა. ასე­ვე გა­ნახ­ლდა ბრენ­დის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა და „მარ­კე­ტი და კაფე“, მთა­ვარ აღ­წე­რი­ლო­ბად და ლო­გოს ნა­წი­ლად იქცა, რად­გან გა­ნახ­ლე­ბუ­ლი „სმარ­ტი“ ზუს­ტად ამ ორ ფუნ­ქცი­ას ითავ­სებს. გზა­ზე ყოფ­ნი­სას ადა­მი­ა­ნებს „სმარ­ტში“ შე­უძ­ლი­ათ იყი­დონ რო­გორც მარ­კე­ტის პრო­დუქ­ტე­ბი, ასე­ვე იქვე ისარ­გებ­ლონ სრულ­ფა­სო­ვა­ნი კა­ფეს სერ­ვი­სით, სა­დაც ლუკა ნა­ჭყე­ბი­ას მიერ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მე­ნი­უც დახ­ვდე­ბათ.“

„სმარ­ტის“ ვი­ზუ­ა­ლურ ბრენ­დინგზე More Studio-მ იმუ­შა­ვა. დო­დოშ­კა ჩხე­ი­ძემ ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბა და გა­ნახ­ლე­ბულ კონ­ცეფ­ცი­ას­თან თან­ხვედ­რა შეძ­ლო. MUA Architecture & Placemaking არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­მა ოფის­მა „ვი­სო­ლი­სა“ და „სმარ­ტის“ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ გა­ნახ­ლე­ბა­ზე იზ­რუ­ნა.

„მარ­კე­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბულ დი­ზა­ინ­ზე ფიქ­რი­სას პირ­ველ რიგ­ში „სმარ­ტის“ ახა­ლი ფე­რე­ბი, ლოგო და ზო­გა­დი ხა­სი­ა­თი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ. პრო­დუქ­ცი­ის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ცოტა მა­სა­ლის და ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ზედ­მე­ტად არ აჭ­რე­ლე­ბუ­ლი­ყო გა­რე­მო. თუმ­ცა, ფე­რე­ბით თა­მაშს არ შე­ვუ­შინ­დით და მათი გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ სტენ­დე­ბის კა­ტე­გო­რი­ე­ბად და­ყო­ფა, რაც ამარ­ტი­ვებს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ცი­ის პოვ­ნას. ვფიქ­რობთ, ეს დი­ზა­ი­ნი პრაქ­ტი­კუ­ლია და ზო­გა­დად მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლის ხა­სი­ათ­საც უხ­დე­ბა.“ აცხა­დებს დო­დოშ­კა ჩხე­ი­ძე.

„ის, რომ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე საწ­ვავ­თან ერ­თად მგზავ­რო­ბი­სას სა­ჭი­რო სრულ­ყო­ფი­ლი სერ­ვი­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის დიდი უპი­რა­ტე­სო­ბაა, „ვი­სოლ­მა“ ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თა­ნა­ვე გა­ი­თა­ვი­სა. თუმ­ცა ოპე­რი­რე­ბის ეს მო­დე­ლი ბრენ­დის სტრა­ტე­გი­ა­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ში ნათ­ლად არ ჩან­და; ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­შიც კი ისე იყო ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ობი­ექ­ტე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლი, რომ ერ­თი­ან სივ­რცედ არ აღიქ­მე­ბო­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი იდენ­ტო­ბის მქო­ნე „ვი­სოლ­სა“ და „სმარტს“ ერ­თი­ა­ნო­ბა შე­ე­ძი­ნა და „სმარ­ტის“ CS ფორ­მატ­ში ტრანსფორ­მა­ცია მკა­ფი­ოდ გად­მოგ­ვე­ცა. იმა­საც მივ­ხვდით, რომ „სმარტს“ შე­უძ­ლია სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გან­ვი­თა­რე­ბაც ჰქონ­დეს და გზას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა წერ­ტი­ლებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა აე­რო­პორ­ტე­ბი, რკი­ნიგ­ზის თუ ავტო სად­გუ­რე­ბი, გან­ვი­თარ­დეს.„ აცხა­დებს „ვი­სო­ლი­სა“ და „სარ­ტის“ მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი.

დღეს­დღე­ო­ბით „სმარ­ტი“ 40 სუ­პერ­მარ­კე­ტი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ცე­პცი­ით „სმარ­ტი“ უკვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს თბი­ლის­ში, ზ.ან­ჯა­ფა­რი­ძის #35-ში. მალე გა­ნახ­ლდე­ბა ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე არ­სე­ბუ­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტიც და ეტა­პობ­რი­ვად მთე­ლი ქსე­ლი „კე­თი­ლი მგზავ­რო­ბის­თვის“ ყვე­ლა პი­რო­ბას შე­უქ­მნის ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელს.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

 სურათზე ბარბის სახლს უფრო გავს! ვარდისფერი მარკეტი რა უბედურებაა. ფასები ხო ცსლკე პრობლემაა

giorgi
0

რას უშველის ბრენდირება, ფასები აქვთ მეტირება!

მინიმუმ 50-80%-ით მეტი იგივე დასახელების პროდუქტზე, რაც ქალაქშია. ხელფასები კი პერსონალს ალბათ იმაზე ნაკლები აქვს, რაც ქალაქშია! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სმარტი" ქსელის განვითარებას ახალი ვიზუალითა და კონცეპციით განაგრძობს

"სმარტი" ქსელის განვითარებას ახალი ვიზუალითა და კონცეპციით განაგრძობს

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ქსელის განვითარებას „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, ავტობანებზე არსებულ მომსახურების ცენტრებსა და აეროპორტებში ახალი ვიზუალითა და კონცეპციით განაგრძობს. „კეთილი მგზავრობა“ „ვისოლთან“ ერთად „სმარტის“ ახალი დაპირება გახდა, რომლის შესრულებასაც ბრენდი „მარკეტი და კაფე“ პოზიციონირებით, გზაზე ყოფნისას საჭირო ყველა პროდუქტით, ექსკლუზიური იმპორტის ყველაზე პოპულარული არჩევანით, იტალიური ყავითა და ლუკა ნაჭყებიასთან ერთად განახლებული მენიუთი შეძლებს.

„„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე განთავსებული საშუალო (CS-Conviniance Store) და ცალკე მდგომი ფართო ფორმატის სუპერმარკეტებით დაიწყო. თუმცა ჯგუფმა „სმარტის“ ფორმატის ცვლილებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, განვითარება მხოლოდ საშუალო ფორმატის სუპერმარკეტების ფორმით გადაწყვიტა და „ვისოლთან“ ერთად საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილების უზრუნველსაყოფად მომხმარებელს გზად საჭირო პროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანი და მომსახურების დასავლური სტანდარტები შესთავაზა.“ აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„სმარტის“ ბრენდის განახლება სტრატეგიულმა ბრენდინგ სააგენტომ - „+VAT“-მა „ვისოლის“ რებრენდინგის პარალელურად განახორციელა. როგორც „+VAT“-ის წარმომადგენელი ვასკა ჩუბინიძე აცხადებს, „„სმარტი“ გახდა უფრო თანამედროვე და მხიარული, ბრენდის მთავარი სიმბოლო - მეოჯახე ციყვი - ცელქმა და ენერგიულმა ციყვმა ჩაანაცვლა. ასევე განახლდა ბრენდის პოზიციონირება და „მარკეტი და კაფე“, მთავარ აღწერილობად და ლოგოს ნაწილად იქცა, რადგან განახლებული „სმარტი“ ზუსტად ამ ორ ფუნქციას ითავსებს. გზაზე ყოფნისას ადამიანებს „სმარტში“ შეუძლიათ იყიდონ როგორც მარკეტის პროდუქტები, ასევე იქვე ისარგებლონ სრულფასოვანი კაფეს სერვისით, სადაც ლუკა ნაჭყებიას მიერ განახლებული მენიუც დახვდებათ.“

„სმარტის“ ვიზუალურ ბრენდინგზე More Studio-მ იმუშავა. დოდოშკა ჩხეიძემ ინტერიერის დიზაინის გათანამედროვება და განახლებულ კონცეფციასთან თანხვედრა შეძლო. MUA Architecture & Placemaking არქიტექტურულმა ოფისმა „ვისოლისა“ და „სმარტის“ არქიტექტურულ განახლებაზე იზრუნა.

„მარკეტების განახლებულ დიზაინზე ფიქრისას პირველ რიგში „სმარტის“ ახალი ფერები, ლოგო და ზოგადი ხასიათი გავითვალისწინეთ. პროდუქციის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ მაქსიმალურად ცოტა მასალის და ფორმის გამოყენება, რადგან მომხმარებლისთვის ზედმეტად არ აჭრელებულიყო გარემო. თუმცა, ფერებით თამაშს არ შევუშინდით და მათი გამოყენებით მოვახერხეთ სტენდების კატეგორიებად დაყოფა, რაც ამარტივებს მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქციის პოვნას. ვფიქრობთ, ეს დიზაინი პრაქტიკულია და ზოგადად მარკეტების ქსელის ხასიათსაც უხდება.“ აცხადებს დოდოშკა ჩხეიძე.

„ის, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავთან ერთად მგზავრობისას საჭირო სრულყოფილი სერვისების შეთავაზება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის დიდი უპირატესობაა, „ვისოლმა“ ბიზნესის განვითარებისთანავე გაითავისა. თუმცა ოპერირების ეს მოდელი ბრენდის სტრატეგიასა და კომუნიკაციებში ნათლად არ ჩანდა; ინფრასტრუქტურაშიც კი ისე იყო ერთმანეთის გვერდით ობიექტები განლაგებული, რომ ერთიან სივრცედ არ აღიქმებოდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ვიზუალური იდენტობის მქონე „ვისოლსა“ და „სმარტს“ ერთიანობა შეეძინა და „სმარტის“ CS ფორმატში ტრანსფორმაცია მკაფიოდ გადმოგვეცა. იმასაც მივხვდით, რომ „სმარტს“ შეუძლია სრულიად დამოუკიდებელი განვითარებაც ჰქონდეს და გზასთან დაკავშირებულ სხვა წერტილებში, როგორებიცაა აეროპორტები, რკინიგზის თუ ავტო სადგურები, განვითარდეს.„ აცხადებს „ვისოლისა“ და „სარტის“ მარკეტინგის დირექტორი.

დღესდღეობით „სმარტი“ 40 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. განახლებული ვიზუალური კონცეპციით „სმარტი“ უკვე ფუნქციონირებს თბილისში, ზ.ანჯაფარიძის #35-ში. მალე განახლდება ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული სუპერმარკეტიც და ეტაპობრივად მთელი ქსელი „კეთილი მგზავრობისთვის“ ყველა პირობას შეუქმნის ერთგულ მომხმარებელს.

R