მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბენქსის ორიგინალები ლონდონში ბრუნდება, გამოფენა 14 თებერვალს დაიხურება - ბოლო შანსი ისტორიული გამოფენის სანახავად
ბენქსის ორიგინალები ლონდონში ბრუნდება, გამოფენა 14 თებერვალს დაიხურება - ბოლო შანსი ისტორიული გამოფენის სანახავად

"ბენ­ქსი: ლე­გენ­დის და­ბა­დე­ბა (BANKSY: BIRTH OF AN ICON) - კუ­რა­ტო­რი - სტივ ლა­ზა­რი­დი­სი - ქარ­თუ­ლი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი გა­მო­ფე­ნა 18 ოქ­ტომ­ბერს გა­იხ­სნა და 14 თე­ბერ­ვალს და­ი­ხუ­რე­ბა...

ვი­ნა­ი­დან გა­მო­ფე­ნის და­ხურ­ვამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩა, ვინც არ ყო­ფი­ლა, ბოლო შან­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს და ნა­ხოს, რად­გან გა­მო­ფე­ნის მი­მართ უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი ინ­ტე­რე­სია და უკვე ნახა 30,000-ზე მეტ­მა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­მა... ოქ­ტომ­ბრი­დან მუ­ზე­უმ­მა არა­ერ­თი აქ­ცი­ას უმას­პინ­ძლა, რომ ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას მის­ცე­მო­და, ვი­საც სურ­ვი­ლი ჰქონ­და. აქ­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა და ყო­ვე­ლი თვის პირ­ველ სამ­შა­ბათს, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ვი­ზი­ტი უფა­სოა, თვის პირ­ველ ოთხშა­ბათს კი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, კი­დევ სხვა­დას­ხვა აქ­ცია იგეგ­მე­ბა...

  • პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა შე­ფა­სე­ბით, ეს მოვ­ლე­ნაა და ამ მას­შტა­ბის გა­მო­ფე­ნა ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ყო­ფი­ლა ...

ექ­სპო­ზი­ცია შედ­გე­ბა გა­მო­ფე­ნის კუ­რა­ტო­რის, სტივ ლა­ზა­რი­დი­სის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლის­გან, კულ­მი­ნა­ცია კი ბენ­ქსის ორი­გი­ნა­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ბრი­ტა­ნე­ლი ლორ­დის - ედ­ვარდ ჩერ­ჩი­ლის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა. ექ­სპო­ნა­ტებს შო­რი­საა სხვა­დას­ხვა მა­სა­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი: სკულპ­ტუ­რა, ტილო, ავ­თენ­ტუ­რი ქუ­ჩის ჟა­ლუ­ზი და სხვა.

ოქ­ტომ­ბერ­ში ქარ­თუ­ლი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს გახ­სნი­დან 5 წელი შე­უს­რულ­და! ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მუ­ზე­უ­მი მას­შტა­ბურ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნას პირ­ვე­ლად მას­პინ­ძლობს და მუ­ზე­უ­მის მე­სა­მე სარ­თუ­ლი სრუ­ლად - 11 დარ­ბა­ზი სრუ­ლად და­ეთ­მო. კუ­რა­ტო­რის ხედ­ვით, დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­მა ბენ­ქსის სამ­ყა­რო­ში იმოგ­ზა­უ­რა - დიდი არ­ტის­ტის და­ბა­დე­ბი­დან მის მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბამ­დე.

სტივ ლა­ზა­რი­დი­სი, კუ­რა­ტო­რი: "ეს კონ­კრე­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა ბენ­ქსის­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის 11 წე­ლი­წადს ეხე­ბა, როცა მე მისი ფო­ტოგ­რა­ფი, დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი, მძღო­ლი, აგენ­ტი, მე­ნე­ჯე­რი და ყვე­ლა­ფე­რი ვი­ყა­ვი. ბენ­ქსის პირ­ვე­ლად 1997 წელს შევ­ხვდი, რო­დე­საც ის იწყებ­და მუ­შა­ო­ბას, რო­გორც ახალ­გაზ­რდა უც­ნო­ბი გრა­ფი­ტის არ­ტის­ტი ბრის­ტო­ლი­დან... ამ გა­მო­ფე­ნა­ზე ნა­ხავთ ბენ­ქსის მიერ გან­ვლილ სრულ გზას. და­ათ­ვა­ლი­ე­რებთ მის ხე­ლოვ­ნე­ბას ორი პერ­სპექ­ტი­ვი­დან - ჩემ მიერ გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტურ ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც შე­გიქ­მნით წარ­მოდ­გე­ნას იმის შე­სა­ხებ, თუ სა­ი­დან მო­ვი­და ის, რო­გორ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი და, ასე­ვე, ნა­ხავთ ორი­გი­ნა­ლებს, რომ გაჩ­ვე­ნოთ, რამ­დე­ნად გას­ცდა ბენ­ქსი სა­ზღვრებს და რამ­დე­ნად უს­წრებ­და დროს. ნელ-ნელა, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, თა­ვად მიხ­ვდე­ბით, თუ რა­ტომ გა­აღ­მერ­თა იგი ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­რომ და რო­გორ იქცა ვან­და­ლი არ­ტის­ტი სა­კულ­ტო ფი­გუ­რად".

ერთ-ერთ დარ­ბაზ­ში ბენ­ქსის ორი­გი­ნა­ლებ­თან ერ­თად წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თვე­ლი ქუ­ჩის ხე­ლო­ვა­ნე­ბის მიერ მუ­ზე­უ­მის კე­დელ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბიც. მო­ნა­წი­ლე არ­ტის­ტე­ბი: გა­გო­შა, მი­ში­კო სუ­ლა­კა­უ­რი, სე­მი­ჩკა, კოს­კა, Sick’nTired.

მათი ინ­ტეგ­რი­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ ხიბლს სძენს ბენ­ქსის თბი­ლი­სურ ექ­სპო­ზი­ცი­ას. ქარ­თვე­ლი სტრიტ არ­ტის­ტე­ბის მიერ მო­ხა­ტუ­ლი კედ­ლის გა­მო­ფე­ნის კუ­რა­ტო­რია ელე­ნე კა­პა­ნა­ძე. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, მუ­ზე­უმ­ში შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი მათ ხელ­წე­რას ატა­რებს და რეფ­ლექ­სი­რებს ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე.

მუ­ზე­უ­მის გუნ­დი: "ქარ­თუ­ლი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­მა 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უმას­პინ­ძლა ათო­ბით გა­მო­ფე­ნას და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ღა­მოს, ასი­ა­თას­ზე მეტ ვი­ზი­ტორს. ჩვე­ნი მი­ზა­ნი ყო­ველ­თვის იყო ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა და რუს­თა­ვე­ლის 7 ნო­მერ­ში ქა­ლა­ქის კი­დევ ერთი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის შექ­მნა. სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის პრო­ექ­ტი - ბენ­ქსის გა­მო­ფე­ნა, ცხა­დია, ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა. ამ გა­მო­ფე­ნას რამ­დე­ნი­მე მი­ზა­ნი აქვს: ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი მუ­ზე­უ­მის მე­ხუ­თე და­ბა­დე­ბის დღე­ზე ნა­ხავს იშ­ვი­ათ ექ­სპო­ზი­ცი­ას და გა­იც­ნობს ლე­გენ­დას. გარ­და ამი­სა, ამ გა­მო­ფე­ნით მუ­ზე­უ­მი მხარს უჭერს ქარ­თულ სტრიტ არტს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ თბი­ლი­სი ხე­ლოვ­ნე­ბის მსოფ­ლიო რუ­კა­ზე მო­ი­ნიშ­ნოს - ამ მას­შტა­ბის გა­მო­ფე­ნამ ქვე­ყა­ნა­ში შე­საძ­ლოა ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დიც მო­ი­ზი­დოს.“

გა­მო­ფე­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: SOLO X, Visa.

პარტნი­ო­რე­ბი: HUGE TV, კა­პა­რო­ლი, ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია.

ლე­ვან სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი გა­მო­ფე­ნის შე­სა­ხებ:

"ბენ­ქსი ძა­ლი­ან გლო­ბა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა თუნ­დაც იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რად მისი რე­ა­ლუ­რი სახე, მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო მა­სებ­მა არ იცი­ან... ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღეს, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ეპო­ქა­ში, მა­შინ, რო­დე­საც ჩვენს მე­ზობ­ლად ომია, ასე­ვე პა­ლეს­ტი­ნა- ის­რა­ე­ლის ომის ფონ­ზე თბი­ლის­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო აქ­ტი­ვის­ტის გა­მო­ფე­ნა გა­იხ­სნა... ბენ­ქსმა, რო­მელ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბა არა მუ­ზე­უმ­ში, არა­მედ ქუ­ჩა­ში გა­ი­ტა­ნა. მან შეძ­ლო, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან, პრო­ტეს­ტის ფორ­მად ექ­ცია. რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი თავს ქუ­ჩა­ში ვიყ­რით, ყო­ველ­დღი­უ­რად ქუ­ჩას გავ­დი­ვართ, სწო­რედ იქ ვხვდე­ბით ბა­ნე­რებს, პლა­კა­ტებს, პოს­ტე­რებს, ისეთ ფრა­ზებს, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად შე­უძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა შეც­ვა­ლოს. მა­შინ, რო­დე­საც ბენ­ქსი იდევ­ნე­ბო­და, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­სა­ჭე­რად დას­დევ­დნენ, დღეს ჩვენ მას ვხე­დავთ რო­გორც უდი­დეს ხე­ლო­ვანს, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში იფი­ნე­ბა - არც ისე დიდ და შე­იძ­ლე­ბა თქვას, მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის ეპი­ცენ­ტრში მყოფ ქვე­ყა­ნა­ში. ასე­თი გა­მო­ფე­ნე­ბი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსოფ­ლიო თვალ­საზ­რი­სი­თაც რომ ამაღ­ლდეს ცნო­ბი­ე­რე­ბა და ჩვენს მი­მართ უფრო მეტი ცნო­ბა­დო­ბა გა­ი­ზარ­დოს... ასე­ვე ის ფაქ­ტი რომ ქარ­თვე­ლი "სთრი­თარ­ტის­ტე­ბის" და ხე­ლო­ვა­ნე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი ამ ლე­გენ­დის გვერ­დით იფი­ნე­ბა, მუ­ზე­უ­მი რომ ქარ­თველ არ­ტის­ტებს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, ბენ­ქსის­თან ერ­თად სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ზი­ცი­ა­ში გა­მო­ი­ფი­ნონ, ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნაა!".

ოლეგ ტიმ­ჩენ­კო გა­მო­ფე­ნის შე­სა­ხებ:

- ბენ­ქსი მსოფ­ლიო დო­ნის ფი­გუ­რაა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვა­ფა­სებ, რად­გან რა­დი­კა­ლუ­რი, პირ­და­პი­რი, უში­შა­რი, ნი­ჭი­ე­რი და ძა­ლი­ან მა­გარ რა­მე­ებს გე­მოვ­ნე­ბით ქმნის სივ­რცე­ში - ქუ­ჩა­ში, კედ­ლებ­ზე, ყველ­გან... ამით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი, ეს ბევ­რს არ შე­უძ­ლია და ამი­ტო­მაც "სთრი­თარ­ტის" მე­ფეა...

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე, სო­ლო­მონ ნა­დი­მაშ­ვი­ლი - ბენ­ქსის პერ­სო­ნა და ბი­ოგ­რა­ფია

"იდუ­მა­ლე­ბით მო­სი­ლი "სთრი­თარ­ტის­ტი", ინ­სტა­ლა­ტო­რი, ვი­დე­ო­არ­ტის­ტი, პერ­ფორ­მან­სის­ტი ბრის­ტო­ლე­ლი რო­ბერტ (რო­ბინ) ბენ­ქსი (Robert Banksy) 21-ე სა­უ­კუ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ფი­გუ­რაა. ზო­გა­დად, ეს პი­როვ­ნე­ბა ერ­თია თუ მხატ­ვარ­თა ჯგუ­ფი, ისიც ბო­ლომ­დე არაა და­ზუს­ტე­ბუ­ლი, ამ სა­ხელს ამო­ფა­რე­ბულ სა­ვა­რა­უ­დო პი­როვ­ნე­ბებ­საც ასა­ხე­ლე­ბენ ხოლ­მე ძი­რი­თა­დად მუ­სი­კოს­თა წრი­დან. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან და პი­რა­დი აგენ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ეკონ­ტაქ­ტე­ბა.

წლე­ბის მან­ძილ­ზე მისი გრა­ფი­ტის ნა­მუ­შევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა მუ­ზე­უ­მე­ბის და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ე­ბის კუთ­ვნი­ლე­ბაა. მათ ავ­თენ­ტუ­რო­ბა­საც არ­ტის­ტი აზუს­ტებს ხოლ­მე სოცქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით. 2018 წელს, რო­გორც ჩანს, ბენ­ქსი კი­ევ­შიც იყო და იქ "სთრი­თარ­ტის" ნი­მუ­შე­ბი შექ­მნა. ბენ­სქ­სის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც გა­და­ი­ღეს, სა­დაც იგი ანო­ნი­მუ­რა­დაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი. ინ­გლი­სის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ხში­რად მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სთრი­თარ­ტის ნი­მუ­შე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას ითხო­ვენ ხოლ­მე წეს­რი­გის დამ­ცვე­ლე­ბი, რად­გან კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გრა­ფი­ტუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი ვან­და­ლიზ­მა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. ამი­თაც სარ­გებ­ლო­ბენ ხოლ­მე ბენ­ქსის ხე­ლოვ­ნე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი და ხში­რად კი­დე­ვაც ჭრი­ან კედ­ლე­ბი­დან ამ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს.

გარ­და სთრი­თარ­ტის ნი­მუ­შე­ბის შექ­მნი­სა, რომ­ლებ­საც შუ­ა­ღა­მი­სას ძი­რი­თა­დად ინ­კოგ­ნი­ტოდ ას­რუ­ლებს ან ას­რუ­ლე­ბენ ხოლ­მე, ბენ­ქსი გვევ­ლი­ნე­ბა რო­გორც ვი­დე­ო­არ­ტის­ტი, პერ­ფორ­მან­სის, ინ­სტა­ლა­ცი­ის შემ­ქმნე­ლი და კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი, მის მიერ ინ­გლი­სის ერთ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში მო­ე­წყო მთე­ლი ატ­რაქ­ცი­ო­ნი Dismaland - დის­ნე­ი­ლენ­დის ინ­სპი­რა­ცი­ის სა­ხით, თუმ­ცა სულ სხვა სტილ­სა და ფორ­მა­ში. გა­მო­ფე­ნას 30 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და და რაც მთა­ვა­რია, მას აკე­თებ­დნენ ასე­ვე ინ­კოგ­ნი­ტოდ, თით­ქოს­და ფილ­მის დე­კო­რა­ცი­ე­ბის შექ­მნის სა­ხე­ლით. ბენ­ქსის ეკუთ­ვნის საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი აქ­ცია - ელი­სა­ბედ მე­ო­რის მა­გივ­რად 10 ფუნ­ტი­ან ბანკნოტ­ზე პრინ­ცე­სა დი­ა­ნა გა­მო­სა­ხა და ეს კუ­პი­უ­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა. ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი კი 2018 წელს 5 ოქ­ტომ­ბერს სოთ­ბის აუქ­ცი­ო­ნის ლონ­დო­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის აუქ­ცი­ონ­ზე მოხ­და, სა­დაც გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა ბენ­ქსის გრა­ფი­ტის „გო­გო­ნა წი­თე­ლი ბუშ­ტით“ სა­ავ­ტო­რო რეპ­რო­დუქ­ცია, ჩას­მუ­ლი მო­ოქ­რო­ვილ და შუ­ში­ან მა­სი­ურ ჩარ­ჩო­ში.

არ­ტე­ფაქ­ტის 1 მი­ლი­ონ ფუნ­ტად გა­ყიდ­ვის შემ­დეგ, იქვე მყოფ­მა ინ­კოგ­ნი­ტო პერ­სო­ნამ, რო­გორც ჩანს პულ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩარ­თო ჩარ­ჩო­ში და­მა­ლუ­ლი ქა­ღალდმჭრე­ლი და ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ნა­ხევ­როდ გრძი­ვად და­იჭ­რა და ჩარ­ჩო­დან ქვე­მოთ ჩა­მო­ეშ­ვა. ამ პრო­ცესს, სა­ვა­რა­უ­დოდ ბენკსი თა­ვად იღებ­და და შემ­დეგ მის სოცქსელ­ში გავ­რცელ­და ეს ვი­დეო. ბენ­ქსის ნა­მუ­შევ­რებს და მის აქ­ცი­ებს სხვა ხე­ლო­ვა­ნე­ბიც აფიქ­სი­რე­ბენ ხოლ­მე.

ბრის­ტო­ლე­ლი პა­ტა­რა ბიჭი, რო­მე­ლიც აე­რო­ზო­ლის სა­ღე­ბა­ვე­ბით 1980 იან წლებ­ში მა­ლუ­ლად მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის სახ­ლე­ბის კედ­ლებს ღამ-ღა­მო­ბით აფე­რა­დებ­და, 2 ათე­ულ წელ­ში უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი გახ­და, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა აუქ­ცი­ო­ნებ­ზე მი­ლი­ო­ნო­ბით ფუნტ სტერ­ლინ­გად იყი­დე­ბა და მსოფ­ლიო არტსამ­ყა­რო მის­გან ისევ ახალ-ახა­ლი სკან­და­ლე­ბის მო­ლო­დინ­შია. თუმ­ცა­ღა იმ პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას სა­ხე­ლით ერთი ადა­მი­ა­ნი მოქ­მე­დებს, თუ ეს არის არ­ტის­ტთა ჯგუ­ფი, დღემ­დე იდუ­მა­ლე­ბით არის მო­ცუ­ლი. რო­გორც სოთ­ბის აუქ­ცი­ო­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა „გო­გო­ნა წი­თე­ლი ბუშ­ტით“ სკან­და­ლუ­რი გა­ყიდ­ვის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი ან­დეგ­რა­უნ­დი ბენ­ქსის და­ა­ვა­დე­ბი­თა შე­პყრო­ბი­ლი. ბენ­ქსის ნა­მუ­შევ­რებს ყი­დუ­ლო­ბენ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი და ცნო­ბი­ლი მი­ლი­არ­დე­რე­ბი და თა­ვის ვი­ლებ­სა და სა­სახ­ლე­ებს ქუ­ჩის არა­კა­ნო­ნი­ე­რი გა­ფორ­მე­ბის ნი­მუ­შე­ბით ამ­კო­ბენ..."

R

Loki
0

სტივ ლაზარიდისი ლაზარე გრიგორიადისისთვის ვინ არის ?! ვხუმრობ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ბენქსის ორიგინალები ლონდონში ბრუნდება, გამოფენა 14 თებერვალს დაიხურება - ბოლო შანსი ისტორიული გამოფენის სანახავად

ბენქსის ორიგინალები ლონდონში ბრუნდება, გამოფენა 14 თებერვალს დაიხურება - ბოლო შანსი ისტორიული გამოფენის სანახავად

"ბენქსი: ლეგენდის დაბადება (BANKSY: BIRTH OF AN ICON) - კურატორი - სტივ ლაზარიდისი - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ყველაზე მასშტაბური გამოფენა 18 ოქტომბერს გაიხსნა და 14 თებერვალს დაიხურება...

ვინაიდან გამოფენის დახურვამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, ვინც არ ყოფილა, ბოლო შანსი უნდა გამოიყენოს და ნახოს, რადგან გამოფენის მიმართ უპრეცედენტოდ დიდი ინტერესია და უკვე ნახა 30,000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა... ოქტომბრიდან მუზეუმმა არაერთი აქციას უმასპინძლა, რომ ნახვის საშუალება ყველას მისცემოდა, ვისაც სურვილი ჰქონდა. აქციები გრძელდება და ყოველი თვის პირველ სამშაბათს, მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის ვიზიტი უფასოა, თვის პირველ ოთხშაბათს კი პენსიონერებისთვის. გარდა ამისა, კიდევ სხვადასხვა აქცია იგეგმება...

  • პროფესიონალთა შეფასებით, ეს მოვლენაა და ამ მასშტაბის გამოფენა ჯერ საქართველოში არ ყოფილა ...

ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალისგან, კულმინაცია კი ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები ბრიტანელი ლორდის - ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდანაა. ექსპონატებს შორისაა სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები: სკულპტურა, ტილო, ავთენტური ქუჩის ჟალუზი და სხვა.

ოქტომბერში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს გახსნიდან 5 წელი შეუსრულდა! ამ თარიღთან დაკავშირებით, მუზეუმი მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას პირველად მასპინძლობს და მუზეუმის მესამე სართული სრულად - 11 დარბაზი სრულად დაეთმო. კურატორის ხედვით, დამთვალიერებელმა ბენქსის სამყაროში იმოგზაურა - დიდი არტისტის დაბადებიდან მის მსოფლიო აღიარებამდე.

სტივ ლაზარიდისი, კურატორი: "ეს კონკრეტული მოგზაურობა ბენქსისთან ერთად მუშაობის 11 წელიწადს ეხება, როცა მე მისი ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი, მძღოლი, აგენტი, მენეჯერი და ყველაფერი ვიყავი. ბენქსის პირველად 1997 წელს შევხვდი, როდესაც ის იწყებდა მუშაობას, როგორც ახალგაზრდა უცნობი გრაფიტის არტისტი ბრისტოლიდან... ამ გამოფენაზე ნახავთ ბენქსის მიერ განვლილ სრულ გზას. დაათვალიერებთ მის ხელოვნებას ორი პერსპექტივიდან - ჩემ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფოტოებს, რომლებიც შეგიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ საიდან მოვიდა ის, როგორ დაიწყო ყველაფერი და, ასევე, ნახავთ ორიგინალებს, რომ გაჩვენოთ, რამდენად გასცდა ბენქსი საზღვრებს და რამდენად უსწრებდა დროს. ნელ-ნელა, დათვალიერებისას, თავად მიხვდებით, თუ რატომ გააღმერთა იგი ხელოვნების სამყარომ და როგორ იქცა ვანდალი არტისტი საკულტო ფიგურად".

ერთ-ერთ დარბაზში ბენქსის ორიგინალებთან ერთად წარმოდგენილია ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც. მონაწილე არტისტები: გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, Sick’nTired.

მათი ინტეგრირება განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ბენქსის თბილისურ ექსპოზიციას. ქართველი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული კედლის გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე. წარმოდგენილი ხელოვანები ყველაზე აქტიურად მუშაობენ თბილისის ქუჩებში, მუზეუმში შექმნილი ნამუშევრები მათ ხელწერას ატარებს და რეფლექსირებს ქართულ კულტურაზე.

მუზეუმის გუნდი: "ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა 5 წლის განმავლობაში უმასპინძლა ათობით გამოფენას და საინტერესო საღამოს, ასიათასზე მეტ ვიზიტორს. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ქართული ხელოვნების მხარდაჭერა და რუსთაველის 7 ნომერში ქალაქის კიდევ ერთი კულტურის ცენტრის შექმნა. საერთაშორისო მასშტაბის პროექტი - ბენქსის გამოფენა, ცხადია, ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ამ გამოფენას რამდენიმე მიზანი აქვს: ადგილობრივი დამთვალიერებელი მუზეუმის მეხუთე დაბადების დღეზე ნახავს იშვიათ ექსპოზიციას და გაიცნობს ლეგენდას. გარდა ამისა, ამ გამოფენით მუზეუმი მხარს უჭერს ქართულ სტრიტ არტს. ჩვენი მიზანია, რომ თბილისი ხელოვნების მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს - ამ მასშტაბის გამოფენამ ქვეყანაში შესაძლოა ტურისტული ნაკადიც მოიზიდოს.“

გამოფენის მხარდამჭერები არიან: SOLO X, Visa.

პარტნიორები: HUGE TV, კაპაროლი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ლევან სონღულაშვილი გამოფენის შესახებ:

"ბენქსი ძალიან გლობალური და მნიშვნელოვანი ფიგურაა თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ვიზუალურად მისი რეალური სახე, მისი ნამდვილი სახელი საზოგადოების ფართო მასებმა არ იციან... ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, მაშინ, როდესაც ჩვენს მეზობლად ომია, ასევე პალესტინა- ისრაელის ომის ფონზე თბილისში თანამედროვე ხელოვნებაში ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი სახელოვნებო აქტივისტის გამოფენა გაიხსნა... ბენქსმა, რომელმაც ხელოვნება არა მუზეუმში, არამედ ქუჩაში გაიტანა. მან შეძლო, რომ ხელოვნება ვიზუალური ნაწარმოებიდან, პროტესტის ფორმად ექცია. როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი თავს ქუჩაში ვიყრით, ყოველდღიურად ქუჩას გავდივართ, სწორედ იქ ვხვდებით ბანერებს, პლაკატებს, პოსტერებს, ისეთ ფრაზებს, რომელსაც სრულიად შეუძლია საზოგადოების ცნობიერება შეცვალოს. მაშინ, როდესაც ბენქსი იდევნებოდა, როდესაც სამართალდამცავები დასაჭერად დასდევდნენ, დღეს ჩვენ მას ვხედავთ როგორც უდიდეს ხელოვანს, რომლის ნამუშევრებიც საქართველოში იფინება - არც ისე დიდ და შეიძლება თქვას, მსოფლიო კულტურის ეპიცენტრში მყოფ ქვეყანაში. ასეთი გამოფენები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო თვალსაზრისითაც რომ ამაღლდეს ცნობიერება და ჩვენს მიმართ უფრო მეტი ცნობადობა გაიზარდოს... ასევე ის ფაქტი რომ ქართველი "სთრითარტისტების" და ხელოვანების ნამუშევრები ამ ლეგენდის გვერდით იფინება, მუზეუმი რომ ქართველ არტისტებს ამ შესაძლებლობას აძლევს, ბენქსისთან ერთად სამუზეუმო ექსპოზიციაში გამოიფინონ, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა!".

ოლეგ ტიმჩენკო გამოფენის შესახებ:

- ბენქსი მსოფლიო დონის ფიგურაა, რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ, რადგან რადიკალური, პირდაპირი, უშიშარი, ნიჭიერი და ძალიან მაგარ რამეებს გემოვნებით ქმნის სივრცეში - ქუჩაში, კედლებზე, ყველგან... ამით გაითქვა სახელი, ეს ბევრს არ შეუძლია და ამიტომაც "სთრითარტის" მეფეა...

ხელოვნებათმცოდნე, სოლომონ ნადიმაშვილი - ბენქსის პერსონა და ბიოგრაფია

"იდუმალებით მოსილი "სთრითარტისტი", ინსტალატორი, ვიდეოარტისტი, პერფორმანსისტი ბრისტოლელი რობერტ (რობინ) ბენქსი (Robert Banksy) 21-ე საუკუნის თანამედროვე ხელოვნების ყველაზე სკანდალური და პოპულარული ფიგურაა. ზოგადად, ეს პიროვნება ერთია თუ მხატვართა ჯგუფი, ისიც ბოლომდე არაა დაზუსტებული, ამ სახელს ამოფარებულ სავარაუდო პიროვნებებსაც ასახელებენ ხოლმე ძირითადად მუსიკოსთა წრიდან. საზოგადოებას ის თავისი სოციალური ქსელიდან და პირადი აგენტის საშუალებით ეკონტაქტება.

წლების მანძილზე მისი გრაფიტის ნამუშევრები სხვადასხვა მუზეუმების და კერძო კოლექციების კუთვნილებაა. მათ ავთენტურობასაც არტისტი აზუსტებს ხოლმე სოცქსელის საშუალებით. 2018 წელს, როგორც ჩანს, ბენქსი კიევშიც იყო და იქ "სთრითარტის" ნიმუშები შექმნა. ბენსქსის შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, სადაც იგი ანონიმურადაა წარმოჩენილი. ინგლისის სხვადასხვა ქალაქებში ხშირად მის მიერ შესრულებული სთრითარტის ნიმუშების განადგურებას ითხოვენ ხოლმე წესრიგის დამცველები, რადგან კანონმდებლობით გრაფიტული გამოსახულებები ვანდალიზმადაა მიჩნეული. ამითაც სარგებლობენ ხოლმე ბენქსის ხელოვნების თაყვანისმცემლები და ხშირად კიდევაც ჭრიან კედლებიდან ამ გამოსახულებებს.

გარდა სთრითარტის ნიმუშების შექმნისა, რომლებსაც შუაღამისას ძირითადად ინკოგნიტოდ ასრულებს ან ასრულებენ ხოლმე, ბენქსი გვევლინება როგორც ვიდეოარტისტი, პერფორმანსის, ინსტალაციის შემქმნელი და კინოდოკუმენტალისტი, მის მიერ ინგლისის ერთ პატარა ქალაქში მოეწყო მთელი ატრაქციონი Dismaland - დისნეილენდის ინსპირაციის სახით, თუმცა სულ სხვა სტილსა და ფორმაში. გამოფენას 30 მილიონი ფუნტი შემოსავალი ჰქონდა და რაც მთავარია, მას აკეთებდნენ ასევე ინკოგნიტოდ, თითქოსდა ფილმის დეკორაციების შექმნის სახელით. ბენქსის ეკუთვნის საკმაოდ სკანდალური აქცია - ელისაბედ მეორის მაგივრად 10 ფუნტიან ბანკნოტზე პრინცესა დიანა გამოსახა და ეს კუპიურები გაავრცელა. ყველაზე დიდი სკანდალი კი 2018 წელს 5 ოქტომბერს სოთბის აუქციონის ლონდონის განყოფილების თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე მოხდა, სადაც გამოტანილი იქნა ბენქსის გრაფიტის „გოგონა წითელი ბუშტით“ საავტორო რეპროდუქცია, ჩასმული მოოქროვილ და შუშიან მასიურ ჩარჩოში.

არტეფაქტის 1 მილიონ ფუნტად გაყიდვის შემდეგ, იქვე მყოფმა ინკოგნიტო პერსონამ, როგორც ჩანს პულტის საშუალებით, ჩართო ჩარჩოში დამალული ქაღალდმჭრელი და ნამუშევარი სანახევროდ გრძივად დაიჭრა და ჩარჩოდან ქვემოთ ჩამოეშვა. ამ პროცესს, სავარაუდოდ ბენკსი თავად იღებდა და შემდეგ მის სოცქსელში გავრცელდა ეს ვიდეო. ბენქსის ნამუშევრებს და მის აქციებს სხვა ხელოვანებიც აფიქსირებენ ხოლმე.

ბრისტოლელი პატარა ბიჭი, რომელიც აეროზოლის საღებავებით 1980 იან წლებში მალულად მშობლიური ქალაქის სახლების კედლებს ღამ-ღამობით აფერადებდა, 2 ათეულ წელში უმდიდრესი ადამიანი გახდა, რომლის ნამუშევრები სხვადასხვა აუქციონებზე მილიონობით ფუნტ სტერლინგად იყიდება და მსოფლიო არტსამყარო მისგან ისევ ახალ-ახალი სკანდალების მოლოდინშია. თუმცაღა იმ პატარა ბიჭუნას სახელით ერთი ადამიანი მოქმედებს, თუ ეს არის არტისტთა ჯგუფი, დღემდე იდუმალებით არის მოცული. როგორც სოთბის აუქციონის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელმა „გოგონა წითელი ბუშტით“ სკანდალური გაყიდვის შემდეგ აღნიშნა, მსოფლიო კულტურული ანდეგრაუნდი ბენქსის დაავადებითა შეპყრობილი. ბენქსის ნამუშევრებს ყიდულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები და ცნობილი მილიარდერები და თავის ვილებსა და სასახლეებს ქუჩის არაკანონიერი გაფორმების ნიმუშებით ამკობენ..."

R