17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა ბრალდებას არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა.
ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, მათ შორის, არ აკონკრეტებს, თუ რის საფუძველზე მოხდა მამაკაცის მძიმე ბრალდებით დაკავება.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს, სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაპატიეთ. სასამართლო პროცესი გუშინ ჩატარდა“, - აცხადებს ადვოკატი.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მოზარდს ოჯახში პრობლემები, უფლებადამცველი პასუხობს, რომ ეს „ამ ეტაპზე, მისთვის ცნობილი არ არის“.
რაც შეეხება ექსპერტიზას, მოითხოვს თუ არა მის ჩატარებას უფლებადამცველი ბრალდებული მამისთვის, ადვოკატს ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ აქვს.
"არაფრის განსაზღვრა არ ხდება ერთ და ორ საათში, მტკიცებულებებს შევაჯამებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა მოვითხოვოთ. ჯერ არ მომითხოვია“, - აცხადებს ადვოკატი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 4 თებერვალს შეეფარდა.
ძალიან ბევრი "თეთრი" ლაქაა...........................
ვაიმეეეეეე რა ხდება კაცებო ქალები დაილიააააააააა