პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13 რამ, რასაც მენტალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ
13 რამ, რასაც მენტალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ

მენ­ტა­ლუ­რი სიძ­ლი­ე­რე ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბაა. მისი მიღ­წე­ვა კი არც ისე მარ­ტი­ვი. ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იფიქ­როთ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი, ის თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ და ისიც, თუ რო­გორ არ უნდა მო­იქ­ცეთ.

ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ უფა­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა FlowMaster.online შექ­მნა, გი­ზი­ა­რებთ სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას:

„პი­ტერ დრა­კე­რი, რო­მე­ლიც მე­ნე­ჯმენტს გვას­წავ­ლი­და, ამ­ბობ­და, რომ ძა­ლი­ან ბევრ დროს ვხარ­ჯავთ იმა­ზე, რომ ლი­დე­რებს და აღ­მას­რუ­ლებ­ლებს ვას­წავ­ლოთ, რა აკე­თონ და არა­საკ­მა­რის დროს ვხარ­ჯავთ, რომ ვას­წავ­ლოთ, რისი კე­თე­ბა შე­წყვი­ტონ. იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა უნდა და­ი­წყო. გა­მოთ­ქმაც არ­სე­ბობს: თუ გინ­და რომ გქონ­დეს ის, რაც არას­დროს გქო­ნია, მო­გი­წევს იმის გა­კე­თე­ბა, რაც არა­სო­დეს გა­გი­კე­თე­ბია. თუმ­ცა, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა შე­წყვი­ტოთ.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, თუ რას არ აკე­თე­ბენ მენ­ტა­ლუ­რად ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ გა­გი­ზი­ა­რებთ 13 ჩვე­ვას, რომ­ლებ­ზეც ემი მო­რე­ნი სა­კუ­თარ წიგ­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა. შემ­დე­გი 13 მავ­ნე ჩვე­ვის წა­კი­თხვი­სას, გირ­ჩევთ პა­რა­ლე­ლუ­რად თქვენ თა­ვებს და­უს­ვათ შე­კი­თხვა, რო­მე­ლი მათ­გა­ნი გა­ხა­სი­ა­თებთ და ღირს თუ არა რომ თქვენ­ში რამე შეც­ვა­ლოთ. მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

1 - სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ცო­დე­ბა და წუ­წუ­ნი

მსხვერ­პლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ წუ­წუ­ნე­ბენ, თუ რა უქნა მთავ­რო­ბამ, მე­ნე­ჯმენ­ტმა, დამ­კვეთ­მა, ბი­ძაშ­ვილ­მა, მე­ზო­ბელ­მა და ა.შ. ეს არ ნიშ­ნავს, რომ მათ პრობ­ლე­მე­ბი არ აქვთ, მაგ­რამ დროს და ენერ­გი­ას წუ­წუნ­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ცო­დე­ბა­ში არ ხარ­ჯა­ვენ. და­ფიქ­რდით, თქვენ ხომ წუ­წუ­ნებთ და მსხვერ­პლის როლ­ში ხართ? ამის ნაც­ვლად, მად­ლი­ე­რი უნდა იყოთ ყვე­ლაფ­რის, რაც გაქვთ. გა­მოწ­ვე­ვე­ბია? - გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ი­ღებთ. რთულ გა­რე­მო­ში გი­წევთ მუ­შა­ო­ბა? - ეს გა­გაძ­ლი­ე­რებთ. გან­საც­დე­ლი და­გა­ტყდათ? - ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას, ცოდ­ნას და სიმ­ტკი­ცეს შე­ი­ძენთ.

2 - სა­კუ­თარ თავ­ზე სხვე­ბის­თვის ძა­ლა­უფ­ლე­ბის მი­ცე­მა

ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვებს სა­კუ­თარ თავ­ზე ძა­ლა­უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. სხვას არ გა­და­ა­წყვე­ტი­ნე­ბენ რა და რო­გორ გა­ა­კე­თონ, არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას, უფ­როსს სამ­სა­ხურ­ში უყუ­რე­ბენ, რო­გორც სის­ტე­მის ნა­წილს. „დიახ პა­ტივ­ცე­მუ­ლო“ თა­ნა­მედ­რო­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში არ არის სწო­რი პა­სუ­ხი. რა თქმა უნდა, უფ­როსს და სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც ან­გა­რი­ში უნდა გა­ვუ­წი­ოთ, მაგ­რამ ბრმა ძა­ლა­უფ­ლე­ბას სხვებს არ აძ­ლე­ვენ. ზოგ­ჯერ, წუ­წუ­ნი და სხვე­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბა ერ­თად იყ­რის თავს და ამ­ბო­ბენ, რომ არაფ­რის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, უსა­მარ­თლოდ ექ­ცე­ვი­ან და ა.შ. რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლას აქვს იმის ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რომ სამ­სა­ხუ­რი შე­იც­ვა­ლოს. თუ წა­სას­ვლე­ლი არ აქვთ, იმის ძა­ლა­უფ­ლე­ბა აქვთ, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცია აი­მაღ­ლონ და მო­თხოვ­ნა­დი გახ­დნენ. მოკ­ლედ, ძლი­ე­რი ხალ­ხი იაზ­რებს, რომ მათ ხელ­შია კონ­ტრო­ლი.

3 – ყვე­ლაფ­რის ერ­თად შეც­ვლა

ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­დან იცი­ლე­ბენ ყვე­ლაფ­რის ერ­თად შეც­ვლას. ცვლი­ლე­ბე­ბი ნა­ბიჯ- ნა­ბიჯ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ერთი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც კი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რია, რთუ­ლია. რა­ღა­ცის ცვლი­ლე­ბის პრო­ცეს­ში სხვა რა­ღა­ცე­ბი სტა­ბი­ლუ­რად უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ, გრძე­ლი თა­მა­ში უნდა ითა­მა­შოთ.

4 - ნერ­ვე­ბის მოშ­ლა იმა­ზე, რა­ზეც კონ­ტრო­ლი არ გაქვთ

ემო­ცი­უ­რად მყა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ნერ­ვებს არ იშ­ლი­ან იმა­ზე, რაც მათ კონ­ტროლს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. უნდა ის­წავ­ლოთ, რომ რა­ზეც გავ­ლე­ნა არ გაქვთ, იმა­ზე ნერ­ვე­ბი არ მო­გე­შა­ლოთ. მო­იღ­რუბ­ლა, რი­კო­თი და­ი­კე­ტა, ლარი გაძ­ვირ­და ან გა­ი­აფ­და - ეს ხომ თქვენ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. უნდა გა­ყოთ, რა არის თქვენ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი და რა არა და თქვე­ნი დრო, ენერ­გია და ნერ­ვე­ბი არ უნდა და­ი­ხარ­ჯოს იმა­ზე, რაც თქვენ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხოლო იმა­ზე ღელ­ვას, რაც თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი და შე­დე­გი უნდა ჰქონ­დეს. ამი­ტომ, იმის ნაც­ვლად რომ ინერ­ვი­უ­ლოთ იმა­ზე, რა­ზეც გავ­ლე­ნა არ გაქვთ, ეცა­დეთ იმ სა­კი­თხებ­ზე კონ­ცენ­ტრირ­დეთ, რო­მელ­ზეც გაქვთ გავ­ლე­ნა და მო­ახ­დი­ნოთ პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბა.

5 - სხვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­კუ­თარ­ზე წინ და­ყე­ნე­ბა

ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვე­ბის ინ­ტე­რე­სებს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სის წინ არ აყე­ნე­ბენ. რა თქმა უნდა, შვი­ლის თუ სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სის წინა პლან­ზე და­ყე­ნე­ბა სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ არას­წო­რია რო­დე­საც ეს ეხე­ბა კო­ლე­გას, მე­გო­ბარს, ნაც­ნობს, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, რომ თა­ვი­სი სა­დარ­დე­ლი საქ­მე გად­მო­გა­ბა­როთ თქვენ ისე, რომ თქვე­ნი ინ­ტე­რე­სი და­ზა­რალ­დეს. ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას სხვას არ აძ­ლევს და არ უჭირს „არას“ თქმა. გა­სა­ღე­ბი, რომ არ იცხოვ­როთ ისე­თი ცხოვ­რე­ბით, რო­გო­რიც არ გინ­დათ, სწო­რედ არას თქმა­შია. ეს თუ არ შე­გიძ­ლი­ათ ვე­რას­დროს გა­ა­კონ­ტრო­ლებთ პრი­ო­რი­ტე­ტებს.

ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ დარ­დო­ბენ იმა­ზე, ყვე­ლას მო­ე­წო­ნე­ბა თუ არა. სტივ ჯობ­სის სი­ტყვე­ბია, რომ თუ გინ­და, ყვე­ლას მოს­წონ­დე ნა­ყი­ნის გამ­ყიდ­ვე­ლი გახ­დი. თუ გაქვთ გეგ­მა, რომ იყოთ პრო­დუქ­ტი­უ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი, პუბ­ლი­კა­ზე არ უნდა იმუ­შა­ოთ, უნდა იმუ­შა­ოთ იმა­ზე, რაც მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლას კარ­გად ყოფ­ნა თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა არ არის. თქვენ მხო­ლოდ თქვე­ნი თავი და თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი გა­ბა­რი­ათ. შე­ე­ცა­დეთ, უარი თქვათ არა­სა­ჭი­რო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე და მთე­ლი თქვე­ნი დრო და ენერ­გია და­ხარ­ჯოთ იმა­ზე, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

6 - რის­კებ­სა და სა­შიშ­რო­ე­ბებ­ზე ბევ­რი ფიქ­რი

არ კონ­ცენ­ტრირ­დეთ, ბევ­რი დრო და ენერ­გია არ და­ხარ­ჯოთ რის­კებ­სა და სა­შიშ­რო­ე­ბებ­ზე ფიქ­რში. “ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას რომ და­აკ­ვირ­დე, სი­ცო­ცხლის უფრო ეში­ნია, ვიდ­რე სიკ­ვდი­ლის“. რის­კე­ბის გამო ბიზ­ნე­სის არ და­წყე­ბას თუ და­წი­ნა­უ­რე­ბის არ მო­თხოვ­ნას, მი­ყავ­ხართ ყვე­ლა­ზე დიდ რის­კამ­დე, რომ ისე­თი ცხოვ­რე­ბა არ გქონ­დეთ, რო­გო­რიც გინ­დათ. ამი­ტომ, რო­დე­საც რა­მის კე­თე­ბას იწყებთ, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­გეგ­მოთ, გეგ­მა B-ც უნდა იქო­ნი­ოთ, მაგ­რამ ბევ­რი დრო არ და­უთ­მოთ საფრ­თხე­ებ­სა და რის­კებ­ზე ფიქ­რს. მარკ ტვე­ნის გა­მო­ნათ­ქვა­მია, რომ „მე ასა­კი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ და ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა მი­ნა­ხავს. უმე­ტე­სო­ბა მათ­გა­ნი არა­სო­დეს მომ­ხდა­რა“. ძა­ლი­ან ხში­რად ჰი­პო­თე­ტურ გა­სა­ჭი­რებ­ზე ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბით და ამა­ში მი­დის ჩვე­ნი დრო და ენერ­გია. ძლი­ე­რი ხალ­ხი ამას არ აკე­თებს. კონ­ცენ­ტრირ­დე­ბი­ან და­გეგ­მვა­ზე და ადაპ­ტირ­დე­ბი­ან პრო­ცეს­ში. ნუ ფიქ­რობთ ყვე­ლა ცუდ სცე­ნარ­ზე, პრობ­ლე­მებ­ზე. არ­სე­ბობს ცუდი სცე­ნა­რე­ბის ანა­ლი­ზის მე­თო­დი, თუმ­ცა არ არის სა­ჭი­რო ამა­ზე ბევ­რი დრო­ის და­ხარ­ჯვა.

7 - წარ­სულ­ში დარ­ჩე­ნა

არ დარ­ჩეთ წარ­სულ­ში. ფიქ­რე­ბი, რომ იმ დროს რომ ისე მექ­ნა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ასე მეს­წავ­ლა, იმას­თან მე­მე­გობ­რა, ადრე არ დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და ა.შ. ფუ­ჭია. ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ გულ­და­წყვე­ტა­სა და ნე­გა­ტი­ურ ემო­ცი­ას მო­გი­ტანთ. რაც მოხ­და, იმას ვერ შეც­ვლით. ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მად­ლი­ე­რი არი­ან თა­ვი­სი წარ­სუ­ლის, იმ პრობ­ლე­მე­ბი­ა­ნად და ცუდი ხალ­ხი­ა­ნად იმი­ტომ, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა შექ­მნა ისე­თი, რო­გო­რიც არის. ამის ნაც­ვლად ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­ცენ­ტრირ­დე­ბი­ან მო­მა­ვალ­ზე. ხვალ რა გა­ვა­კე­თოთ, ზეგ რო­გო­რი ვიყო, რა შევ­ცვა­ლო და ა.შ.

8 - უკვე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მე­ო­რე­ბა

კი­დევ ერთი მავ­ნე ჩვე­ვა არის ძვე­ლად დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მე­ო­რე­ბა. შეც­დო­მებს ყვე­ლა უშ­ვებს, მაგ­რამ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იმა­ვეს არ იმე­ო­რე­ბენ. რო­გორ ახერ­ხე­ბენ ამას? რო­დე­საც შეც­დო­მა მო­უ­ვათ, დარ­დზე კი არ კონ­ცენ­ტრირ­დე­ბი­ან, არა­მედ იმა­ზე თუ რო­გორ გა­მო­ას­წო­რონ თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლი, რომ ის შეც­დო­მა აღარ გა­ი­მე­ო­რონ.

9 - წუ­წუ­ნი და სი­ნა­ნუ­ლი

მენ­ტა­ლუ­რად ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ ეძ­ლე­ვი­ან სი­ნა­ნულს. ეს წინა რჩე­ვებ­თან არის კავ­შირ­ში. ისი­ნი არ წუ­წუ­ნე­ბენ, თუ რა და­ე­მარ­თათ, არ სა­უბ­რო­ბენ წარ­სულ­ზე, თუ ეს რა გა­დახ­დათ, თავს არ აძ­ლე­ვენ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სი­ნა­ნულ­ში გა­ა­ტა­რონ დრო. კარ­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რა გინ­დათ, მიჰ­ყე­ვით გეგ­მას, შე­გეშ­ლე­ბათ? მი­ი­ღეთ გაკ­ვე­თი­ლად და გა­აგ­რძე­ლეთ ცხოვ­რე­ბა. ხან გეტ­კი­ნე­ბათ, ხან ცხვირს მო­ი­ტე­ხავთ, ხან წა­იქ­ცე­ვით.

10 - და­ნე­ბე­ბა

არ და­ნებ­დეთ. გა­სა­გე­ბია, რომ ცხოვ­რე­ბა გატ­კენთ გულს, კო­ლე­გე­ბი ვერ გა­გი­გე­ბენ, უფ­რო­სი შრო­მას ვერ და­გი­ფა­სებთ, მაგ­რამ ძლი­ე­რი ხალ­ხი არ ნებ­დე­ბა და მათ იცი­ან, რისი მიღ­წე­ვა სურთ. ზოგი დღე ცუდი გექ­ნე­ბათ, ზოგი კარ­გი, მაგ­რამ არ და­ნებ­დეთ, აპა­ტი­ეთ თქვენს თავს შეც­დო­მე­ბი და გა­აგ­რძე­ლეთ გზა.

11 - მარ­ტო ყოფ­ნის შიში

ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ ერი­დე­ბი­ან მარ­ტო ყოფ­ნას. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყოფ­ნას თა­ვი­სი სი­კე­თე და მად­ლი აქვს, მარ­ტო ყოფ­ნას კი თა­ვი­სი. ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის და­სას­ვე­ნებ­ლად, და­სა­ფიქ­რებ­ლად, შეც­დო­მე­ბის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მარ­ტო ყოფ­ნა. ყვე­ლას თა­ვი­სი მე­თო­დი აქვს, ზოგი ვარ­ჯი­შობს, ზოგი მე­დი­ტი­რებს, ზოგი ფიქ­რობს, მუ­სი­კას უს­მენს, მან­ქა­ნით სე­ირ­ნობს და ა.შ. თქვენც და­ი­მე­გობ­რეთ მარ­ტო­ო­ბა სა­ჭი­რო დროს.

12 - მო­ლო­დი­ნი, რომ რა­ღაც ეკუთ­ვნით

მენ­ტა­ლუ­რად მყა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ თვლი­ან, რომ ცხოვ­რე­ბის­გან რა­ღაც ეკუთ­ვნით. მო­საზ­რე­ბა, რომ რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე, რა­ღაც მე­კუთ­ვნის ევ­რო­პის­გან, მთავ­რო­ბის­გან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და ა.შ. მცდა­რია. რე­ა­ლუ­რად, არა­ფე­რიც არ და­გიმ­სა­ხუ­რე­ბი­ათ და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბით უნდა და­იმ­სა­ხუ­როთ ყვე­ლა­ფე­რი, იქ­ნე­ბა ეს სამ­სა­ხურ­ში თუ სა­მე­ზობ­ლო­ში. არა­ვის არ აქვს თქვე­ნი ვალი.

13 - მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა

ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ კონ­ცენ­ტრირ­დე­ბი­ან დღე­ვან­დელ კვერ­ცხზე. გრძელ თა­მაშს თა­მა­შო­ბენ. იმა­ზე არ ფიქ­რო­ბენ, რომ დღეს და­ის­ვე­ნონ, დღეს იყ­ვნენ კარ­გად. პი­რი­ქით, დღეს აკე­თე­ბენ ისეთ რა­მეს, რომ მო­მა­ვალ­ში იყ­ვნენ კარ­გად. ამი­ტომ აქვთ გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი და არ ეძე­ბენ მოკ­ლე და ად­ვილ გზებს. კონ­ცენ­ტრირ­დე­ბი­ან იმა­ზე, რისი მიღ­წე­ვაც უნ­დათ და იცი­ან, რომ ტკი­ვი­ლის ატა­ნაც მო­უ­წევთ და გა­სა­ჭი­რი­საც. წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი ხომ სწო­რედ შრო­მა­სა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა­შია. ხში­რად კი ეს შრო­მა მო­სა­წყე­ნი რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ამ და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი და მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი ვი­დე­ოს პა­რა­ლე­ლუ­რად, FlowMaster.online გთა­ვა­ზობთ სხვა არა­ერთ შე­მეც­ნე­ბით ვი­დე­ოს პი­რა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. FlowMaster.online-ის ტრე­ნე­რე­ბი მო­გაწ­ვდი­ან მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას ისე­თი თე­მე­ბის შე­სა­ხებ, რო­გო­რი­ცაა: ლი­დე­რო­ბა, კა­რი­ე­რა, წარ­მა­ტე­ბა, პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა და სტრე­სი, ონ­ლა­ინ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, PMP სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და სხვა.

R

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
....
0

ეს ის არაა, კომბლე უვარგისი იყოი, რომ ბოდავდა!😂

nnn
0

ბევრი პუნქტია საკამათო, ზოგადად კი ყველაფერს რასაც ადამიანი აკეთებს ეხმარებოდა რაღაცაში და დღესაც ეხმარება, ასე მარტივადაც არ არის საქმე. 

ავტორი:

13 რამ, რასაც მენტალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ

13 რამ, რასაც მენტალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ

მენტალური სიძლიერე ადამიანის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მისი მიღწევა კი არც ისე მარტივი. ამ დროს მნიშვნელოვანია იფიქროთ და გაითვალისწინოთ ყველაფერი, ის თუ როგორ უნდა მოიქცეთ და ისიც, თუ როგორ არ უნდა მოიქცეთ.

ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელმაც საკუთარ უფასო საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა FlowMaster.online შექმნა, გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას:

„პიტერ დრაკერი, რომელიც მენეჯმენტს გვასწავლიდა, ამბობდა, რომ ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ იმაზე, რომ ლიდერებს და აღმასრულებლებს ვასწავლოთ, რა აკეთონ და არასაკმარის დროს ვხარჯავთ, რომ ვასწავლოთ, რისი კეთება შეწყვიტონ. იმისთვის, რომ წარმატებული იყო, რაღაცების კეთება უნდა დაიწყო. გამოთქმაც არსებობს: თუ გინდა რომ გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, მოგიწევს იმის გაკეთება, რაც არასოდეს გაგიკეთებია. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ რაღაცების კეთება შეწყვიტოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, თუ რას არ აკეთებენ მენტალურად ძლიერი ადამიანები. სწორედ ამიტომ გაგიზიარებთ 13 ჩვევას, რომლებზეც ემი მორენი საკუთარ წიგნი გვესაუბრება. შემდეგი 13 მავნე ჩვევის წაკითხვისას, გირჩევთ პარალელურად თქვენ თავებს დაუსვათ შეკითხვა, რომელი მათგანი გახასიათებთ და ღირს თუ არა რომ თქვენში რამე შეცვალოთ. მარტივი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია.

1 - საკუთარი თავის შეცოდება და წუწუნი

მსხვერპლის მდგომარეობაში ყოფნა კარგს არაფერს მოგიტანთ. ძლიერი ადამიანები არ წუწუნებენ, თუ რა უქნა მთავრობამ, მენეჯმენტმა, დამკვეთმა, ბიძაშვილმა, მეზობელმა და ა.შ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პრობლემები არ აქვთ, მაგრამ დროს და ენერგიას წუწუნსა და საკუთარი თავის შეცოდებაში არ ხარჯავენ. დაფიქრდით, თქვენ ხომ წუწუნებთ და მსხვერპლის როლში ხართ? ამის ნაცვლად, მადლიერი უნდა იყოთ ყველაფრის, რაც გაქვთ. გამოწვევებია? - გამოცდილებას მიიღებთ. რთულ გარემოში გიწევთ მუშაობა? - ეს გაგაძლიერებთ. განსაცდელი დაგატყდათ? - ახალ გამოცდილებას, ცოდნას და სიმტკიცეს შეიძენთ.

2 - საკუთარ თავზე სხვებისთვის ძალაუფლების მიცემა

ძლიერი ადამიანები სხვებს საკუთარ თავზე ძალაუფლებას არ აძლევენ. სხვას არ გადააწყვეტინებენ რა და როგორ გააკეთონ, არ ექვემდებარებიან მანიპულირებას, უფროსს სამსახურში უყურებენ, როგორც სისტემის ნაწილს. „დიახ პატივცემულო“ თანამედროვე ორგანიზაციაში არ არის სწორი პასუხი. რა თქმა უნდა, უფროსს და სხვა ადამიანებსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ, მაგრამ ბრმა ძალაუფლებას სხვებს არ აძლევენ. ზოგჯერ, წუწუნი და სხვების ძალაუფლება ერთად იყრის თავს და ამბობენ, რომ არაფრის უფლებას არ აძლევენ, უსამართლოდ ექცევიან და ა.შ. რეალურად, ყველას აქვს იმის ძალაუფლება, რომ სამსახური შეიცვალოს. თუ წასასვლელი არ აქვთ, იმის ძალაუფლება აქვთ, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და მოთხოვნადი გახდნენ. მოკლედ, ძლიერი ხალხი იაზრებს, რომ მათ ხელშია კონტროლი.

3 – ყველაფრის ერთად შეცვლა

ძლიერი ადამიანები თავიდან იცილებენ ყველაფრის ერთად შეცვლას. ცვლილებები ნაბიჯ- ნაბიჯ უნდა განხორციელდეს. ერთი ცვლილების განხორციელებაც კი, რომელიც ძალიან მასშტაბურია, რთულია. რაღაცის ცვლილების პროცესში სხვა რაღაცები სტაბილურად უნდა შეინარჩუნოთ, გრძელი თამაში უნდა ითამაშოთ.

4 - ნერვების მოშლა იმაზე, რაზეც კონტროლი არ გაქვთ

ემოციურად მყარი ადამიანები ნერვებს არ იშლიან იმაზე, რაც მათ კონტროლს არ ექვემდებარება. უნდა ისწავლოთ, რომ რაზეც გავლენა არ გაქვთ, იმაზე ნერვები არ მოგეშალოთ. მოიღრუბლა, რიკოთი დაიკეტა, ლარი გაძვირდა ან გაიაფდა - ეს ხომ თქვენზე არ არის დამოკიდებული. უნდა გაყოთ, რა არის თქვენზე დამოკიდებული და რა არა და თქვენი დრო, ენერგია და ნერვები არ უნდა დაიხარჯოს იმაზე, რაც თქვენზე არ არის დამოკიდებული. ხოლო იმაზე ღელვას, რაც თქვენზეა დამოკიდებული, კონკრეტული მიზანი და შედეგი უნდა ჰქონდეს. ამიტომ, იმის ნაცვლად რომ ინერვიულოთ იმაზე, რაზეც გავლენა არ გაქვთ, ეცადეთ იმ საკითხებზე კონცენტრირდეთ, რომელზეც გაქვთ გავლენა და მოახდინოთ პოზიტიური ცვლილება.

5 - სხვისი ინტერესების საკუთარზე წინ დაყენება

ძლიერი ადამიანები სხვების ინტერესებს თავისი ინტერესის წინ არ აყენებენ. რა თქმა უნდა, შვილის თუ სამშობლოს ინტერესის წინა პლანზე დაყენება სხვა საკითხია, მაგრამ არასწორია როდესაც ეს ეხება კოლეგას, მეგობარს, ნაცნობს, რომელიც ცდილობს, რომ თავისი სადარდელი საქმე გადმოგაბაროთ თქვენ ისე, რომ თქვენი ინტერესი დაზარალდეს. ძლიერი ადამიანი ამის საშუალებას სხვას არ აძლევს და არ უჭირს „არას“ თქმა. გასაღები, რომ არ იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორიც არ გინდათ, სწორედ არას თქმაშია. ეს თუ არ შეგიძლიათ ვერასდროს გააკონტროლებთ პრიორიტეტებს.

ძლიერი ადამიანები არ დარდობენ იმაზე, ყველას მოეწონება თუ არა. სტივ ჯობსის სიტყვებია, რომ თუ გინდა, ყველას მოსწონდე ნაყინის გამყიდველი გახდი. თუ გაქვთ გეგმა, რომ იყოთ პროდუქტიული და წარმატებული, პუბლიკაზე არ უნდა იმუშაოთ, უნდა იმუშაოთ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია. ყველას კარგად ყოფნა თქვენი მოვალეობა არ არის. თქვენ მხოლოდ თქვენი თავი და თქვენი ახლობლები გაბარიათ. შეეცადეთ, უარი თქვათ არასაჭირო ვალდებულებებზე და მთელი თქვენი დრო და ენერგია დახარჯოთ იმაზე, რაც სტრატეგიული და მნიშვნელოვანია.

6 - რისკებსა და საშიშროებებზე ბევრი ფიქრი

არ კონცენტრირდეთ, ბევრი დრო და ენერგია არ დახარჯოთ რისკებსა და საშიშროებებზე ფიქრში. “ადამიანების უმეტესობას რომ დააკვირდე, სიცოცხლის უფრო ეშინია, ვიდრე სიკვდილის“. რისკების გამო ბიზნესის არ დაწყებას თუ დაწინაურების არ მოთხოვნას, მიყავხართ ყველაზე დიდ რისკამდე, რომ ისეთი ცხოვრება არ გქონდეთ, როგორიც გინდათ. ამიტომ, როდესაც რამის კეთებას იწყებთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა დაგეგმოთ, გეგმა B-ც უნდა იქონიოთ, მაგრამ ბევრი დრო არ დაუთმოთ საფრთხეებსა და რისკებზე ფიქრს. მარკ ტვენის გამონათქვამია, რომ „მე ასაკიანი ადამიანი ვარ და ბევრი უბედურება მინახავს. უმეტესობა მათგანი არასოდეს მომხდარა“. ძალიან ხშირად ჰიპოთეტურ გასაჭირებზე ვკონცენტრირდებით და ამაში მიდის ჩვენი დრო და ენერგია. ძლიერი ხალხი ამას არ აკეთებს. კონცენტრირდებიან დაგეგმვაზე და ადაპტირდებიან პროცესში. ნუ ფიქრობთ ყველა ცუდ სცენარზე, პრობლემებზე. არსებობს ცუდი სცენარების ანალიზის მეთოდი, თუმცა არ არის საჭირო ამაზე ბევრი დროის დახარჯვა.

7 - წარსულში დარჩენა

არ დარჩეთ წარსულში. ფიქრები, რომ იმ დროს რომ ისე მექნა, უნივერსიტეტში ასე მესწავლა, იმასთან მემეგობრა, ადრე არ დავქორწინებულიყავი და ა.შ. ფუჭია. ეს მხოლოდ და მხოლოდ გულდაწყვეტასა და ნეგატიურ ემოციას მოგიტანთ. რაც მოხდა, იმას ვერ შეცვლით. ძლიერი ადამიანები მადლიერი არიან თავისი წარსულის, იმ პრობლემებიანად და ცუდი ხალხიანად იმიტომ, რომ ამ ყველაფერმა შექმნა ისეთი, როგორიც არის. ამის ნაცვლად ძლიერი ადამიანები კონცენტრირდებიან მომავალზე. ხვალ რა გავაკეთოთ, ზეგ როგორი ვიყო, რა შევცვალო და ა.შ.

8 - უკვე დაშვებული შეცდომების გამეორება

კიდევ ერთი მავნე ჩვევა არის ძველად დაშვებული შეცდომების გამეორება. შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ძლიერი ადამიანები იმავეს არ იმეორებენ. როგორ ახერხებენ ამას? როდესაც შეცდომა მოუვათ, დარდზე კი არ კონცენტრირდებიან, არამედ იმაზე თუ როგორ გამოასწორონ თავისი საქციელი, რომ ის შეცდომა აღარ გაიმეორონ.

9 - წუწუნი და სინანული

მენტალურად ძლიერი ადამიანები არ ეძლევიან სინანულს. ეს წინა რჩევებთან არის კავშირში. ისინი არ წუწუნებენ, თუ რა დაემართათ, არ საუბრობენ წარსულზე, თუ ეს რა გადახდათ, თავს არ აძლევენ საშუალებას, რომ სინანულში გაატარონ დრო. კარგად ჩამოყალიბდით, რა გინდათ, მიჰყევით გეგმას, შეგეშლებათ? მიიღეთ გაკვეთილად და გააგრძელეთ ცხოვრება. ხან გეტკინებათ, ხან ცხვირს მოიტეხავთ, ხან წაიქცევით.

10 - დანებება

არ დანებდეთ. გასაგებია, რომ ცხოვრება გატკენთ გულს, კოლეგები ვერ გაგიგებენ, უფროსი შრომას ვერ დაგიფასებთ, მაგრამ ძლიერი ხალხი არ ნებდება და მათ იციან, რისი მიღწევა სურთ. ზოგი დღე ცუდი გექნებათ, ზოგი კარგი, მაგრამ არ დანებდეთ, აპატიეთ თქვენს თავს შეცდომები და გააგრძელეთ გზა.

11 - მარტო ყოფნის შიში

ძლიერი ადამიანები არ ერიდებიან მარტო ყოფნას. საზოგადოებაში ყოფნას თავისი სიკეთე და მადლი აქვს, მარტო ყოფნას კი თავისი. ბევრი ადამიანისთვის დასასვენებლად, დასაფიქრებლად, შეცდომების გასაანალიზებლად აუცილებელია მარტო ყოფნა. ყველას თავისი მეთოდი აქვს, ზოგი ვარჯიშობს, ზოგი მედიტირებს, ზოგი ფიქრობს, მუსიკას უსმენს, მანქანით სეირნობს და ა.შ. თქვენც დაიმეგობრეთ მარტოობა საჭირო დროს.

12 - მოლოდინი, რომ რაღაც ეკუთვნით

მენტალურად მყარი ადამიანები არ თვლიან, რომ ცხოვრებისგან რაღაც ეკუთვნით. მოსაზრება, რომ რადგან საქართველოში დავიბადე, რაღაც მეკუთვნის ევროპისგან, მთავრობისგან, საზოგადოებისგან და ა.შ. მცდარია. რეალურად, არაფერიც არ დაგიმსახურებიათ და თქვენი ცხოვრებით უნდა დაიმსახუროთ ყველაფერი, იქნება ეს სამსახურში თუ სამეზობლოში. არავის არ აქვს თქვენი ვალი.

13 - მხოლოდ დღევანდელობაზე კონცენტრირება

ძლიერი ადამიანები არ კონცენტრირდებიან დღევანდელ კვერცხზე. გრძელ თამაშს თამაშობენ. იმაზე არ ფიქრობენ, რომ დღეს დაისვენონ, დღეს იყვნენ კარგად. პირიქით, დღეს აკეთებენ ისეთ რამეს, რომ მომავალში იყვნენ კარგად. ამიტომ აქვთ გრძელვადიანი მიზნები და არ ეძებენ მოკლე და ადვილ გზებს. კონცენტრირდებიან იმაზე, რისი მიღწევაც უნდათ და იციან, რომ ტკივილის ატანაც მოუწევთ და გასაჭირისაც. წარმატების გასაღები ხომ სწორედ შრომასა და მიზანდასახულობაშია. ხშირად კი ეს შრომა მოსაწყენი რაღაცების კეთებას გულისხმობს.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/S9j4Qn8p_24?si=2wfGglswAbKEiIMM" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

ამ დამაფიქრებელი და მამოტივირებელი ვიდეოს პარალელურად, FlowMaster.online გთავაზობთ სხვა არაერთ შემეცნებით ვიდეოს პირადი და პროფესიული განვითარებისთვის. FlowMaster.online-ის ტრენერები მოგაწვდიან მეტ ინფორმაციას ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა: ლიდერობა, კარიერა, წარმატება, პროდუქტიულობა და სტრესი, ონლაინ კომუნიკაციების საშუალებები, PMP სერტიფიცირება და სხვა.

R