კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იყო თბილისი საუკუნეზე უფრო მეტი ხნის წინ - პირველი გამწვანებული ბაღები და სკვერები: სად ისვენებდნენ თბილისელები (ფოტოები)
როგორი იყო თბილისი საუკუნეზე უფრო მეტი ხნის წინ - პირველი გამწვანებული ბაღები და სკვერები: სად ისვენებდნენ თბილისელები (ფოტოები)

თბი­ლისს XVIII სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვლით, თა­ვი­სე­ბუ­რი გამ­წვა­ნე­ბის ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა ჰქონ­და, ერთი ხე არ იყო თურ­მე ქა­ლაქ­ში. ამ­ჯე­რად დე­და­ქა­ლა­ქის წარ­სუ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ზე შევ­ჩერ­დე­ბით. რო­გორც უკვე მიხ­ვდით, თემა ქა­ლა­ქის ად­რინ­დე­ლი გამ­წვა­ნე­ბა, პირ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ბა­ღე­ბი და მო­ედ­ნე­ბია.

"ვი­ნა­ი­დან თბი­ლი­სი ყო­ველ­თვის თავ­დაც­ვა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც ქა­ლაქს მუდ­მი­ვად და­პყრო­ბა ემუქ­რე­ბო­და, ამი­ტომ, თა­ვი­დან გა­ლა­ვან­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი და ჩა­კე­ტი­ლი. სახ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე იყო მიბ­ჯე­ნილ-მი­წყო­ბი­ლი, იყო კა­პი­ლა­რუ­ლი ქუ­ჩე­ბი, სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კა ვერ ვი­თარ­დე­ბო­და და სახ­ლე­ბი ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი, ბა­ნი­ა­ნი გახ­ლდათ. იმის გამო, რომ ქა­ლა­ქი სი­მაღ­ლე­ში ვერ მი­დი­ო­და, მი­წას მაქ­სი­მა­ლუ­რად ით­ვი­სებ­დნენ, მაგ­რამ ხის დარ­გვის, გამ­წვა­ნე­ბის და ბა­ღე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბა არ ჰქონ­დათ," - ეს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, წარ­სულ­ში კი "თბი­ლი­სის ჰამ­ქრის“ თავ­მჯდო­მა­რის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის ნა­ამ­ბო­ბია. ალე­კო წლე­ბია, თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ას სწავ­ლობს.

მი­სი­ვე თქმით, იმ პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში მო­ე­და­ნიც სულ სამი იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ფე­ო­და­ლურ პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­ბის შე­მოს­ვლამ­დე (1801 წელი) ხდე­ბო­და. ერთი მო­ე­და­ნი "შა­ი­თან ბა­ზა­რი" (სა­ვაჭ­რო დატ­ვირ­თვის) იყო, ახლა "გორ­გას­ლის მო­ე­და­ნი,“ რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად და­ი­კარ­გა და იქა­უ­რო­ბას მო­ედ­ნად ვე­ღარც აღ­ვიქ­ვამთ (ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც ამ­ჟა­მად შარ­დე­ნის ქუჩა იწყე­ბა, სხვაგ­ვა­რად მას "თათ­რის მო­ე­და­ნიც" ერ­ქვა და "ცი­ხის მო­ე­დან­საც" ეძახ­დნენ). ასე­ვე იყო "მოღ­ნის მო­ე­და­ნი" (დღე­ვან­დე­ლი "გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ე­და­ნი"), იქ შრო­მის ბირ­ჟა გახ­ლდათ (და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი, ელი­ა­ვას ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რომ არის), სა­დაც კურტნის მუ­ში­სა და სხვა მო­ხე­ლის და­ქი­რა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. გვქონ­და "ბა­ტო­ნის მო­ე­და­ნიც," ანუ ახ­ლან­დე­ლი "ერეკ­ლეს მო­ე­და­ნი". ეს მთა­ვა­რი მო­ე­და­ნი იყო, რად­გა­ნაც სა­პატ­რი­არ­ქოს შე­ნო­ბის ად­გილ­ზე იმ­ხა­ნად მე­ფის სა­სახ­ლე იდგა და იქ ერთი ხეც არ ხა­რობ­და.

სა­ერ­თოდ, არც ერთი მო­ე­და­ნი არ იყო გამ­წვა­ნე­ბუ­ლი, რისი დას­ტუ­რი­ცაა ის, რომ გრა­ვი­უ­რებ­ზე ერთი ხე არ ჩანს. სა­მა­გი­ე­როდ, იქა­უ­რო­ბას გარ­შე­მო ბა­ღე­ბი აკ­რავ­და - "ორ­თა­ჭა­ლის ბაღი," "კრწა­ნი­სის ბაღი," "სო­ლო­ლა­კის ბაღი," "ვე­რის ბაღი".

  • ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი:

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო, რად­გა­ნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ინც თავ­დაც­ვა გახ­ლდათ, რომ გა­ლა­ვან­ში ყო­ფი­ლიყ­ვნენ და­ცუ­ლე­ბი.

ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ის პე­რი­ო­დი XIX სა­უ­კუ­ნის "ოქ­როს ხა­ნად" იწო­დე­ბა, რად­გა­ნაც ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე ამ­დე­ნი ხანი მშვი­დო­ბა თბი­ლისს არ ჰქო­ნია (1801 წლი­დან 1921-წლამ­დე არა­ვინ შე­მო­სუ­ლა). ამას სხვაგ­ვა­რი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა მოჰ­ყვა: გაჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ბა­ღე­ბი და ამის პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თი "ალექ­სან­დრეს ბა­ღია," ამას ქარ­თვე­ლე­ბი პრო­ტეს­ტით შეხ­ვდნენ. მი­უ­ხე­და­ვად პრო­ტეს­ტი­სა, ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ბაღი მა­ინც ეგ აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც ტე­რა­სა­ზე რუ­მი­ნუ­ლი ორ­კესტრი უკ­რავ­და და "სას­ვეტსკაო" ად­გი­ლად ით­ვლე­ბო­და.

  • ალექ­სან­დრეს ბაღი

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა, სამ­ხედ­რო მუ­ზე­უ­მი აე­შე­ნე­ბი­ნა იქ, სა­დაც დღე­ვან­დე­ლი "ცის­ფე­რი გა­ლე­რე­აა" (ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა შეჭ­რი­ლი)... მუ­ზე­უ­მის აშე­ნე­ბამ მა­შინ­დელ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში დიდი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ იმის გამო, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნ­დო­და, ობი­ექ­ტი კავ­კა­სი­ის და­პყრო­ბის მე­მო­რი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო მუ­ზე­უ­მი ყო­ფი­ლი­ყო. იქ იყო ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც კავ­კა­სი­ის და­პყრო­ბას ასა­ხავ­და. ამა­ზე ხალ­ხი ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და და "ალექ­სან­დრეს ბაღ­ში" აღა­რა­ვინ და­დი­ო­და.

  • ბო­ტა­ნი­კურ ბაღი

სა­მე­ფო-სა­აფ­თი­ა­ქო ბაღი გახ­ლდათ. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გი­ორ­გი XI-ის ცოლი - მა­რი­ა­მი უვ­ლი­და, ხოლო 1845 წელს კი ვო­რონ­ცოვ­მა "ბო­ტა­ნი­კურ ბა­ღად" გა­მო­ა­ცხა­და, თუმ­ცა ისიც თა­ვის დრო­ზე, გა­ლავ­ნის მიღ­მა გახ­ლდათ. იქ თან ხე­ხი­ლიც ხა­რობ­და და სა­ქე­ი­ფო ად­გი­ლე­ბიც იყო. მისი მორ­წყვა მთე­ლი ამ­ბა­ვი გახ­ლდათ, სა­მე­ფო სი­გე­ლე­ბი არ­სე­ბობს, ვინ რო­დის მორ­წყო და რუ რო­დის გა­მო­უშ­ვა...

1859 წელს ოტო სი­მონ­სონ­მა გეგ­მა გა­ა­კე­თა, პირ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პარ­კი თუ რო­გორ მო­ე­წყო, თუმ­ცა მა­ნამ სა­სა­ცი­ლო რა­ღაც მოხ­და: რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირს "სა­რუ­სე­თო გზა" ერ­ქვა, მერე "ქა­ლა­ქის ბულ­ვა­რი" უწო­დეს, რო­მე­ლიც 1942 წელს "გო­ლო­ვინ­სკი" გახ­და.

ის იყო თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი ქუჩა, სა­დაც მწკრივ­ში ხე­ე­ბი დარ­გეს. ქარ­თვე­ლე­ბი ამა­ზე იცი­ნოდ­ნენ - ეს რა სა­ში­ნე­ლე­ბა გა­ა­კე­თეს, ხე­ებს რო­გორ აწ­ვა­ლე­ბე­ნო?! მოკ­ლედ, ხე­ე­ბი მწკრივ­ში ჩა­ირ­გო და გა­კეთ­და ბულ­ვა­რი. სა­დაც სე­ირ­ნო­ბა ნელ-ნელა ქარ­თვე­ლებ­მაც და­ი­წყეს.

  • "გო­ლო­ვინ­სკი“ და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი

მოგ­ვი­ა­ნე­ბით შიდა კვარ­ტა­ლუ­რი ბა­ღე­ბის კულ­ტუ­რა გაჩ­ნდა, რაც უკვე გერ­მა­ნე­ლებ­მა შე­მო­ი­ტა­ნეს. მა­გა­ლი­თად, "გორ­კის ბაღი," "არ­ტოს ბაღი" - თი­თო­ე­უ­ლი ბაღი გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ არის აშე­ნე­ბუ­ლი, ანუ ამა თუ იმ კვარ­ტალს თა­ვი­სი ბაღი გა­უჩ­ნდა. ასე­თი რამ ჩვენ­თან მა­ნამ­დე არ ყო­ფი­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი გერ­მა­ნუ­ლი ოჯა­ხი 1817 წელს ჩა­მო­სახ­ლდა, რო­მელ­საც ნელ-ნელა სხვე­ბი მოჰ­ყვნენ. ისი­ნი კო­ლო­ნის­ტე­ბი იყ­ვნენ. რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტა გახ­ლდათ და მი­აჩ­ნდათ, რომ მე­ო­რედ მოს­ვლა მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო და "არა­რა­ტის“ მთას­თან რაც უფრო ახ­ლოს იქ­ნე­ბოდ­ნენ, გა­დარ­ჩე­ბოდ­ნენ ("არა­რა­ტის" მთას­თან კი სა­ქარ­თვე­ლო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი იყო ახ­ლოს). სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სახ­ლე­ბულ­მა გერ­მა­ნე­ლებ­მა შექ­მნეს და­სახ­ლე­ბე­ბი სარ­თი­ჭა­ლა­ში, ასუ­რეთ­ში, ბოლ­ნის­ში. ასე­ვე "პლე­ხა­ნოვ­ზე სო­ფე­ლი "ნო­ვოე ტიფ­ლი­სი," რო­მე­ლიც მერე ჩა­ი­კარ­გა.

1817 წელს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე იდგა მათი ეკ­ლე­სია - კირ­ხა, ხოლო გერ­მა­ნე­ლე­ბის სა­საფ­ლაო გორ­კის ძეგლის უკან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო, სა­დაც ახლა გერ­მა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­აა.

ისე კი, რამ­დე­ნი­მე გერ­მა­ნუ­ლი ეკ­ლე­სია კო­მუ­ნის­ტებ­მა და­ან­გრი­ეს და 1946 წელს ამ ნგრე­ვას გერ­მა­ნუ­ლი კირ­ხაც შე­ე­წი­რა... გერ­მა­ნე­ლე­ბის 20-მდე ოჯა­ხი სამ­ტრე­დი­ის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და და იქა­უ­რო­ბას ალექ­სან­დერ­დორ­ფი ერ­ქვა.

  • მუშ­თა­ი­დის ბაღი

ძა­ლი­ან გა­ნა­პი­რა ბაღი იყო, რო­მე­ლიც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ირა­ნელ­მა და­ა­არ­სა, თუმ­ცა ის XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. "ალექ­სან­დრეს ბაღ­ში" და­წყე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის გამო გა­ჩე­ნი­ლი პრო­ტეს­ტით და ახა­ლი "სას­ვეტსკაო" ად­გი­ლი გახ­და...

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
2

სამტრედიის ქუჩაზე 20 ოჯახიო და არა 20 000 საიდან მოიტანთ ხოლმე ამ ციფრებს?

სოსო
42

გიორგი ХII როგორ უყურებდა საკუთარ ცხენებს რომ ჰპარავდნენ და მტკვრის გაღმა სოფლებს ანუ თბილისის შემოგარენს ლეკები როგორ აოხრებდნენ, დღევანდელი "ომი გინდათ?" ნამდვილად აღარ მიკვირს...

ავტორი:

როგორი იყო თბილისი საუკუნეზე უფრო მეტი ხნის წინ - პირველი გამწვანებული ბაღები და სკვერები: სად ისვენებდნენ თბილისელები (ფოტოები)

როგორი იყო თბილისი საუკუნეზე უფრო მეტი ხნის წინ - პირველი გამწვანებული ბაღები და სკვერები: სად ისვენებდნენ თბილისელები (ფოტოები)

თბილისს XVIII საუკუნის ჩათვლით, თავისებური გამწვანების ისტორია და კულტურა ჰქონდა, ერთი ხე არ იყო თურმე ქალაქში. ამჯერად დედაქალაქის წარსულიდან რამდენიმე ეპიზოდზე შევჩერდებით. როგორც უკვე მიხვდით, თემა ქალაქის ადრინდელი გამწვანება, პირველი საზოგადოებრივი ბაღები და მოედნებია.

"ვინაიდან თბილისი ყოველთვის თავდაცვაზე იყო ორიენტირებული, რადგანაც ქალაქს მუდმივად დაპყრობა ემუქრებოდა, ამიტომ, თავიდან გალავანში იყო მოქცეული და ჩაკეტილი. სახლები ერთმანეთზე იყო მიბჯენილ-მიწყობილი, იყო კაპილარული ქუჩები, სამშენებლო ტექნიკა ვერ ვითარდებოდა და სახლები ერთსართულიანი, ბანიანი გახლდათ. იმის გამო, რომ ქალაქი სიმაღლეში ვერ მიდიოდა, მიწას მაქსიმალურად ითვისებდნენ, მაგრამ ხის დარგვის, გამწვანების და ბაღების ფუფუნება არ ჰქონდათ," - ეს პარლამენტის წევრის, წარსულში კი "თბილისის ჰამქრის“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის ნაამბობია. ალეკო წლებია, თბილისის ისტორიას სწავლობს.

მისივე თქმით, იმ პერიოდში თბილისში მოედანიც სულ სამი იყო. ეს ყველაფერი ფეოდალურ პერიოდში, საქართველოში რუსების შემოსვლამდე (1801 წელი) ხდებოდა. ერთი მოედანი "შაითან ბაზარი" (სავაჭრო დატვირთვის) იყო, ახლა "გორგასლის მოედანი,“ რომელიც პრაქტიკულად დაიკარგა და იქაურობას მოედნად ვეღარც აღვიქვამთ (ეს ის ადგილია, სადაც ამჟამად შარდენის ქუჩა იწყება, სხვაგვარად მას "თათრის მოედანიც" ერქვა და "ციხის მოედანსაც" ეძახდნენ). ასევე იყო "მოღნის მოედანი" (დღევანდელი "გუდიაშვილის მოედანი"), იქ შრომის ბირჟა გახლდათ (დაახლოებით ისეთი, ელიავას ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ არის), სადაც კურტნის მუშისა და სხვა მოხელის დაქირავება შეიძლებოდა. გვქონდა "ბატონის მოედანიც," ანუ ახლანდელი "ერეკლეს მოედანი". ეს მთავარი მოედანი იყო, რადგანაც საპატრიარქოს შენობის ადგილზე იმხანად მეფის სასახლე იდგა და იქ ერთი ხეც არ ხარობდა.

საერთოდ, არც ერთი მოედანი არ იყო გამწვანებული, რისი დასტურიცაა ის, რომ გრავიურებზე ერთი ხე არ ჩანს. სამაგიეროდ, იქაურობას გარშემო ბაღები აკრავდა - "ორთაჭალის ბაღი," "კრწანისის ბაღი," "სოლოლაკის ბაღი," "ვერის ბაღი".

  • ალეკო ელისაშვილი:

"ეს ყველაფერი ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე იყო, რადგანაც მნიშვნელოვანი მაინც თავდაცვა გახლდათ, რომ გალავანში ყოფილიყვნენ დაცულები.

ქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისით, ის პერიოდი XIX საუკუნის "ოქროს ხანად" იწოდება, რადგანაც ისტორიის მანძილზე ამდენი ხანი მშვიდობა თბილისს არ ჰქონია (1801 წლიდან 1921-წლამდე არავინ შემოსულა). ამას სხვაგვარი კულტურის განვითარება მოჰყვა: გაჩნდა საზოგადოებრივი ბაღები და ამის პირველი მაგალითი "ალექსანდრეს ბაღია," ამას ქართველები პროტესტით შეხვდნენ. მიუხედავად პროტესტისა, ყველაზე პრესტიჟული ბაღი მაინც ეგ აღმოჩნდა, სადაც ტერასაზე რუმინული ორკესტრი უკრავდა და "სასვეტსკაო" ადგილად ითვლებოდა.

  • ალექსანდრეს ბაღი

რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სამხედრო მუზეუმი აეშენებინა იქ, სადაც დღევანდელი "ცისფერი გალერეაა" (ბაღის ტერიტორიაზეა შეჭრილი)... მუზეუმის აშენებამ მაშინდელ თბილისის საკრებულოში დიდი პროტესტი გამოიწვია, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებას უნდოდა, ობიექტი კავკასიის დაპყრობის მემორიალური სამხედრო მუზეუმი ყოფილიყო. იქ იყო ნივთები, რომლებიც კავკასიის დაპყრობას ასახავდა. ამაზე ხალხი ძალიან გაბრაზდა და "ალექსანდრეს ბაღში" აღარავინ დადიოდა.

  • ბოტანიკურ ბაღი

სამეფო-სააფთიაქო ბაღი გახლდათ. მას განსაკუთრებულად გიორგი XI-ის ცოლი - მარიამი უვლიდა, ხოლო 1845 წელს კი ვორონცოვმა "ბოტანიკურ ბაღად" გამოაცხადა, თუმცა ისიც თავის დროზე, გალავნის მიღმა გახლდათ. იქ თან ხეხილიც ხარობდა და საქეიფო ადგილებიც იყო. მისი მორწყვა მთელი ამბავი გახლდათ, სამეფო სიგელები არსებობს, ვინ როდის მორწყო და რუ როდის გამოუშვა...

1859 წელს ოტო სიმონსონმა გეგმა გააკეთა, პირველი საზოგადოებრივი პარკი თუ როგორ მოეწყო, თუმცა მანამ სასაცილო რაღაც მოხდა: რუსთაველის გამზირს "სარუსეთო გზა" ერქვა, მერე "ქალაქის ბულვარი" უწოდეს, რომელიც 1942 წელს "გოლოვინსკი" გახდა.

ის იყო თბილისის პირველი ქუჩა, სადაც მწკრივში ხეები დარგეს. ქართველები ამაზე იცინოდნენ - ეს რა საშინელება გააკეთეს, ხეებს როგორ აწვალებენო?! მოკლედ, ხეები მწკრივში ჩაირგო და გაკეთდა ბულვარი. სადაც სეირნობა ნელ-ნელა ქართველებმაც დაიწყეს.

  • "გოლოვინსკი“ და რუსთაველის გამზირი

მოგვიანებით შიდა კვარტალური ბაღების კულტურა გაჩნდა, რაც უკვე გერმანელებმა შემოიტანეს. მაგალითად, "გორკის ბაღი," "არტოს ბაღი" - თითოეული ბაღი გერმანელების მიერ არის აშენებული, ანუ ამა თუ იმ კვარტალს თავისი ბაღი გაუჩნდა. ასეთი რამ ჩვენთან მანამდე არ ყოფილა.

საქართველოში პირველი გერმანული ოჯახი 1817 წელს ჩამოსახლდა, რომელსაც ნელ-ნელა სხვები მოჰყვნენ. ისინი კოლონისტები იყვნენ. რელიგიური სექტა გახლდათ და მიაჩნდათ, რომ მეორედ მოსვლა მოახლოებული იყო და "არარატის“ მთასთან რაც უფრო ახლოს იქნებოდნენ, გადარჩებოდნენ ("არარატის" მთასთან კი საქართველო და აზერბაიჯანი იყო ახლოს). საქართველოში ჩამოსახლებულმა გერმანელებმა შექმნეს დასახლებები სართიჭალაში, ასურეთში, ბოლნისში. ასევე "პლეხანოვზე სოფელი "ნოვოე ტიფლისი," რომელიც მერე ჩაიკარგა.

1817 წელს მარჯანიშვილის მოედანზე იდგა მათი ეკლესია - კირხა, ხოლო გერმანელების სასაფლაო გორკის ძეგლის უკან ტერიტორიაზე იყო, სადაც ახლა გერმანული ეკლესიაა.

ისე კი, რამდენიმე გერმანული ეკლესია კომუნისტებმა დაანგრიეს და 1946 წელს ამ ნგრევას გერმანული კირხაც შეეწირა... გერმანელების 20-მდე ოჯახი სამტრედიის ქუჩაზე ცხოვრობდა და იქაურობას ალექსანდერდორფი ერქვა.

  • მუშთაიდის ბაღი

ძალიან განაპირა ბაღი იყო, რომელიც, როგორც ცნობილია, ირანელმა დააარსა, თუმცა ის XIX საუკუნის ბოლოს გახდა პოპულარული. "ალექსანდრეს ბაღში" დაწყებული მშენებლობის გამო გაჩენილი პროტესტით და ახალი "სასვეტსკაო" ადგილი გახდა...