პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხმრავალ ადგილებში მისი ამოქმედება გამოიწვევდა მასშტაბურ მსხვერპლს" - ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინიდან შემოვიდა და მის გატანას რუსეთში გეგმავდნენ: სუს-ის განცხადება
"ხალხმრავალ ადგილებში მისი ამოქმედება გამოიწვევდა მასშტაბურ მსხვერპლს" - ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინიდან შემოვიდა და მის გატანას რუსეთში გეგმავდნენ: სუს-ის განცხადება

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღო. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სუს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, წი­ნას­წა­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, კონ­კრე­ტუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლია ელექტრო მან­ქა­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ორი ერ­თე­უ­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რი. არ­სე­ბუ­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო კონ­ტე­ი­ნე­რე­ბად.

"ორი­ვე მათ­გან­ში ჯამ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ექ­ვსი ერ­თე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი გამ­ნაღმვე­ლი ჯგუ­ფის მიერ ამო­ღე­ბულ იქნა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ნივ­თი­ე­რე­ბა, რაც ექ­სპერ­ტი­ზი­სათ­ვის გა­და­იგ­ზავ­ნა შსს-ს სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კურ დე­პარ­ტა­მენ­ტში. ხოლო ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, აღ­ნიშ­ნულ კონ­ტე­ი­ნე­რებს და­უბ­რუნ­და პირ­ვან­დე­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი სახე და ე.წ. მუ­ლა­ჟე­ბის სა­ხით კვლავ დაბ­რუ­ნე­ბულ იქნა ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ამა­ნათ­ში, რათა წარ­მო­ე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ არ გამ­ხდა­რი­ყო ცნო­ბი­ლი რო­გორც დამ­კვე­თე­ბის, ისე შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის­თვის. ამა­ნა­თის შემ­დგო­მი გა­და­ად­გი­ლე­ბის პრო­ცე­სი, რა თქმა უნდა, კონ­ტროლ­დე­ბო­და კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და დამ­კვე­თე­ბი­სა და და­მა­ტე­ბი­თი პი­რე­ბის დად­გე­ნა, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა ჩარ­თულ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტვირ­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის საქ­მე­ში, ასე­ვე, დად­გე­ნი­ლი­ყო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი და მათი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ბო­ლოო მიზ­ნე­ბი.

  • დად­გე­ნი­ლია, რომ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბის პლას­ტი­კურ ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბას C-4 შე­ი­ცავს, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ელექტრო დე­ტო­ნა­ტო­რის და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტა­ი­მე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით. ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის სა­ერ­თო წონა 14 კი­ლოგ­რამს აღ­წევს. კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში ასე­ვე მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო 6 ერ­თე­უ­ლი დე­ტო­ნა­ტო­რი და 6 ერ­თე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­სა­ღე­ბი. ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ექ­ვსი­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ყუთ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო მოქ­მე­დე­ბა­ში მო­საყ­ვა­ნი ამ­დე­ნი­ვე ელექტრო­ნუ­ლი ტა­ი­მე­რი, რო­მელ­შიც პროგ­რა­მუ­ლად უკვე ჩა­წე­რი­ლი იყო მოქ­მე­დე­ბა­ში მო­საყ­ვა­ნი დრო.

ამო­ღე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის პირ­ვე­ლა­დი შეს­წავ­ლის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ექ­ვსი­ვე მო­წყო­ბი­ლო­ბა დამ­ზა­დე­ბუ­ლია მა­ღა­ლი დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ და გათ­ვლი­ლია და­ზი­ა­ნე­ბის ფარ­თო რა­დი­უს­ზე. ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში მსგავ­სი მო­წყო­ბი­ლო­ბის ამოქ­მე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ზი­ა­ნე­ბას და მას­შტა­ბურ მსხვერ­პლს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მუხ­ტი სიმ­ძლავ­რით ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ტრო­ტი­ლის მუხტს.

კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის მიერ კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გა­მო­კი­თხუ­ლი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი­სა და ამო­ღე­ბუ­ლი აუ­დიო ფა­ი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დგინ­დე­ბა, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ნივ­თი­ე­რე­ბა უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ოდე­სი­დან რუ­მი­ნე­თის, ბულ­გა­რე­თის და თურ­ქე­თის გავ­ლით მიმ­დი­ნა­რე წლის 19 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ი­ტა­ნეს სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი პუნ­ქტით „სარ­ფი“ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­ნი­ვე­ნის ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლით და იგეგ­მე­ბო­და მისი გა­ტა­ნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად ქა­ლაქ ვო­რო­ნეჟ­ში, სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის „და­რი­ა­ლი“ მეშ­ვე­ო­ბით.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დამ­კვე­თის და­ვა­ლე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­მა პი­რებ­მა, ერთ-ერთი კონ­ტე­ი­ნე­რის, სა­დაც სამი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ქვეყ­ნი­დან გა­ტა­ნა სცა­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტი­დან. ხოლო მე­ო­რე კონ­ტე­ი­ნე­რი - სამი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით, და­ტო­ვეს თბი­ლის­ში კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თზე. კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ შე­ჩე­რე­ბულ და ამო­ღე­ბულ იქნა აღ­ნიშ­ნუ­ლი გზავ­ნი­ლი იმ დროს, რო­დე­საც მას უნდა გა­და­ეკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნა­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში, ერთ-ერთი კონ­ტე­ი­ნე­რის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტრან­ზი­ტუ­ლად გა­ტა­ნა­ში, ხოლო მე­ო­რე მათ­გა­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში გან­თავ­სე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს 7, უკ­რა­ი­ნის 3 და სომ­ხე­თის 2 მო­ქა­ლა­ქე. საქ­მის მა­სა­ლე­ბით აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, 2020 წელს ოდე­სის ოლ­ქის ად­გი­ლობ­რი­ვი რა­დას კი­ე­ვის რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი პარ­ტი­ი­დან „ხალ­ხის მსა­ხუ­რი“ ან­დრეი შა­რა­ში­ძე, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ქა­ლაქ ბა­თუ­მი­და­ნაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რე­დან აქ­ტი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უწევ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის­თვის, გარ­და შა­რა­ში­ძი­სა, სა­ვა­რა­უ­დოდ ცნო­ბი­ლი არ იყო მან­ქა­ნის აკუ­მუ­ლა­ტო­რებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და კაფ­სულ-დე­ტო­ნა­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ.

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის მხი­ლე­ბის, სპე­ცი­ა­ლუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბის, გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტის, სა­ბო­ლოო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლის დად­გე­ნის, თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და სამ­ხი­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით.

რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლაქ თბი­ლის­ში და­ტო­ვე­ბულ სამ ერ­თე­ულ ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბას - გან­კუთ­ვნი­ლი იყო რუ­სეთ­ში გა­სა­ტა­ნად თუ უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დე­ბა­ში მო­საყ­ვა­ნად, ამას მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. თუმ­ცა, აღიშ­ნუ­ლი საქ­მის დე­ტა­ლე­ბი და ფაქ­ტობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა იძ­ლე­ვა იმის ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა და მთელ ამ პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მრავ­ლად ჩარ­თვა, ემ­სა­ხუ­რე­ბო­და იმ მო­საზ­რე­ბის შექ­მნას, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ მის ფარ­გლებს გა­რეთ, დაბ­რა­ლე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც და­გეგ­მვის, ისე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნა­წილ­ში.

ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი, გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა­სა და შე­ნახ­ვას. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით სა­მი­დან ექვს წლამ­დე. თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში შე­საძ­ლოა და­ზუს­ტდეს კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე 18-323 მუხ­ლით გაგ­რძელ­დეს, რაც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით ათი­დან თხუთ­მეტ წლამ­დე.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე კომ­პლექ­სუ­რად მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დით სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს“, - გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასდს
9

ვისაც ამ დადგმული სპექტაკლის გჯერათ კარგათ გქონიათ საქმე 😄😄

ასდს
7

ეუ იმხელა შარი გამოვაძრთ რუსეთს ერთი ადგილიდან,პუტინს უთქვამს კავკასიის მთებიდან იაკუტიამდე უნდა ჩამოვჭრა მიწები და ქართულ მხარეს უნდა ვუბოძოვო და მოსკოვში ბიძინას ძეგლი უნდა ვღმართოვო 😄😄

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ხალხმრავალ ადგილებში მისი ამოქმედება გამოიწვევდა მასშტაბურ მსხვერპლს" - ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინიდან შემოვიდა და მის გატანას რუსეთში გეგმავდნენ: სუს-ის განცხადება

"ხალხმრავალ ადგილებში მისი ამოქმედება გამოიწვევდა მასშტაბურ მსხვერპლს" - ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინიდან შემოვიდა და მის გატანას რუსეთში გეგმავდნენ: სუს-ის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

  • უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი. არსებული აკუმულატორები გამოყენებული იყო კონტეინერებად.

"ორივე მათგანში ჯამში განთავსებული იყო ექვსი ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა. აღნიშნული კონტეინერებიდან სპეციალური გამნაღმველი ჯგუფის მიერ ამოღებულ იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება, რაც ექსპერტიზისათვის გადაიგზავნა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ხოლო ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ კონტეინერებს დაუბრუნდა პირვანდელი ვიზუალური სახე და ე.წ. მულაჟების სახით კვლავ დაბრუნებულ იქნა ზემოაღნიშნულ ამანათში, რათა წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ არ გამხდარიყო ცნობილი როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლებისთვის. ამანათის შემდგომი გადაადგილების პროცესი, რა თქმა უნდა, კონტროლდებოდა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მთავარ მიზანს წარმოადგენდა დამკვეთებისა და დამატებითი პირების დადგენა, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი ყოფილიყვნენ აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირების საქმეში, ასევე, დადგენილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილების მარშრუტი და მათი გამოყენების საბოლოო მიზნები.

  • დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები სამხედრო წარმოების პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას C-4 შეიცავს, რომლის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტრო დეტონატორის და სპეციალური ტაიმერის საშუალებით. ასაფეთქებელი ნივთიერების საერთო წონა 14 კილოგრამს აღწევს. კონტეინერებში ასევე მოთავსებული იყო 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები. ასაფეთქებელი მოწყობილობის ექვსივე ინდივიდუალურ ყუთში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ამდენივე ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო.

ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს. აღნიშნული ნივთიერების მუხტი სიმძლავრით ბევრად აღემატება ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის მუხტს.

კონტრტერორისტული ცენტრის მიერ კომპლექსურად ჩატარებული მოქმედებების შედეგად, გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა და ამოღებული აუდიო ფაილების საფუძველზე დგინდება, რომ ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“ უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით და იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალი“ მეშვეობით.

მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს აღნიშნული პუნქტიდან. ხოლო მეორე კონტეინერი - სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით, დატოვეს თბილისში კონკრეტულ მისამართზე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ შეჩერებულ და ამოღებულ იქნა აღნიშნული გზავნილი იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე. საქმის მასალებით აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა. აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ.

ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.

რაც შეეხება ქალაქ თბილისში დატოვებულ სამ ერთეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას - განკუთვნილი იყო რუსეთში გასატანად თუ უნდა დარჩენილიყო საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად, ამას მიმდინარე გამოძიება დაადგენს. თუმცა, აღიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში.

ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება ასევე 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

აღნიშნულ საქმეზე კომპლექსურად მიმდინარე ღონისძიებებში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.