პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს... შოკი იყო ეს ამბავი" - რას ჰყვებიან მეზობლები არასრულწლოვანზე, რომლის გაუპატიურების ბრალდებით მამაა დააკავებული
"სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს... შოკი იყო ეს ამბავი" - რას ჰყვებიან მეზობლები არასრულწლოვანზე, რომლის გაუპატიურების ბრალდებით მამაა დააკავებული

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 17 წლის მო­ზარ­დის მა­მის მიერ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნამ ნა­ად­რე­ვად იმ­შო­ბი­ა­რა, რის შემ­დე­გაც ნა­ყო­ფი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ი­ღუ­პა, მო­ზარ­დმა კი კლი­ნი­კა დღეს და­ტო­ვა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რივ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ გა­ნუ­ცხა­და, გო­გო­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მო­კი­თხეს.

"იქ მოყ­ვა, რომ მას ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­პა­ტი­უ­რებ­და მამა. სად­მე თუ იტყვი, ყვე­ლას დავ­ხო­ცა­ვო, ემუქ­რე­ბო­და ბავ­შვს“,- გა­ნუ­ცხა­და გო­გო­ნას თა­ნა­სოფ­ლელ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას“.

გარ­და ამი­სა, ვრცელ­დე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტო­რის კო­მენ­ტა­რი, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ მო­ზარ­დმა სკო­ლა გა­სულ წელს და­ამ­თავ­რა და მის­თვის არას­დროს შე­უმ­ჩნე­ვი­ათ, რომ ის შე­საძ­ლოა, ძა­ლა­დო­ბის, მათ შო­რის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო. მი­სი­ვე თქმით, შვი­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში დე­დას­თან ერ­თად, მამა აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი.

"სა­ა­ხალ­წლო ზე­იმ­ზეც იყო სკო­ლა­ში მო­სუ­ლი. ვი­სა­უბ­რეთ კი­დეც, მის­თვის არ შეგ­ვი­ტყვია არა­ფე­რი, ჩვენ­თვი­საც შოკი იყო ეს ამ­ბა­ვი. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვის­თვის არა­ნა­ი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა არ შეგ­ვიმ­ჩნე­ვია. არა­ვის მო­უ­ტა­ნია ამ­ბა­ვი, რომ ოჯახ­ში რა­ი­მე პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო. კარ­გი მოს­წავ­ლე იყო. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვი­საც ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ წელს ჩა­ბა­რე­ბა გა­და­ი­ფიქ­რა, ინ­გლი­სურ­ში და­მა­ტე­ბით უნდა მო­ვემ­ზა­დოო. ახლო მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და, 24 სა­ა­თი ერ­თად იყ­ვნენ და არა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია მას­ში რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა“,- გა­ნუ­ცხა­და სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას“.

ცნო­ბის­თვის, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 17 წლის მო­ზარ­დის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით მამა და­ა­კა­ვეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11-137-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 15-დან 20 წლამ­დე, ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. და­კა­ვე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუგზარ გლდანსკი
0

სიკვდილით დასჯა უნდა აღდგეს

ეკატერინე
4

აღარ შემიძლია ხალხოოოოოოოოოო ეს ბაბუაო ეს ბიძაო ეს მამაოოოოოოოო ეს ჩემიშვილები აღარავისთან არც სტუმრად არ მიდიაან ყველას მტრის და მოზალადის თვალით უყურებეეენ......თუ 2 წელი აუპატიურებდა რას იყო ჩუმაააათ რატომ არ ატეხა კივილიი ...თუ მაშინ ეშინოდა ეხლა რა შეიცვალააა.....ეს რა ჭირი გვჭიიიიიიიიიიირს

ავტორი:

"სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს... შოკი იყო ეს ამბავი" - რას ჰყვებიან მეზობლები არასრულწლოვანზე, რომლის გაუპატიურების ბრალდებით მამაა დააკავებული

"სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს... შოკი იყო ეს ამბავი" - რას ჰყვებიან მეზობლები არასრულწლოვანზე, რომლის გაუპატიურების ბრალდებით მამაა დააკავებული

დასავლეთ საქართველოში 17 წლის მოზარდის მამის მიერ გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, გოგონამ ნაადრევად იმშობიარა, რის შემდეგაც ნაყოფი, სავარაუდოდ, დაიღუპა, მოზარდმა კი კლინიკა დღეს დატოვა.

როგორც ადგილობრივმა "რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, გოგონა საავადმყოფოში გამოკითხეს.

"იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“,- განუცხადა გოგონას თანასოფლელმა "რადიო თავისუფლებას“.

გარდა ამისა, ვრცელდება სკოლის დირექტორის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ მოზარდმა სკოლა გასულ წელს დაამთავრა და მისთვის არასდროს შეუმჩნევიათ, რომ ის შესაძლოა, ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე თქმით, შვილის სასკოლო ცხოვრებაში დედასთან ერთად, მამა აქტიურად იყო ჩართული.

"საახალწლო ზეიმზეც იყო სკოლაში მოსული. ვისაუბრეთ კიდეც, მისთვის არ შეგვიტყვია არაფერი, ჩვენთვისაც შოკი იყო ეს ამბავი. ბოლო წლების განმავლობაში ბავშვისთვის არანაირი განსაკუთრებული ცვლილება არ შეგვიმჩნევია. არავის მოუტანია ამბავი, რომ ოჯახში რაიმე პრობლემა ჰქონდა, ან ძალადობის მსხვერპლი იყო. კარგი მოსწავლე იყო. ეროვნული გამოცდებისთვისაც ემზადებოდა, მაგრამ წელს ჩაბარება გადაიფიქრა, ინგლისურში დამატებით უნდა მოვემზადოო. ახლო მეგობრები ჰყავდა, 24 საათი ერთად იყვნენ და არავის შეუმჩნევია მასში რადიკალური ცვლილება“,- განუცხადა სკოლის დირექტორმა "რადიო თავისუფლებას“.

ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში, 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.