ლოს-ანჯელესში 2024 წლის "გრემის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რეკორდი დაამყარა ტეილორ სვიფტმა - ის გახდა პირველი სოლო შემსრულებელი, რომელსაც სხვადასხვა დროს საუკეთესო ალბომისთვის ჯილდო 4-ჯერ გადაეცა.
წლის საუკეთესო ჩანაწერად მაილი საირუსის Flowers დასახელდა. აღსანიშნავია, რომ 16-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, მომღერლისთვის ეს პირველი გრემია. მთავარი კატეგორიის გარდა, საირუსი ასევე წარდგენილი იყო საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში.
მომღერალს გამარჯვებით გამოწვეული სიხარული არ დაუფარავს, და სცენაზე ამაყად გამოაცხადა: "მე ჩემი პირველი გრემის ჯილდო მოვიგე". სამადლობელი სიტყვის დროს, მაილიმ მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც მისი ალბომის შექმნაში მიუძღოდა წილი და ხუმრობით აღნიშნა:
"მადლობის გადახდა არავისთვის დამვიწყებია, მაგრამ მგონი, საცვლების ჩაცმა დამავიწყდა".
მისი გამოსვლის შემდეგ თაყვანისმცემლები აღელვებულები იყვნენ, სოციალური ქსელები სავსე იყო მათი კომენტარებით: "ეს ნამდვილად მაილის ღამეა"; "მაილი საუირუსმა თავისი საოცარი ვოკალით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უდავოდ ნიჭიერია" - წერდნენ კომენტარებში.
ჩემს მეზობელ ფეხმსუბუქ ქალბატონს მოუვარდა მისი საყვარლის ცოლი, სცემა, თმები დააგლიჯა და კაბა აუწია, ტრუსიკი არ ეცვა ჩვენს ლამაზმანს...ახლაც ყურებში მიდგას ჩხუბში გამარჯვებული ქალის ყვირილი- ჰაიიი, ბოზო, ბოზო და როგორო ბოზოო!
ვერ გაგვაკვირვებ. "ჩვენი ვარსკვლავები" , წკრიალაანთ ნინას თამადობით, სულ ჩახდილები დადიან.